ტოპ-5 ნახევარმცველი, რომლითაც შესაძლოა, კლოპმა “ლივერპულის” ნახევარდაცვა გააძლიეროს

მიუხედავად იმისა, რომ იურგენ კლოპის მოსვლის შემდგომ “ლივერპული” ცოტათი გაუმჯობესდა, გუნდში მაინც არსებობს ხარვეზები, რომელთა გამოსწორებაც აუცილებელია.

ამის მიზეზი პირველ რიგში კი არის ის, რომ ეს იურგენის გუნდი არ არის – ბრენდან როჯერსის მიერ შეკრებილ გუნდს გერმანელმა სპეციალისტმა მხოლოდ კოლკერი და მარკო გრუშიჩი დაამატა.

გთავაზობთ ტოპ-5 ნახევარმცველს, რომელსაც იურგენ კლოპი აკვირდება და შესაძლოა, მომავალში გუნდის ნახევარდაცვის გაძლიერებაც მიანდოს.

5. აქსელ ვიტსელი (სანქტ-პეტერბურგის “ზენიტი”)

კონტრაქტის ვადა: 30.06.2017

ბელგიელი ფეხბურთელი რუსული კლუბის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა. თუმცა 27 წლის  ფეხბურთელმა არაერთხელ აღნიშნა, რომ უფრო მაღალ დონეზე სურდა თამაში და რამდენჯერმე ახლოსაც იყო ევროპულ გრანდში გადაბარგებასთან.

ვიტსელი ძალიან ძლიერი ფეხბურთელია, ის ხშირად ეხმარება მცველებს და მშვენივრად გამოდის მეტოქე გუნდის ფეხბურთელის მეურვეობაც, სწორად ირჩევს პოზიციას და ამ ყველაფერთან ერთად ის შესანიშნავია თავით თამაშის დროსაც.

4. რუბენ ნევესი  (“პორტო”)

კონტრაქტის ვადა: 30.06.2019

რუბენ ნევესი პორტუგალიაში მისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო ფეხბურთელად ითვლება. ნევესს ყველა საერთაშორისო დონეზე აქვს ნათამაშები.

გავრცელებული ინფორმაციით, “ლივერპულთან” ერთად მისი გადაბირებით, რამდენიმე სხვა ევროპული კლუბიც ინტერესდება. 18 წლის ასაკში ნევესი პორტუგალიური კლუბის მთავარი ფეხბურთელი გახდა მისი კრეატიულობით, შესანიშნავი ბურთის კონტროლითა და თამაშის კითხვის უნარით.

3. რაჯა ნაინგოლანი (“რომა”)

კონტრაქტის ვადა: 30.06.2020

ვიტსელის თანამემამულე, რადია ნაინგოლანი თამაშის აგრესიული სტილით გამოირჩევა, ისევე როგორც გადაცემების სიზუსტით, მას მშვენივრად გამოდის ბურთიც ართმევაც.

იტალიის ჩემპიონატის წლევანდელ სეზონში მან 21 მატჩში მოირგო “მგლების” მაისური და 2 გოლის გატანა მოახერხა.

2. ლარს ბენდერი (“ბაიერ ლევერკუზენი”)

კონტრაქტის ვადა: 30.06.2019

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონი (2008), ლარს ბენდერი “ლევერკუზენში” უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, მისი შესაძლებლობები მართლაც რომ უნიკალურია.

ბევრის აზრით, ის სრულფასოვნად შეძლებს ლუკას ლეივას ჩანაცვლებას, რომელიც ირუგენ კლოპს მაინცდამაინც არ ხვდება თვალში.

27 წლის ფეხბურთელი ძირითადად ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს, თუმცა ამასთანავე მას შემტევი ნახევარმცველისა და მარჯვენა მცველის როლშიც შეუძლია შესვლა.

