მოურინიოს “მანჩესტერში” 3 მადრიდელი ფეხბურთელის მიყვანა სურს

Goal-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერის” ხელმძღვანელობასთან შეთანხმების შემთხვევაში, ჟოზე მოურინიო მადრიდის “რეალის” 3 ფეხბურთელის შეძენას შეეცდება.

საუბარია გარეთ ბეილზე, ლუკა მოდრიჩსა და რაფაელ ვარანზე. თუმცა, წყაროს ცნობით, მისი მთავარი სამიზნე უელსელი შემტევი იქნება.

როგორც იცით, ინგლისური კლუბი ბეილის სანაცვლოდ 100 მილიონის გადახდასაც არ ერიდება, თუმცა მსგავს წინადადებაზე Sport-ის ცნობით, მანჩესტერელებმა უკვე მიიღეს უარი.

 

ლამპარდი: “მანჩესტერს” მოურინიოს მსგავსი სპეციალისტი დასჭირდება”

ამერიკულ MLS-ში მოთამაშე ფრენკ ლამპარდმა ჟოზე მოურინიოს მომავალზე საუბრისას აღნიშნა, რომ  სავსებით შესაძლებელია პორტუგალიელის “ოლდ ტრაფორდზე” გამოჩენა.

“ზუსტად ვერაფერს გეტყვით. “ჩელსის” დატოვების შემდგომ, მასთან ბევრი არ მისაუბრია. თუმცაა ვფიქრობ, რომ ის სულ ცოტა ხანში მოგვევლინება ევროპული გრანდის სათავეში.”

 როდესაც ITV-ს ჟურნალისტმა ჰკითხა ლამპარდს, შეიძლება თუ არა ეს დიდი გრანდი “მანჩესტერი” იყოს, მან განაცხადა: ” თუ ვან გაალი კლუბს დატოვებს, მაშინ “მანჩესტერს” ჟოზე მოურინიოს ტიპის სპეციალისტი დასჭირდება.
ვფიქრობ, რომ ჟოზე ამ დავალებას თავს გაართმევს. ის ხომ სწორედ ასეთია.” – განაცხადა ლამპარდმა.

მოურინიოს უნდა, რომ მისი პირველი “მანჩესტერული” შენაძენი რაფაელ ვარანი იყოს

The Sun-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟოზე მოურინიო “მანჩესტერ იუნაიტედში” მოსვლისთანავე შეეცდება რაფაელ ვარანის შეძენას.

როგორც იცით, ლუი ვან გაალის შესაძლო ჩამნაცვლებელთა სიაში “ჩელსის” ექს-თავკაცი პირველ პოზიციაზე იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ მოურინიომ ვარანი ჯერ კიდევ მადრიდში ყოფნისას შეამჩნია და ფრანგი მცველი მაშინვე გადაიბირა “ლენსიდან”.

2014 წელს, პორტუგალიელმა განაცხადა: “ვფიქრობ, რომ ის ახალგაზრდებს შორის საუკეთესოა თავის პოზიციაზე, ამაში დარწმუნებული ვარ.”

რუნის შვილი “ასტონ ვილას” გულშემატკივრობს?

ნუთუ შესაძლებელია, რომ  რუნი  მომავალში “ასტონ ვილას” მაისურით ვიხილოთ?

ეს კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ინგლისელმა ფორვარდმა ‘ინსტაგრამზე’ ფოტო ატვირთა, სადაც აშკარად ჩანს, რომ რუნის ოჯახი პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზე მყოფ გუნდს უჭერს მხარს.

სურათზე ვხედავთ, რომ “მანჩესტერელთა” შემტევის 6 წლის ვაჟს რემი გარდის გუნდის ფორმა აცვია:

Chefs Kai and Klay #Pancakes

A photo posted by Wayne Rooney (@waynerooney) on

კერიკი, შესაძლოა, თავისუფალი აგენტი გახდეს

„მანჩესტერ იუანიტედის“ ნახევარმცველი მაიკლ კერიკი ზაფხულში, შესაძოა, თავისუფალ აგენტებს შორის იყოს. როგორც „The Times“-ი იუწყება, კლუბის ხელმძღვანელობას 34 წლის ფეხბურთელისთვის ახალი კონტრაქტი ჯერ კიდე ვარ შეუთავაზებია.

წყაროს ინფორმაციით, ეს სიტუაცია თავად ფეხბურთელსაც აწყობს და ამის შესახებ ის პრესასთან საუბარს ერიდება.

მანჩესტერულ კლუბში მიმდინარე სეზონი მაიკლისთვის მეათეა. ამჟამინდელი შემადგენლობიდან კლუბში მასზე მეტს მხოლოდ უეინ რუნი თამაშობს. მანჩესტერელთა შემადგენლობაში გამოცდილმა ფეხბურთელმა 403 მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით კლუბის ისტორიაში 25-ე ადგილს იკავებს. კარიკმა პრემიერლიგის მიმდიანრე სეზონის 18 მატჩში ითამაშა – შეხვედრების ზუსტად ეს რაოდენობა მას გასულ სეზონში ჩაუტარებია.

Sun: “მანჩესტერმა” არჩევანი მოურინიოსა და პოჩეტინოს შორის უნდა გააკეთოს

ინგლისური გავლენიანი გამოცემის ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელობისთვის მაურისიო პოჩეტინო და ჟოზე მოურინიო იბრძვიან.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მანჩესტერული კლუბის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ “ტოტენჰემის” მთავარ მწვრთნელს და სჯერათ, რომ არგენტინელს “წითელი ეშმაკებისთვის” ტიტულების მოგება შეუძლია.

ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი პოჩეტინოს ტრანსფერი არ გამოვა, “იუნაიტედი” ჟოზე მოურინიოზე გადაერთვება, რომელიც ამჟამად თავისუფალია. ასე რომ, არჩევანი ამ ორ სპეცალისტს შორის უნდა გაკეთდეს.

“გლადბახის” ნახევარმცველმა მანჩესტერული გრანდების ყურადღება მიიპყრო

მიუნხენგლადბახის “ბორუსიას” ნახევარმცველმა, მაჰმუდ დაუდმა “მანჩესტერ სიტისა” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყურადღება მიიპყრო.

Bild-ის ინფორმაციით, 20 წლის სირიელმა ფეხბურთელმა პირადად პეპ გვარდიოლა მოხიბლა, რომელიც სეზონის ბოლოს “მანჩესტერ სიტის” ჩაუდგება სათავეში.

აქამდე კი ვრცელდებოდა ჭორები, რომლის თანახმადაც მაჰმუდ დაუდის გადაბირება ტურინის “იუვენტუსსაც” სურდა.

დაუდმა ბუნდესლიგის 19 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რაც მისთვის საკმარისი აღმოჩნდა 2 გოლისა და 5 საგოლე გადაცემის გასაკეთებლად.

ჰიდინკი: “ჩელსიმ” ქულა დამსახურებულად მოიპოვა”

ლონდონის “ჩელსის” თავკაცს, გუს ჰიდინკს სჯერა, რომ “სტემფორდ ბრიჯზე” დაფიქსირებული ფრე სამართლიანი შედეგი იყო ორივე გუნდისათვის.

“მანჩესტერი” თავიდან შესანიშნავად თამაშობდა, სტუმრებმა გვაიძულეს დაცვაზე გვეფიქრა და არა შეტევაზე. თუმცა, ბოლოსკენ ჩვენ თამაშის ხარისხს მოვუმატეთ.

ორივე გოლი იმსახურებს კომპლიმენტებს, რამეთუ არცერთი მათგანი არ იყო ადვილი ასაღები.

წელს ჩვენ დაუმარცხებლები ვართ, თუმცა ეს საკმარისი არ არის. ჩვენი მიზანი ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაა, რაც მოგებების გარეშე შეუძლებელია.” – განაცხადა 69 წლის სპეციალისტმა.

