დოკ რივერსი: „ბლეიკ გრიფინი თამაშის წესს უმიზეზოდ არღვევდა“

„ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ მთავარმა მწვრთნელმა დოკ რივერსმა „გოლდენ სტეიტ უორიორსთან“ წაგებული მატჩის შემდეგ ბლეიკ გრიფინის შესახებ ისაუბრა.

„რთულია რითმის დაჭერა, როდესაც მოედანზე სულ 19 წუითს განმავლობაში ხარ. დარწმუნებული ვარ, ბლეიკი თამაშის წესის დარღვევას ნანობს. უმიზეზოდ ამის გაკეთება არ შეიძლება“, – განაცხადა რივერსმა.

ალექსანდრე მატევოსოვი

„ლოს-ანჯელეს კლიპერსმა“ ახალი საკლუბო რეკორდი დაამყარა

„დანვერ ნაგეტსთან“ ანგარიშით 117:105 მოგებული მატჩი მიმდინარე რეგულარულ ჩემპიონატში „ლოს-ანჯელეს კლიპერსისთვის“ 57-ე აღმოჩნდა. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებსაიტის მიხედვით, აღნიშნული შედეგი კალიფორნიული კლუბის ისტორიაში საუკეთესოა.

წინა რეკორდი „კლიპერსმა“ გასულ სეზონში დაამყარა, როდესაც რეგულარული ჩემპიონატის 56 შეხვედრა მოიგო.

ალექსანდრე მატევოსოვი

გრიფინი ლაზარეთში რჩება

როგორც გუშინ გაცნობეთ, შაბათს „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ლიდერმა ბლეიკ გრიფინმა „ჰიუსტონ როკეტსთან“ მატჩი ნაადრევად დაასრულა, რისი მიზეზის ზურგის ტრავმა გახლდათ. კალიფორნიელთა მთავარი მწვრთნელის დოკ რივერსის თქმით, გრიფინი მოედანზე უახლოეს დღეებში უნდა დაბრუნებულიყო.

ამის მიუხადავად, „მინესოტა ტიმბერვულვზთან“ მოახლოებული მატჩის წინ „კლიპერსთან“ დაახლოებული პირები აცხადებენ, რომ ბლეიკი კვლავ ლაზარეთში რჩება და ადელმანის გუნდთან თამაშს ვერ მოახერხებს.

მიმდინარე სეზონში ბლეიკმა 74 მატჩში ჩაატარა. ერთ შეხვედრაში მისი საშუალო მონაგარი 24,1 ქულა, 9,6 მოხსნასა და 3,6 გადაცემას შეადგინს.

ალექსანდრე მატევოსოვი

გრიფინმა აბდულ-ჯაბარისა და ბარკლის შედეგი გაიმეორა

„გოლდენ სტეიტ უორიორსთან“ შეხვედრაში „ლოს-ანჯელეს კლიპერსის“ ლიდერის ბლეიკ გრიფინის მონაგარმა 15 მოხსნა შეადგინა. შედეგად, მისმა კარიერულმა მაჩვენებელმა 3000 მოხსნას მიაღწია, რისი დახმარებითაც გრიფინი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცის ისტორიაში მესამე მოთამაშე გახდა, რომელმაც პირველ ოთხ სეზონში 6000 ქულა, 3000 მოხსნა და 1000 გადაცემა დააგროვა და, ამავე დროს, 50 პროცენტზე მეტი მომენტი გამოიყენა.

აქამდე მსგავს შედეგს კარიმ აბდულ-ჯაბარმა და ჩარლს ბარკლიმ მაიღწიეს, რის შესახებაც NBA.com-ი წერს.

ალექსანდრე მატევოსოვი

დ’ანტონი: „კლიპერსმა“ წყალში სისხლის სუნი იგრძნო და გაგვანადგურა“

„ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ მთავარმა მწვრთნელმა მაიკ დ’ანტონიმ „კლიპერსთან“ 48-ქულიანი განადგურები შემდეგ სათანადო სიტყვების არჩევა ვერ შეძლო.

„ჩვენ, უბრალოდ, გაგვანადგურეს. ყველაფერი ისე გამოიყურება, თითქოს, მუხლებზე დაგვაჩოქეს. გარკვეული მიზეზების გამო ვერც თავის დაცვაში ვთამაშობდით და ვერც კომბინაციის აწყობას ვახერხებდით. მათ წყალში სისხლის სუნი იგრძნეს და გაგვანადგურეს“, – განუცხადა „ლეიკერსის“ თავკაცმა „ლოს-ანჯელეს დეილი ნიუსს“.