1. ილკაი გიუნდოგანი (დორტმუნდის “ბორუსია”)

კონტრაქტის ვადა: 30.06.2017

25 წლის გერმანელი ფეხბურთელი იურგენის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ფეხბურთელად ითვლება. “ლივერპულის” თავკაცი მას აღწერს, როგორც ” ინტელიგენტს, სრულყოფილ ნახევარმცველს,რომელსაც მრავლადაა დაჯილდოვებული ტექნიკური მონაცემებით.”

აღსანიშნავია ისიც, რომ თავდაპირველად მისი საქმეები “ბორუსიაში” არც ისე კარგად მიდიოდა, თუმცა მისმა შრომისმოყვარეობამ შედეგი მაინც გამოიღო და კლოპის გუნდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა გახდა.

 

„მილანი“ ბალოტელის, სავარაუდოდ, არ გამოისყიდის

„მილანი“ „ლივერპულისგან“ თავდამსხმელ მარიო ბალოტელის გამოსყიდვას არ აპირებს, რის შესახებაც იტალიურ პრესაზე დაყრდნობით „Football-Italia“ იუწყება.

ფორვარდი „მილანში“ ზაფხულში იჯარით დაბრუნდა, თუმცა სეზონის მნივნელოვანი ნაწილი ტრავმის გამო გაუსცდა. „მილანის“ სამწვრთნელო შტაბი არ თვლის, რომ ფეხბურთელი გუნდს მომავალ სეზონში გამოდგება, ამიტომ, შესაძლოა, ხელმძღვანელობამ ზაფხულში ის არ გამოისყიდოს.

სავარაუდოდ, ინგლისში დაბრუნების შემდეგ „ლივეპრული“ სუპერმარიოს ახალ კლუბს უპოვის.

ბილიჩი „ლივერპულთან“ სათასო მატჩით კმაყოფილია

„ვესტ ჰემის“ მთავარი მწვრთნელი სლავენ ბილიჩი „ლივერპულთან“ ინგლისის თასის 1/16-ფინალური ეტაპის მატჩით კმაყოფილი დარჩა. შეგახსენებთ, რომ ეს შეხვედრა უგოლოდ დასრულდა.

„კმაყოფილი ვარ. ორივე გუნდს რამდენიმე მომენტი ჰქონდა. მეორე ტაიმში „ლუვერპული“ უეკთესი იყო, ჩვენს მეკარეს გუნდის გადარჩენა მოუწია, ასე რომ, შედეგით კმაყოფილი ვარ. საკუთარ მოედანზე „ლივერპული“ ძლიერი ნებისმიერი შემადგენლობითაა, „მშრალი“ თამაშის ჩატარება რთული იყო. შეტევების ბოლოს ხარისხი გვაკლდა. როდესაც შესვენების წინ ორ იძლებით ცვლილებას აკეთებ, შემდგომ გიჭირს. ამ შემთხვევამ ჩვენი შესაძლებლობები შეზღუდა.

გადათამაშება არ გვინდოდა, მაგრამ ამ გრაფიკით უნდა ვიცხოვროთ. კიდევ ერთი მატჩი პრობლემა არ იქნება. გადათამაშება დავიმსახურეთ<, ამიტომ ფეხბურთელებს ვულოცავ. „აპტონ პარკზე“ „ლივერპულს“ სიამოვნებით მივიღებთ“, - ციტირებს ხორვატს BBC.

ბალოტელი “მანჩესტერ იუნაიტედზე”: “გაანადგურეთ ისინი!”

“მილანის” თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ სოციალურ ქსელ Twitter-ში პოსტი გამოაქვეყნა და “ლივერპულის” ფეხბურთელებს წარმატება უსურვა.

როგორც იცით, დღეს, 17 იანვარს, ინგლისის პრემიერ ლიგის 22-ე ტურში “ლივერპული” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედს” მიიღებს.

“წარმატებები ჩემს ყოფილ თანაგუნდელებს. გაანადგურეთ ისინი”, – წერს ბალოტელი.

