ბალოტელიმ 26 მეტრის მანძილიდან “უდინეზეს” ჯარიმა გაუტანა (ვიდეო)

იტალიის სერია A-ს V ტურში “უდინეზესა” და “მილანს” შორის მიმდინარე მატჩში “როსონერი” მარიო ბალოტელიმ მე-5 წუთზე დააწინაურა. იტალიელმა თავდამსხმელმა დაახლოებით 26 მეტრის დისტანციიდან საჯარიმო დარტყმა უნაკლოდ შეასრულა. მისთვის ეს ამ სეზონში გატანილი პირველი გოლია.

ჯერარდი: “ბალოტელი ვერასდროს გახდება მსოფლიო დონის მოთამაშე”

“ლივერპულის” ყოფილი კაპიტანი სტივენ ჯერარდი თავის ახალ ავტობიოგრაფიულ წიგნში “ჩემი ამბავი”, რომელიც 24 სექტემბერიდან გაიყიდება, მარიო ბალოტელისთან ურთიერთობის შესახებ საუბრობს.

“ბალოტელისთან არავითარი პრობლემა არ მქონია. მე ყოველმხრივ ვცდილობდი მის დახმარებას, თუმცა შემდეგ მივხვდი, რომ იგი უკონტროლოა, როგორც ამას ჟოზე მოურინიო ამბობდა.

მარიო ვერასდროს გახდება მსოფლიო დონის ფეხბურთელი. კი ბატონო, დიდი ნიჭი აქვს, მაგრამ მენტალიტეტისა და მის გარშემო მყოფი ხალხის გამო ის ვერასდროს გახდება მსოფლიო დონის მოთამაშე.

ბალოტელი ყოველთვის აგვიანებს, ყოველთვის სურს ყურადღების ცენტრში ყოფნა, სოციალურ მედიაში შეუფერებელ თემებზე საუბრობს.

ჩემი აზრით, ის სათანადოდაც არ ვარჯიშობს. მასთან ყოველთვის წაგებულ ომში იბრძვი. ის ბევრ რამეს არასწორად აკეთებს”, – წერს ჯერარდი.

შეგახსენებთ, რომ მარიო ბალოტელი ამ დრომდე “ლივერპულის” ფეხბურთელია და “მილანში” იჯარის წესით თამაშობს.

 

ბალოტელი: “რეალი” საოცნებო კლუბია”

“მილანის” თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ აღნიშნა, რომ მადრიდის “რეალისთვის” შეურაცხყოფა არასდროს მიუყენებია.

პრესაში გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს იტალიელმა ფეხბურთელმა “სამეფო კლუბზე” იხუმრა. სხვადასხვა წყაროები წერდნენ, თითქოს ბალოტელიმ გაიხუმრა, რომ “ბარსელონას” ორი სტადიონი აქვს — “კამპ ნოუ” საშინაო მატჩების ჩასატარებლად და “სანტიაგო ბერნაბეუ” – ვარჯიშისთვის.

“მინდა ეს ყველამ იცოდეს: ნუ მაწერთ სისულელეებს. მადრიდის “რეალზე” არასდროს მიხუმრია და არც ვაპირებ. “რეალი” საოცნებო კლუბია”, – დაწერა სოციალურ ქსელში ბალოტელიმ.

 

ედგარ დავიდსი: “ბალოტელის დახმარება მხოლოდ ერთ ადამიანს შეუძლია”

“მილანის” ყოფილი ნახევარმცველი ედგარ დავიდსი თვლის, რომ მარიო ბალოტელის ჩვეულ დონეზე დაბრუნება შეუძლია, ამისთვის კი მტკიცე ხასიათი უნდა გამოავლინოს. შეგახსენებთ, რომ იტალიელი თავდამსხმელი “როსონერიში” ამ ზაფხულს დაბრუნდა და იჯარის წესით თამაშობს.

“ერთადერთი ადამიანი, ვისაც ბალოტელის დახმარება შეუძლია, თავად ბალოტელი გახლავთ. როდესაც კლუბს იცვლი, შექმნილ ვითარებას სწორად აფასებ და მწვრთნელის პატივისცმით სარგებლობ, საქმე გაცილებით იოლდება.

ყველაფერი სწორედ მასზე იქნება დამოკიდებული. მინახავს ფეხბურთელები, რომლებსაც მისი ნიჭის ნახევარი ჰქონდათ და თავიანთი კლუბების ლიდერები გამხდარან. ყველაზე მთავარი მენტალიტეტია”, – დავიდსის სიტყვები “ლა გაძეტა დელო სპორტმა” გამოაქვეყნა.