ალექსანდრე მატევოსოვი

„კლიპერსმა“ „ლეიკერსი“ დაპირისპირების ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით დაამარცხა

ღამით „ლოს-ანჯელეს კლიპერსმა“თანაქალაქელი „ლეიკერსი“ ანგარიშით 142:94 გაანადურა. როგორც ნაციონალური საკალთბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებსაიტი წერს, ლოს-ანჯელური კლუბების დაპირსპირებათა ისტორიაში ეს ყველაზე დიდი ანგარიშია.

გარდა ამისა, „კლიპერსმა“ ბოლო შვიდ შეხვედრაში „ლეიკერსი“ მეექვსედ დაამარცხა.

აქამდე თანაქალაქელები ერთმანეთს ათ იანვარს შეხვდნენ, როდესაც „კლიპერსმა“ ანგარიშით 123:87 იმარჯვა.

ალექსანდრე მატევოსოვი

დენი გრეინჯერი „ლოს-ანჯელეს კლიპერსში“ ითამაშებს

ფორვარდმა დენი გრეინჯერმა „ლოს-ანჯელეს კჯლიპერსის“ ხელმძღვანელობასთან კონტრაქტი გააფორმა, რის შესახებაც კალიფორნიული კლუბის ოფიციალური საიტი წერს.

დედლაინის წინ „ინდიანა პეისერსმა“, რომლის ფერებსაც გრეინჯერი მთელი კარიერის განმავლობაში იცავდა, ფორვარდი „ფილადელფია სიქსერსში“ გაცვალა. მოგვიანებით „სიქსერსმა“ 30 წლის კალათბურთელის კონტრაქტი გამოისყიდა.

მიმდინარე სეზონში გრეინჯერმა 29 მატჩში ითამაშა. ერთ შეხვედრაში მისმა საშუალო მონაგარმა 8,3 ქულა და 3,6 მოხსნა შეადგინა.

ალექსანდრე მატევოსოვი

კროუფორდის 36 ქულამ „კლიპერსს“ „თანდერთან“ გამარჯვება მოუტანა

დასრულდა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგი სათამაშო დღის პირველი შეხვედრა, რომელშიც „ოკლაჰომა სიტი თანდერმა“ საკუთარ დარბაზში „ლოს-ანჯელეს კლიპერსს“ უმასპინძლა.

მატჩი „კლიპერსის“ 7-ქულიანი გამარჯვებით, 117:125 დასრულდა. საუკეთესო მასპინძელთა რიგებში და მთლიანად მატჩში კევინ დურანტი აღმოჩნდა, რომელმაც 42 ქულასთან ერთად 10 გადაცემა გააკეთა. რაც შეეხება სტუმრებს, მათი შემადგენლობიდან ჯამალ კროუფორდი გამოირჩა, რომელმაც 36 ქულა დააგროვა.

„ოკლაჰომა სიტი თანდერი“ – „ლოს-ანჯელეს კლიპერსი“ 117:125 (32:28, 34:44, 27:27, 24:26)

23 თებერვალი, 22:00, «Chesapeake Energy Arena»

„თანდერი“: დურანტი (42 ქ. 10 პ. 5 დ.), იბაკა (20 ქ.), უესტბრუკი (13 ქ. 6 პ.), სეფალოშა (10 ქ.), ადამსი (1 ქ.) – სტარტი; ფიშერი (15 ქ.), კოლისონი (5 ქ.), ლემბი (4 ქ.)
„კლიპერსი“: კროუფორდი (36 ქ. 5 დ.), ბარნსი (24 ქ. 7 მ.), გრიფინი (20 ქ. 7 მ. 6 პ.), პოლი (18 ქ. 8 მ. 12 პ.), ჯორდანი (18 ქ. 12 მ.) – სტარტი; კოლისონი (7 ქ.), დადლი (2 ქ.), ბულოკი (0 ქ.), ჰოლინზი (0 ქ.)

ჯეი ჯეი რედიკმა გამოჯანმრთელება „ლეიკერსის“ დამარცხებით აღნიშნა

ღამით „ლოს-ანჯელეს ლეიკერსთან“ მატჩში პარკეტზე „კლიპერსის“ მცველი ჯეი ჯეი რედიკი დაბრუნდა, რის შესახებაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალური ვებ-საიტი წერს. თანაქალაქელებთან შეხვედრაში რედიკმა თავის ანგარიშზე 19 ქულა ჩაიწერა.

შეგახსენებთ, რომ ჯეი ჯეიმ ხელის ტრავმის გამო 21 მატჩი გამოტოვა.