კლოპი: „მანჩესტერ იუნაიტედის გაწვრთნა შემეძლო“

„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის იურგენ კლოპის თქმით, 2013 წელს მას „მანჩესტერ იუნაიტედში“ სერ ალექს ფერგიუსონის ადგილის დაკავება შეეძლო.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ დამიკავშირდა. დიდი ხანი არ გვისაუბრია, მაგრამ ჩემთვის ეს, რა თქმა უნდა, ბევრს ნიშნავდა. ეს დიდი პატივი იყო.

როდესაც მანჩესტერელები ჩემით დაინტერესდნენ, დორტმუნდის დატოვება არ შემეძლო. 2013 წლის აპრილი იყო, შემდეგი სეზონისთვის გეგმებს ვაწყობდი. სატრანსფერო მიზნებთან ახლოს ვიყავით, ასეთ სიტუაციაში წასვლა არ შემეძლო. ასე არ უნდა ხდებოდეს.

რეალური წინადადება არ მიმიღია, მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, მას ვერ დავთანხმდებოდი. შესაძლოა, ეს ჭკვიანური გადაწყვეტილება არ იქნებოდა, მაგრამ სხვანაირად არ შემიძია. ყოველთვის „ბორუსიას“ ერთგული ვიყავი. იგივეს „მაინცზეც“ ვიტყოდი“, – ციტირებს კლოპს Goal.com-ი.

“ლივერპული” და “არსენალი” “ენფილდზე” დაზავდნენ (ვიდეო)

დრამატულ ბრძოლაში წარიმართა ინგლისის პრემიერლიგის 21-ე ტურში “ლივერპულსა” და ლონდონის “არსენალს” შორის გამართული მატჩი. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 3:3 დასრულდა.

ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს, მე-10 წუთზე რობერტო ფირმინომ გამოიჩინა თავი. ზუსტად ოთხ წუთში აარონ რემსიმ წონასწორობა აღადგინა, თუმცა ხუთი წუთის შემდეგ ფირმინომ დუბლი შეასრულა და “ენფილდროუდელები” კვლავ დააწინაურა. 25-ე წუთზე ოლივიე ჟირუმ კვლავ გაათანაბრა. გუნდები შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ. მეორე ნახევარში ჟირუმ დუბლი გაიფორმა. მატჩის ბოლო წუთზე კი ჯო ალენმა ბოლო გოლი გაიტანა და მასპინძლებს ქულა გადაურჩინა.

ინგლისის პრემიერლიგა
XXI ტური
“ლივერპული” — “არსენალი” 3:3 (2:2)

გოლები: რობერტო ფირმინო 10′, 19′, ალენი 90′ — რემსი 14′, ჟირუ 25′, 55′.
გაფრთხილებები: ფირმინო 10′, კლაინი 53′.

კლოპმა პატოს „ლივერპულში“ ტრანსფერის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა

ბოლო დროს „ლივერპულს“ ბრაზილიელ თავდამსხმელ ალეშანდრე პატოს უკავშირებენ. ამ ინფორმაციას მერსესაიდელთა თავკაცი იურგენ კლოპი გამოეხმაურა.

„ჩვენ პატოთ არ ვინტერესდებით. იქიდან გამომდინარე, რომ ტრანსფერებთან დაკავშიორებულ კითხვებზე პასუხის გაცემა არ მივყარს, მსგავს თემებზე კონტრაქტის გაფორმებამდე არ ვსაუბრობ. ალეშანდრეს შემთხვევაში კი პირდაპირ გეტყვით: დაივიწყეთ ეს ჭორები. ეს მხოლოდ ჩემი პირადი რჩევაა“, – ციტირებს გერმანელს Goal.com-ი.

