პრემიერ ლიგის 10 მატჩი, რომელიც უბრალოდ არ უნდა გამოტოვოთ

როგორც იცით, უკვე ცნობილია განრიგი, რომლის მიხედვითაც პრემიერ ლიგის 2016/17 წლების მატჩები ჩატარდება. მომავალი სეზონში მრავლად არის ისეთი მატჩი, რომელიც უდიდეს სიამოვნებას მოგანიჭებთ.

ბოლო დროს ინგლისში ბევრი სასიხარულო რამ მოხდა ინგლისური ფეხბურთისათვის – ჟოზე დაბრუნდა, მოვიდა პეპ გვარდიოლა, “ვესტ ჰემი” ახალ მოედანზე გადავიდა და ა.შ.

გთავაზობთ პრემიერ ლიგის 10 მატჩს, რომელიც წიგნაკში აუცილებლად უნდა მოინიშნოთ…


“ლესტერ სიტი” – “არსენალი”, 20 აგვისტო

20 აგვისტოს დიდხნიანი პაუზის შემდეგ “ლესტერ სიტი” კვლავ გამართავს პრემიერ ლიგის მატჩს “კინგ პაუერ სატიონზე”, ოღონდ ამჯერად ჩემპიონის სტატუსით. საინტერესოა, იმ დიდებული “ლესტერიდან” რამდენი ვარსკვლავი მიიღებს მონაწილეობას ამ მატჩში? რომელი კლუბის ღირსებას დაიცავს ჯეიმი ვარდი ამ მატჩში? მიუხედავად იმისა, რამდენი ფეხბურთელი წავა, ან დარჩება, “მელიები” მაინც ეცდებიან “მეთოფეების” დამარცხებას.

41


“ვესტ ჰემი” – “ბორნმუთი”, 20 აგვისტო

112-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ “ვესტ ჰემი” “ბოლეინ გრაუნდს” გამოემშვიდობა, თანაც ძალზედ ემოციურად. ამავდროულად საფუძველი ჩაეყარა ახალ ერას, “ოლიმპიკ სტადიონის” ერას. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის უკვე 50, 000-ზე მეტი სეზონური აბონიმენტი არის გაყიდული – რაც ამ მოვლენის მნიშვნელობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ახალ სტადიონზე “ჩაქუჩები” პირველად “ბორნმუთს” დაუპირისპირდებიან. ბილიჩის გუნდი მაქსიმალურად ეცდება, რომ პირველი მატჩი ყველას დაამახსოვრდეს.

41


“მანჩესტერ იუნაიტედი” – “მანჩესტერ სიტი”, 10 სექტემბერი

მანჩესტერულ დერბის მარილი არასდროს არ აკლდა, თუმცა 2016/17 წლების სეზონში ეს დერბი განსაკუთრებულად დაძაბული იქნება, რამეთუ საქმეში ჟოზე მოურინიო და პეპ გვარდიოლა ერთვება, რომლებიც შესაძლოა ერთმანეთის “მოსისხლე მტრებადაც” მივიჩნიოთ. ყველას უნდა გაიგოს … გაიგოს, თუ რა მოხდება ამ მატჩში.

41


“ლივერპული” – “მანჩესტერ იუნაიტედი”, 15 ოქტომბერი

ინგლისის ორი ყველაზე წარმატებული კლუბი ჩემპიონთა ლიგის გარეშეა დარჩენილი, რაც ნიშნავს იმას, რომ ისინი მთელი ძალებით იქნებიან პრემიერ ლიგაზე გადართულნი. ესეც რომ არ იყოს, როგორ შეიძლება “ლივერპულისა” და “მანჩესტერის” თამაშის გამოტოვება, თანაც მაშინ, როცა მათ ორი დიდებული სპეციალისტი უდგათ სათავეში.

41


“ჩელსი” – “მანჩესტერ იუნაიტედი”, 22 ოქტომბერი

მოურინიოს წასვლის შემდეგ “სტემფორდზე” გამართულ პირველ მატჩში ფანები რამოდენიმე ფეხბურთელს სტვენით მიესალმენ, თამაშის მიმდინარეობისას კი აქტიურად გაყვიროდნენ პორტუგალიელის სახელს. როგორი იქნება მათი რეაქცია, როდესაც დაინახავენ მოუს მტერის რანგში? ამას 22 ოქტომბერს ვნახავთ.

41


“არსენალი” – “ტოტენჰემი”, 5 ნოემბერი

გასული სეზონიდან მოყოლებული ახლაც ბევრი თვლის, რომ 2016/17 წლების სეზონი “ტოტენჰემის” გაბრწყინების შანსია. იმ დამცირებისთვის, რაც “სპურსმა” “მეთოფეებისაგან” მიიღო, როცა ბოლო ტურში მეორე ადგილი აწაპნეს, პოჩეტინოს გუნდი შურს აუცილებლად იძიებს, თუმცა ეს ადვილი ნამდვილად არ იქნება.

41


“მანჩესტერ იუნაიტედი” – “არსენალი”, 19 ნოემბერი

ბევრი წელია, რაც ეს დაპირისპირება საკმაოდ პრინციპულად მიიჩნევა, თუმცა 2016/17 წლების სეზონში ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირება გამორჩეულად სანახაობრივი იქნება, რამეთუ ერთმანეთს კვლავ დაუპირისპირდება ორი განსხვავებული ტიპის მწვრთნელი – არსენ ვენგერი და ჟოზე მოურინიო.

41


“ჩელსი” – “ტოტენჰემი”, 26 ნოემბერი

ამ გუნდებს შორის შუღლი ყოველთვის იყო, თუმცა მაისში მომხდარმა მოვლენებმა სიტუაცია კიდევ უფრო დაძაბა. შეგახსენებთ, რომ სწორედ “ლურჯებმა” დააკარგვინეს “სპურს” ქულები, რამაც პოჩეტინოს ყველანაირი შანსი მოუსპო. იქნებ 26 ნოემბრისთვის ჭრილობებმა ბოლომდე შეხორცება ვერ მოახერხონ…

41


“საუთჰემპტონი” – “ევერტონი”, 26 ნოემბერი

რონალდ კუმანის გადაწყვეტილება “საუთჰემპტონის” “ევერტონში” გაცვლისა ბევრ “წმინდანს” არ მოეწონა. აქვე გეტყვით, რომ “საუთჰემპტონმა” გასულ სეზონში 5 ადგილით უფრო მაღლა დაასრულა ასპარეზობა, ვიდრე კუმანის ახალმა კლუბმა. ამ მატჩში “წმინდანებს” შანსი ექნებათ დაუმტკიცონ რონალდს, რომ მცდარი გადაწყვეტილება მიიღო.

41


“მიდლსბრო” – “სანდერლენდი”, 11 მარტი

“ნიუკასლის” გავარდნამ ინგლისელ გულშემატკივარს ერთ-ერთი საუკეთესო დერბის ყურების საშუალება ხელიდან წაართვა, თუმცა არანაკლებ დაძაბული და სასიამოვნო საყურებელი იქნება ახლადგადმოსული “მიდლსბროსა” და გადარჩენილი “სანდერლენდის” დაპირისპირება.

41

“მანჩესტერ იუნაიტედი” მზადაა მორატას 60 მილიონზე მეტი დაახარჯოს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ახალი მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო “იუვენტუსის” თავდამსხმელის, ალვარო მორატას გადაბირებით არის დაინტერესებული.

მანჩესტერში მდებარე კლუბი 23 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ მზადაა 60 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადოს.

პორტუგალიელ სპეციალისტს უნდა, რომ მორატა ზლატან იბრაჰიმოვიჩს დაუწყვილდეს.

