მანჩინი: “ბალოტელი იბრაჰიმოვიჩის კოპირებას ცდილობს, მაგრამ…”

მილანის “ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ კიდევ ერთხელ ისაუბრა ყოფილი შეგირდის, მარიო ბალოტელის შესახებ, რომელიც ამჟამად “ლივერპულის” ღირსებას იცავს.

“ბალოტელი ზლატან იბრაჰიმოვიჩის კოპირებას ცდილობს, თუმცა შვედს საკმაო გამოცდილება და კლასი აქვს. მარიოს კი ჯერ კიდევ ბევრი აქვს სასწავლი. ვიმედოვნებ და ვუსურვებ, რომ მას იბრას დონემდე მიეღწიოს”, – მანჩინის სიტყვები “ლა გაძეტა დელო სპორტმა” გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ მანჩინი და ბალოტელი თავის დროზე ერთად “ინტერში” და “მანჩესტერ სიტიში” მუშაობდნენ.

 

პარიზში ბალოტელიზე ფიქრობენ

პსჟ-ს ხელმძღვანელობა “ლივერპულის” ფორვარდით, მარიო ბალოტელით დაინტერესდა.

პარიზელები იტალიელ შემტევს ედისონ კავანის შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც შესაძლოა რომელიმე ინგლისურ კლუბში გადაბარგდეს.

მიმდინარე სეზონში ბალოტელიმ პრემიერლიგის 10 შეხვედრაში ითამაშა, თუმცა გოლის გატანა ჯერჯერობით ვერ მოახერხა.

მანჩინი: „ბალოტელის ბოლოს ორი წლის წინ ვესაუბრე“

„ინტერის“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ თავის ყოფილ ფეხბურთელ მარიო ბალოტელიზე ისაუბრა, რომელთან ერთადაც „ნერაძურიში“, შემდგომ კი, „მანჩესტერ სიტიში“ მუშაობდა.

„მე ბალოტელის ნიჭის თაყვანისმცემელი ვარ. მასზე ვფიქრობ და მსურს, რომ იგი ბედნიერი იყოს. ბოლოს ერთმანეთს ორი წლის წინ ვესაუბრეთ“, – ციტირებს მანჩნის „Football Italia“.

„იანვარში „ინტერს“ საინტერესო სამუშაო ელის. არ ვიცი, საბოლოოდ, ვინ შემოგვიერთდება, თუმცა გარკვეული ცვლილებები იქნება“, – დაასრულა მილანური კლუბის დამრიგებელმა.

ბალოტელიმ ვარჯიში განაახლა

“ლივერპულის” ფოვარდი, მარიო ბალოტელი გამოჯანმრთელდა და ვარჯიშებს დაუბრუნდა. ESPN-ის ცნობით, ფეხბურთელი პრემიერ-ლიგის მე-16 ტურში “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაშიც შეძლებს მონაწილეობის მიღებას, რომელიც 14 დეკემბერს გაიმართება.

შეგახსენებთ, ბალოტელი მოედანზე 8 ნოემბერის შემდეგ არ ამოჩენილი. საერთო ჯამში კი მის ანგარიშზე “ლივერპულის” შემადგენლობაში 9 ჩატარებული მატჩია. იტალიის ნაკრების ფოვარდმა მერსისაიდულ კლუბში გოლის გატანა ჯერჯერობით ვერ მაოხერხა.

ბრენდან როჯერსი: „ბალოტელი აუცილებლად უნდა გვეყიდა“

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს მარიო ბალოტელის ტრანსფერზე ისაუბრა.

„ვგრძნობდით, რომ იმ მომენტისთვის ბალოტელის დამატება ყველა პრობლემის მოვარებას ნიშნავდა. ზაფხულში ლამბერტი გვყავდა, ბორინი წასვლას აპირებდა, სტარიჯი კი კარიერის განმავლობაში ტრავმებს ხშირად იღებს.

თუ სეზონის სტარტზე ამ პოცზიციაზე არავინ გვეყოლებოდა, ძალიან გაგვიჭირდებოდა. მაშინ მხოლოდ 32 წლის ლამბერტი გვყავდა.

ბალოტელის ტრანსფერი რისკი იყო, მაგრამ მის მოწვევაზე უარის თქმა არ შეგვეძლო. ამის გამო არც ვნანობთ“, – განაცხადა მერსესაიდელთა თავკაცმა.

შეგახსენებთ, რომ ბალოტელის სანაცვლოდ „ლივერპულმა“ „მილანს“ 20 მილიონი ევრო გადაუხადა.

ბალოტელი, შესაძლოა, რასიზმისთვისა და ანტისემიტიზმისთვის დასაჯონ

„ლივერპულის“ თავდამსხმელი მარიო ბალოტელი „ინსტაგრამზე“ ცნობილი ვიდეოთამაშის გმირის „სუპერმარიოს“ სურათის ატვირთვის შემდეგ რასიზმთან და ანტისემიტიზმთან დაკავშირებულ სკანდალში გაეხვია, რის შესახებაც „The Telegraph“-ი წერს.

„ნუ იქნები რასისტი – იყავი, როგორც მარიო. იგი იაპონელების მიერ მოგონილი იტალიელი მუშაა, რომელოიც ინგლისურად საუბრობს და მექსიკელის მსგავსად გამოიყურება. ხტუნაობს, როგორც შავკანიანი და ებრაელივით მონეტებს აგროვებს“, – ეწერა ფეხბურთელის მიერ ატვირთლ სურათზე.

მოგვიანებით ხსენებული პოსტი მარიომ წაშალა და შემდეგი კომენტარი დაურთო: „დედაჩემი ებრაელია, ასე რომ, გთხოვთ, გაჩუმდეთ“.

2012 წელს მსგავს სიტუაციაში რიო ფერდინანდი აღმოჩნდა, რომელმაც ტვიტერზე რასისრული პოსტი გამოაქვეყნა, რის გამოც 45 ათასი ფუნტი სტერლინგით დაჯარიმდა.

დიეგო კოსტამ ბალოტელის მსგავსად სავარჯიშო ფორმის ჩაცმა ვერ შეძლო (სურათები)

ყველას გვახსოვს ამჟამად „ლივერპულის“ თავდამსხმელის მარიო ბალოტელის კურიოზული შემთხვევა, რომელიც მას „მანჩესტერ სიტის“ ვარჯიშზე მოუვიდა. სუპერმარიომ ერთ-ერთი მოსამზადებელი პროცესის დროს სავარჯიშო ფორმის ჩაცმა ვერ შეძლო.

მსგავსი შემთხვევა გუშინ „ჩელსის“ ფორვარდს დიეგო კოსტასაც მოუვიდა. ბრაზილიელსითვის საბედნიეროდ მასთან ახლოს მუჰამედ სალაჰი აღმოჩნდა, რომელიც პრობლემის მოგვარებაში დაეხმარა.

1

2

მარიო ბალოტელის ფორმაში გამოწყობილი ბიჭი ქუჩაში მანდილოსნების გაცნობას ცდილობს (ვიდეო)

მარიო ბალოტელის იმიჯის მქონე ერთ-ერთმა გულშემატკივარმა „ლივერპულის“ თავდამსხმელის ფორმა ჩაიცვა და ქუჩაში მანდილოსნების გაცნობა სცადა.

იხილეთ სახალისო მომენტების ამსახველი ვიდეო.

ბრენდან როჯერსი: „ეს მარცხი ბალოტელის ბრალი არაა“

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა ბრენდან როჯერსმა „ნიუკასლთან“ ანგარიშით 0:1 წაგებულ მატჩზე ისაუბრა.

„მეტოქემ შეცდომის გამო დაგვსაჯა, „ნიუკასლთან“ სწორედ ამის გამო დავმარცხდით. ბურთს კარგად ვაკონტროლებდით, თუმცა გადამწყვეტი პასის გაკეთება ვერ გამოგვდიოდა. გუნდმა ცოტა სახიფათო მომენტი შექმნა.

ეს მარცხი ბალოტელის ბრალი არაა, დღეს მთელმა გუნდმა წააგო, ეს კოლექტიური შეცდომაა. შედეგით იმედგაცრუებულები ვართ“, – განაცხადა როჯერსმა.

ბალოტელის გადამწვარი სახლის ფოტოები

2011 წელს “ლივერპულისა” და იტალიის ნაკრების თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ, რომელიც იმხანად “მანჩესტერ სიტის” ღირსებას იცავდა, საკუთარ სახლში ხანძარი გააჩინა. ბრიტანულმა “დეილი მეილმა” მისი გადამწვარი სააბაზანო ოთახის ფოტოები გამოაქვეყნა.

აღსანიშნავია, რომ ბალოტელის სახლი სამ მილიონ ფუნტ სტერლინგად იყო შეფასებული. ფეხბურთელმა ჰელოუინის აღსანიშნავად ფეიერვერკის მოწყობა გადაწყვიტა, თუმცა შემთხვევით სააბაზანო ოთახში ხანძარი გაჩნდა, რამაც 400 ათასი ფუნტის ზარალი გამოიწვია.

Balotelli's bathroom1Balotelli's bathroom2Balotelli's bathroom3

ეს ინციდენტი მანჩესტერულ დერბიმდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. “მანჩესტერ სიტიმ” თანაქალაქელი გუნდი ანგარიშთ 6:1 გაანადგურა, ბალოტელიმ დუბლი შეასრულა და ერთი გოლი “Why always me?” წარწერის ჩვენებით აღნიშნა.

why always me

სხვათა შორის, მომხდარიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბალოტელი მაშხალების უსაფრთხოდ გამოყენების კამპანიის სახე გახდა.

Balotelli

სხვადასხვა ინციდენტების გამო მარიო ბალოტელის ჯამში ჯარიმის სახით 300 000 ფუნტის გადახდა მოუწია.

 

პოლიცია ბალოტელის საქმეზე გამოძიებას არ დაიწყებს

BBC-ის ცნობით მანჩესტერის პოლიცია “ლივერპულის” ფორვარდის, მარიო ბალოტელის საქმეზე გამოძიებას არ დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს 24 წლის ფორვარდი ახლგაზრდა ქალბატონს ემუქრებოდა, რომელიც მის “ფერარისთან” აპირებდა სურათის გადაღებას.

ქალბატონმა პოლიციას მიმართა, სადაც განაცხადა, რომ მარიო მას დაემუქრა და მის მანქანასთან სურათების გადაღება აუკრძალა.

“პოლიციამ აგრესიულ ქცევაზე შეტყობინება მიიღო, თუმცა კანონის დარღვევა დარეგისტრირებული არ ყოფილა, ამიტომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება არ დაიწყება” – ნათქვამი პოლიციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში, რომელსაც BBC ავრცელებს.

კარაგერი: “გამიკვირდება, თუ ბალოტელის “ლივერპულში” დატოვებენ”

“ლივერპულის” ყოფილი მცველი და “სქაი სპორტსის” ექსპერტი ჯეიმი კარაგერი კლუბის ფორვარდ მარიო ბალოტელის გაკრიტიკებას არ მოერიდა.

“ბალოტელის შესახებ აზრს ვერ ვიცვლი და ეს არ არის დაკავშირებული “ლივერპულში” მისი თამაშის ხარისხზე. მე მას “მანჩესტერ სიტისა” და “მილანში” თამაშიდან გამომდინარე ვაფასებ.

არა მგონია, ბალოტელი აქ დიდი ხნით დარჩეს. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდება, თუ ის მომდევნო სეზონსაც “ლივერპულის” რიგებში დაიწყებს. ბალოტელი იმ ფეხბურთელთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც მუდმივად იცვლიან კლუბებს და ამას აქვს გარკვეული მიზეზი”, – ციტირებს კარაგერის სიტყვებს “სქაი”.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის III ტურში “ლივერპულსა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართული მატჩის (0:3) შემდეგ ბალოტელის მიმართ კრიტიკა კიდევ უფრო გაძლიერდა, თუმცა “სამეფო კლუბის” მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ თანამემამულე დაიცვა და განაცხადა, რომ აღნიშნულ შეხვედრაში იტალიელი თავდამსხმელი ყველაზე სუსტი რგოლი არ ყოფილა. ანჩელოტის მიერ გამოთქმულ ამ მოსაზრებას კარაგერი გამოეხმაურა.

Balotelli

“ვერ ვიტყოდი, რომ ამ მატჩში ბალოტელიმ ყველაზე ცუდად ითამაშა, თუმცა მას “ლივერპულის” ყველაზე ცუდი მოთამაშის წოდებამდე ბევრი არ დაჰკლებია. ბრენდან როჯერსი მის შესახებ ამდენს იმიტომ საუბრობს, რომ მისგან მეტს ელის. არა მგონია, ბალოტელის ასეთი თამაში ან მწვრთნელს გაჰკვირვებოდა, ან ვინმე სხვას”, – აღნიშნა კარაგერმა.

შეგახსენებთ, რომ მარიო ბალოტელის, რომელიც ინგლისის პრემიერლიგაში ამა წლის ზაფხულს დაბრუნდა, “ლივერპულის” რიგებში ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებულ ათ მატჩში მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი.