სქოულზი: „მანჩესტერ იუნაიტედი“ საშუალო დონის გუნდად იქცა“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-ფეხბურთელმა პოლ სქოულზმა „ვოლფსბურგთან“ წაგებული მატჩის შესახებ ისაუბრა, რომლის გამო „წითელი ეშმაკები“ ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში ვერ გავიდნენ.

„ვან გაალი მცირე ზეწოლის ქვეშ იქნება. ის ამ სიტუაციას ტრავმებსაც დააბრალებს. ამჟამად ლუი საუკეთესო სიტუაციაში ნამდვილად არაა. ახალგაზრდა ფეხბურთელებს ცუდად არ უთამაშიათ, მატჩის ნახვა საინტერესო იყო“, – ციტირებს სქოულზს Goal.com-ი.

„პსვ-სთან საშინაო შეხვედრა მომაკვდინებელი იყო. გუნდი „ვოლფსბურგთან“ სათამაშოდ ემზადებოდა, მაგრამ პსვ-ს ვერ აჯობა. მატჩის დასკვნით ნაწილი არახარისხიანი გამოდგა.

„ახლა „იუანიტედი“ როგორც საშუალო დონის გუნდი გამოიყურება. ნამდვილად, საშუალო კლასის გუნდისგან ასეთ საშუალო შედეგს მიიღებთ“, – დაასრულმა პოლმა.

ვან გაალის კომენტარი „ვოლფსბურგთან“ მარცხის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ვოლფსბურგთან“ ანგარიშით 2:3 წაგებული მატჩი „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა შეაფასა.

პირველ რიგში, ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ყურადღება პირველ ტაიმში მსაჯის მიერ არჩავლილ გოლზე გაამახვილა: „როდესაც სიტუაციას გვერდითი მსაჯის თვალით უყურებ, მუშაობა გიადვილდება. ალბათ, უცნაურია, როდესაც თავიდან გოლს თვლი, შემდეგ კი რამდენიმე ფეხბურთელის უკმაყოფილების შემდეგ გადაწყვეტილებას ცვლი. არამგონია, მეკარეს იმ ეპიზოდში მატასთვის ყურადღება მიექცია, რადგან ბურთი კარში მიდიოდა. რა თქმა უნდა, ის ხუანს თამაშგარე მდგომარეობაში ხედავდა და ყურადღება ამაზე გადაიტანა“.

„ძალიან მხიარია, რომ გავიტანეთ, მაგრამ უკმაყოფილო ვარ, რომ მცირე ინტერვალში ორი გოლი გავუშვით. კარგად უნდა გავაანალიზო, ასე რატომ მოხდა.

ბოლო მატჩებში გოლი არ გაგვიტანია, დღეს კი მეტოქეს ორი ან შესაძლოა მეტი გოლიც გავუტანეთ…“, – დაასრულა ვან გაალმა.

ფერგუსონი: „ლესტერს“ პრემიერლიგის მოგება შეუძლია“

„მანჩესტერ იუანიტედის“ ექს-თავკაცი სერ ალექს ფერგუსონი თვლის, რომ ინგლისის პრემეირლიგის ამჟამინდელ ლიდერს „ლესტერ სიტის“ პირველ ადგილზე დარჩენა სეზონის ბოლომდე შეუძლია. ამავდროულად, შოტლანდიელი გუნდის წარმატებული სერიის დასრულებასაც არ გამორიცხავს.

„ლესტერი“ ფანტასტიკური სისწრაფისა და ენერგიის მქონე გუნდია. რა თქმა უნდა, ლიგაში ის ამჟამად საუკეთესოა. თუმცა, საკითხავია, მისი ასეთი გამოსვლა რამდენ ხანს გასტანს? ეყოფა თუ არა გუნდს რესურსი? 1992/93 წლების სეზონში, როდესაც პრემიერლიგა პირველად მოვიგეთ, „ნორვიჩი“ ცხრილს თითქმის მარტამდე ლიდერობდა. მაშინ ის დავამარცხეთ და, საბოლოოდ, ჩემპიონატის მოგებაც შევძელით.

ასე რომ, „ლესტერის“ მსგავს გუნდს, შეიძლება, პრობლემები შეექმნას. კლაუდიო რანიერის ადგილას იანვარში შემადგენლობის გაძლიერებას შევეცდებოდი. ასეთი თამაშით პრემიერლიგის მოგება შესაძლებელია. ვფიქრობ, კლუბის მფლობელებს ახალი ფეხბურთელების მოსაზიდად საჭირო თანხა გააჩნიათ“, – ციტირებს ფერგუსონს Goal.com-ი.

ანჩელოტი: „მანჩესტერ იუანიტედში“ მუშაობაზე უარს არავინ იტყოდა“

ცნობილმა იტალიელმა სპეციალსიტმა კარლო ანჩელოტიმ აღიარა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობაზე უარს არ იტყოდა.

„არცერთი მწვრთნელი „მანჩესტერ იუნაიტედში“ მუშაობაზე უარს არ იტყოდა. თუმცა, მოდით, ვნახოთ, რა მოხდება შემდეგ ზაფხულს. მიმდინარე სეზონის მიმდინარეობისას კონტრაქტს არ გავაფორმებ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, ზაფხულში კვლავ მუშაობის სურვილი მექნება. საინტერესო პროექტის შემთხვევაში, ლოდინისთვის მზად ვიქნები“, – განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ევროპული პრესა ანჩელოტის „მანჩესტერ იუნაიტედში“ შესაძლო დანიშვნასთან დაკავშირებით აქტიურად წერს.

ფერგუსონი: „მოურინიოს გაშვება სისულელე იქნება“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა თავკაცმა სერ ალექს ფერგიუსონმა ლონდონის „ჩელსიში“ არსებული მოვლენა შეაფასა.

„ათ წელიწადში აბრამოვიჩმა უკვე იმდენი მწვრთNელი შეცვალა, დარწმუნებული ვარ, მან ბევრი რამ ისწავლა. ის დარწმუნებული უნდა იყოს, რომ მოურინიოს სიტუაციის გამოსწორება შეუძლია. ყველა დროის ერთ-ერთი საუეკთესო მწვრთნელის გაშვება სისულელე იქნება“, – ციტირებს ფერგოსონს „დეილი მირორი“.

5 მიზეზი, თუ რატომ უნდა იყიდოს “მანჩესტერ იუნაიტედმა” ჯეიმი ვარდი

5. ის არის ინგლისელი ტალანტი

პრემიერ ლიგაში ძალიან ბევრი უცხოელი ფეხბურთელი თამაშობს და ბუნებრივია, როცა ინგლისელი თავდამსხმელი ბევრ გოლს გაიტანს, მის სანაცვლოდ ასტრონომიულ თანხებს იხდიან. მართალია, ვარდი უკვე 28 წლისაა, თუმცა ჯერჯერობით მის თამაშს დასაწუნი არაფერი აქვს. რა მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჯეიმი სულ ახლახანს ათამაშდა? “მანჩესტერ იუნაიტედი” უნდა ეცადოს მის შეძენას ისე, როგორც სხვა ძალიან დიდი ტალანტების შემთხვევაში.

5

4. ჯეიმი ვარდი – ტიპური ცხრიანი

ერთადერთი ფეხბურთელი მანჩესტერელთა რიგებში, რომელიც მეტოქის საჯარიმოს სიღრმეში თამაშობს ენტონი მარსიალია. უეინ რუნი დიდი ხანია, რაც ამ პოზიციაზე არ თამაშობს, ხოლო ჯეიმს უილსონს კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი, რათა ვან გაალის ნდობა დაიმსახუროს. ჰოლანდიელ დამრიგებელს მარსიალის ტრავმის შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი აქვს – ფელაინი, რომელიც ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველია. ჯეიმი ვარდიმ აჩვენა, თუ რა დონეზე შეუძლია ტიპური ცხრიანის პოზიციაზე თამაში.