ცნობისთვის, „ლეიკერსთან“ მატჩი „კლიპერსმა“ ანგარიშით 123:87 მოიგო.

ალექსანდრე მატევოსოვი

ბაინემი „კლიპერსში“ გადავა?

იმ შემთხვევაში, თუ ცენტრი ენდრიუ ბაინემი „კლივლენდ კავალიერსს“ დატოვებს, მასთან კონტრაქტი, შესაძლოა, „ლოს-ანჯელს კლიპერსის“ ხელმძღვანელებმა გააფორმონ.

შეგახსენებთ, რომ „კავალიერსის“ მენეჯერებმა უცნობი პერიოდით 26 წლის მოთამაშეს გუნდთან ერთად ვარჯიშიც კი აუკრძალეს. დიდი ალბათობით, მხარეები კონტრაქტს შვიდ იანვრამდე გაწყვიტავენ, როდესაც მოთამაშეს ხელფასის სახით 6 მილიონი დოლარი გარანტირებული ექნება.

ალექსანდრე მატევოსოვი

შენგელიას „ნეტსი“ „ნიქსთან“ დამარცხდა, „ბულსმა“ და „კლიპერსმა“ დიდი ანგარიშით იმარჯვეს

ღამით ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში სამი საინტერესო მატჩი შედგა. წარმოგიდგენთ ამ შეხვედრების შედეგებს.

„მემფის გრიზლისი“ – „ლოს-ანჯელეს კლიპერსი“ – 81:101 (20:18, 22:22, 11:24, 28:37)

„გრიზლისი“: კუფოსი (17 ქ. 9 მ.), კონლი (16 ქ.), პონდეკსტერი (15 ქ. 5 პ. 3 ჩ.), რენდოლფი (12 ქ. 12 მ. 7 დ.)
„კლიპერსი“: პოლი (15 ქ. 8 პ.), კოლისონი (15 ქ.), კროუფორდი (!5 ქ.), გრიფინი (14 ქ. 9 მ. 5 პ.), ჯეიმისონი (11 ქ.), ჯორდანი (10 ქ. 14 მ. 3 ბ.)

„ბრუკლინ ნეტსი“ – „ნიუ-იორკ ნიქსი“ 83:113 (23:29, 20:21, 16:34, 24:29)

„ნეტსი“: ლოპესი (24 1. 9 მ.), ჯონსონი (13 ქ.), ლივინგსტონი (9 ქ.), ანდერსონი (8 ქ.), პლამლი (8 ქ.), ტელეტოვიჩი (6 ქ. 8 მ.), შენგელია (3 ქ. 2 მ.)
„ნიქსი“: ენტონი (19 ქ. 10 მ. 6 პ.), შამპერტი (17 ქ. 6 მ.), ბარნიანი (16 ქ. 3 ბ.), ფელტონი (13 ქ.), ჰარდუეი (12 ქ.)

„ჩიკაგო ბულსი“ – „მაიამი ჰიტი“ – 107:87 (29:20, 29:24, 27:19, 22:24)

„ბულსი“: ბუზერი (27 ქ. 9 მ.), დენგი (20 ქ. 5 მ. 5 პ.), გიბსონი (19 ქ. 6 მ.), ნოა (17 ქ. 15 მ.), ჰაინრიკი (13 ქ. 5 მ. 7 პ.)
„ჰიტი“: ჯეიმსი (21 ქ. 5 მ. 3 ჩ.), ბიზლი (15 ქ. 7 მ.), კოული (12 ქ.), ბოში (10 ქ.), ალენი (9 ქ.)

დოკ რივერსი: „ამ წაგებით კარგი გაკვეთილი მივიღეთ“

„კლიპერსის“ თავკაცმა დოკ რივერსმა „ლეიკერსთან“ წაგებული შეხვედრა შეაჯამა.

„მაიკ დ’ენტონი გენიალურად მოიქცა, როდესაც თამაშში სასტარტო შემადგებლობა არ დააბრუნა. ბოლო ორი თვის განმავლობაში „ლეიკერსი“ სხვადასხვა განცხადებებს ისმენდა, რომლებშიც საუბარი ძირითადად „კლიპერსის“ ძლიერ მხარეებზე იყო, ამიტომაც, ნათელი იყო, რომ გუნდი მაქსიმალურად კარგი თამაშის ჩვენებას შეეცდებოდა. სამწუხაროდ, მეტოქემ ყველა კომპონენტში გვაჯობა. სამომავლოდ, ჩვენთვის ეს კარგი გაკვეთილი იქნება“, – განუცხადა რივერსმა ESPN.com-ს.

ალექსანდრე მატევოსოვი