რუნი პრემიერლიგის ისტორიაში ყველა დროის მეორე ბომბარდირი გახდა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავდამსხმელმა უეინ რუნიმ „სტოკ სიტის“ კარში თავისი გუნდისთვის გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა, რის შემდეგაც ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირთა შორის 188 გოლით მეორე ადგილზე გავიდა. ამ შედეგით მან ენდი კოულს გაუსწრო, რომელსაც ერთი გოლით ნაკლები აქვს გატანილი.

ზოგადად, ამ მაჩვენებლით ალან შირერი ლიდერობს – მისი მონაგარი 260 ბურთს შეადგენს.

რუნი 2002 წლიდან 2004 წლამდე „ევერტონში“ თამაშობდა, რის შემდეგაც დღემდე „წითელი ეშმაკების“ ღირსებას იცავს.

დევიდ მოიესი: „მანჩესტერ იუნაიტედმა“ ვან გაალს დრო უნდა მისცეს“

„მანჩესტერ იუნაიუტედის“ ყოფილი თავკაცი დევიდ მოიესი „წითელი ეშაკების“ ამჟამინდელ თავკაცს ლუი ვან გაალს მხარდაჭერას უცხადებს.

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ყოველთვის იმით გამოირჩეოდა, რომ თავის მწვრთნელებს მხარს უჭერდა. იმედია, კლუბი ვან გაალს შეინარჩუნებს, ის მეტ დროს იმსახურებს. ლუი პროგრესზე მუშაობს. მათ ახალი ფეხბურთელები შეიძინეს. ესპანეთში მიღებული გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცი, რომ მოთამაშეს ახალ ჩემპიონატში შესათამაშებლად დრო სჭირდება“, – ციტირებს მოიესს „ევროსპორტი“.

ჰიდინკი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ ფრით დაკმაყოფილდა

„ჩელსის“ მთავარია მწვრთნელმა გულ ჰიდინკმა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ უგოლოდ დასრულებული შეხვერის შესახებ ისაუბრა.

„ერთ ხმვრივ, მიხარია, რომ ფრედ ვითამაშეთ, სხვა მხვრივ, მოსაგებად ორი მომენტი გვქონდა. შემტევი ხაზის რამდენიმე ფეხბურთელი გვაკლია, ამიტომ ცვლილებები მოგვიწია. ჯამში, დავკმაყოფილდი.

აზარი ძალიან მოძრავია და ნებისმიერი ადგილიდან თამაში შეუძლია. მას მარცხნიდან მოქმედება ურჩევნია, თუმცა ცენტრში კარგად თამაშის უნარი გააჩნია. შემტევი ხაზის ყველა ფეხბურთელი ტრავმირებულია, ამიტომ, ადაპტირება მოგვიწია“, – განაცხადა ფეხბურთს ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

ფერდინანდს „მანჩესტერ იუნაიტედის“ „სტოკ სიტისთან“ მარცხი არ უკვირს

„სტოკ სიტისთან“ მატჩის მიმდინარეობისას, რომელიც „მანჩესტერ იუანიტედმა“ ანგარიშით 0:2 წააგო, „წითელი ეშმაკების“ ექს-მცველმა რიო ფერდინანდმა ლუი ვან გაალის გუნდის თამაშთან დაკავშირებით თავისი აზრი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ გამოთქვა.

„გაკვირვებულიც არ ვარ. ამიტომ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ გამო გული კიდევ უფრო შემტკივა. ბიჭებო, გამოფხიზლდით“, – დაწერა ფერდინანდმა.

ანრი: „მოურინიო „მანჩესტერ იუნაიტედისთვის“ კარგი ვარიანტია“

„არსენალის“ ექს-თავდამსხმელის ტიერი ანრის აზრით, „მანჩესტერ იუნაიტედს“ „ჩელსის“ ყოფილი თავკაცი ჟოზე მოურინიო მოუხდებოდა.

„ჩელსიში“ პირველი მოსვლისას მოურინიო შეტევაში ფლანგებზე დაფითა და რობენით, წინ კი გუდიონსენთან და დროგბასთან ერთად კარგად თამაშობდა. მაშინ გუნდი ბევრს იტანდა და კარგ კონტრშეტევებს იწყებდა. ესპანეთში „რეალთან“ ერთად მოურინიომ ჩემპიონატი მოიგო და გვარდიოლას „ბარსელონაზე“ მეტი გოლი გაიტანა. ამიტომ, ვფიქრობ, „მანჩესტერ იუანტედისთვის“ ეს კარგი არჩევანი იქნებოდა“, – განაცხადა ანრიმ.

მემფის დეპაი: „გულდაწყვეტილი ვარ“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველს მემფის დეპაის, სურს, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს.

„მსურს, ვარსკვლავი გავხდე, ჩავარდნას არც კი განვიხილავ. ჩემი მიზანი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბებაა. ახლა მეტს მივაღწიე, ვიდრე 3-4 თვის წინ. ინგლისისა და ჰოლანდიის ჩემპიონატებს შორის დიდი განსხვავებაა. აქ მცველები ფიზიკურად ძალიან ძლიერები არიან. ამის არასდროს მეშინოდა, მაგრამ შეჩვევა მომიწია. გულდაწყვეტილი ვარ, რომ ჩემი შესაძლებლობების ჩვენება ვერ მოვახერხე“, – ციტირებს მემფისს Goal.com-ი.

ვან გაალი: „მოურინიოს მსგავსად გამომიშვეს“ (ვიდეო)

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა „სტოკ სიტისთან“ პრემიერლიგის მე-18 ტურის მატჩის წინ გუნდში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ 64 წლის ჰოლანდიელი სპეციალისტის პრესკონფერენცია მხოლოდ 4 წუთი და 58 წამი გაგრძელდა. ამ დროში მან მხოლოდ ჟურნალისტთა ორ კითხვას უპასუხა, რის შემდეგაც დარბაზი დატოვა.

მოთამაშეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ:

„ყველაფერი თითქმის ისეა, როგორც აქამდე იყო, ახალი არაფერია. ფილ ჯონსმა 90 წუთი ითამაშა და მას არანაირი სიმპტომი არ აღენიშნება. ეს კარგის ნიშანია.

დარმიანს „ჩელსისთან“ 28 დეკემბერს დაბრუნება შეუძლია“.

შესაძლო გაშვებასთან დაკავშირებით:

„ამ უთახში არავინ ფიქრობს, რომ უნდა მომიბოდიშოს.

მოურინიოს მსგავსად გამომიშვეს, ამის შესახებ პრესაში წავიკითხე. გგონიათ, ჟურნალისტებთან საუბარი მსურს? აქ მხოლოდ პრემიერლიგის წესების გამო ვარ. თქვენთან საუბარი ამიტომ მიწევს. როდესაც რამეს ვამბობ, ამას თქვენს კონტექსტში იყენებთ.

მინდა ვთქვა, რომ ფეხბურთელების თავდაჯერებულობის მომატება მსურდა. ყველაფერი ამ კვირას გავაკეთე. ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბსაც შევხვდი. საშობაო ვახშამი მქონდა, რომელზეც სიტყვით გამოვედი. კარინგტონში ყველას სითბოსა და მხარდაჭერას ვგრძნობ.

ამჟამად საუკეთესო მდგომარეობაში არ ვართ. ოთხი კვირის წინ პირველ პოზიციას ვიკავებდით, რომელზეც დაბრუნება ოთხ კვირაში შეგვიძლია.

თქვენ ფაქტებს უდნდა დაეყრდნოთ. ალექს ფერგუსონი, დევიდ გილი და ედ ვუდვორდი იმიტომ მირეკავენ, რომ თქვენ რაღაცას იგონებთ. ეს კარგი არ არის. ახლა კი კითხვებზე უნდა გიპასუხოთ. არამგონია, ამის დიდი სურვილი მქონდეს.

„სტოკ სიტისთან“ მატჩზე ვფიქრობ. შობასა და ახალ წელს გილოცავთ. ღვინის სმითა და ნამცხვრების ჭამით ისიამოვნეთ“.

მოურინიოს აგენტი „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დაკავშირებულ ინფორმაციას გამოეხმაურა

ჟოზე მოურინიო აგენტი ჟორჟოზე მენდეში უარყოფს ინფორმაციას, რომლის თანახმად, მისმა კლიენტმა ჟოზე მოურინიომ, რომელიც რამდენიმე დღის წინ ლონდონის „ჩელსიდან“ გაუშვეს, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მოლაპარაკება დაიწყო.

