ერერა: “არ გვინდა, რომ “ლესტერმა” ჩემპიონობა “ოლდ ტრაფორდზე” იზეიმოს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთლი, ანდერ ერერა პრემიერ ლიგის მოგების მთავარ ფავორიტებთან დაპირისპირების წინ თავს მოტივირებულად გრძნობს და აცხადებს, რომ “მანჩესტერი” “ლესტერისთვის” არაფრის დათმობას არ აპირებს.

“პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ “მანჩესტერ იუნაიტედისთვის” ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, ოთხეულში უნდა მოვხვდეთ, რაც ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია.

ჩვენ “ლესტერ სიტის”, ძალიან კარგი გუნდის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში, რომელიც ფანტასტიკურად თამაშობს. მაგრამ, ნამდვილად არ გვინდა, რომ “მელიებმა” ჩემპიონობა “ოლდ ტრაფორდზე” იზეიმონ – მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩემპიონობას იმსახურებენ.

ჩვენ “მანჩესტერ იუნაიტედს” წარმოვადგენთ და უნდა მოვიგოთ, ეს არის ჩვენი საქმე.” – განაცხადა 26 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

Daily Star: “არსენალი” ზლატან იბრაჰიმოვიჩის გაფორმებას ცდილობს

ინგლისური გამოცემის, Daily Star-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები ზაფხულში ზლატან იბრაჰიმოვიჩის გაფორმებას აპირებენ.

მართალია არსენ ვენგერმა უარყო ინტერესი შვედი ფორვარდისადმი, თუმცა ბოლო დროს განვითრებულმა მოვლენებმა შესაძლოა “მეთოფეებს” აზრი შეაცვლევინოს.

როგორც იცით, იბრაჰიმოვიჩის კონტრაქტი “პარკ დე პრინსის” ბინადარ კლუბთან სეზონის ბოლოს იწურება.

მისი გადაბირების სურვილი გამოთქვა “იუნაიტედმაც”, ისინი იბრას კვირაში 250,000 ფუნტს სთავაზობენ, თუმცა ლონდონელები იმედოვნებენ, რომ “ბარსას” ყოფილ ფორვარდს ლონდონური ცხოვრება უფრო დააინტერესებს.

მარუან ფელაინი “რომასა” და “ნაპოლის” მატჩზე დააფიქსირეს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ბელგიელი ფეხბურთლი, მარუან ფელაინი ორშაბათს, ორი იტალიური გრანდის, “რომასა” და “ინტერის” მატჩზე დააფიქსირეს, რამაც მასმედიის ეჭვები კიდევ უფრო გააძლიერა.

ბელგიელი ფეხბურთელი “სტადიო ოლიმპიკოზე”, სადაც “მგლებმა” დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს ლუჩიანო დ’ონოფრიოსთან ერთად დააფიქსირეს.

ზ

Gazzetta dello Sport ირწმუნება, რომ “მანჩესტერელთა” ნახევარმცველი “რომაში” გადასვლით არის დაინტერესებული.

წყაროს ცნობით, რომაელებს მისი არენდით აყვანა სურს, ისე, რომ 28 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვა შემდეგში 15 მილიონ ევროდ შეეძლოთ.

მაურო იკარდი “ინტერიდან” წასვლას აპირებს

მილანური “ინტერის” თავდამსხმელს, მაურო იკარდს “სან სიროს” დატოვებას უწინასწარმეტყველებენ, მისით კი ისეთი კლუბები ინტერესდებიან, როგორებიცაა: “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ჩელსი” და “არსენალი”.

“დავრჩები თუ არა “ინტერში”, იმ შემთხვევაში, თუ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავალთ? აქ ტიტულების მოსაგებად ვარ, თუმცა თუ სხვა კლუბებიდან წინადადებებს მივიღებ, მაშინ მათი განხილვა მომიწევს.” – განუცხადა იკარდიმ Mediaset-ს.

შეგახსენებთ, რომ არგენტინელი თავდამსხმელი “ნერაძურის” 2013 წელს, “სამპდორიადან” შეუერთდა და კონტრაქტი 2019 წლამდე გააფორმა. მან სერია ა-ს ეგიდით ჩატარებულ 30 მატჩში 15 გოლის გატანა მოახერხა.

Sky Sports: მოურინიო “პარის სენ-ჟერმენთან” აწარმოებს მოლაპარაკებებს

Sky Sports-ის მიერ გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, პორტუგალიელი სპეციალისტი, ჟოზე მოურინიო “პარის სენ-ჟერმენთან” აწარმოებს მოლაპარაკებებს.

როგორც იცით, “პარკ დე პრინსის” ბინადრებმა უკვე გაინაღდეს ლიგა 1-ის ტიტული და ამასთანავე, საფრანგეთისა და ლიგის თასებზეც წარმატებით ასპარეზობენ, თუმცა იმ ფაქტმა, რომ ლორან ბლანის გუნდმა “სიტის” ბარიერის გადალახვა ვერ მოახერხა, არაბი შეიხები ძლიერ განარისხა.

პორტუგალიელ მწვრთნელს დიდი ხნის მანძილზე უკავშირებდნენ ინგლისურ “მანჩესტერ იუნაიტედს”, თუმცა მანჩესტერელებმა ლუი ვან გაალს ნდობა გამოუცხადეს.

“ჩელსისაც” ჰყავს თავისი რეშფორდი, რომელსაც უბრალოდ შანსი სჭირდება

მაშინ, როცა ოსკარი ფორმაში არ იმყოფება, ედენ აზარი კი კარგა ხანია, რაც ძებნაში იმყოფება, შესაძლოა, გუს ჰიდინკს კვლავ გაუჩნდეს ახალგაზრდების წინა პლანზე გამოჩენის სურვილი.

დღეს, ლონდონის “ჩელსიმ” კიდევ ერთხელ იზეიმა უეფას ახალგაზრდული ლიგის მოგება (ზედიზედ მეორედ), მას შემდეგ რაც ახალგაზრდა ლონდონელებმა “პარის სენ-ჟერმენის” დაამარცხეს. 2-1.

ჩამთრევ, სასიამოვნო მატჩში, რომელიც გაჯერებული იყო ბურთის ლამაზი ართმევებით, ჩაუთვლელი და გატანილი გოლებით, მონაწილეობდა ერთი ფეხბურთელი, რომელიც სხვებზე რამოდენიმე თავით მაღლა იდგა – ქეიზი პალმერი.

ელ კლასიკო 32

სწორედ პალმერი აკონტროლებდა ნახევარდაცვას, რაც ორთაბრძოლებში უსეცდომო თამაშით იყო გამოწვეული და სწორედ მან განახორციელა საბოლოო დარტყმა – 61-ე წუთზე მისი ბრწყინვალე რეიდი შესაბამისი შედეგით დაბოლოვდა.

მოკლედ რომ ვთქვათ, ქეიზიმ გააკეთა ის, რასაც ოსკარი ვერ აკეთებს. ნამდვილად უსამართლო იქნება, თუ ვიტყვით, რომ პალმერი რაიმეთი ჩამორჩება მარკუს რეშფორდს, კამერონ ბორთვიკ-ჯექსონს ან ტიმოთი ფოსუ-მენსაჰს. მას უბრალოდ შანსი ესაჭიროება.

“მანჩესტერ იუნაიტედის” ფანს სტადიონი აერია

“მანჩესტერ იუნაიტედი” ბოლო წლების მანძილზე არც ისე კარგ მდგომარეობაში იმყოფებიან, რაც ძირითადად დევიდ მოიესისა და ლუი ვან გაალის მოქმედებებით არის გამოწვეული.

თუმცა, ოთხშაბათს, “ვესტ ჰემთან” მოგებულმა მატჩმა “წითელ ეშმაკებს” იმედები დაუბრუნა – კლუბი ასოციაციის თასის ნახევარფინალურ ეტაპში გავიდა, სადაც მათ “ევერტონის” წინააღმდეგ მოუწევთ თამაში.

გუშინ ამ მატჩთან დაკავშირებით “მანჩესტერის” ერთ-ერთი ფანი კურიოზულ სიტუაციაში ჩავარდა: ინგლისური გრანდის გულშემატკივარი “ვესტ ჰემისა” და “მანჩესტერის” თამაშის საყურებლად მიდიოდა, თუმცა არა “ჩაქუჩების”, არამედ “ეშმაკების” სტადიონზე.

“ოლდ ტრაფორდისკენ” მიმავალ გზას მიუვყვები. ვიმედოვნებ, რომ “ვესტ ჰემს” დავამარცხებთ” – ვკითხულობთ მის მიერ გამოქვეყნებულ პოსტში.

ამ უკანასკნელს გვიან, მაგრამ მაინც შეატყობინეს, რომ ლუის გუნდი გასვლაზე თამაშობდა:

Sky Sports: “რეალი” ხამესის გაყიდვას აპირებს

მადრიდის “რეალი” ხამეს როდრიგესის გაყიდვას აპირებს, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ მადრიდულ კლუბს შესაფერის თანხას შესთავაზებენ. ამ ინფორმაციას ინგლისური Sky Sports ავრცელებს.

კოლუმბიელმა ფეხბურთელმა ლა ლიგის წლევანდელ სეზონში მხოლოდ 14 მატჩის დაწყება შესძლო ძირითადიდან, რაც ბევრ კითხვას ბადებს. ამასთანავე აღსანიშნავია ისიც, რომ ფანები მისი ასპარეზობით უკმაყოფილონი არიან.

“მანჩესტერ იუნაიტედი” კი ერთ-ერთია იმ კლუბთა შორის, რომელსაც 24 წლის ფეხბურთელს უკავშირებენ, რომელიც პერესმა “მონაკოდან” 64 მილიონის სანაცვლოდ გადაიბირა.

წყაროს ცნობით, მადრიდელებმა “პორტოს” ექს-ვარსკვლავის შესასყიდ მინიმალურ ფასად 60 მილიონი ფუნტი დაასახელეს.

შნეიდერლენი: „ მხოლოდ საკუთარი თავის დადანაშაულება შეგვიძლია“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა მორგან შნეიდერლენმა პრემიერლიგის 33-ე ტურში „ტოტენჰემთან“ ანაგრიშით 0:3 წაგებული მატჩი შეაფასა.

„პირველი გაშვებული გოლის შემდეგ რაღაც დავკარგეთ. შესაძლოა, საქმე ჩვენს თავში იყოს. პირველ ტაიმში ბურთს ვფლობდით, რამდენიმე მომენტი შევქმენით, თუმცა შემდეგ გოლი გავუშვით, რომელსაც კიდევ ორი ბურთი მოჰყვა. ყველაფერი საკმაოდ სწრაფად მოხდა. ერთი საათის გასვლის შემდეგ ვერავინ იფიქრებდა, რომ ანგარიში გამანადგურებელი იქნებოდა. „ტოტენჰემი“ უნდა დავაფასოთ, გუნდმა მომენტები გამოიყენა და მაშინ გაიტანა, როცა მხოლოდ თამაშში დაბრუნებას ვიწყებდით. მხოლოდ საკუთარი თავის დადანაშაულება შეგვიძლია“, – ციტირებს შნეიდერლენს Goal.com-ი.

“ტოტენჰემმა” “მანჩესტერს” 6 წუთში მოუგო

დღეს გაიმართა ინგლისის პრემიერლიგის 33-ე ტურის ცენტრალური მატჩი, რომელშიც ლონდონურმა “ტოტენჰემმა”, რომელიც ჩემპიონობისთვის იბრძვის, “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო.

