მოურინიომ “მანჩესტერში” სამწვრთნელო შტაბი დააკომპლექტა

ცნობილი გახდა იმ პიროვნებების ვინაობა, რომლებიც ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელების გაწვრთნაში დაეხმარებიან.

პირველ რიგში, გეტყვით სილვინიო ლოუროსა და რუი ფარიაზე. ორივე მათგანი მთელი კარიერის მანძილზე მოურინიოს იქ მიჰყავდა, სადაც მიდიოდა ხოლმე. “პორტო,” “ინტერი,” “ჩელსი,” მადრიდის “რეალი” – ეს ის გუნდებია, რომლებშიც პორტუგალიელ სპეციალისტს და, შესაბამისად, ამ მწვრთნელებს ერთად უმუშავიათ. ლოურო მეკარეების მთავარი მწვრთნელი იქნება. სწორედ იგი მოამზადებს დე ხეას. რუი ფარია კი ჟოზეს მთავარი ასისტენტის როლში მოგვევლინება.

არის კიდევ ოთხი ახალი სახე “მანჩესტერის” სამწვრთნელო შტაბში. პირველი მათგანი კარლოს ლალინია, რომელიც ინგლისური გრანდის მოთამაშეებს ფიზიკურად მოამზადებს. ემილიო ალვარეზი ზემოთ ნახსენები ლოუროს დამხმარე იქნება. ჯოვანი ჩერა გუნდის თამაშის ანალიტიკოსად, ხოლო რიკარდო ფორმოსინიო მთავარ სკაუტად იმუშავებენ გუნდში.

ვისთან ჩაატარებს მოურინიოს “მანჩესტერი” პირველ ამხანაგურს?

ჟოზე მოურინიომ “მანჩესტერ იუნაიტედში” ოფიციალურად მუშაობა ორშაბათიდან დაიწყო. მან გუშინ ჟურნალისტებთან მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ასევე, დასახელდა ის გუნდი, რომელთანაც მოურინიოს “მანჩესტერი” სეზონის პირველ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. “განსაკუთრებულის” შეგირდები 16 ივლისს “ჩემპიონშიფის” ბინადარ “უიგან ატლეტიკს” გაეჯიბრებიან.

აღნიშნულ შეხვედრასთან დაკავშირებით მოურინიომ შემდეგი კომენტარი გააკეთა:”უიგანთან” თამაში ძალიან პროდუქტიული უნდა გამოდგეს პირადად ჩემთვის. გუნდში ბევრი ფეხბურთელია. ზოგიერთი მათგანის შესაძლებლობების შესახებ ძალიან ცოტა ვიცი და ამის გარკევაში სწორედ ეს ამხანაგური დამეხმარება.”

აქვე გეტყვით იმასაც, რომ “წითელ ეშმაკებს” ჩინეთის ტურნეში 22 ივლისს დორტმუნდის “ბორუსიასთან”, ხოლო 25-ში პეპ გვარდიოლას “მანჩესტერ სიტისთან” აქვს მატჩები დაგეგმილი. ხოლო, 30 ივლისს კი “მანჩესტერი” “გალათასარაის” გოტენბერგში შეხვდება.

 

მოურინიო:”ფერგიუსონის რეკორდის დამხობა მინდა!”

წარუმატებელი სეზონის შემდეგ, “მანჩესტერ-იუნატედს” სათავეში პორტუგალიელი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ჩაუდგა. “ჩელსის” ყოფილმა დამრიგებელმა “მანჩესტერის” ლეგენდარულ მწვრთნელზე, სერ ალექს ფერგიუსონზე ისაუბრა და თქვა, ყველაფერს გააკეთებს მისი რეკორდის (ტიტულების მხრივ) დასამხობად.

“ვერ დავმალავ და პირდაპირ გეტყვით, მინდა, სერ ალექს ფერგიუსონის შედეგი გავაუმჯობესო ტიტულების მხრივ. ეს სულაც არაა სიზმარი, ეს რეალობაა. ესაა პოსტი, რომელიც ყველა მწვრთნელს სურს, მაგრამ ყველას არ ეძლევა აქ ყოფნის შანსი. მე მომეცა და ამით ძალიან ბედნიერი ვარ.”

“ვიცი ამ კლუბის ისტორია და ისიც კარგად მესმის, თუ რას მოელიან ფანები ჩემიდან. მაგრამ ზეწოლას სულაც არ განვიცდი და დიდად არ ვნერვიულობ, ჩემს თავში დარწმუნებული ვარ! ვიცი, რომ იქ ვარ, სადაც კარიერის ამ მონეტში უნდა ვიყო. მინდა, ამ ქვეყანასა და ამ კლუბში!”

