ისკომ “ბარსელონა” “მალაგასთან” წაგების შემდეგ დატროლა

ესპანეთის ლა ლიგის 31-ე ტური საკმაოდ საინტერესოდ წარიმართა – ქულები სამივე მთავარმა ფავორიტმა დაკარგა.

როგორც იცით, ტურის ცენტრალურ მატჩს “სანტიაგო ბერნაბეუმ” უმასპინძლა, რომელსაც “ატლეტიკო” ეწვია და სახლში მხოლოდ 1 ქულა წაიღო.

შედეგად, “ბარსას” “რეალთან” მიახლოების ბრწყინვალე შანსი მიეცა, მაგრამ კატალონიელები ისკოს ყოფილ კლუბთან, მე-14-ადგილოსან “მალაგასთან” დამარცხდნენ.

“რეალის” ესპანელი ნახევარმცველი ამ შედეგს შემდეგნაირად გამოეხმაურა: “კვერცხები გქონია “მალაგავ”! გილოცავთ.”

ოფიციალურად: “ლესტერის” ფეხბურთელი პრიმერა დივიზიონში ითამაშებს

სულ ცოტა ხნის წინ “ლესტერ სიტი” ესპანლემა ფეხბურთელმა, ლუის ერნანდესმა ოფიციალურად დატოვა. ტრანსფერის შესახებ “მელიების” გვერდი იტყობინება. იგი “მალაგაში” გააგრძელებს კარიერას.

27 წლის მცველი “ლესტერში” ხიხონის “სპორტინგიდან” გასულ ზაფხულს ჩაირიცხა და მან გუნდთან ოთხწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. თუმცა, ნახევარი სეზონის განმავლობაში, მხოლოდ და მხოლოდ, 8 შეხვედრა ჩაატარა.

 

აქვე გეტყვით, რომ ლუისი მადრიდის “რეალის” აღზრდილია. სწორედ “ბლანკოსიდან” გადავიდა იგი ხიხონურ კლუბში.

სერხიო რამოსმა რეკორდი დაამყარა

21 იანვარს პრიმერა დივიზიონის მე-19 ტურის მატჩები გაიართა.

ერთ-ერთ შეხვედრაში მადრიდის “რეალი” “მალაგას” საკუთარ მოედანზე დაუპირირსპირდა და მეტოქე, ანგარიშით, 2-1 დაამარცხა. დუბლი შეასრულა “თეთრების” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა, რომელმაც 35-ე და 43-ე წუთებზე შეძლო მალაგელთა კარის აღება.

საგულისხმა, რომ რამოსმა ამ შეხვედრაში მიმდინარე სეზონის ლა ლიგის მე-6 გოლი გაიტანა. ეს მისი პირადი რეკორდია. აქამდე ეს მაჩვენებელი 4-ს შეადგენდა.

აქვე გეტყვით, რომ ყველა ტურნირზე სერხიოს 8 გოლი აქვს გატანილი.

სერხიო რამოსი: “ძალიან გახარებული ვარ, რომ ეს ფეხბურთელი ჩვენთან დარჩა”

სატრანფსერო ფანჯარა გუშინ დაიხურა. აღსანინშავია, რომ განსაკუთრებით ბოლო დღეებში არ წყდებოდა საუბარი ისკოს მადრიდის “რეალიდან” წასვლის შესახებ. 24 წლის ფეხბურთელს “მალაგასა” და “ტოტენჰემს” უკავშირებდნენ. საბოლოოდ, ისკო “ბლანკოსში” დარჩა.

ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით ესპანური გრანდის კაპიტანმა, სერხიო რამოსმა განცხადება გააკეთა.

“ისკოს დარჩენა ძალიან კარგი ამბავია. ყველამ კარგად ვიცით, რა  სტილის მოთამაშეა იგი. ისკოს ძალიან ბევრი სარგებლის მოტანა შეუძლია “რეალისთვის”, – განაცხადა კაპიტანმა.

