მამადუ სახოს სასაცილო ცეკვა

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ცეკვავს “ლივერპულის” ფეხბურთელი მამადუ სახო.

მამადუ სახოს ტექნიკის დემონსტრირება

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ როგორ ახდენს ტექნიკის დემონსტრირებას მამადუ სახო.

სახომ ჟონგლიორობის ახალი მეთოდი გამოიგონა

საფრანგეთის ნაკრების ვარჯიშზე მამადუ სახომ ბურთი საკმაოდ რთული ხერხით აკენწლა.

მსოფლიოს ფეხბურთის ბომბა-კადრები

ხშირად, სოცილაურ ქსელებში ფეხბურთთან დაკავშირებულ სახალისო კადრებს ვაწყდებით, რომლებსაც ხალხი “ბომბა-კადრებს” უწოდებს.

10. ჰოვარ უები

9. კარლოს ტევესი

8. მარიო ბალოტელი

7. ფილ ჯონსი

6. დევიდ ბექჰემი

5. მამადუ სახო

4. დევიდ მოიესი

3. ვისენტე დელ ბოსკე

2. მარტინ კასერესი

1311592807128

1. დავიდ ლუისი

რა შეარქვეს მამადუ სახოს „ლივერპულში“?

„ლივერპულის“ მცველი მამადუ სახო გამოტყდა, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა მას ახალი მეტსახელი შეურჩია. გარდა ამისა, ფრანგმა ფეხბურთელმა ინფლისურ ფეხბურთთან წარმატებული ადაპტაციის შესახებაც ისაუბრა.

„100 პროცენტით მზად არ ვარ, თუმცა ყოველ მატჩში ვპროგრესირებ. როდესაც უცხო ქვეყნიდან მოდიხარ, უნდა შეეცადო, რომ ახალ გარემოს მალე შეეგუო, თანაგუნდელებთან საერთო ენა გამონახო.

ყოველდღიურად ვვარჯიშობ და ლოგიკურია, რომ სულ უფრო უკეთ ვთამაშობ. აქ თავს უკეთ ვგრძნობ, ენასაც ვსწავლობ. სიმართლე გითხრათ, ინგლისურ ენას სრულყოფილად არ ვფლობ, შეცდომებს ვუშვებ.

მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური ფეხბურთი ფრანგულისგან განსხვავდება, სირთულეებს არ ვგრძნობ. მხოლოდ მწვრთნელის მითითებების მოსმენა მიწევს. სასაცილოა, მაგრამ მან მე „ქილერი“ შემარქვა“, – სახოს სიტყვები „მირორმა“ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

მამადუ სახო არ ისვენებს

როგორც ჩანს, “ლივერპულის” ფრანგი მცველი, მამადუ სახო მხიარული ადამიანია.

ოფიციალურად: სახო – ”ლივერპულის” ფეხბურთელია

თავისი ოფიციალური საიტის საშუალებით, ”ლივერპულმა” საფრანგეთის ნაკრების მცველის მამადუ სახოს შეძენა დაადასტურა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი წლის განმალობაში იმოქმედებს მხარეების მიერ გაფორმებული ხელშეკრულება, თუმცა ცნობილია, რომ მათ გრძელვადიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი. სხვადასხვა წყაროების ცნობით, მერსესაიდელებს ეს ტრანსფერი 19 მილიონი ევრო დაუჯდათ.

აქამდე სახო მხოლოდ პსჟ-ს ღირსებას იცავდა. გასულ სეზონში ლიგა 1-ის 27 მატჩში მისმა მონაგარმა ორი გატანილი გოლი შეადგინა. საფრანგეთის ნაკრების მაისურით კი სახომ 14 მატჩი ჩაატარა.

”ლივერპულის” პროექტი ძალიან მომეწონა, აქ სწორედ ამიტომ ვარ. ჩემს პირველ მატჩს მოუთმენლად ველი”, – განაცხადა 23 წლის მოთამაშემ.

ალექსანდრე მატევოსოვი