აზარი: “ვარჯიშზე ბოლომდე არ ვიხარჯები”

ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელმა, ედენ აზარმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა ის მიზეზი, რის გამოც ვარჯიშზე ბოლომდე არ იხარჯება.

“გულწრფელად რომ ვთქვა, ვარჯიშზე ბოლომდე არ ვიტვირთავ თავს. გვაქვს წვრთნები და ზოგი გუნდელი გიჟივით ემზადება მატჩისთვის. თუმცა, მე ვცდილობ, ენერგია ზუსტად შეხვედრისთვის შევინახო. ჩვენ არ გვაქვს ბევრი შესვენება, სწორედ ამიტომ ზოგ ვარჯიშს ძალების აღსადგენად ვიყენებ.”

“როცა მოედანზე ვარ, ხშირად ფეხში მირტყამენ. თუმცა, ამაზე არ ვდარდობ – ეს ფეხბურთელის ცხოვრების ნაწილია. ყველაფერს ვაკეთებ, რომ ფიზიკურად გავძლიერდე. დარბაზში ამისთვის საკმაოდ ვირჯები. ვიცი, ჩემი სხეული ძალიან ძლიერია, რაც წარმატებული თამაშის ერთ-ერთი წინაპირობაა,” – აცხადებს ბელგიელი.

კარიკატურა: დამარცხება თუ “კიოლნის” მაისურით “არსენალთან” ტკბილი გამარჯვება?

ხუთშაბათს “კიოლნმა” ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრაში ლონდონის “არსენალი” მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება იზეიმა გერმანელთა ამჟამინდელმა და ინგლისელთა ყოფილმა შემტევმა, ლუკაშ პოდოლსკიმ.

ამასთან დაკავშირებით ომარ მომანი ასეთ კარიკატურას გვთავაზობს.

ჰარი კეინი: “ეს იყო საოცარი ღამე!”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის შეხვედრაში ლონდონის “ტოტენჰემი” დორტმუნდის “ბორუსიას” ესტუმრა და მეტოქე ანაგრიშით, 2-1 დაამარცხა. ამ სამი ქულით ლონდონელებმა ჯგუფიდან პირველი ადგილით გასვლა გაინაღდეს.

პრინციპული შეხვედრის შემდგე, ჟურნალისტებს “სპურსების” ფორვარდი, ჰარი კეინი ესაუბრა.

“ეს დაუჯერებელი ღამეა ჩვენთვის, ფანებისთვის, კლუბისთვის. საკმაოდ რთულ ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ. ლიგის დაწყების წინ, ყველამ ჩამოგვწერა. მათ ეგონათ, რომ მერვედფინალში ვერც მეორე ადიგლიდან გავიდოდით. თუმცა, ჩვენი რეალური ძალა ვაჩვენეთ.”

“როცა გოლი გაგვიტანეს, საკმაოდ რთულ სიტუაციაში აღმოვჩნიდთ. თუმცა, ვიცოდით, რომ მომენტები გამოგვიჩნდებოდა და თუ ერთს მაინც გამოვიყენებდით, შემდეგ იქნებოდა იმის შანსი, რომ ლიდერის სტატუსით დაგვემთავრებინა ჯგუფში ასპარეზობა. საბოლოოდ, შეხვედრას საოცარი დასადრული ჰქონდა. ძალიან ბედნიერი ვარ!” – აცხადებს კეინი.

ედენ აზარი: “ვოცნებობ, რომ ჩემი მწვრთნელი ზიდანი იყოს”

ლონდონის “ჩელსის” შემტევის, ედენ აზარის ერთ-ერთი დიდი ოცნებაა, რომ მას მადრიდის “რეალის” ამჟამინდელი ხელმძღვანელი ზინედინ ზიდანი წვრთნიდეს.

“ყველამ იცის, რომ ზიდანი ბავშვობაში ჩემი კუმირი იყო. მას, როგორც მოთამაშეს, ძალიან დიდ პატივს ვცემდი. ხოლო, ახლა კი იგი, როგორც მწვრთნელი, ჩემთვის ძალინ პატივსაცემია. ოცნებაა, რომ მან გამწვრთნას. არ ვიცი რა იქნება მომავალში, იმედია, ეს ნათქვამი რეალობად იქცევა. თუმცა, ახლა “ჩელსის” ფეხბურთელი ვარ. აქ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.”

“ლონდონურ კარიერაში კიდევ ბევრი რამეა მოსაგები და მისაღწევი. სწორედ ამიტომ, მხოლოდ აქაურ ცხოვრებასა და წარმატებებისკენ სწრაფვაზე ვარ კონცენტრირებული,” – აცხადებს ბელგიელი.

ზინედინ ზიდანი: “ტოტენჰემმა” გვაჯობა – ამაზე უნდა შევთანხმდეთ”

დღეს ლონდონის “ტოტენჰემმა” მადრიდის “რეალი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში ანგარიშით, 3-1 დაამარცხა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მატჩის შემგომ ჟურნალისტებს “თეთრების” მთავარი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი ესაუბრა.