“მე ძალიან განვიცდი იმას, რომ არ ვართ “ჩემპიონთა ლიგაზე.” “მანჩესტერი” სწორედ ამ ტურნირის გუნდია. ყველა გულშემატკივარს ვპირდები, რომ 2017 წლის ივლისში ჩვენ პლეი-ოფს კი არ დაველოდებით, უკვე გარანტირებული გვექნება ამ ტურნირზე თამაში,” – განაცხადა პორტუგალიელმა დამრიგებელმა.

“ბარსელონა” პორტუგალიის ნაკრების ფეხბურთელისთვის ბრძოლაში დაწინაურდა

პორტუგალიელმა ანდრე გომეშმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა “ვალენსიის” რიგებში და “ევრო 2016”-ზეც ერთ-ერთი გამორჩეულია საკუთარი ნაკრების რიგებში. ლოგიკურია, რომ 22 წლის ნახევარმცველით რამდენიმე ევროპული გრანდი დაინტერესდა…

Goal.com-ის ინფორმაციით “ვალენისიას” ფეხბურთელისთვის ბრძოლაში “ბარსელონა” ლიდერობს. როგორც ირკვევა, ანდრე გომეშის კატალონიურ გრანდში წასვლის შემთხვევაში, მას “ვალენსიაში” ხუან მატა ჩაანაცვლებს, რომელსაც “მანჩესტერ-იუნაიტედში” მოურინიოს მისვლის შემდეგ არც ისე კარგი დრო დაუდგა.

ხუან მატამ შესაძლებელია კარიერა “ევერტონში” გააგრძელოს

მოურინიოს რომ ხუან მატა გულზე არ ეხატება, ახალი არავისთვისაა.  ეს ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა, როდესაც პორტუგალიელმა მწვრთნელმა “ჩელსიდან” გაუშვა ნახსენები მოთამაშე. იგივე ემუქრება მატას “მანჩესტერშიც.”

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყველაზე მეტად ინგლისური კლუბის ფეხბურთელის საკითხთან დაკავშირებით “ევერტონი” აქტიურობს. დიდი ალბათობით ესპანელი ნახევარმცველი სწორედ მერსესაიდულ კლუბში გააგრძელებს კარიერას.

პრემიერ ლიგის კალენდარი ცნობილი გახდა, ჩემპიონატს “ლივერპული” – “არსენალი” გახსნის

ახლახან ცნობილი გახდა განრიგი 2016/17 წლების პრემიერ ლიგისა, რომელიც სტარტს 13 აგვისტოს აიღებს. გულშემატკივრებს პეპ გვარდიოლასთან, ჟოზე მოურინიოსთან, იურგენ კლოპთან, კლაუდიო რანიერისთან, არსენ ვენგერთან და ანტონიო კონტესთან ერთად მართლაც რომ შესანიშნავი სეზონი ელით …

მთავარი მოვლენების თარიღები:

– მოურინიო ანტონიო კონტეს “ჩელსის” “სტემფორდ ბრიჯზე” 22 ოქტომბერს დაუპირისპირდება.

– პირველი ჩრდილო ლონდონური დერბი “ემირეიტსზე”, 5 ნოვემბერს გაიმართება.

– პირველი მერსესაიდული დერბი “გუდისონ პარკზე”, 17 დეკემბერს გაიმართება.

– იურგენ კლოპის “ლივერპული” პეპის “სიტის” ახალი წლის საღამოს მიიღებს.

გახსნითი მატჩები (13 აგვისტო):

“არსენალი” – “ლივერპული”

“ბორნმუთი” – “მანჩესტერ იუნაიტედი”

“ბარნლი” – “სუონსი”

“კრისტალ პალასი” – “ვესტ ბრომვიჩი’

“ევერტონი” – “ტოტენჰემი”

“ჰალ სიტი” – “ლესტერ სიტი”

“მანჩესტერ სიტი” – “სანდერლენდი”

“მიდლსბრო” – “სტოკი”

“საუთჰემპტონი” – “უოტფორდი”

გუნდების კალენდარი:

არსენალი

ბორნმუთი

ბარნლი

ჩელსი

კრისტალ პალასი

ევერტონი

ლესტერი

ლივერპული

მანჩესტერ სიტი

მანჩესტერ იუნაიტედი

მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედში” აზარის მიყვანა სურს

ინგლისურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჟოზე მოურინიოს “მანჩესტერ იუნაიტედში” ლონდონის “ჩელსის” შემტევის, ედენ აზარის მიყვანა სურს.

