ფრანგულმა “პარი სენ-ჟერმენმა” პოლ პოგბას თაობაზე ფეხბურთელის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ ინგლისური პრესა წერს.
პარიზელები ძალიან უკმაყოფილოები არიან იმ შედეგით, რაც მათ ჩემპიონთა ლიგაზე ამ სეზონში დააფიქსირეს. შესაბამისად, ისინი მომავალ სატრანსფერო ფანჯარაზე დიდძალი თანხის დახარჯვას აპირებენ. მათ სურთ გააძლიერონ ნახევარდაცვა, ამისთვის კი კარგი ვარიანტია “წითელი ეშმაკი”, რომელიც “მანჩესტერში” ბოლომდე ჯერ ვერ გაიხსნა.
“პსჟ”-ს მესვეურები უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებენ მინო რაიოლასთან. თუმცა, “მანჩესტერის” თავკაცობა ჯერ საქმეში არ ჩართულა. გამომდინარე იქედან, რომ თავის დროზე ინგლისელებმა დიდი თანხა გადაიხადეს ფრანგში, ისინი მას მარტივად არ შეელევიან.