ფრანგული პრესა: “კანკავა “მალაგასთან” აწარმოებს მოლაპარაკებებს”

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, ჯაბა კანკავამ “დნიპრო” 2015 წლის ზაფხულში დატოვა და ფრანგულ “რეიმსში” გადავიდა. ეს გუნდი სეზონის ბოლოს უსახური ასპარეზობის გამო “ლიგა 2”-ში გადავიდა. ჯაბას გუნდის დატოვება სურს, რადგან საფრანგეთის ქვედა ლიგაში თამაში მას ხელს არ აძლევს.

როგორც გავლენიანი ფრანგული გამოცემა, Foot-sur7 იტყობინება, ქართველი ესპანური “მალაგას” ინტერესთა სფეროში მოექცა. პირენეელები “რეიმსის” მესვეურებს დაუკავშირდნენ და ჯაბას ტრანსფერის თაობაზე ისაუბრეს. თუმცა, ჯერ არაფერია გარკვეული.

აღსანიშნავია, რომ თურქული “ტრაბზონფორიც” ინტერესდება ქართველი მოთამაშით. აქვე გეტყვით, რომ კანკავას 2019 წლამდე აკავშირებს კონტრაქტი მის ახლანდელ გუნდთან.

 

ოფიციალურად:”რეალმა” საკუთარი მოთამაშე “მალაგაში” გაანათხოვრა

ოფიციალურად გახდა ცნობილი, რომ “რეალის” ახალგაზრდა მოთამაშე, დიეგო ლორენტე მომდევნო ერთ სეზონს არენდის წესით “მალაგაში” გაატარებს.

“მალაგელებს” დაცვის ცენტრში დიდი პრობლემები ჰქონდათ და საბოლოოდ პრობლემის გადაჭრის გზად ბასკი ფეხბურთელი მიიჩნიეს.

22 წლის ლორენტე მადრიდული გრანდის აკადემიის აღზრდილია. მას მთავარ გუნდში დებიუტი 2013 წელს ჰქონდა. გასულ ზაფხულზე “რეალის” მესვეურებმა იგი “რაიო ვალეკანოში” გაანათხოვრეს, სადაც 33 მატჩში 2 გოლი გაიტანა.

გოდინმა შესაძლოა “ბაიერნთან” ვერ ითამაშოს

მადრიდის “ატლეტიკოს” მცველი, დიეგო გოდინი ტრავმირებულია. მადრიდელთა დაცვის ბურჯმა მარჯვენა მუხლის ქვედა მყესი დაიზიანა, რის გამოც შესაძლოა, რომ მან “ბაიერნთნ” გასამართი ორმატჩიანი დაპირისპირების პირველი ეტაპი გამოტოვოს.

ურუგვაელი ფეხბურთელი ბასკურ “ატლეტიკთან” გამართული მატჩის პირველივე ტაიმში დაზიანდა, რის გამოც სიმეონეს მისი შეცვლა მოუწია.

“დიეგო გოდინმა კუნთი დაიზიანა, დაზიანება I-II დონის არის.” – ვკითხულობთ კლუბის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

ცენტრალური მცველი “როხიბლანკოს” ვერც “მალაგასთან” გასამართ მატჩში ვერ დაეხმარება, რომელიც შაბათს, 23 აპრილს გაიმართება.

იურგენ კლოპს “მალაგას” ნახევარმცველის გადაბირება სურს

ესპანური “მალაგას” ნახევარმცველი, იგნასიო კამაჩო “ლივერპულის” თავკაცის, იურგენ კლოპის ინტერესთა სფეროში მოხვდა.

ინგლისური წყარო გვამცნობს, რომ 25 წლის ჰავბეკის თამაშს მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ “წითლების” სკაუტები დაესწრნენ.

კამაჩოს ტრანსფერის შესახებ მოლაპარაკებებს ინგლისური კლუბის ხელმძღვანელობა სეზონის ბოლოს წამოიწყებს. ესპანელი ნახევარმცველის სატრანსფერო ფასი დაახლოებით 7 მილიონი ფუნტია.

ზუსტად 39 წლის წინათ ესპანეთში გამართულ ტურნირზე “დინამომ” მე-3 ადგილი დაიკავა

ზუსტად 39 წლის წინათ თბილისის “დინამომ” ესპანეთში გამართულ ამხანაგურ ტურნირზე მესამე ადგილი დაიკავა.