„არ ვიცით, მომავალში რა იქნება. ამჟამად არც კლუბის წინადადება და არც შეთანხმება გვაქვს. ეს ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება“ , -ციტირებს მენდეშს „Globoesporte“.

ვან გაალი: „მოურინიოს გათავისუფლებამ გამაკვირვა“

„მანჩესტერ იუანიტედის“ მთავარი მწრვთნელის ლუი ვან გაალის თქმით, ჟოზე მოურინიოს „ჩელსის“ თავკაცის პოსტიდან გათავისუფლება მისთვის მოულოდნელი აღმონდა.

„ამ გათვისუფლებთ გაკვირვებული დავრჩი. მოურინიო ჩინებული მწვრთნელია. ყველამ ვიცით, რომ ფეხბურთში უსაფრთხოდ არავინაა. პირდად მე, ჩემს გუნდში დარწმუნებული ვარ. კარგი შედეგი უნდა მივიღოთ. ყოველ მატჩში ზეწოლა იგრძნობა. ჩვენთან სათამაშოდ ყველა გუნდი განსაკუთრებულად ემზადება“, – ციტირებს ჰოლანდიელს BBC.

იმუშავებდა თუ არა გარი ნევილი „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცად?

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნლმა გარი ნევილმა აღიარა, რომ საკუთარ თავს „მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაცად ვერ ხედავს.

„არა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელად ჩემს თავს ვერ ვხედავ. არ ვიცი, ცხოვრებაში რითი დავკავდები, მაგრამ ასეთი აზრი არც კი მქონია.

ჩემი აზრით, „ვალენსიაში“ მუშაობით ძალიან საჭირო გამოცდილებას მივიღებ. მესმის, რომ წარმატებას უნდა მვიაღწიო. ეს კი მაშინ მოხდება, თუ მოთამაშეები თამაშს მოუმატებენ.

ამ საქმეში შედეგი მნიშვნელოვანია, მაგრამ კარიერის დასრულების შემდეგ ფეხბურთისთვის ამ კუთხით არ შემიხედავს“, – განუცხადა ნევილმა „სქაი სპორტსს“.

შვაინშტაიგერი სამმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველმა ბასტიან შვაინშტაიგერმა „ვესტ ჰემთან“ ინგლისის პრემიერლიგის მე-15 ტურის მატჩში მეტოქე უინსტონ რეიდს სახეში ჩაარტყა, თუმცა მსაჯმა ეს ეპიზოდი ვერ დაინახა და 31 წლის ფეხბურთელი არ დასაჯა. შემდგომ, გერმანელმა აღნიშნულ ეპიზოდში უხეში თამაში აღიარა.

როგორც BBC წერს, სადისციპლინო კომიტეტმა შვაინშტაიგერს სამმატჩანი დისკვალიფიკაცია დაუწერა. შესაბამისად, ბასტიანი „ბორნმუტთან“ „ნორვიჩთან“ და „სტოკ სიტისთან“ შეხვედრებს გამოტოვებს, თუმცა „ჩელსისთან“ პრინციპულ მატჩში თამაშს შეძლებს.

ფელაინი: „არ გაგვიმართლა“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი მარუან ფელაინი „ვოლფსბურგთან“ წაგებული მატჩის შემდეგ ინტერვიუზე დათანხმდა.

„გუდლაწყვეტილნი ვართ. სახლში პსვ-სთვის უნდა მოგვეგო. ბევრი მომენტი შევქმენით, ეს შეხვედრა მოსაგები იყო. მეტოქემ სამივე შემტთხვევაში სტანდარტის შემდეგ გაგვიტანა, უკეთესი თავდაცვა გვმართებს.

დღეს არ გაგვიმართლა. სმოლინგის ტრავმის გამო ბოლო 10 წუთი კაცნაკლულნი ვიყავით, შესაბამისად, უფრო გაგვიჭრდა. ეს წაგება სწრაფად უნდა დავივიწყოთ და შემდეგ შეხვედრაზე გადავერთოთ“, – ციტირებს ბელგიელს BBC.