“ყოველთვის მეკითხებით, ვარ თუ არა დამწუხრებული, მაგრამ არ ვარ დამწუხრებული. ასე არასდროს ვგრძნობ თავს, რაც არ უნდა მოხდეს. დღეს ჩვენზე უკეთეს გუნდს ვეთამაშეთ. ისინი გვჯობდნენ და ამაზე უნდა შევთანხმდეთ. ცუდად არ გვიასპარეზია. გვქონდა შანსები, შეგვეძლო რამდენიმეჯერმე აგვეღო მეტოქის კარი – თუმცა ყველაზე ცუდი, რაც ხდებოდა, იყო ის, რომ მომენტებს სათანადოდ ვერ ვიყენებდით. ესაა და ეს.”

“წავაგეთ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრა. ახლა ბოლო ორი მატჩი გვაქვს წაგებული – ერთი ლა ლიგის, მეორე ამ ტურნირის. ჩვენ ბედნიერები ვერ ვიქნებით, გულშემატკივრები თავს ცუდად გრძნობენ. მათი გულები ვერ გავახარეთ. როცა აგებ, თავი მაღლა უნდა ასწიო. ეს ფეხბურთია. წინ მრავალი შეხვედრაა, რომლებშიც სიტუაციის შემობრუნება შეგვიძლია,” – აცხადებს ფრანგი სპეციალისტი.

მაურისიო პოჩეტინო: “ბედნიერები ვართ – ჩვენ მსოფლიოს საუეკთესო გუნდს მოვუგეთ!”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში მადრიდის “რეალი” ლონდონის “ტოტენჰემს” ესტუმრა. მასპინძლებმა ანგარიშთ, 3-1 იმარჯვეს, ათი ქულა დააგროვეს და ჯგუფიდანაც გავიდნენ.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს “სპურსების” მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო ესაუბრა.

“შესანიშნავი გამარჯვება მოვიპოვეთ. ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩემს ფეხბურთელებს, ასეთი ასპარეზობისთვის. რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება უმნიშვნელოვანესია მოთამაშეებისთვის, მწვრთნელებისთვის, ფანებისთვის, რადგან მოვუგეთ მადრიდის “რეალს” – მსოფლიოს საუკეთესო გუნდს. ფანტასტიკურია, როცა გრძნობ, შეგიძლია დაამარცხო ძლიერი.”

“სეზონის დასრულებამდე დიდი დროა. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ და ვეცადოთ, დასახულ მიზნებამდე ბოლომდე მივიდეთ,” – აცხადებს პოჩეტინო.

ნაჩო: “ჩვენ ვართ მადრიდის “რეალი” – სიტუაციის შემობრუნება შეგვიძლია”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში მადრიდის “რეალი” ლონდონის “ტოტენჰემს” ესტუმრა. მასპინძლებმა ანგარიშთ, 3-1 იმარჯვეს, ათი ქულა დააგროვეს და ჯგუფიდანაც გავიდნენ.

მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს “ბლანკოსის” მცველი, ნაჩო ფერნანდესი ესაუბრა.

“ისინი ძალიან კარგები იყვნენ. ჩვენ დამწუხრებულები ვართ, ეს ნამდვილად ცუდი შედეგია. მეორე ტაიმში, როცა ცოტა დავწყნარდით, ჩვენს სტილში დავიწყეთ თამაში, მეორე გოლი მივიღეთ. ამან უფრო აგვრია. ამ გოლამდე მშვენივრად გამოვიყურებოდით.”

“არაფრის თქმა აღარ შეგვიძლია, უბრალოდ დავმარცხდით. მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ ვართ მადრიდის “რეალი” და გვყავს მშვენიერი შემადგენლობა. გვჭირდება და შეგვიძლია, რომ ეს სიტუაცია შემოვაბრუნოთ,” – აცხადებს ნაჩო.

“ტოტენჰემი” – “რეალი” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში მადრიდის “რეალი” ლონდონის “ტოტენჰემს” ესტუმრება.

გთავაზობთ გუნდების სასტრატო შემადგენლობებს.

“ტოტენჰემი”: ლორისი, ტრიპერი, ანდერვეირელდი, ვერტონგენი, სანჩესი, კეინი, დაიერი, ალი, ერიკსენი, ვინკსი, დევისი.

“რეალი”: კასილია, მარსელო, რამოსი, ნაჩო, აჩრაფი, კროოსი, კაზემირო, მოდრიჩი, ისკო, რონალდუ, ბენზემა.

ზიდანი: “მიყვარს, როცა რთულ სიტუაციაში ვვარდებით”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში მადრიდის “რეალი” ინგლისის დედაქალაქ ლონდონს ესტუმრება და “უემბლიზე” “ტოტენჰემს” დაუპირისპირდება.