ლა ლინეას თასი საერთაშორისო ამხანაგური ტურნირი გახლდათ, რომელიც 1970 წლიდან სამხრეთ ესპანეთში, ანდალუსიაში ტარდებოდა. 1976 წელს ტურნირში მონაწილეობა საფეხბურთო კლუბ “ამსტერდამთან”, “ვალენსიასთან” და “მალაგასთან” ერთად თბილისის “დინამომაც” მიიღო. 7 აგვისტოს გამართულ ნახევარფინალურ მატჩში “მალაგასთან” უგოლოდ ჩატარებული მატჩის შემდეგ “დინამო” პენალტების სერიაში დამარცხდა. ნისლის გამო ეს შეხვედრა მხოლოდ 60 წუთს გაგრძელდა.

მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში “ვალენსიამ” საფეხბურთო კლუბი “ამსტერდამი” ანგარიშით 4:0 გაანადგურა.

მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, რომელიც ნახევარფინალიდან მეორე დღესვე გაიმართა, “დინამომ” “ამსტერდამი” ანგარიშით 6:1 დაამარცხა. თბილისელთაგან დუბლი შეასრულა ვიტალი დარასელიამ, თითო-თითო გოლი რევაზ ჩელებაძემ, მანუჩარ მაჩაიძემ, დავით ყიფიანმა და ალექსანდრე ჩივაძემ გაიტანეს.

“ვალენსიასა” და “მალაგას” შორის გამართული ფინალური მატჩიც უგოლოდ დასრულდა, პენალტების სერიაში კი ანდალუსიელებმა იმარჯვეს და ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.

1991 წლიდან ტურნირზე მონაწილეობას მხოლოდ ორი გუნდი იღებდა და მათ შორის პირდაპირ ფინალური მატჩი იმართებოდა. ეს ტურნირი უკანასკნელად 2004 წელს ჩატარდა, როდესაც მადრიდის “ატლეტიკომ” “სარაგოსა” ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

გაზეთ “მარკას” საარქივო მასალა ნახევარფინალის შესახებ

Marca sample

„მალაგამ“ „სელტას“ თავდამსხმელი დაიმატა

გამოცდილი ბრაზილიელი თავდამსხმელი შარლესი კარიერას „მალაგაში“ გააგრძელებს.

როგორც კლუბის ოფიციალური საიტი წერს, სამედიციმო შენოწმების გავლის შემდეგ 31 წლის ფეხბურთელი ახალ კლუბთან ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.

გარიგების ფინანსური დეტალები ამჟამად უცნობია. ცნობისთვის, შარლესს „სელტასთან“ ორწლიანი კონტრაქტი აკავშირებდა.

სათქმელია, რომ შარლესი „მალაგას“ ამჟამინდელ თავკაც ხავი გარსიას კარგად იცნობს – თავის დროზე ის მასთან ერთად „ალმერიაში“ მუშაობდა.

ვან დერ ვაარტი პრიმერაში ბრუნდება?

რაფაელ ვან დერ ვაარტის გადაბირება ორ ესპანურ კლუბს სურს. 32 წლის ფეხბურთლს არაერთხელ უთქვამს, რომ სეზონის დასრულების ემდეგ პრიმერაში დაბრუნებაზე ოცნებობს.

ნახევარმცველის აგენტებმა ამ მიმართულებით დაიწყეს მუშაობა და ორი საინტერსო შეთავაზებაც მიიღეს: “მალაგა” და “ბეტისი”.

ორივე კლუბი მზად არის მოთამაშეს მაღალი ხელფასი გადაუხადოს. ცნობლია, რომ “რეალშიც”, “ტოტენჰემშიც” და “ჰამბუგშიც” ჰოლანდიელი საკმადო დიდ თანხას იღებდა.

 

“ელჩეს” ბრწყინვალე კონტრ-შეტევა “მალაგასთან” გამართულ მატჩში (ვიდეო)

3 მაისს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში “მალაგამ” საკუთარ მოედანზე “ელჩე” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

შეხვედრაში პირველი გოლი “ელჩეს” ფეხბურთელმა ჯონათასმა ბრწყინვალე კონტრ-შეტევის შემდეგ გაიტანა.