უეფას სუპერ თასი – პრევიუ

დღეს ნორვეგიის ქალაქ ტრონჰეიმში უეფას სუპერ თასის მატჩი გაიმართება. “ლერკენდალ სთეიდიუმზე” ერთმანეთს გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის გამარჯვებულები, მადრიდის “რეალი” და ანდალუსიის “სევილია” დაუპირისპირდება.

Fanebi.Com-ი გთავაზობთ აღნიშნული მატჩის პრევიუს.

მადრიდის “რეალი” – ანდალუსიის “სევილია”

მოედანი: “ლერკენდალ სთეიდიუმი”, ტრონჰეიმი

დაწყების დრო: 9 აგვისტო, 22:45 საათი

შეხვედრის მთავარი არბიტრი: მილორდ მაჟიჩი (სერბეთი)

მადრიდის “რეალმა” ბოლო სამ წელში ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა. ამ კლუბის წარმატების ერთ-ერთი მთვარაი მიზეზი ისაა, რომ ესპანური გიგანტი წლებია ინარჩუნებს ძირითად ბირთვს, რომელიც გუნდის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

ამ შეხვედრაში “რეალს” იმ ძრითადი შემადგენლობის ოთხი მოთამაშე დააკლდება, რომელიც მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ფინალში დააყენა. კონკრეტულად, დედაქალაქურ კლუბს მთავარი ლიდერი, კრიშტიანუ რონალდუ არ ეყოლება. 31 წლის მოთამაშემ “ევრო 2016”-ის ფინალში დიმიტრი პაიესთან შეჯახების დროს მიიღო ტრავმა და მას, გარდა აღნიშნული შეხვედრისა, პრიმერა დივიზიონის რამდენიმე მატჩის გამოტოვებაც მოუწევს. ტრავმა აწუხებს კეილორ ნავასსაც, რომელსაც ძალიან დიდი ალბათობით კიკო კასილია ჩაანაცვლებს. იგივე მიზეზით მატჩს გამოტოვებს ფაბიო კოენტრაოც. რაც შეეხება სხვა მოთამაშეებს, გარეთ ბეილი, კლეპერ პეპე და ტონი კროოსი ისევ ისვენებენ.

მიუხედავად დიდი დანაკლისისა, მადრიდის “რეალი” საკმაოდ კარგ ფორმაშია. თუმცა “ბლანკოსი” მიმდინარე ზაფხულზე პირველ ამხანაგურ შეხვედრაში დამარცხდა “პსჟ”-სთან, შემდეგ საკმაოდ ძლიერ “ბაიერნთან” და “ჩელსისთან” გამარჯვება მოახერხა.

მოკლედ, მადრიდელებს ბევრი მოთამაშე აკლიათ, მაგრამ საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფებიან და, წესით, “სევილიას” დიდი პრობლემები უნდა შეუქმნან.

რაც შეეხება ანდალუსიელებს… პირველ რიგში, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდი, არც მეტი არც ნაკლები, ცამეტმა ფეხბურთელმა დატოვა; კოკე, გამეირო, კრიხოვიაკი, ნევა, ბანეგა, ნავარო, სანჩესი – ეს იმ მოთამაშეთა არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც ამ ზაფხულზე სხვა კლუბებს მიაშურეს. სამაგიეროდ, “სევილიაში” ახალი სპორტსმენები მოვიდნენ – სარაბია “ხეტაფედან”, ლუსიანო ვიეტო “ატლეტიკოდან”, განსო “საო პაულოდნა” და ასე შემდეგ. მოკლედ, ანდალუსიელებს რესურსი აქვთ.

ზემოთ აღნიშნულს ემატება ყველაზე მთავარი – ახალი მწვრთნელი, ხორხე სამპაოლი, რომელიც ახალი ხედვებითა და ფილოსოფიით მოვიდა გუნდში. მისი ხელმძღვანელობით “სევილიამ” ექვსი ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა და ყველა მათგანი მოიგო.

ორი სიტყვა ტრავმებზეც ვთქვათ… ანდალუსიელებს ბენუა ტრემულინასი და მაიკლ კრონ-დევილი ვერ დაეხმარებიან. ორივე მათგანს მუხლის ტრავმა აქვთ.

ზინედინ ზიდანი: “ფინალი იმ გუნდებს, შორის გაიმართება, რომლებსაც ძალიან უნდათ ამ ტიტულის მოგება. ჩვენ აბსოლუტურად მზად ვართ შეხვედრისთვის. წინასასეზონო მომზადება გავიარეთ და ძალიან კმაყოფილი ვარ. გვაქვს დანაკლისი: არის ტრავმები და, ასევე, ის მოთამაშეებიც არ იქნებიან, რომლებსაც დასვენება სჭირდებათ. ცალკე თემაა კარიმ ბენზემა, რომელის საკითხი თამაშამდე რამდენიმე სათით ადრე გადაწყდება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ გამარჯვებისთვის. პირველივე წუთებიდან უნდა ვეცადოთ უპირატესობის მოპოვებასა და მეტოქის კარის აღებას. მიუხედავად ყველაფრისა, ეს ფეხბურთია და არავინ იცის რა მოხდება. შანსებს 50:50-ზე შევაფასებდი.”

