სუარესს დისკვალიფიკაცია შეუმსუბუქეს

როგორც იცით, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე, იტალიისა და ურუგვაის ნაკრებებს შორის გამართულ შეხვედრაში ლუის სუარესმა ჯორჯო კიელინის მხარზე უკბინა. ფიფამ ურუგვაელი ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა, ოთხი თვის განმავლობაში “ლივერპულის” თავდამსხმელს მატჩებში მონაწილეობის მიღება, ვარჯიში და სტადიონზე ყოფნა აეკრძალა.

თუმცა, ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ფიფა ფეხბურთელს დისკვალიფიკაციას ცოტათი შეუმსუბუქებს. საქმე იმაში გახლავთ, რომ ლუის სუარესს ოთხი თვის მანძილზე გუნდთან ერთად ვარჯიშის საშუალება მიეცემა. ამ ინფორმაციას ფიფას დისციპლინარული კომიტეტის თავჯდომარე ადასტურებს.

„ბარსელონა“ სუარესში 72 მილიონს იხდის

„ბარსელონამ“ „ლივერპულს“ ლუის სუარესის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით მიმართა.

კატალონიური გუნდი მზად არის, ურუგვაელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 72 მილიონი ფუნტ სტერლინგი გაიღოს. არის მეორე ვარიანტიც: გარიგებაში ალექსის სანჩესის ჩართვა, თუმცა თავად ჩილელ ფეხბურთელს „ენფილდზე“ გადასვლა არ სურს. აქედან გამომდინარე, „ბარსას“ მიერ ტრანსფერის გაჩარხვს უფრო რეალური ვარიანტი მხოლოდ ფულადი საშუალებით გადახდაა. „ენფილდროუდელები“ სუარესის სანაცვლოდ 80 მილიონ ფუნტს ითხოვენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კლუბების წარმომადგენლები ოთხშაბათს, ლონდონში შეხვდნენ. თუ ბრიტანელ ჟურნალისტებს დავუჯერებთ, შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა.

ინტერნეტ-სივრცეში კი უკვე გამოჩნდა კომპიუტერული პროგრამით დამუშავები ფოტო, რომელზედაც სუარესი „ბარსელონას“ მაისურით არის გამოსახული.

 

გულშემატკივარმა ჰანიბალ ლექტერის ნიღაბში გამოწყობილი ლუის სუარესის ტატუ გაიკეთა

ურუგვის ნაკრების თავდამსხმელის ლუის სუარესის ჯორჯო კიელინისთან ინციდენტის შემდეგ ერთ-ერთმა გულშემატკივარმა „ლივერპულის“ თავდამსხმელის ტატუს გაკეთება გადაწყვიტა, რომელზეც ფეხბურთელს ცნობილი ამერიკული ფილმის „კრავთა დუმილის“ გმირის ნიღაბი უკეთია.

Suarez tattoo

ლუის სუარესს ალტერნატივა გაუჩნდა — კოსოვოში თამაში

„ლივერპულის“ ურუგვაელმა თავდამსხმელმა ლუის სუარესმა, რომელმაც ჯორჯო კიელინის კბენისთვის ოთხთვიანი დისკვალიფიკაცია მიიღო, შესაძლოა რთული ვითარებიდან გამოსავალი მაინც იპოვოს.

კოსოვოს კლუბი „ჰაიავალია“ მზად არის, სუარესს კონტრაქტი შესთავაზოს.

როგორც მოგეხსენებათ, კოსოვო ფიფას წევრი არ გახლავთ. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ ტერიტორიაზე ურუგვაელი ფეხბურთელის დისკვალიფიკაცია არ ვრცელდება.

„სუარესი დამდეგი ოთხი თვის განმავლობაში ვერ ითამაშებს. ჩვენ ჯერჯერობით არ ვართ ფიფას წევრი, ამიტომ მას კოსოვოში თამაშის უფლება აქვს. მზად ვართ, „ლივერპულს“ წინადადებით მივმართოთ. ტრანსფერში 30 ათას ევროს გადავიხდით, თავად სუარესს კი ხელფასის სახით თვეში 1 500 ევროს მივცემთ. ეს მისთვის, ალბათ, სიცილის მომგვრელია, მაგრამ მეტის შესაძლებლობა ჩვენ არ გვაქვს. თუ სუარესს ჩვენთან თამაშის სურვილი ექნება, მისთვის კარი ღიაა. ეს ურუგვაელი ფეხბურთელისთვის იდეალური ვარიანტი იქნებოდა“, – განაცხადა „ჰაიავალიას“ დირექტორმა ქსავიტ პაკოლიმ.

ცნობისთვის, „ჰაიავალიამ“ კოსოვოს სუპერლიგის გასულ გათამაშებაში მე-6 ადგილი დაიკავა.

ასე რომ, ლუის სუარესს ალტერნატივა გაუჩნდა: ან გრძელვადიან დისკვალიფიკაციას უნდა დასჯერდეს, ან კოსოვოში თამაშს დაყაბულდეს. ფიფას გადაწყვეტილების თანახმად, სუარესს არამცთუ თამაშის, ოფიციალურ ვარჯიშში მონაწილეობის მიღების უფლებაც არ აქვს.

აქვე შეგახსენებთ, რომ გრძელვადიანი დისკვალიფიკაციის მიუხედავად, სუარესის ტრანსფერის გაჩარხვას აქტიურად ცდილობს კატალონიური „ბარსელონა“.

 

მოურინიო: “სუარესმა დისკვალიფიკაცია დაიმსახურა”

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო აცხადებს, რომ “ლივერპულისა” და ურუგვაის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ლუის სუარესმა ფიფასგან მკაცრი სასჯელი დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ ურუგვაელმა თავდამსხმელმა რამდენიმე დღის წინ იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ჯორჯო კიელინის მხარზე უკბინა.

“ვფიქრობ, სუარესმა დისკვალიფიკაცია დაიმსახურა, რადგან ის მოედანზე ცუდად იქცევა. რაც არ მომწონს ის არის, რომ ურუგვაელს სტადიონზე ყოფნასაც კი უკრძალავენ”, – ამბობს მოურინიო.

Sport: „ბარსელონამ“ სუარესთან შეთანხმებას მიაღწია

ესპანური ინტერნეტ-პორტალი sport.es იუწყება, რომ „ბარსელონამ“ „ლივერპულის“ თავდამსხმელ ლუის სუარესთან პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმებას მიაღწია.

წყაროს ცნობით, კატალონიელები მერსისაიდულ გუნდს ურუგვაელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროსა და ალექსის სანჩესს სთავაზობენ. „ბარსელონას“ გათვლით, აღნიშნული გარიგება ფულადი გამოხატულებით 60 მილიონი ევროს ტოლია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ლივერპული“ სუარესის სანაცვლოდ 80 მილიონ ევროს ითხოვს.

 

სად არის ლუის სუარესი?

28 ივნისს, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მერვედფინალში კოლუმბიის ნაკრებმა ურუგვაის ნაკრებს ანგარიშით 2:0 სძლია.

ყველასათვის ცნობილი იყო, რომ შეხვედრას გამოტოვებდა ურუგვაელი ლუის სუარესი, რომელიც ფიფამ მკაცრად დასაჯა.

როგორც ჩანს, ლუის სუარესის არყოფნამ ბევრს ხალისის საშუალება მისცა.

10

1

2

3

4

5

6

7

8

9

ურუგვაის ნაკრების მხარდაჭერა ლუის სუარესს

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ, ურუგვაის ნაკრების გასახდელში ლუის სუარესის მაისური გამოჩნდა.

Screen-Shot-2014-06-28-at-7.50.12-PM

პროტესტის ნიშნად ურუგვაის ნაკრების თავკაცმა ფიფა-ში დაკავებული პოსტები დატოვა

ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოსკარ ტაბარესმა ლუის სუარესის დისკვალიფიკაიასთან დაკავშირებული პროტესტის ნიშნად ფიფა-ში დაკავებული ყველა პოსტი დატოვა, რის შესახებაც BBC-ი იტყობინება.

