დღეს მადრიდის “რეალი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში საკუთარ მოედანზე ლონდონის “ტოტენჰემს” დაუირისპირდება.
პრინციპული შევხედრის წინ ზინედინ ზიდანი ჟურნალისტებს ესაუბრა.
“ბოლო დროს ისკოს გამოვარჩევდი. ის საოცარ პროგრესს განიცდის. ეს განვითარება ბუნებრივია. მან კარგად ცის, რომ კლუბისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. როცა თამაშის შანსი ეცემა, ბოლომდე იხარჯება. ისკო მატჩიდან მატჩამდე იზრდება. მისი თვისებებიდან იმას გამოვარჩევდი, რომ რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თავისუფლად თამაში. მისთვის უკეთესია, როცა თავდამსხმელებს ეხმარება ხოლმე, თუმცა ნახევარდაცვის სამეულში ან ამ რგოლის სხვა პოზიციაზეც უწევს ასპარეზობა. ამ ყველაფერს კი ის მშვენივრად ართმევს თავს.”
“ვიცით, რომ ჰარი კეინი კარგი ფეხბურთელია. ამაზე მისი შედეგები მეტყველებს. თუმცა, “ტოტენჰემი” მხოლოდ კეინი არაა. ეს ძლიერი კლუბია, რომლის წინააღმდეგ სათამაშოდაც სათანადოდ მოვემზადეთ.”
“ყოველთვის ვცდილობ, საუკეთესო გზა მოვძებნო და ისე მივაღწიო წარმატებას. არ ვიცი, ხალხი სეზონის სტარტზე დაფიქსირებულ შედეგებზე რას ამბობს, თუმცა მე ცდას არ ვაკლებ. ხალხს შეუძლია, განსხვავებულად იფიქროს. თუცმა, არ ვაპირებ, შევცვალო ის, რისი გაკეთებაც მსურს,” – აცხადებს ფრანგი.