“მილანი” უახლოეს მატჩს იტალიის სერია A-ს ეგიდით თანაქალაქელი “ინტერის” წინააღმდეგ გამართავს. ასე რომ, “როსონერიში” დაბრუნების შემდეგ ბალოტელის დებიუტი შესაძლოა, მისი ყოფილი კლუბის წინააღმდეგ შედგეს.

 

“ბეშიქთაშს” ბალოტელი სურს

“ლივერპულის” თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ კარიერა შესაძლოა, თურქეთში გააგრძელოს. 24 წლის ფეხბურთელით “ბეშიქთაში” არის დაინტერესებული. თურქული გამოცემა Haberturk-ი იუწყება, რომ კლუბი იტალიელი ფორვარდის შესაძლო ტრანსფერის წინადადებით “ლივერპულს” უახლოეს პერიოდში მიმართავს.

წყაროს თანახმად, “ბეშიქთაშის” მესვეურები ბალოტელის დემბა ბას შემცვლელად მოიაზრებენ. როგორც მოგეხსენებათ, 30 წლის სენეგალელ ფეხბურთელს ინგლისის პრემიერლიგაში დაბრუნება აქვს გადაწყვეტილი.

მარიო ბალოტელიმ პრემიერლიგის გასულ გათამაშებაში 16 მატჩი ჩაატარა, ერთი გოლი გაიტანა და ხუთი ყვითელი ბარათი მიიღო.

 

„სამპდორიას“ ბალოტელი სურს

ევროპული პრესა „ლივერპულის“ თავდამსხმელის მარიო ბალოტელის ზაფხულში მერსესაიდიდან წასვლის შესახებ წერას აგრძელებს.

როგორც „სქაი სპორტსი“ წერს, მარიოს დამატებაზე გენუის „სამპდორიას“ ხელმძღვანელები დაფიქრდნენ. წყაროს ცნობის, საუბარი მხოლოდ ბალოტელის იჯარაზეა.

შეგახსენებთ, რომ ბალოტელის სამშობლოში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია აქამდეც ვრცელდებოდა. მის შესაძლო კლუბებს შორის „ნაპოლიც“ სახელდებოდა.

სუარესი: “ბალოტელის იოლი პერიოდი არ უდგას”

“ბარსელონას” თავდამსხმელმა ლუის სუარესმა, რომელიც მანამდე “ლივერპულის” ღირსებას იცავდა, მერსისაიდული გუნდის თავდასხმელის, მარიო ბალოტელის შესახებ ისაუბრა.

“მარიოს დიდ კლუბებში უთამაშია და დამტკიცებული აქვს, რომ შესანიშნავი ფეხბურთელია.

ადვილი არ არის “მანჩესტერ სიტიში” თავის დამკვიდრება და შემდეგ ინგლისში დაბრუნება. მას ახლა იოლი პერიოდი არ უდგას, თუმცა მაინც ჩინებული მოთამაშეა”, – სუარესის სიტყვებს “ასი” ციტირებს.

მარიო ბალოტელიმ მიმდინარე სეზონში “ლივერპულის” ფორმით ყველა ტურნირზე ერთად 21 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ სამი გოლი გაიტანა.

 

ბალოტელიმ “ბლექბერნთან” უქმობის გამამართლებელი მტკიცებულება გამოაქვეყნა (ფოტო)

ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის მეოთხედფინალურ ეტაპზე “ლივერპულმა” სტუმრად “ბლექბერნ როვერსი” 70-ე წუთზე ფილიპე კოუტინიომ მიერ გატანილი გოლის წყალობით დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა, სადაც “ასტონ ვილას” შეხვდება.

მერსისაიდულ გუნდს თან გაჰყვა მარიო ბალოტელიც, თუმცა მატჩის წინა ღამეს თავი შეუძლოდ იგრძნო, რის გამოც შეხვედრის გამოტოვება მოუხდა. იტალიელმა თავდამსხმელმა უქმობის გამამართლებელი საბუთი სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

“ჩემი გუნდის გამარჯვების საყურებლად ვერაფერი შემაჩერებს (იცით ჩემი უქმობის ნამდვილი მიზეზი). მოედანი ძალიან მომენატრა”, – დაწერა ბალოტელიმ სოციალურ ქსელში და თან ფოტოც გამოაქვეყნა, რომელიც გვიჩვენებს, რომ იტალიელ ფეხბურთელს ტემპერატურა 38,7 ჰქონდა.