“ექსეტერის” ფეხბურთელმა “ლივერპულს” კუთხურიდან ჩაუხვია (ვიდეო)

8 იანვარს, ინგლისის ასოციაციის თასზე, “ექსეტერსა” და “ლივერპულს” შორის გამართულ მატჩში, 46-ე წუთზე, მასპინძელთა ფეხბურთელმა ჰოლმსმა ლივერპულელთა კარი კუთხურიდან დალაშქრა.

რა გაუკეთა ბურთის მომტანმა ბიჭმა დეიან ლოვრენს (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ რა გაუკეთა “ვესტ ჰემის” ბურთის მომტანმა ბიჭმა ლივერპულელ დეიან ლოვრენს.

„ლივერპულმა“ წელიწადი „ვესტ ჰემთან“ მარცხით დაიწყო

ინგლისის პრემიერლიგის მე-20 ტური „ვესტ ჰემისა“ და „ლივერპულის“ მატჩით დაიწყო, რომელიც ლონდონელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.

უკვე მე-10 წუთზე ანგარიში მაიკლ ანტონიომ გახსნა. მეორე ნახევრის ისევ მე-10 წუთზე კი თავის ყოფილ გუნდს ენდი ქეროლმა გაუტანა.

ამ გამარჯვებით „ვესტ ჰემმა“ 32 ქულა დააგროვა და ჯერჯერობით სატურნირო ცხრილის მეხუთე პოზიციაზე გადაინაცვლა. რაც შეეხება იურგენ კლოპის გუნდს, მის აქტივში 30 ქულაა და ის მერვე ადგილზეა.

„ვესტ ჰემი“ – „ლივერპული“ 2:0
გოლები: ანტონიო 10′, ქეროლი 55
გაფრთხილებები: ლანცინი 18′ – ლეივა 24′

„ბალოტელი „ლივერპულში“ დაბრუნდება“

„მილანის“ თავდამსხმელის მარიო ბალოტელის აგენტმა მინო რაიოლამ თავისი კლიენტის „ლივერპულში“ დაბრუნების ალბათობა განიხილა. ამჟამად ბალოტელი „როსონერიში“ იჯარით ირიცხება.

„თეორიულად და სამათლებრივად ის სეზონის დასრულების შემდეგ „ლივერპულში“ დაბრუნდება. მარიო ამ კლუბს ეკუთვნის, მაგრამ არ ვიცი, კლოპს რა გეგმები აქვს. ამ თემაზე მასთან ჯერ არ მისაუბრია, თუმცა ამას უახლოეს მომავალში ვგეგმავ. თუ მარიო იმას გააკეთებს, რაც მოეთოვება, მწვრთნელს სხვა დამოკიდებულება ექნება. როჯერსთან ერთად მას განვითარების არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდა.

მარიოს ნიჭში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ საჭიროა მწვრთნელი, რომელიც მას თამაშის შანსს მისცემს. ამიტომ, როდესაც დრო დადგება, კლოპს აუცილებლად შევხვდები“, – ციტირებს რაიოლას „სქაი სპორტსი“.

ჯერარდი: “კარიერას, ალბათ, 2016 წელს დავასრულებ”

“ლოს ანჯელეს გალაქსის” ნახევარმცველმა სტივენ ჯერარდმა განაცხადა, რომ მოთამაშის კარიერას, სავარაუდოდ, 2016 წელს დაასრულებს. ინგლისელმა ფეხბურთელმა ისიც აღნიშნა, რომ “ლივერპულს” მისი დაბრუნება სურს, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სტატუსით.

“ჯერ არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ, ალბათ, 2016 წელი ბოლო იქნება ჩემს კარიერაში. იურგენ კლოპს ვესაუბრე. კონკრეტული შემოთავაზება არ მიმიღია, თუმცა “ლივერპულში” ჩემი დაბრუნება სურთ. არსებითი საუბარი არ გვქონია და ჩემთვის არ უთქვამთ, კონკრეტულად თუ რა უნდა გავაკეთო კლუბში”, – ჯერარდის კომენტარი “სქაი სპორტსმა” გამოაქვეყნა.