ვან გაალი: „არ მჯერა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მოურინიოსთან მოლაპარაკება დაიწყო“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი ეჭვობს, რომ მისი კლუბის ხელმძღვანელობამ „ჩელსის“ ყოფილ თავკაცთან ჟოზე მოურინიოსთან მოლაპარაკება არ დაიწყო.

„ბოლო ორი თვე ჩემი მეუღლისთვის, შვილებისთვის, შვილიშვილებისთვისა და მეგობრებისთვისაც კი მძიმე იყო. ეს რთული პერიოდი ჩემთვისაც გამოდგა, თუმცა ამასთან გამკლავება შემიძლია. ჰოლანდიაში იციან, რომ საკუთარ თავში ეჭვი არ შემეპარება. ასევე ვიცი, რომ ჩემ გარშემო ბევრი ტყუილია. არ მჯერა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა“ მოურინიოსთან მოლაპარაკება დაიწყო“, – ციტირებს ჰოლანდიელს ბრიტანული „გარდიანი“.

ჩინური კლუბების მომდევნო სამიზნე ჟოზე მოურინიო გახლავთ

Daily Mail-ის  ინფორმაციით, ჩინური სუპერ ლიგის კიდევ ერთი სამიზნე ჟოზე მოურინიოა, რომლითაც “მანჩესტერ იუნაიტედიც” ინტერესდება.

როგორც იცით, ბოლო დროს ჩინური კლუბები ძალზედ გააქტიურდნენ, გადაიბირეს რა ალექს ტეიშეირა, ჯექსონ მარტინესი და რამირესი.

პორტუგალიელის ძირითადი მიზანი ჩინეთში არსებული სიტუაციის გაანალიზება და ჩემპიონატის გაუმჯობესება იქნება, რათა ჩინური სუპერ ლიგა ოდნავ მაინც მიუახლოვდეს ევროპულ ჩემპიონატებს.

Daily Mail: სტარიჯს “ლივერპულის” დატოვება სურს

Daily Mail-ის მიერ გავრცელებული ინფოფრმაციის თანხმად, დიდია იმის ალბათობა, რომ დანიელ სტარიჯმა ზაფხულში ინგლისური კლუბი დატოვოს.

როგორც იცით, ინგლისელი შემტევი კარგა ხანია რაც ლაზარეთში იმყოფება, რის გამოც საუკეთესო ფორმაში ჩადგომას ვერ ახერხებს.

დანიელ სტარიჯს კარიერის დაწყება ახალი ფურცლიდან სურს. სტარიჯის გადაბირებით “მანჩესტერ იუნაიტედი”, ლონდონის “ჩელსი” და “არსენალი” არიან დაინტერესებულნი.

ჩიჩარიტო: ” შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე დაუფასებელი ფეხბურთელი ვარ”

ლევერკუზენის “ბაიერის” თავდამსხმელის თავდამსხმელი, ხავიერ ერნანდესი თვლის, რომ მაღალი დონის თავდამსხმელია და ვერც შეედავები – თუ კი შენი საქმის პროფესიონალი არ ხარ, შეუძლებელია ბუნდესლიგის 16 მატჩში 13 გოლის გატანა.

მექსიკელმა ფეხბურთელმა ზედიზედ მესამედ მოიპოვა ბუნდესლიგის თვის საუკეთესო მოთამაშის წოდება, რაც მისთვის ბრწყინვალე შედეგია, რამეთუ აღნიშნულ ჩემპიონატში უამრავი მაღალი დონის ფეხბურთელი ასპარეზობს.

აღნიშნული სიახლე ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურ გვერდზეც დაიდო. ეს პოსტი ჩიჩარიტომ გააზიარა და იმედგაცრუება გამოთქვა იმის გამო, რომ ჩემპიონთა ლიგის ნაცვლად ევროპის ლიგაში უწევს ასპარეზობა