პრინციპული შეხვედრის წინ “ბლანკოსის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“წინ დიდი გამოწვევაა. თუმცა, ენთუზიასმით და ვნებით ვართ აღვსილები. ყველაფერს ვიზამთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ. ამ სეზონში ბევრი რთული მომენტი გვქონდა. რა თქმა უნდა, არ მომწონს წაგების შეგრძნება. ახლა კიდევ ერთი დიდი დაბრკოლება გვაქვს წინ – შესაბამისად, არსებობს დიდი გამარჯვების მოპოვების შანსიც. როცა საქმე რთულად მიდის, უფრო მეტად გვინდა, რომ მოვიგოთ.”

“არ ვფიქრობ, რომ “ჟირონასთან” გამართული შეხვედრა “რეალში” ჩემი მწვრთნელობის პერიოდში ჩატარებულ მატჩებში ყველაზე ცუდი იყო. ეს ფეხბურთია და, როცა აგებ, აანალიზებ ამ შედეგის გამომწვევ ფაქტორებს. ჩენ ნამდვილად არ ვითამაშეთ კარგად და ამ ხარვეზებს აუცილებლად აღმოვფხვრით. კატალონიელებთან დაპირისპირებაზე მეტს აღარ ვფიქრობთ. ახლა წინ ახალი შეხვედრაა. შეიძლება, ბევრს გაუკვირდეს, მაგრამ თავს მშვენივრად ვგრძნობთ და ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვების მოპოვებას ვაპირებთ,” – აცხადებს “ზიზუ”.

მორატა: “იუვე” არ უნდა დამეტოვებინა, “რეალი” ბავშვივით მომექცა”

ალვარო მორატამ ტურინის “იუვენტუსში” ორი სეზონი გაატარა და შემდეგ მადრიდის “რეალში” დაბრუნდა. გასულ წელს ესპანელი თავდასხმელი საკმაოდ შედეგიანი იყო, თუმცა ზინედინ ზიდანი მას მაინც არ აძლევდა საკმარის სათამაშო დროს. ამის  შემდეგ, ფორვარდმა ესპანეთი დატოვა და ლონდონის “ჩელსიში” გადაბარგდა.

მორატამ La Gazzetta dello Sport-თან თავის წარსულზე ისაუბრა.

“ნეტავ, “იუვენტუსი” საერთოდ არ დამეტოვებინა. “რეალში” იმიტომ დავრუნდი, რომ კონტრაქტში კონკრეტული პუნქტი იყო, რომლისთვისაც პატივი უნდა მეცა და მას დავმორჩილებოდი. მაგრამ იმედი ძალიან გამიცრუვდა. მადრიდში ისევ ისე მომექცნენ, როგორც ამას ტურინში წავსლამდე აკეთებდნენ – თითქოს, ბავშვი ვიყავი.”

“ჩელსიში” კონტეს გამო მოვედი. მოლაპარაკებები გასულ ზაფხულში დაიწყო და საბოლოოდ, აქ ვარ. ის მომთხოვნია, თუმცა მოთამაშეებს სათანადოდ აფასებს. ანტონიოს ყველა ფეხბურთელი მაქსიმალურად ცდილობს, დაიხარჯოს – შესაბამისად, მწვრთნელიც საუკეთესო შედეგს იღებს,” – აცხადებს ესპანელი.

“რეალი” – “ტოტენჰემი” (სასტარტო შემადგენლობები)

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში მადრიდის “რეალი” “სანტიაგო ბერნაბეუზე” ლონდონის “ტოტენჰემს” მიიღებს.

გთავაზობთ გუნდების სასტარტო შემადგენლობებს.

“რეალი”: ნავასი, რამოსი, ვარანი, რონალდუ, კროოსი, ბენზემა, მოდრიჩი, მარსელო, კაზემირო, ჰაკიმი, ისკო.

“ტოტენჰემი”: ლორისი, ანდერვეირელდი, ვერტონგენი, სანჩესი, კეინი, დაიერი, სისოკო, ლორენტე, ერიკსენი, ორიე, ვინკსი.

ლორისი: “რეალი” მხოლოდ რონალდუ არაა”

დღეს მადრიდის “რეალი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე ლონდონის “ტოტენჰემს” დაუპირისპირდება.

შეხვედრის წინ “სპურსების” გოლკიპერმა, უგო ლორისმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც კრიშტიანუ რონალდუს შეეხო.

“ყველა კარგად ხვდება, საოცარია ის, რასაც რონალდუმ კარიერის მანძილზე მიაღწია. ზოგჯერ, ეს ყველაფერი დაუჯერებელია. თუმცა, “რეალი” მხოლოდ კრიშტიანუ არაა. ჩვენ მხოლოდ მის კი არა, მთელი გუნდის შეჩერებას ვაპირებთ. მათ მშვენიერი ფეხბურთელები ჰყავთ და აღნიშნული ამოცანის შესრულება რთული იქნება,” – აცხადებს ფრანგი.