“სქაი სპორტსის” ცნობით, პორტუგალიელი სპეციალისტი დღეს დილით კლუბის აღმასრულებელ დირექტორ ედ ვუდვორდს შეხვდა და კონტრაქტიც გააფორმა. სავარაუდოდ, მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანებლობა ტრანსფერებისათვის დიდ თანხას გამოყოფს.

როგორც ირკვევა, “წითელი ეშმაკები” “ჩელსის” ედენ აზრში თავდაპირველად 65 მილიონ ფუნტ სტერლინგს შესთავაზებენ.

რენატო სანჩესი და კიდევ 10 ვარსკვლავი, რომელთა შეძენაც “მანჩესტერ იუნატედმა” ვერ შეძლო

საფეხბურთო პორტალმა 101 Great Goals-მა დაასახელა ფეხბურთელები, რომელთა შეძენასაც “მანჩესტერ იუნაიტედი” ცდილობდა, სხვადასხვა მიზეზთა გამო ისინი სხვა კლუბებში გადავიდნენ.

კლაუდიო რანიერი და ჟოზე მოურინიო “ოლდ ტრაფორდზე” ერთმანეთს დაუპირისპირდებიან

ივნისში, მანჩესტერში, “ოლდ ტრაფორდზე” საქველმოქმედო მატჩი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ფეხბურთის ვარსკვლავები მიიღებენ. ჯერ-ჯერობით ფეხბურთელების სახელები არ კონკრეტდება, მაგრამ უკვე ცნობილია, რომ ერთ გუნდს ჟოზე მოურინიო, მეორეს კი კლაუდიო რანიერი უხელმძღვანელებს.

“მინდა, რომ ეს მატჩი მოვიგო. მე და კლაუდიო ერთმანეთს ვიცნობთ, მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ვფიქრობ, კლაუდიოსთვის წაგება კარგი გრძნობა იქნება”, – იხუმრა მოურინიომ.

საქველმოქმედო მატჩთან დაკავშირებით, კომენტარი კლაუდიო რანიერიმაც გააკეთა.

“ძალიან კარგია, როცა ვეხმარებით იმ ბავშვებს, რომლებსაც ეს ჭირდებათ. მიხარია, რომ ერთ-ერთ გუნდს მე გავწვრთნი”, – აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.

მორგან შნეიდერლინს იოჰან კრუიფი ჰოლანდიელ მეკარეში აერია

როგორც იცით, გუშინ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე, იოჰან კრუიფი გარდაიცვალა. ამ სამწუხარო ამბავთან დაკავშირებით, “მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა, მორგან შნეიდერლინმა სოციალურ ქსელ Instagram-ში პოსტის გამოქვეყნება სცადა.

მოულოდნელად, ფრანგმა ფეხბურთელმა კრუიფის ფოტოს მაგივრად ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი მეკარის, იან იონბლუდის ფოტო გამოაქვეყნა.

თუმცა, შნეიდერლინმა შეცდომა მალევე გამოასწორა და საბოლოოდ, კრუიფის ფოტო ატვირთა.

6 მიზეზი, რატომაც არ უნდა უყუროთ “ლივერპულისა” – “მანჩესტერის” დაპირისპირებას

ეს ხომ ევროპა ლიგის მატჩია

მუსიკალური კოლეჯი კონსერვატორიის ნაცვლად, საშინელი შეყვარებული ნაცვლად იმისა, ვინც მესამე კლასიდან გიყვარდა, ევროპა ლიგა ჩემპიონთა ლიგის ნაცვლად – განსხვავება მართლაც რომ დიდი და საზარელია.

ევროპა ლიგას ინგლისური კლუბებისთვის დიდი ფინანსური სარგებლის მოტანა არ შეუძლია, არც ჰიმნი აქვთ ისეთი, როგორიც ჩემპიონთა ლიგას, არც სტატუსი – ტურნირი სადაც ის გუნდები თამაშობენ, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგაზე ‘ვერ გაქაჩეს’.

ევროპა ლიგის პროგრესისთვის ერთადერთი გზა არსებობს – ჯგუფიდან მხოლოდ პირველადგილოსანი უნდა გადიოდეს შემდეგ ეტაპზე და ისეთი გუნდები, როგორებიც არიან “სიონი” და “მიოლდე” სახლში უნდა დარჩნენ.