ხორხე სამპაოლი: “ძალიან მიხარია, რომ ამ საფეხბურთო ზეიმის ერთ-ერთი მონაწილე მეც გავხდი. ჩვენ ახალი სტილი გვაქვს. დრო გვჭირდება, რათა ახლებური საფეხბურთო ფილოსოფია კარგად გავითავისოთ. მჯერა ჩემი მოთამაშეების. რაც შეეხება მეტოქეს, მათ შესანიშნავი მოსამზადებელი ეტაპი ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, რამდენიმე საკვანძო მოთამაშე აკლიათ და ეს ჩვენ ხელს გვაძლევს. უბრალოდ მინდა, ჩემი სპორტსმენები გავიდნენ მოედანზე და მაყურებელს მაღალი კლასი აჩვენონ. გეტყვით, რომ არ ვფიქრობ, რომელიმე გუნდი სერიოზულ უპირატესობას მოიპოვებს მთელი მატჩის მანძლზე.”

სავარაუდო შემადგენლობები

მადრიდის “რეალი”: კასილია; კარვახალი, ვარანი, რამოსი, მარსელო; კაზემირო, მოდრიჩი, ისკო; ხამეს როდრიგესი, მორატა, ლუკას ვასკესი.

ანდალუსიის “სევილია”: სორია; მარიანო, პარეხა, კარისო, ესკუდერო; კრანევიტერი, კორეა, იბორა; სარაბია, ვიეტო, კონოპლიანკა.

შეხვედრის პრომო

ვან გაალი: „მოურინიოს გათავისუფლებამ გამაკვირვა“

„მანჩესტერ იუანიტედის“ მთავარი მწრვთნელის ლუი ვან გაალის თქმით, ჟოზე მოურინიოს „ჩელსის“ თავკაცის პოსტიდან გათავისუფლება მისთვის მოულოდნელი აღმონდა.

„ამ გათვისუფლებთ გაკვირვებული დავრჩი. მოურინიო ჩინებული მწვრთნელია. ყველამ ვიცით, რომ ფეხბურთში უსაფრთხოდ არავინაა. პირდად მე, ჩემს გუნდში დარწმუნებული ვარ. კარგი შედეგი უნდა მივიღოთ. ყოველ მატჩში ზეწოლა იგრძნობა. ჩვენთან სათამაშოდ ყველა გუნდი განსაკუთრებულად ემზადება“, – ციტირებს ჰოლანდიელს BBC.

BBC-მ წლის საუეკთესო აფრიკელი ფეხბურთელი დაასახელა

„მანჩესტერ სიტის“ 32 წლის ნახევარმცველმა იაია ტურემ 2015 წლის საუეკთესოა აფრიკელი ფეხბურთელის ტიტული მოიგო, რომელსაც ყვოელწლიურად კომპანია BBC აწესებს. ამ პრიზისთვის კოდ-დ’ივუარელმა პიერ-ემერიკ ობამეიანგს, ანდრე აიუს, სადიო მანესა და იასინ ბრაიმის აჯობა.

სათქმელია, რომ ტურე მხოლოდ მესამე აფრიკელი ფეხბურთელია, რომელმაც ეს პრემია ორჯერ მოიგო. აქამდე მსგავს წარმატებას ნვანკვო კანუმ და ჯეი-ჯეი ოკოჩამ მაიღწია.

ვან პერსი „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვებას აპირებს?

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის ნაკრების თავდამსხმელი რობინ ვან პერსი „მანჩესტერ იუნაიტედის“ რიგებში 2012 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გადაბარგდა და თავის სადებიუტო სეზონში სერ ალექს ფერგუსონის გუნდის მაისურით ინგლისის ჩემპიონი გახდა. თუმცა, გუნდის თავკაცის შეცვლის შემდეგ, „წითელი ეშმაკების“ თამაში არც თუ ისე შედეგიანია.

როგორც ჩანს, მოვლენების ასეთი განვითარება 30 წლის ბომბარდის არ აწყობს. გუშინ ВВС-ის ერთ-ერთმა ექსპერტმა მარკ ლოურენსონმა განაცხადა, რომ ვან პერსი სამუშაო ადგილის შეცვლაზე ფიქრობს. ამის შესახებ ბრიტანელ ანალიტიკოსს ერთ-ერთმა ჟურნალისტმა უამბო, რომელიც მანჩესტერ კლუბთან არის დაახლოებული.

ცნობისთვის, ბოლო მატჩებში ვან პერსი ტრავმის გამო არ თამაშობდა. დიდი ალბათობით, იგი „ნიუკალთან“ დღევანდელ შეხვედრასაც გამოტოვებს.

აქვე გთავაზობთ ვიდეოს, რომელშიც ლოურენსის ირლანდიურ რადიოსთან მიცემული ინტერვიუს მოსმენა შეგიძლიათ: