მოულოდნელი ამბავი: დიეგო მარადონას კუბაში სამი შვილი ჰყავს

ცნობილი გახდა, რომ ლეგენდარულ ფეხბურთელს, დიეგო მარადონას კუბაში სამი შვილი ჰყავს. როგორც ირკვევა, ვეტერან არგენტინელს შვილები კუბაში ყოფნისას, 2000-2005 წლებში გაუჩნდა.

ამ ამბის შესახებ განცხადება მარადონას ადვოკატმა, მატიას მორიამ გააკეთა.

“მარადონას კუბაში სამი შვილი ჰყავს, სამი შვილი ორი ქალბატონისაგან. აქამდე პრობლემა არასოდეს შექმნილა. დიეგო დნმ-ის ტესტს ჩაიტარებს და შემდეგ შვილებს აღიარებს”, – განაცადა მორიამ.

შეგახსენებთ, რომ მარადონა ნარკოდამოკიდებული იყო. ის კუბაში მკურნალობის მიზნით იმყოფებოდა.

ახლა უკვე შეიძლება, ითქვას, რომ მარადონას რვა შვილი ჰყავს: დალმა, ჯიანინა, დიეგო ჟუნიორი, ჯანა, დიეგო ფერნანდო და კიდევ სამი კუბადა. მისმა ერთ-ერთმა ქალიშვილმა იხუმრა კიდეც: “კიდევ სამი შვილია საჭირო, რათა 11-კაციანი გუნდი შედგეს.”

მარადონა: “ნეიმარს შეუძლია, გვატიროს და გვაცინოს”

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, დიეგო არმანდო მარადონამ, რომელიც ბრაზილიისა და მექსიკის მერვედფინალურ დაპირისპრიებას დაესწრო, ლათინოამერიკელთა ლიდერზე, ნეიმარზე ისაუბრა.

“ნეიმარს შეუძლია, გვატიროს და გვაცინოს. როცა მექსიკელმა მას დააბიჯა, მინდოდა, მეტირა. თუმცა, სულ ცოტა ხანში, როცა მას შევხედე, როგორ გარბოდა, ამაზე უკვე სიცილი მინდოდა. რაც შეეხება უშუალოდ მატჩს, ძალიან მომეწონა, რადგან ბრაზილიის დამაჯერებელი გამოსვლა ვნახე. ისინი ტიტულისკენ მიმავალ გზას ადგანან. მომწონს ტიტე. ის შესანიშნავად ავარჯიშებს ფეხბურთელებს. ასეთი მეტოქის წინააღმდეგ, მეტოქეს ვერაფერს მოვთხოვთ,” – ამბობს მარადონა.

მარეკ ჰამშიკი დიეგო მარადონას გაუთანაბრდა

გუშინ იტალისს სერია ა-ს მეჩვიდმეტე ტურში “ტორინო” “ნაპოლის” დაუპირისპირდა და მეტოქესთან ანგარიშთ, 1-3 დამარცხდა. ნეაპოლიტანელთა მხრიდან თავის გამოჩენა კალიდუ კულიბალიმ, პიოტრ ზიელინსკიმ და მარეკ ჰამშიკმა მოახერხეს.

საგულისხმოა, რომ მარეკმა სტუმარი გუნდის მაისურით 30-ე წუთზე 115-ე გოლი გაიტანა. მისი დამხმარე ამ მომენტში დრის მერტენსი იყო. სლოვაკი ამ შედეგით გაუთანაბრდა კლუბის ყველა დროის ბომბარდირს, დიეგო არმანდო მარადონას. თუმცა, მას 115 გოლის გასატანად 464 მატჩი დასჭირდა, ხოლო, მარადონას –  259. 30 წლის სპორტსმენს შესანიშნავი შანსი აქვს, რომ თავისი კარიერის მანძილზე არგენტინელს საკმაო სხვაობით გაასწროს.

აქვე გეტყვით, რომ “ნაპოლის” “ტორინოსთან” გამარჯვების შემდეგ 42 ქულა დაუგროვდა და პირველ პოზიციაზე გადავიდა.

