დე ხეა: “იბრაჰიმოვიჩი? გუნდს ისე შეეწყო, თითქოს აქ რამოდენიმე წელია, რაც თამაშობს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარემ, დავიდ დე ხეამ პრესასთან, ზლატან იბრაჰიმოვიჩის თაობაზე საუბრისას, აღნიშნა, რომ მან უკვე მოახდინა დიდი გავლენა მთლიანად გუნდზე.

“ძალიან კარგია, რომ ზლატანი უკვე ჩვენთან ერთად არის, ჩვენთან ერთად ვარჯიშობს.

მალევე შეგიძლია დაასკვნა, რომ ის მსოფლიო დონის ფეხბურთელია, ის დიდებულია, ძალიან დიდი ფეხბურთელი უზარმაზარი გამოცდილებით. რა თქმა უნდა, ის ტოპ-თავდამსხმელია.

იბრაჰიმოვიჩი გუნდს ისე შეეწყო, თითქოს უკვე რამოდენიმე წელია, რაც ჩვენთან ერთად არის. იგივეს თქმა შეიძლება ჩვენს სხვა ახალწვეულებზეც.”

მოიესი: “მანჩესტერში უსამართლოდ მომექცნენ”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავკაცმა, დევიდ მოიესმა ინგლისურ პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ “ოლდ ტრაფორდზე” ყოფნისას, მას უსამართლოდ ექცეოდნენ.

“არაერთხელ მითქვამს, რომ უსამართლოდ მომექცნენ. როდესაც 6-წლიან კონტრაქტს გიფორმებ და შემდეგ, ათ თვეში წყვეტენ მას, რა თქმა უნდა, უსამართლობასთან გვაქვს საქმე.

მაგრამ, სწორედ ასეთია ფეხბურთი. ერთადერთი გამოსავალი მსგავსი სიტუაციებიდან მატჩების მოგებაა. მე საკმარისი ოდენობის მატჩების მოგება ვერ მოვახერხე.

მჯერა, რომ სწორედ იმ დონეზე უნდა ვმუშაობდე, იმ მოკლე პერიოდის მანძილზე მივხვდი, რომ ჩემი ადგილი იქ არის. იქ უნდა ვმუშაობდე.” – განაცხადა შოტლანდიელმა სპეციალისტმა.

ინგლისური პრესა: შვაინშტაიგერს მეორე გუნდთან ერთად ვარჯიშს აიძულებენ

Daily Mail-ის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცი, ჟოზე მოურინიო, ბასტიან შვაინშტაიგერს “წითელი ეშმაკების” მეორე გუნდთან ერთად აიძულებს ვარჯიშს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 32 წლის გერმანელმა ფეხბურთელმა პირველი გუნდის გასახდელი უკვე დააცარიელა და საკუთარი ნივთები რეზერვების გასახდელში გადაიტანა.

როგორც იცით, “ბაიერნის” ყოფილი ფეხბურთელი ინგლისში გასულ წელს გადაბარგდა. მისი კონტრაქტი “მანჩესტერ იუნაიტედთან” ორი წლის შემდეგ იწურება.

იბრაჰიმოვიჩი: “ყველაფერი გაცილებით უფრო საინტერესო იქნება, თუ პოგბა “მანჩესტერში” გადმოვა”

ზლატან იბრაჰიმოვიჩს იმედი აქვს, რომ პოლ პოგბა დაასრულებს იმ ტრანსფერს, რომელზეც საკმაოდ დიდი ხანია რაც საუბრობენ. შვედის თქმით, ყველაფერი გაცილებით უფრო საინტერესო იქნება, თუ ფრანგი ნახევარმცველიც “მანჩესტერში” ითამაშებს.

“წინ ძალიან დიდი რამ გველოდება.” – განუცხადა იბრაჰიმოვიჩმა Kanal 5-ის ჟურნალისტს.

საინტერესო ჩანს. თუ პოლ პოგბაც გადმოვა “იუნაიტედში”, მაშინ ყველაფერი კიდევ უფრო საინტერესო გახდება.” – განაცხადა შვედმა.

ეს განცხადება “მანჩესტერელთა” ახალწვეულმა მას შემდეგ გააკეთა, რაც სადებიუტო მატჩში შესანიშნავი გოლის გატანა მოახერხა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა სადებიუტო მატჩში ბრწყინვალე გოლი გაიტანა (ვიდეო)

დღეს, “მანჩესტერ იუნაიტედის” შვედი ფორვარდის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის დებიუტი შედგა. ინგლისელთა ახალწვეულმა თავის გამოჩენა პირველივე მატჩში მოახერხა – მატჩის მეოთხე წუთზე, ზლატანმა “გალათასარაის” კარი შესანიშნავი დარტყმით აიღო.

იურგენ კლოპი: “მხითარიანის “ლივერპულში” მოყვანა ნამდვილად არ მინდოდა”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა განაცხადა, რომ ის სულაც არ იყო დაინტერესებული სომეხი ნახევარმცველის, ჰენრიკ მხითარიანის გადაბირებით, რომელიც უკვე “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთლია.

“მე მყავდა ის ფეხბურთელი. ასე რომ, მე მასზე უფრო მეტი ვიცი. ამიტომაც გინდება, რომ სხვა ფეხბურთელები შეისწავლო. ასეთია ფეხბურთი.

კარგა ხნის წინ ვიცოდი, რომ ის “იუნაიტედში” აპირებდა გადასვლას. მათ შორის ჩადგომის არანაირი მიზეზი და სურვილი არ მქონია. ჩვენ ასე არ ვმუშაობთ.

ჩვენ არ ვინტერესდებით იმ ფეხბურთელებით, რომლებთანაც უკვე ვიმუშავეთ. როდესაც მის შესახებ ყველაფერი იცი, ეს ცოტათი მოსაწყენი ხდება. ამასთნავე, ძალიან დიდი შრომის გაწევა მოგიწევს, რომ მას წინსვლაში შეუწყო ხელი.

საკმაოდ ბევრი ფეხბურთელის დამატება შეგვეძლო. მაგრამ, ჯერ უნდა გასცე პასუხი კითხვას – “რა მჭირდება მე?”

მინო რაიოლა: “მანჩესტერსა” და “იუვენტუსს” შორის შეთანხმება არ არსებობს”

პოლ პოგბას აგენტი, მინო რაიოლა კიდევ ერთხელ გამოეხმაურა “მანჩესტერ იუნაიტედის” ინტერესს ფრანგი ნახევარმცველისადმი და კიდევ ერთხელ “უკბინა” ჟურნალისტებს.

“ჟურნალისტი = თუთიყუშები,” დაპოსტა მან Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე. “კლუბებს არაფერი შეუთანხმებიათ.

ეს ყველაფერი თამაშია იტალიური და ბრიტანული პრესის მონაწილეობით – ვინ უფრო ადრე გამოაცხადებს ამ ტრანსფერს და ვინ უფრო უარესია.”

უეინ რუნი: “მოურინიომ გუნდს თავისი ხელი უკვე დაატყო”

უენ რუნის თქმით, მოურინიოს მოსვლის შემდეგ, “მანჩესტერი” სწორ გზას დაადგა. ინგლისელი ფორვარდის აზრით, პორტუგალიელმა სპეციალისტმა უკვე დაატყო თავისი ხელი “წითელ ეშმაკებს”.

“ყოველთვის კარგია, როდესაც გუნდში ახალი მწვრთნელი მოდის. მოურინიომ გუნდში მებრძოლი სული გააღვიძა და ძველი მენტალიტეტიც დაგვიბრუნა.

ფეხბურთელებთან მას საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს. ვარჯიშები უფრო ძნელი, მაგრამ სასიამოვნოა. მზად ვართ, ძალიან ბევრს ვმუშაობთ.

ვიცით, რომ ამ სეზონს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩემი გადმოსახედიდან, მან საკმაოდ კარგი ტრანსფერები განახორციელა.

ჩვენ, როგორც “მანჩესტერ იუნაიტედმა” უნდა მოვიგოთ და ეს მისთვის უნდა გავაკეთოთ. ფეხბურთელებზე ზეწოლა იგრძნობა, მაგრამ ჩვენ ამისთვისაც მზად ვართ. ვფიქრობ, რომ წინ დიდი გამოწვევა გველის.”

მოურინიომ წასვლის უფლება “მანჩესტერის” ცხრა ფეხბურთელს მისცა

ბასტიან შვაინშტაიგერი ერთ-ერთია “მანჩესტერ იუნაიტედის” იმ ცხრა ფეხბურთელს შორის, რომელთაც ჟოზე მოურინიომ წასვლის უფლება მისცა – ეს ფეხბურთელები ან არენდის წესით უნდა გადავიდნენ სხვა კლუბში, ან მათი სრული აქციები გაიყიდება.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის გერმანელი ფეხბურთელი “ოლდ ტრაფორდზე” გასულ ზაფხულში გადაბარგდა. 2015/16 წლების სეზონში, “ბაიერნის” ყოფილმა ფეხბურთელმა პრემიერ ლიგის მხოლოდ 18 მატჩში შეძლო მონაწილეობის მიღება. მის პრობლემას ტრავმები წარმოადგენდნენ.

მოურინიოს სამომავლო გეგმებში არ შედის არც ტიმოტი ფოსუ-მენსაჰი, მიუხედავად ლუი ვან გაალის თაოსნობით ჩატარებული არაერთი შესანიშნავი მატჩისა.

ანდრეა პერეირა და ჯეიმს უილსონი შესაძლოა სხვა კლუბში გაანათხოვრონ. მაშინ, როცა “მანჩესტერი” ადნან იანუზაის, უილ კინის, ტაილერ ბლეკეტისა და პედი მაკნეირის სატრანსფერო ბაზარზე გაყვანას აპირებს.

გიჟური სატრანსფერო ფანჯარა: გუნდების დანახარჯი უკვე 1.1 მილიარდს გასცდა!

ამ დროისათვის, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა საკმაოდ აქტიური გამოდგა. პრემიერ ლიგის, ბუნდესლიგის, სერია ა-ს, ლა ლიგისა და ლიგა 1-ის კლუბების დანახარჯმა უკვე 1.1 მილიარდიანი ნიშნულიც გადალახა.

ყველაზე მეტი ინგლისურმა კლუბებმა დახარჯეს – ჟოზეს “მანჩესტერმა” და იურგენ კლოპის “ლივერპულმა” უკვე დახარჯეს 80-80 მილიონი. ლონდონურმა “არსენალმა” კი 45 მილიონი ევრო დახარჯა, მისი უმეტესი ნაწილი კი “გლადბახს” გადაუხადეს ჯაკას სანაცვლოდ.

შესაძლოა, “ბორუსია დორტმუნდმა” რამოდენიმე საკვანძო ფეხბურთელი დაკარგა, მაგრამ ამ დანაკარგზე მათი რეაქცია დადებითად შეიძლება შევაფასოთ. კლუბმა 113 მილიონი ევრო გაიღო, რათა დაებრუნებინა მარიო გიოტცე და დაემატებინა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც არიან: ანდრე შურლე, მიკელ მერინო და მარკ ბარტრა.

ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერები გერმანიაში მაინც “ბაიერნის” ანგარიშზეა, რამეთუ რენატო სანჩესისა და მატს ჰუმელსის გადაბირება “რეკორდმაისტერს” 35 და 38 მილიონი ევრო დაუჯდა.

54

იტალიაში ამ კუთხით, “იუვენტუსი” დომინირებს. “ბებერმა ქალბატონის” ბანკიდან 90 მილიონი ევრო გავიდა გონსალო იგუაინის დასამატებლად. რასაც ემატება მირალემ პიანეჩისთვის გადახდილი 32 მილიონი ევრო.

“რეალმა” უკვე დახარჯა 30 მილიონი ევრო, რათა მათი აღზრდილი, ალვარო მორატა დაებრუნებინა “იუვენტუსიდან”. “ბარსელონა” კი გაცილებით უფრო აქტიური იყო – “ბლაუგრანამ” 75 მილიონი გადაიხადა ტრანსფერებში. “ატლეტიკო მადრიდმა” ზაფხულში 4 ფეხბურთელი დაიმატა, რაც 49 მილიონ ევროდ მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ ინგლისის ჩემფიონშიპის “ნიუკასლმაც” საკმაოდ ბევრი დახარჯა მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე – რაფა ბენიტესის გეგმების ღირებულებამ 40 მილიონი ევრო შეადგინა – რაც მეტია ლა ლიგის 15 გუნდის მაჩვენებელზე.

იბრაჰიმოვიჩი: “ბექჰემს უარი მოურინიოსა და “მანჩესტერ იუნაიტედის” გამო ვუთხარი”

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა აღიარა, რომ ზაფხულში შემოთავაზებები MLS-ის კლუბიდანაც მიიღო. მისი თქმით, მას ამერიკაში დევიდ ბექჰემი ეპატიჟებოდა, თუმცა შვედმა ამერიკაში წასვლას “მანჩესტერ იუნაიტედში” გადაბარგება ამჯობინა.

“დევიდი ჩემი კარგი მეგობარია და მან მთხოვა, რომ მის გუნდში (“მაიამი”) მეთამაშა.” – განაცხადა ზლატანმა. “მაგრამ, ჩემი მიზანი დიდი მწვერვალების დაპყრობაა “მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად. MLS-ს დიდ პატივს ვცემ და არაფერს არ გამოვრიცხავ.

როდესაც “პსჟ-ს” დატოვება გადავწყვიტე, ბევრი შეთავაზება მივიღე. ზლატანის შემთხვევაში ეს ნორმალურია.

ვიცი, რომ ამერიკულ გუნდებს ჩემი გადაბირება სურდათ, მაგრამ “მანჩესტერ იუნაიტედში”, ჟოზესთან ერთად მუშაობის შესაძლებლობამ ყველაზე მეტად მომხიბლა.”

მანჩესტერული დერბი აღარ ჩატარდება

დღეს, ჩინეთში, “2008 წლის ოლიმიურ სტადიონზე” უნდა გამართულიყო ამხანაგური შეხვედრა “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “მანჩესტერ სიტის” შორის. ეს იქნებოდა ჟოზე მოურინიოსა და პეპ გვარდიოლას ძალიან საინტერესო დაპირისპირება.

როგორც გაირკვა, გუშინ ბეიჯინგში ძალიან წვიმდა, რამაც მოედნის საფარი დააზიანა. შედეგად, ორივე მხარე შეთანხმდა, რომ შეხვედრა გაუქმებულიყო. მატჩი სხვა სტადიონზე ან სხვა დროს აღარ ჩატარდება.

ddddddddddddddddddddddddddddd

აქვე გეტყვით, რომ პირველი მანჩესტერული დერბი ამ სეზონში “პრემიერ ლიგაში” 10 სექტემბერს შედგება.