შეგახსენებთ, რომ ტაბარესი ფიფა-ს სტრატეგიული კომიტეტისა და სპეციალური გამოძიების ჯგუფის წევრი იყო.

„ვთვლი, რომ იმ ორგანიზაციაში დარჩენა, რომელმაც სუარესს მსგავსი დისკვალიფიკაია დაუწერა, არასწორია“, – განაცხადა ურუგვაელთა დამრიგებელმა.

ფიფა-ს გენერალური მდივანი: „სუარესი სამკურნალოა“

ფიფა-ს გენერალური მდივნის ჟერომ ვალკეს აზრით, ურუგვაის ნაკრების თავდამსხმელი ლუის სუარესი სამკურნალოა.

„სუარესმა აუცილებლად უნდა იმკურნალოს. რთულია რამის გაკეთება და ამავე დროს კრიტიკის თავიდან აცილება, თუმცა მსგავსი ინციდენტი აღარ უნდა განმეორდეს. ლუისმა მსგავსი რამ აღარ უნდა გააკეთოს“, – განაცხადა ვალკემ.

კვლევა: თქვენი დაკბენის უფრო დიდი შანსი ვის აქვს – სუარესს თუ ზვიგენს?

28 ივნისს, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის მერვედფინალში ურუგვაის ნაკრები კოლუმბიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ურუგვაელები მოედანზე ლიდერის, ლუის სუარესის გარეშე გავლენ. რატომ? მიზეზი ყველასათვის ცნობილია. 27 წლის თავდამსხმელმა იტალიის ნაკრებთან გამართულ შეხვედრაში ჯორჯო კიელინის მხარზე უკბინა, ფიფამ კი ის მკაცრად დასაჯა. აღსანიშნავია, რომ სუარესს მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელისათვის ადრეც უკბენია.

ბრიტანული New Statesman-ი საინტერესო სტატიას აქვეყნებს, სადაც საუბარია იმაზე, თუ როგორია შანსი იმისა, რომ სუარესმა მეტოქეს უკბინოს. სტატიის თანახმად, უფრო მეტი შანსია იმისა, რომ სუარესმა ფეხბურთელს უკბინოს, ვიდრე ზვიგენმა ადამიანს.

2005 წლიდან მოყოლებული ლუის სუარესს ურუგვაის ნაკრებსა და სხვადასხვა კლუბებში სულ 441 მატჩი აქვს ჩატარებული. ურუგვაელს თითო მატჩში 11 სასტარტო შემადგენლობის, ხოლო სამი სათადარიგო ფეხბურთელის წინააღმდეგ თამაში შეეძლო. გამომდინარე აქედან, მას სულ 6160 მოთამაშის წინააღმდეგ მოუწია ასპარეზობა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სუარესმა სულ სამჯერ გამოიყენა თავისი კბილები ფეხბურთელების წინააღმდეგ, მაშინ დაახლოებით 2000-დან ერთია შანსი იმისა, რომ მან რომელიმე ადამიანს უკბინოს. რაც შეეხება ზვიგენს, 3.7 მილიონიდან ერთია შანსი იმისა, რომ მან ადამიანს უკბინოს.

ფლორიდაში, ახალი სმირნას პლაჟზე ალბათობა იმისა, რომ ზვიგენი ადამიანს უკბენს 2808-ში ერთია. როცა პლაჟს ყველაზე მეტი დამსვენებელი ჰყავდა, მაშინ ეს მაჩვენებელი 1800-დან ერთი იყო.

ასევე, ავიაკატასტროფა 11 მილიონიდან ერთხელ ხდება, ამერიკაში კი მკვლელობის ალბათობა 6100-ში ერთია. თუმცა, უნდა აღინიშნოს ის, რომ სუარესი ტაისონზე საშიში არ არის. ეს მოკრივე 50 შემთხვევაში ერთხელ იკბინება.

სევდიანი ლუის სუარესის ემოციური დამშვიდობება ურუგვაის ნაკრების წევრებთან

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ემშვიდობება ლუის სუარესი ურუგვაის ნაკრების წევრებს.