კარიკატურა: იკარდის არგენტინის ნაკრებში გამოძახებას მესი და მარადონა ვეღარ ეწინააღმდეგებიან

ლიონელ მესი და დიეგო არმანდო მარადონა წინააღმდეგნი იყვნენ, რომ მაურო იკარდის არგენტინის ნაკრებში ეთამაშა. მაქსი ლოპესი, რომელსაც მილანის “ინტერის” თავდამსხმელმა ცოლი მოპარა, “ბარსას” ლიდერის ახლო მეგობარია. ასევე, გვახსოვს, მარადონას განცხადებები იმის შესახებ, რომ იკარდის ეროვნულ გუნდში თამაში სამარცხვინო იქნებოდა.

მაურო საოცარ სეზონს ატარებს. მან სერია ა-ს ათ შეხვედრაში თერთმეტი გოლი გაიტანა. შედეგად, სექტემბრისა და ოქტომომბრის სამ ოფიციალურ შეხვედრაში საკუთარი ქვეყნის მაისურიც მოირგო.

ომარ მომანი აღნიშნულ სიტუაციას ასე ეხმაურება

 

მარადონა: “არგენტინის ნაკრების თამაშის ცქერა მაშინებს”

არგენტინის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერმოხვედრის საფრთხის წინაშე დგას. სამხრეთამერიკელებს 16 ტურის შემდეგ 24 ქულა აქვთ და მეხუთე, საპლეიოფო პოზიციაზე იმყოფებიან. თუმცა, მათ მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება ჩილე. უკანასკნელ ტურში ამ გუნდმა ვენესუელასთან გააგორა ფრე.

დიეგო არმანდო მარადონამ საკუთარი ქვეყნის ნაკრებზე ისაუბრა.

“მათი ცქერა მაშინებს. ეს ის არაა, რასაც ჩვენი გუნდისგან ველით. ვფიქრობ, მწვრთნელს სასტარტო შემადგენლობაში უკეთესი ფეხბურთელების დაყენება შეუძლია. ერთ-ერთი ასეთი, გონსალო იგუაინია. მისი სათადარიგოთოა სკამზე დასმა უპატივცემულობაა.”

“მართალია, იგუაინმა ბევრი ისეთი შანსი ვერ გამოიყენა, რომელიც მთლიანად არგენტინული ფეხბურთის ისტორიას შეცვლიდა, თუმცა შენ არ შეგიძლია ყველასთვს ცნობილი მოთამაშე სხვა უცნობი ფეხბურთელით ასე უცებ ჩაანაცვლო. თუ მათ უნდათ, რომ იკარდი ბატისტუტად გარდაქმნანა, ცდებიან!” – აცხადებს მარადონა.

რომარიო: “მე მესიზე და მარადონაზე უკეთესი ვიყავი”

ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდამ, რომარიომ პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ ის საკუთარ თავს, როგორც ფეხბურთელს, მესისა და მარადონაზე წინ აყენებს.

“მესიმ მსოფლიო ჩემპიონატი უნდა მოიგოს. დიახ, ჩემი გადმოსახედიდან მარადონა მასზე უკეთესია,” – აცხადებს ბრაზილიელი FOX Sports-თან საუბრისას.

“ყველა ვარიანტში, მე მესიზე და მარადონაზე უკეთესი ვიყავი. ასე ვფიქრობ და ამას არც ვმალავ, ეს არაერთხელ მითქვამს.

დღესდღეობით, კლუბსა და ნაკრებში ნაჩვენები თამაშების გათვალისწინებით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის პრიზს ნეიმარს მივცემდი,” – განაცხადა რომარიომ.

მარადონა: “იკარდი მოღალატეა”

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა, დიეგო მარადონამ “ინტერის” კაპიტან მაურო იკარდიზე მორიგი განცხადება გააკეთა.

როგორც იცით, იკარდი “სამპდორიაში” ყოფნის დროს თანაგუნდელ მაქსი ლოპესთან მეგობრობდა. საბოლოოდ, კი ის ლოპესის მეუღლეზე დაქორწინდა.

“იკარდი მოღალატეა. ის კარგი ფეხბურთელი იქნება, მაგრამ გაბრიელ ბატისტუტა მასზე ათჯერ უკეთესი თავდამსხმელია. იკარდი პასუხს აგებს იმისათვის, რაც მაქსი ლოპესს გაუკეთა”, – ციტირებს მარადონას სიტყვებს Goal.Com-ი.

მარადონა: “პიკე თუ რამოსი?”

მსოფლიოს ფეხბურთის ღმერთმა, არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ ჟურნალისტებთან ისაუბრა და ერთმანეთს “რეალისა” და “ბარსელონას” ესპანელი მცველები, სერხიო რამოსი და ხერხარდ პიკე შეადარა.

“ჩემი აზრით, სერხიო რამოსი სრულყოფილი მცველი არ არის.”

“პიკე მასზე გაცილებით მაღლა დგას. მას უკეთ შეუძლია ბურთის ფლობა. ასევე, პიკე შესანიშნავია ბურთის მაღლა ამოატანასა და შეტევების წამოწყებაში,” – აცხადებს მარადონა.

მარადონა: “მესის ლიდერის თვისებები არ გააჩნია”

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, დიეგო მარადონამ ლეო მესიზე საუბრისას აღნიშნა, რომ მას ლიდერის ფუნქციები აკლია. ამის შემდეგ კი მან კრიშტიანუ რონალდუ შეაქო, რომელიც სულ მალე ჩაერთვება ევროპის ჩემპიონატში.

“მესის კარგად ვიცნობ. ის კარგი პიროვნება, მაგრამ მას ინდივიდუალურობა აკლია. მას არ გააჩნია ლიდერის თვისებები.”

მარადონამ ევრო 2016-ზეც ისაუბრა: “არის რამოდენიმე ფეხბურთელი, რომელსაც ამ ტურნირზე დავაკვირდები. ედენ აზარი, კევინ დე ბრუინი, უეინ რუნი, ანდრეს ინიესტა … ისინი ფეხბურთელთა იმ ჯგუფს მიეკუთვნებიან, რომელთა თამაშის ყურებაც სიამოვნებას განიჭებს.

ფავორიტები? ფეხბურთში სუსტი მეტოქე არ არსებობს. ერთ მატჩში ყველას შეუძლია სენსაციის გამოცხობა. ვხედავ, რომ ბევრი გუნდი პროგრესირებს, თუმცა ყველაფერს ბურთი გადაწყვეს. ამის ნათელი მაგალითი კი ინგლისის ნაკრებია.

კრიშტიანუ ყველანაირი ეჭვის გარეშე ვარსკვლავი იქნება. ის ერთ-ერთია იმ ფეხბურთელთა შორის, რომელთაც გუნდის ფინალში გაყვანა შეუძლიათ. ყველას ვისაც ფეხბურთი უყვარს, მოსწონს კრიშტიანუც.

ზეწოლა? არ ვფიქრობ, რომ ასეთი გამოცდილების მქონე ფეხბურთელი რაიმე განსაკუთრებულ ზეწოლას გრძნობდეს. ზეწოლაზე იმათმა უნდა ინერვიულონ, ვისაც მატჩში მის წინააღმდეგ მოუწევს თამაში.”

პელე: “მარადონა უფრო მაღალ დონეზე დგას, ვიდრე მესი”

ფეხბურთის ბრაზილიელმა ლეგენდამ, პელემ დიეგო მარადონასა და ლიონელ მესიზე ისაუბრა და თქვა, რომ მისი აზრით, მარადონა უფრო მაღალ დონეზე დგას.

“ამ ფინტს მარადონამდე ქართული გუნდის ფეხბურთელი აკეთებდა” (ვიდეო)

21 აპრილს, ინგლისის პრემიერ ლიგაში ლონდონის “არსენალმა” საკუთარ მოედანზე “ვესტ ბრომვიჩი” მიიღო.

მატჩის ერთ-ერთ ეპიზოდში, სტუმართა გუნდის ფეხბურთელმა, სანდრომ ლამაზი ფინტი გააკეთა, რის შემდეგაც კომენტატორმა ლევან სალუქვაძემ ძალიან საინტერესო ისტორია გაიხსენა.

სერხიო აგუერომ ყველა დროის ოთხი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

“მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელმა სერხიო აგუერომ ყველა დროის ოთხი საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

არგენტინელი თავდამსხმელის რჩეულებში მისი ორი თანამემამულე მოხვდა.

“ლიონელ მესი, ბრაზილიელი რონალდო, რონალდინიო და მარადონა. მართალია, ოთხი ფეხბურთელი დავასახელე, მაგრამ ჩემთვის ყველა პირველია”, – წერს აგუერო სპეციალურად Uefa.Com-ის ოფიციალური გვერდისთვის.