ვან გაალი: ” ჟურნალისტებმა რეშფორდს თავი უნდა დაანებონ”

ლუი ვან გაალმა პრესასთან კლუბის ახალგაზრდა ფეხბურთელზე, მარკუს რეშფორდზე ისაუბრა, რომელმაც ბოლო ორ მატჩში 4 გოლის გატანა მოახერხა, რითიც ყველა გააკვირვა.

“ის მხოლოდ 18 წლის არის. მას დროს სჭირდება, ამასთანავე ჩვენ მას სწორი გზაც უნდა ვანახოთ. მარკუსი ძალიან თავდამბალი ბიჭია, ასე რომ არამგონია მასთან რაიმე სახის პრობლემა შეგვექმნას.

რა თქმა უნდა რთულია, როცა მედია ასეთი ყურადღების ქვეშ გამყოფებს. შეიძლება, რომ ამან მასზე უარყოფითადაც იმოქმედოს, ამიტომაც უმჯობესი იქნება, თუ მას თავს დაანებენ.”

პოჩეტინო ფლორენტინო პერესსაც მოუნდა

მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობამ თვალი მაურისიო პოჩეტინოს დაადგა. თუმცა, ესპანეთში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, პერესს “ტოტენჰემის” დირექტორთან, დანიელ ლევისთან მოლაპარაკებების გამართვის არანაირი სურვილი არ გააჩნია.

როგორც იცით, სწორედ ლევისა და პერესის საშუალებით განხორციელდა ბეილის ტრანსფერი სარეკორდო თანხად, თუმცა უელსელი ფეხბურთელი ბოლო დროს გაცემული ავანსების გამართლებას ვერ ახერხებს.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მადრიდში მუშაობას კიდევ ერთ დიდ სპეციალისტს – იოაჰიმ ლიოვს უწინასწარმეტყველებენ, რომლის მომავალიც დიდი ალბათობით ევრო-2016-ის შემდგომ გადაწყდება.

პიკემ პეპის ფაქტორსა და “სიტიში” გადასვლის შესაძლებლობაზე ისაუბრა

ხერარდ პიკეს თქმით, მისი სიყვარული “მანჩესტერ იუნაიტედის” მიმართ მას საშუალებას არ აძლევს, რომ “მანჩესტერ სიტიში” გადაბარგდეს, რომელსაც უახლოეს მომავალში პეპ გვარდიოლა ჩაიბარებს.

შეგახსენებთ, რომ “ბარსას” აკადემიის პროდუქტმა “ოლდ ტრაფორდზე” 4 წელი გაატარა, მანამ სანამ “კამპ ნოუზე” დაბრუნდებოდა 2008 წელს, სადაც მან გვარდიოლასთან ერთად მოიგო : ლა ლიგის 3 ტიტული, 2 – კოპა დელ რეის და 2 – ჩემპიონთა ლიგის.

“მანჩესტერ იუნაიტედისადმი” არსებული ჩემი გრძნობები საშუალებას არ მომცემს, რომ “მანჩესტერ სიტიში” გადავბარგდე, მიუხედავად იმისა, რომ იქ პეპ გვარდიოლა დამხვდება.” – განაცხადა ესპანელმა.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად პეპ გვარდიოლა მიუნხენის “ბაიერნს” წვრთნის.

ლუი ვან გაალი: “არსენალი” სულ სხვა საფეხურზე დგას”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა მატჩისწინა პრეს-კონფერენციაზე ლონდონის “არსენალი” შეაქო და აღნიშნა, რომ ის ამ მომენტში სულ სხვა საფეხურზე იმყოფება.

“არსენალი” ერთადერთი გუნდი იყო, რომელმაც 3-0 დაგვამარცხა. ამ დროისთვის “არსენალი” ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი გუნდია, ისინი სულ სხვა საფეხურზე იმყოფებიან.

ჩვენთვის ეს საკმაოდ დიდი გამოწვევაა. თუკი გამარჯვება გვინდა, ეს მატჩი ძალიან მაღალ დონეზე უნდა ჩავატაროთ.

ჩვენ ევროპა ლიგაზე ჩვენი მატჩი ხუთშაბათს ვითამაშეთ, მაშინ როცა “არსენალმა” – სამშაბათს. ისინი უკეთეს მდგომარეობაში არიან, თუმცა ყველაფერი მოედანზე გადაწყდება.”

კარაგერმა ვან გაალი „დატროლა“

„ლივერპულის“ ექს-მცველი ჯეიმი კარაგერი უეფა-ს ევროპის ლიგის 1/8 ფინალის კენჭისყრას გამოეხმაურა, რომელშიც მერსესაიდელები პრინციპულ მეტოქე „მანჩესტერ იუნაიტედს“ შეხვდებიან. კარაგერის აზრით, იმ შემთხვევაში, თუ „ლივერპული“ ამ დუელში მოიგებს, ტურნირის მოგებისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დამარცხდება, ყოველ შემთხვევაში, ამით ლუი ვან გაალს სამუშაოს შეუნარჩუნებს. თავისი აზრი ჯეიმი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ გამოქვეყნებულ პოსტში გამოხატა:

„ლივერ[ულისთვის“ ეს მშვენიერი კენჭისყრის შედეგია. თუ გავიმარჯვებთ, ბედნიერი დღეები გვექნება, ხოლო თუ დავმარცხდებით, ლუი ვან გაალი დარჩება“, – დაწერა კარაგერმა.

ევროპის ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები

რამდენიმე წუთის წინ უეფას ევროპის ლიგს 1/8-ფინალური ეტაპის წილისყრა დასრულდა. წარმოგიდგენთ მის შედეგებს:

 “შახტარი” – “ანდერლეხტი”

“ბაზელი” – “სევილია”

“ვილიარეალი” – “ლევერკუზენი”

“ატლეტიკი” – “ვალენსია”

“ლივერპული” – “მანჩესტერ იუნაიტედი”

“სპარტა” – “ლაციო”

“ბორუსია” – “ტოტენჰემი”

“ფენერბახჩე” – “ბრაგა”

მოურინიომ მანჩესტერში სახლი შეიძინა – „Correio da Manha“

როგორც პორტუგალიური გამოცემა „Correio da Manha“ წერს, „ჩელსის“ ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ქალაქ მანჩესტერში სახლი შეიძინა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს პორტუგალიელ სპეციალისტს „წითელი ეშაკების“ ამჟამინდელი თავკაცის ლუი ვან გაალის შესაძლო შემცვლელად მიიჩნევენ.

მოურინიო: “ინტერში” დაბრუნება შემიძლია”

პორტუგალიელმა სპეციალისტმა უიქენდის იტალიაში გატარებისა და “სან სიროზე” მილანური “ინტერის” თამაშის ყურების შემდგომ აღიარა, რომ თავისუფლად შეუძლია “ინტერის” მწვრთნელი გახდეს.

“ეს სახლში, ჩემს ოჯახში დაბრუნებას ჰგავს. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ექვს წელზე მეტია რაც ეს ადგილი დავტოვე. ფეხბურთში ხომ ყველაზე კარგი ადამიანური ურთიერთობებია, ეს გამარჯვებასა და შედეგზე მეტია.

“შევძლებ თუ არა “ინტერში” დაბრუნებას? რატომაც არა. “ჩელსიში” დავბრუნდი, რატომ ვერ უნდა შევძლო “ინტერში” დაბრუნება?  თუმცა ახლა ყველაზე მეტად ის მინდა, რომ მანჩინისა და “ინტერის” პრეზიდენტს ყველაფერი კარგად წაუვიდეს.”

ადიდასი პოგბას წელიწადში 4 მილიონ ევროს სთავაზობს

იტალიური პრესის ცნობით, პოლ პოგბა, რომელსაც აქამდე პერსონალური სპონსორი არ ჰყავდა,  “ადიდასთან” 10-წლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებს.

La Gazzetta dello Sport-მა გაარკვია, რომ “ნაიკის” დაჯაბნისთვის “ადიდასის” ხელმძღვანელებს პოლ პოგბასთვის წელიწადში 4 მილიონი ევროს შეთავაზება მოუწიათ, რასაც რამოდენიმე ბონუსი ემატება.

ამ კონტრაქტმა შესაძლოა გარკვეული გავლენა მის მომავალ კლუბზეც იქონიოს: “ადიდასი” ზინედინ ზიდანის “რეალთან” და გაჭირვებაში მყოფ “მანჩესტერ იუნაიტედთანაც” თანამშრომლობს.

 

პეპ გვარდიოლას ტურეს შეცვლა “რეალის” ნახევარმცველით სურს

ესპანური As-ის ცნობით, პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტიში” მადრიდული გრანდის ნახევარმცველის, ტონი კროოსის მიყვანა სურს.

მიუნხენის “ბაიერნის” თავკაცს – რომელიც სეზონის ბოლოს მანუელ პელეგრინის ჩაანაცვლებს – სჯერა, რომ იაია ტურე “ეტიჰადს” 2016-17 წლების სეზონის დაწყებამდე დატოვებს.

“ბარსელონას” ექს-დამრიგებლის აზრით 26 წლის გერმანელი ფეხბურთელი მანჩესტერული კლუბისთვის შესანიშნავი ვარიანტი იქნება.

შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ტონი კროოსის გადაბირება “მანჩესტერ იუნაიტედსაც” სურდა, თუმცა “წითელმა ეშმაკებმა” გერმანელ ფეხბურთელთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

 

სქოულზს “მანჩესტერ იუნაიტედში” სურს მუშაობა

Manchester Evening News-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ იუნაიტედის” ექს-ფეხბურთელს, პოლ სქოულზს კლუბის სამწვრთნელო შტაბში სურს მუშაობა.

ინგლისის ეროვნული ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს ლუი ვან გაალის ჩანაცვლება სურს, რომლის ხელმძღვანელობითაც მანჩესტერული კლუბი საშინლად გამოიყურება.

შეგახსენებთ, რომ 41 წლის პოლი ამჟამად ბრიტანულ მედიაში მუშაობს, თუმცა უახლოეს მომავალში ჟურნალისტური კარიერის დასრულებას აპირებს.

 

ვან გაალის კომენტარი „მიდტიულანდთან“ მარცხის შემდეგ

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა დანიურ „მიდტიულნდთან“ ევროპის ლიგის 1/16 ფინალის ანგარიშთ 1:2 წაგებული მატჩი შეაფასა.

„რთულია მატჩის დაწყება, როდესაც შეხვედრის წინ მეკარე მე-14 ტრავმირებული ფეხბურთელი ხდება. ყველაფერი ფეხბურთლეების თავში ტრიალებს. პირველი გოლი რიკოშეტის გამო გავუშვით. საოცრებაა, ეს უკვე მეტისმეტია. მეორე ტაიმში ყველა ორთაბრძოლა წავაგეთ. მეორე გოლის გაშვება არ შეიძლებოდა. ჯესი ლინგარდს ორი ჩინებული მომენტი ჰქონდა. რაღაც მომენტებში არც ისე ორგანიზებულად ვმოქმედებდით.

ძნელია კარგი შედეგის ჩვენება, როცა ყოველ კვირას მეოდანზე ახალი მოთამაშეები გამოგყავთ. ფეხბურთში ეს ყოველთვის შესაძლებელია. „მიდტიულანდის“ სახლში დამარცხების შანსი გვექნება და, ვალდებულნი ვიქნებით, მოვიგოთ. დავიდ დე ხეას მუხლის პრობლემა აქვს, ახლა ტესტის შედეგებს ველით“, – ციტირებს ჰოლანდიელს BBC.