4

3. მას აქვს ძალიან კარგი სისწრაფე

“მანჩესტერ იუნაიტედი” ტაქტიკურად ძალიან მაღალ დონეზეა, მაგრამ “ეშმაკუნებს” არ ჰყავთ სწრაფი და ტექნიკური ფეხბურთელი, რომელიც შეტევის ხაზს კიდევ უფრო გააძლიერებს, თუ არ ჩავთვლით მემფის დეპაის. ვან გაალმაც შესანიშნავად იცის, რომ რუნი აღარაა ისეთივე სწრაფი და სხარტი, როგორიც ადრე იყო, რაც ვარდის “ოლდ ტარფორდთან” კიდევ უფრო აახლოებს.

3

2. ბოლომდე ბრძოლის უნარი

ლუის ვან გაალმა მანჩესტერელებს დაუბრუნა რწმენა, თუმცა გუნდს რაღაც მაინც აკლია. ფერგიუსონის ფეხბურთელებს თამაშის მიმართ ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ: არ აქვს მნიშვნელობა ტაბლოზე რა ანგარიშია დაფიქსირებული, არასოდეს დანებდე! ჯეიმი ვარდიმ აჩვენა, რომ მას აქვს მეომრის მსგავსი სულისკვეთება, რაც მანჩესტერელებს ყველაზე მეტად აკლიათ.

2

1. ძალიან ბევრ გოლს იტანს

ვარდი დღითიდღე უფრო ძლიერი ფეხბურთელი ხდება, რაზეც მისი სტატისტიკაც მიგვითითებს. ის ფენომენალურ შედეგს აჩვენებს, 14 გოლი 15 მატჩში! სულ ცოტა ხნის წინ მან ნისტელროის რეკორდიც გააუმჯობესა და პრემიერ ლიგაში ზედიზედ 11 მატჩში გოლი გაიტანა.

1

ავტორი: გოგა ნაჭყებია

კრიშტიანუ რონალდუს დედას შვილის „მანჩესტერ იუანიტედში“ დაბრუნება სურს – „Mirror“

თუ ცნობილ ბრიტანულ გამოცემა „Mirror“-ს დავუჯერებთ, „მანჩესტერ იუნაიტედს“ თავის რიგებში კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნების შანსი გაუჩნდა.

წყროს ცნობით, კრიშტიანუს დედის დოლორეს ავეირუ რონალდუს აზრით, მისი ხუთ წლის შვილიშვილისთვის კრიშტიანუ-უმცროსისთვის საუკეთესოს აცხოვრებელი ადგილი მანჩესტერია. მისივე აზრით, რონალდუს პსჟ-ში შესაძლო ტრანსფერი პარიზში არსებული ვითარების გამო უსაფრთხო არაა.

შეგახსენებთ, რონალდუმ „მანჩესტერ იუნაიტედი“ 2009 წელს დატოვა.

ლინდეგორი: “ამიტომ არ სურდა რუნის ჩემთან ერთად ლიფტში შეყოვნება?” (ფოტო)

რამდენიმე დღის წინათ ინგლისელმა ჟურნალისტებმა “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელ უეინ რუნის ჰკითხეს, თუ რომელ თანაგუნდელთან ჰქონდა ყველაზე არასასიამოვნო დამოკიდებულება. ინგლისელმა ფორვარდმა “წითელი ეშმაკების” ყოფილი მეკარე ანდერს ლინდეგორი დაასახელა, რომელიც დღესდღეობით “ვესტ ბრომვიჩ ალბიონის” ღირსებას იცავს. რუნის თქმით, ლინდეგორი იმდენად აღიზიანებდა, რომ მასთან ერთად ლიფტშიც არ შედიოდა. როგორც ჩანს, დანიელმა კიპერმა რუნის ნათქვამი გულში ჩაიდო და დღეს სოციალური ქსელის საშუალებით ინგლისელ ფეხბურთელს გამოეხმაურა.

ლინდეგორმა ქსელში ის ფოტო გამოაქვეყნა, რომელზედაც რუნი უხერხულ პოზაში დგას.

“ამიტომ არ გინდოდა ჩემთან ერთად ლიფტში შეყოვნება?” – წააწერა ფოტოს ლინდეგორმა.

შესაძლოა, ამ პოსტის გამო ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ ანდერს ლინდეგორი დისკვალიფიკაციით დასაჯოს.

Lindegaard tweet

 

ჯეიმი ვარდიმ ინგლისის პრემიერ ლიგაში რეკორდი დაამყარა

28 ნოემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ლესტერმა” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ იუნაიტედი” მიიღო.

შეხვედრაში ანგარიში 24-ე წუთზე ჯეიმი ვარდიმ გახსნა. აღსანიშნავია, რომ ვარდიმ გოლის გატანა ინგლისის პრემიერ ლიგის ზედიზედ 11 მატჩში მოახერხა, რაც აქამდე არავის გაუკეთებია.

შეგახსენებთ, რომ წინა ტურში 28 წლის თავდამსხმელმა ვან ნისტელროის რეკორდი გაიმეორა, დღეს კი მას გადაასწრო.

ვიქტორ ვალდესის მიმართვა: „თავისუფლებისთვის ვიბრძვი“

„მანჩესტერ იუანიტედის“ მეკარემ ვიქტორ ვალდესმა, რომელიც გუნდის მთავარ მწვრთნელთან ლუი ვან გაალთან სერიოზული კონფლიქტის გამო ვერ თამაშობს, გულშემატკივრებს მიმართა.

„ვისაც ჩემი თამაშში ხილვა სურს, იმედს არ გავუცრუებ. ეს ჩემი მიზანია. თავისუფლებისთვის ვიბრძვი, რათა ჩემი პროფესიისგან სიამოვნება მივიღო“, – დაწერა ვალდესმა თავისი „ტვიტერის“ გვერდზე.

გარდა ამისა, გოლკიპერმა სურათიც გამოაქვეყნა, რომელზეც შემდეგი ტექსტია: „ის, რაც შენ გკლავს, უფრო ძლიერს გხდის“.

აქამდე ვალდესის „ესპანიოლში“ შესაძლო ტრანსფერის შესახებ საუბრობდნენ, თუმცა კატალონიურმა კლუბმა ეს ინფორმაცია უარყო.

ვან გაალი: „სწრაფი გარემარბები გვჭირდებიან“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა უახლოესი სატრანსფერო ფანჯრისთვის გუნდის გაძლიერების ვარიანტებზე ისაუბრა.

„ჯერ კიდევ პირველი სექტემბრიდან ვამბობდი, რომ ჩვენი შემადგენლობა, წინა სეზონთან შედარებით, უფრო დაკომპლექტებულია, ამიტომ, ვფიქრობდი, წელს უკეთესად ვითამაშებდით. ამის მიუხედავად, შემადგენლობის გაუმჯობესება ჯერ კიდევ გვჭირდება. უკვე ვთქვი, რომ სწრაფი გარემარბები გვჭირდებიან, რათა იქ აღვმოჩნდეთ, სადაც ჩვენი ადგილია“, – განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.

ვან გაალი: „რონალდუს თავის გუნდში ნებისმიერი მწვრთნელი იხილავდა“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა მადრიდის „რეალის“ ფორვარდის კრიშტიანუ რონალდუს თამაში შეაფასა.

„რონალდუ ფლანგზე თამაშობს, ის სწრაფია და ბევრ გოლს იტანს. მსოფლიოში მწვრთნელი არ არსებოსბ, რომელიც მას თავის გუნდში არ იხილავდა. ჩვენ გაძლიერებას ველით, თუმცა კრიშტიანუს გარდა კიდევ რამდენიმე მსგავსი ტიპის ფეხბურთელი გვჭრდება“, – ციტირებს ჰოლანდიელს „მირორი“.