შეგახსენებთ, რომ “რეალს” მორატას დაბრუნების შესაძლებლობა აქვს, რისთვისაც “ბლანკოსს” 32 მილიონი ევროც ეყოფა – აღნიშნული შესაძლებლობა კლუბს 15 ივლისამდე აქვს. არის შანსი იმისა, რომ პერესმა ის გამოისყიდოს, შემდეგ კი სხვა კლუბს უფრო დიდი თანხის სანაცვლოდ მიყიდოს.

Tuttosport: მოურინიოს გეგმებში დარმიანის ადგილი არ მოიძებნა, ის იტალიაში გააგრძელებს კარიერას

იტალიური პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საკმაოდ დიდია შანსი იმისა, რომ ზაფხულში მატეო დარმიანმა მანჩესტერული კლუბი დატოვოს.

როგორც იცით, ახლახან ინგლისური გრანდი ჟოზე მოურინიომ ჩაიბარა. წყაროს ცნობით, ჟოზე მის სამომავლო გეგმებში იტალიელ ფეხბურთელს ვერ ხედავს.

დარმიანის გადაბირების ყველაზე რეალურ კანდიდატად ტურინის “იუვენტუსი” მიიჩნევა.

შეგახსენებთ, რომ “მანჩესტერ იუნაიტედმა” დარმიანის გადასაბირებლად “ტორინოს” 13,5 მილიონი ფუნტი გადაუხადა.

პატრის ევრამ სერ ალექს ფერგიუსონს დასცინა

“იუვენტუსის” მარცხენა მცველმა “მანჩესტერული” ხანა გაიხსენა, როდესაც მას სერ ალექს ფერგიუსონის ზედამხედველობით უწევდა თამაში.

ფრანგმა ფეხბურთელმა ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მასთან ერთად ფერგიუსონია დაფიქსირებული. ამ ფოტოზე ალექსი ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელის შთაბეჭდილებას ნამდვილად არ ტოვებს…

A photo posted by Patrice Evra (@patrice.evra) on

“უფროსო მიყვარხარ, პატივს გცემ! მაგრამ მაინც ვერ გავიგე, რის გაკეთებას ცდილობდი? ჰაჰაჰა”

ნევილი: “ჟოზესთან ერთად დიდებული თავგადასავლები გველის”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ფილ ნევილმა გუნდის მომავალზე ისაუბრა, რომელიც ლუი ვან გაალის წასვლის შემდეგ ჟოზე მოურინიომ ჩაიბარა.

“ძალიან აღელვებული ვარ, მოუთმენლად ველი მომავალი სეზონის დაწყებას. ჟოზესთან ერთად დიდებული თავგადასავლები გველის, მიუხედავად იმისა, მოვიგებთ, თუ წავაგებთ.

ალბათ სწორედ ეს ჭირდებათ “იუნაიტედის” ფანებს.მათ ნაპერწკალი სჭირდებათ, ვიღაც ვინც გუნდს უმაღლეს დონეზე აიყვანს და იქ გააჩერებს.

რაც არ უნდა მოხდეს, ვფიქრობ “იუნაიტედის” ფანები ჟოზესთან ერთად დიდ სიამოვნებას მიიღებენ.” – განაცხადა ნევილმა.

რუმენიგე: „მანჩესტერ იუნაიტედი“ მიულერში რეკორდულ თანხას გვთავაზობდა“

„ბაიერნის“ აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ აღიარა, რომ 2015 წელს მიუნხენურმა კლუბმა თავდამსხმელი ტომას მიულერი „მანჩესტერ იუნაიტედში“ რეკორდული თანხის სანაცვლოს არ გაუშვა.

„მიულერი ჩვენი აკადემიის აღზრდილია. ის მიუნხენის გვერდით დაიბადა, აქ განათლება მიიღო და გულშემატკივართა თვალში გმირი გახდა. გასულ წელს „მანჩესტერ იუნაიტედს“ არანორმალური წინადადება ჰქონდა, მაგრამ მას არ გადავხედეთ. თანსხმობის შემთხვევაში, მსოფლიო ფეხბურთსთვის რეკორდულ თანხას მივიღებდით“, – ციტირებს რუმენიგეს FAZ.

იბრაჰიმოვიჩი : “მინდა ჩემზე ისტორიები კვლავ შეთხზან”

შვედეთი ეროვნული ნაკრების 34 წლის შემტევმა, რომელიც მომავალ სეზონში ახალი კლუბის მაისურს მოირგებს, ჯერ არ აპირებს მისი მომავალი კლუბის დასახელებას.

ზლატანს, რომელიც ბოლოს “პარის სენ-ჟერმენის” ღირსებას იცავდა, შემდეგ გუნდებში თამასის გამოცდილება აქვს: “აიაქსი”, “იუვენტუსი”, “ინტერი”, “ბარსელონა” და “მილანი”.

“მინდა, რომ კვლავ შეთხზათ ისტორიები ჩემს შესახებ, მე ძალიან მსიამოვნებს, როცა მათ ვკითხულობ. მინდა გავიგო, თუ რომელი არის ამ საქმეში საუკეთესო.

ხოლო მაშინ, როცა ამისგან დავიღლები, ყველას გავაგებინებ, თუ სად გავაგრძელებ კარიერას.”

The Times: იბრა “მანჩესტერში” არ წავა, მოუს სხვა თავდამსხმელის გადაბირება უნდა

The Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ხელმძღვანელები “პარის სენ-ჟერმენის” ყოფილი ფორვარდის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის გადაბირებას არ აპირებენ.

როგორც ინგლისელები გვატყობინებე, ჟოზე 34 წლის იბრაზე გაცილებით ახალგაზრდა შემტევის გადაბირებით არის დაინტერესებული. პორტუგალიელი სპეციალისტი ობამეიანგსა და მაურო იკარდის აკვირდება.

იბრაჰიმოვიჩი კი ყველაზე ახლოს კარიერის ჩინეთში, ან MLS-ში გაგრძელებასთან არის.

საერთო ჯამში კი, პორტუგალიელი თავკაცი სამი ვარსკვლავის დამატებას აპირებს – ცენტრალური მცველის, ცენტრალური ჰავბეკის (სავარაუდოდ პოგბა) და ცენტრალური თავდამსხმელის.

გიგზი მოურინიოს თავისი მომავლის განსახილველად შეხვდება

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელი რაიან გიგზი შემდეგ კვირას „წითელი ეშაკების“ ახალ თავკაცთან ჟოზე მოურინიოსთან შეხვედრას და მასთან გუნდის სამწვრთნელო შტაბთან დაკავშირებულ გეგმებზე საუბარს აპირებს, რის შესახებაც „A Bola“ იუწყება.

ამჟამად გიგზი არაბერთის გაერთანებულ საამიროებში იმყოფება, ამიტომ მოურინიოს მასთან ჯერ არ უსაუბრია. უელსელი „მანჩესტერ იუნაიტედის“ სამწვრთნელო შტაბში დევიდ მოიესისა და ლუი ვან გაალის პერიოდში მუშაობდა, თუმცა მოურინიოს მუდმივი ასისტენტი რუი ფარიაა, ამის გამო რაიანის მომავალი ჯერ უცნობია.

აქამდე ინგლისური წყაროები წერდნენ, რომ მოურინიოს მოსვლის შემდეგ გიგზი „მანჩესტერ იუნაიტედს“ დატოვებს.

იბრას აგენტმა სიტუაცია დააწყნარა:”არსად არ გვეჩქარება”

შვედეთის ეროვნული ნაკრების ლიდერის, ზლატან იბრაჰიმოვიჩის აგენტმა პრესასთან მისი კლიენტის მომავალზე საუბრისას აღნიშნა, რომ ისინი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ. შეგახსენებთ, რომ 34 წლის ზლატანი თავისუფალი აგენტის სტატუსს ატარებს.

“არის თუ არა “იუნაიტედი” ის კლუბი, რომელშიც ზლატანი გადავა? გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, სიურპრიზი ბოლოს იქნება. ყველა “იუნაიტედზე” საუბრობს, ამიტომაც არ ვსაუბრობ ბევრს ჟურნალისტებთან.

მისით ინტერესდებიან კლუბები ინგლისიდან, ევროპიდან და ევროპის ფარგლებს გარედანაც, მაგრამ ყველა ლაპარაკობს იმაზე, რომ ის “იუნაიტედში” მიდის. ეს ასე არ არის.

არსად არ გვეჩქარება. მე მხოლოდ სარგებლის მიღებაზე ვზრუნავ. ერთადერთი, რისი დანამდვილებით თქმაც შემიძლია არის ის, რომ ის კარიერას არ დაასრულებს. ის მეფეა.”

აზარი:”მოუთმენლად ველი მოურინიოს “მანჩესტერის” წინააღმდეგ თამაშს”

ლონდონის “ჩელსის” ბელგიელმა ნახევარმცველმა, ედენ აზარმა Sky Sports-თან ინტერვიუში ჟოზე მოურინიოს გადაწყვეტილებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მოუთმენლად ელის ჟოზესთან შეხვედრას.

“მოურინიო ფანტასტიკური მწვრთნელია. მე მას წარმატებებს ვუსურვებ მომდევნო სეზონში.

მოუთმენლად ველი და უბრალოდ ძალიან მინდა “მანჩესტერ იუნაიტედთან” თამაში. მოურინიო ძალიან დიდ გამოცდილებას ფლობს. ის დიდ კლუბში მივიდა, ამიტომაც მისი მიზანი მხოლოდ მოგება იქნება.”

აზარმა კონტეზეც ისაუბრა, რომელიც “ჩელსის” ევრო 2016-ის შემდეგ ჩაიბარებს: “ბედნიერი ვარ, ძალიან ბედნიერი. მე უკვე ვესაუბრე კონტეს. მან მე წარმატებები მისურვა ევროპის ჩემპიონატზე.”

ინგლისი – ავსტრალია: რეშფორდი სასტარტოშია

როი ჰოჯსონის მიერ მიღებული გადაწყვეტილების წყალობით, ავსტრალიის ეროვნულ ნაკრებთან გასამართ მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედის” აღმოჩენის, მარკუს რეშფორდის დებიუტი შედგება.

“მანჩესტერელთა” ახალგაზრდა ფეხბურთელს ადამ ლალანასა და რაჰიმ სტერლინგის გვერდით მოუწევს თამაში, რაც ევრო 2016-ისთვის მოსამზადებელი პროცესის ერთ-ერთი ეტაპი გახლავთ.

ნახევარდაცვაში ჯეკ უილშეარს დენი დრინქვოთერიც შეუერთდება, რომელმაც თავი “მელიებში” ყოფნისას გამოიჩინა.ნახევარდაცვას გაამაგრებს “ლივერპულელი” ჯორდან ჰენდერსონიც.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჰოჯსონმა პრემიერ ლიგის ორი საუკეთესო ბომბარდირის, ჯეიმი ვარდისა და ჰარი კეინის დასვენება გადაწყვიტა.

ინგლისი:
ფორსტერი; კლაინი, სმოლინგი, სტოუნზი, ბერტრანდი; ჰენდერსონი, დრინქვოთერი, უილშეარი; ლალანა, რეშფორდი, სტერლინგი.

ავსტრალია: რაიანი, რისდონი, რაითი, მილიგანი, სმიტი; მოი, იედინაკი, ლუონგო; როგიჩი; კრუზე, მაკლარენი.