საშუალო კლასის თამაშია

“ლივერპულისა” და “მანჩესტერის” თამაშის ყურება სხვის ‘Mazda 6″-თან გადაღებულ სელფის წააგავს. რატომ? “იუნაიტედი” წარმოადგენს კლუბს, რომელიც მეექვსე ადგილზე იმყოფება, თუმცა “ვესტ ბრომვიჩთან” და “სანდერლენდთან” უმიზეზოდ მარცხდება. იგივეს თქმა შეიძლება “ლივერპულზეც”. ამ კლუბის ფანები მთელი სეზონი ელოდნენ, როდის მოახერხებდა “ლივერპული” ზედიზედ 3 მატჩის მოგებას, მათი სურვილი ასრულდა (ძალიან უცნაურ მატჩში “კრისტალ პალასთან”), თუმცა ცოტა დაგვიანდა.

კლოპი ვეღარ გაგვაკვირვებს

ბრენდან როჯერსში ერთადერთი გამორჩეული დეტალი იყო: მას ძალიან უყვარდა სნუპ დოგი. ამ მხრივ კლოპი უფრო მრავალფეროვანია, თუმცა მან უკვე გახსნა ყველა კარტი თავისი კატალოგიდან. შეგიძლიათ თავად ნახოთ:

სიცილი

გოლის გიჟური აღნიშვნა

გოლის მშვიდი (შედარებით) აღნიშვნა

ჩართულობა

 

ალერსი

გინება

 

ცირკის ელემენტები

ვან გაალს ევროპა ლიგის მოგება არ სჭირდება

ჟოზე მოურინიომ, რომელიც ზაფხულში “მანჩესტერ იუნაიტედს” ჩაუდგება სათავეში (დიდი ალბათობით), ერთხელ უკვე განაცხადა, რომ მას ევროპა ლიგა საერთოდ არ აინტერესებს – “ჩემთვის ძალიან დიდი იმედგაცრუება იქნება თუ “ჩელსი” ევროპა ლიგას მოიგებს”. ამ განცხადებით მან პირველ რიგში რაფა ბენიტესს უკბინა. იგივეს თქმა კი ნამდვილად არ მოერიდება. ლუი ვან გაალისთვის გაცილებით უფრო ადვილი იქნება, თუ ყურადღებას პრემიერ ლიგაზე გადაიტანს და მეოთხე ადგილიდან ეცდება ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება. 3 ტურნირზე ბრძოლა ჰოლანდიელისთვის ძალიან რთული იქნება.

ვან გაალი მთელ მატჩს თავის წიგნაკთან ერთად გაატარებს

ყველასათვის ცნობილია, რომ ლუი ბოდიშს არ იხდის. თუმცა მან ეს გააკეთა იმ ორი წამის გამო, რომელიც შესაძლოა საუკეთესო მომენტიც კია მისი ინგლისურ კარიერაში. 

“ლივერპულთან” მატჩში ჩვენ ტიპიურ ლუი ვან გაალს ვნახავთ : მოჟამული სახით მჯდარ პასიურ და საკუთარ წიგნაკზე შეყვარებულს. ჰოლანდიელი ხანდახან რაიან გიგზსაც გადაელაპარაკება და კვლავ დაუბრუნდება წიგნაკს. დიდწილად სწორედ ამიტომ სძულთ “მანჩესტერის” ფანებს ის.

უკეთესი ვარიანტი

ნაცვლად ამ მატჩის ყურებისა, თქვენ შეგიძლიათ თვალი მიადევნოთ “ტოტენჰემისა” და “ბორუსიას” დაპირისპირებას, რომელიც 2 საათით ადრეა დაგეგმილი.

უმჯობესი იქნება თუ ამ ორი ყველაზე შემტევი და მოდური კლუბის დაპირისპირებას უყურებთ და 12 საათზე დასაძინებლად დაწვებით, დილით კი ნახავთ “მანჩესტერისა” და “ლივერპულის” მატჩის მიმოხილვას, რომელიც დიდი ალბათობით 1 წუთზე მეტი არ გასტანს.

ფერდინანდი: “ზიდანს ყველა დროის ათ საუკეთესო ფეხბურთელს შორის არ დავასახელებდი”

ბრიტანული სპორტული ტელევიზიის, BT Sport-ის ექსპერტებმა მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის შესახებ ისაუბრეს. სტუდიაში მყოფი ერთ-ერთი ექსპერტის, რიო ფერდინანდის აზრით კი, ზიზუ ყველა დროის ათ საუკეთესო ფეხბურთელს შორის არ შედის.

“როდესაც მესიზე, რონალდინიოსა და ბრაზილიელ რონალდოზე ვსაუბრობ, ვფიქრობ, ზიდანი მათ გვერდით არ უნდა იყოს.

მართალია, ის ძალიან ლამაზ ფეხბურთს თამაშობდა, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ მას ყველა დროის ხუთ ან ათ საუკეთესო ფეხბურთელს შორის არ დავასახელებდი”, – აღნიშნა ფერდინანდმა.