მატჩს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, ისევე როგორც “მამლებისთვის”, ასევე “ეშმაკებისთვისაც”. “ტოტენჰემს” ეს მატჩი რომ არ მოეგო, “ლესტერს” 10 ქულით გაუშვებდა წინ და ჩემპიონობის შანსს საბოლოოდ დაკარგავდა, “მანჩერს” კი ეს გამარჯვება ოთხეულისთვის ბრძოლაში აუცილებლად გამოადგებოდა.

მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ანგარიში 70-ე წუთზე დელე ალიმ გახსნა, რასაც ალდერვეირელდისა (74′) და ლამელას (76) გოლი მოჰყვა. შედეგად პოჩეტინოს გუნდმა 3 ქულა მოიპოვა და პრემიერ ლიგის მოგების შანსი შეინარჩუნა.

ტოტენჰემი: ლორისი, უოკერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი, დაიერი, დემბელე, ლამელა (შადლი 87′), ერიკსენი, ალი (მეისონი 90+3′), კეინი (სონი 89′).

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, როხო, ბლინდი, სმოლინგი, ფოსუ-მენსა (დარმიანი 68′), კერიკი, მარსიალი, შნეიდერლინი, ლინგარდი, მატა (დეპაი 76′), რეშფორდი (იანგი 46′).

მოურინიო: “გარანტიას გაძლევთ, ზაფხულში დავბრუნდები”

ჟოზე მოურინიო თითქმის დარწმუნებულია, რომ ის სამწვრთნელო კარიერას ზაფხულში განაახლებს. პორტუგალიელმა ისიც აღიარა, რომ ამ დროის მანძილზე რამოდენიმე კარგი შემოთავაზება მიიღო.

“შემიძლია გარანტია მოგცეთ (თითქმის), რომ ზაფხულში ჩემს სამუშაოს დავუბრუნდები. საკმაოდ კარგი წინადადებები მივიღე.” – განაცხადა მან პორტუგალიურ ჟურნალთან ინტერვიუში.

“ეხლა მხოლოდ ჩემს სურვილზეა დამოკიდებული თუ როგორ გადაწყვეტილებას მივიღებ. ზაფხულში, სეზონის ბოლოს მომდევნო კლუბის შესახებ ყველას ეცოდინება.” – განაცხადა “ჩელსის” ყოფილმა ბოსმა.

ვალენსია: „მანჩესტერ იუნაიტედი“ ლიდერებთან უფრო ახლოს უნდა იყოს“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა ანტონიო ვალენსიამ აღნიშნა, რომ მისი გუნდი ჩემპიონატის დასრულებას პირველ ოთხეულში გეგმავს. ამჟამად „წითელი ეშაკები“ 53 ქულით მეხუთე პოზიციაზე იმყოფებიან.

„ტოტენჰემთან“ და „ლესტერთან“, რომლებიც მედლებისთვის იბრძვიან, საინტერესო მატჩები გველის. მართალია, ამ შეხვედრებს მწუხარების ვხვდებით, რადგან ტიტულებისთვის ვერ ვიბრძვით. სამწუხაროდ, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ლიდერებისგან შორასა, მიუხედავად იმისა, რომ უფრო ახლოს უნდა იყოს. მოგებათა სერიის გაგრძელება გვსურს, რათა ამჟამინდელ მიზანს მივაღწიოთ. ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად ვიბრძოლებთ. მესმის, კლუბისთვისა და გულშემატკივრებისთვის ეს რამდენად მნიშვნელოვანია. ასე რომ, ჩვენი ძირითადი მიზანი, ოთხეულში მოხვედრაა“, – განაცხადა ვალენსიამ „მანჩესტერ იუნაიტედის“ პრესსამსახურთან ინტერვიუში.