Balotelli

ბალოტელიმ ჰენდერსონს მადლობა გადაუხადა

უეფას ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე “ლივერპულმა” “ბეშიქთაში” მარიო ბალოტელის მიერ გატანილი თერთმეტმეტრიანის წყალობით, ანგარიშით 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ პენალტის დარტყმას თავდაპირველად ჯორდან ჰენდერსონი აპირებდა, რომელსაც სტივენ ჯერარდის არყოფნაში კაპიტნის სამკლავური ჰქონდა მორგებული, თუმცა იტალიელმა თავდამსხმელმა ინგლისელ ნახევარმცველს ბურთი გამოართვა და თერთმეტმეტრიანის შესრულება საკუთარ თავზე აიღო. ბალოტელის ქმედებამ თანაგუნდელების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. დანიელ სტარიჯი და ჰენდერსონი მარიოს საქციელით უკმაყოფილონი დარჩნენ, ჯერარდმა კი იტალიელი ფეხბურთელი მატჩის შემდეგ გააკრიტიკა.

თავად ბალოტელიმ შეხვედრის შემდეგ ჰენდერსონს მადლობა გადაუხადა.

“მადლობა ჰენდოს, პენალტის დარტყმის საშუალება რომ მომცა. კმარა ეპიზოდის დრამატიზება. ჩვენ გავიმარჯვეთ და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჩვენ ვართ გუნდი და რაც მთავარია, ჩვენ ვართ “ლივერპული”. წინ, ბიჭებო”, – დაწერა სოციალურ ქსელში ბალოტელიმ.

მატჩის დასრულების შემდეგ მიცემულ ინტერვიუში ჰენდერსონმაც სცადა სიტუაციის განმუხტვა და ბალოტელი პენალტების გამოცდილ დამრტყმელად მოიხსენია.

“ბეშიქთაშსა” და “ლივერპულს” შორის განმეორებითი მატჩი სტამბულში, 26 თებერვალს გაიმართება.

 

ჯერარდი: “ბალოტელიმ ჰენდერსონის მიმართ უპატივცემულობა გამოავლინა”

უეფას ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე “ლივერპულმა” “ბეშიქთაში” მარიო ბალოტელის მიერ გატანილი თერთმეტმეტრიანის წყალობით, ანგარიშით 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ პენალტის დარტყმას თავდაპირველად ჯორდან ჰენდერსონი აპირებდა, რომელსაც სტივენ ჯერარდის არყოფნაში კაპიტნის სამკლავური ჰქონდა მორგებული, თუმცა იტალიელმა თავდამსხმელმა ინგლისელ ნახევარმცველს ბურთი გამოართვა და თერთმეტმეტრიანის შესრულება საკუთარ თავზე აიღო. ბალოტელის ქმედებამ თანაგუნდელების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. დანიელ სტარიჯი და ჰენდერსონი მარიოს საქციელით უკმაყოფილონი დარჩნენ, ჯერარდმა კი იტალიელი ფეხბურთელი მატჩის შემდეგ გააკრიტიკა.

Sturridge - Balotelli  - Henderson

“პენალტი ჯორდანს უნდა დაერტყა. წესი წესია. მარიომ ცოტა იცელქა. კარგია, რომ გაიტანა, მაგრამ ლამაზი არ არის, როდესაც ფეხბურთელების კამათს უყურებ. ვფიქრობ, ჯორდანმა სიტუაცია სწორად შეაფასა. მან შეამჩნია, რომ მარიოს ძალიან უნდოდა გატანა. ჯორდანი იმ მომენტში განზე გადგა და მატჩის შემდეგ მიცემულ ინტერვიუშიც კარგად ისაუბრა.
ჯორდანი კაპიტანია, მარიომ კი მის მიმართ უპატივცემულობა გამოავლინა. ისიც სათქმელია, რომ ბალოტელიმ მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა. ამ პენალტის დარტყმა ექვს ან შვიდ ფეხბურთელს სურდა და ყველა რომ მისულიყო ბურთთან, რა მოხდებოდა?” – ჯერარდის სიტყვები “დეილი მეილმა” გამოაქვეყნა.

“ბეშიქთაშსა” და “ლივერპულს” შორის განმეორებითი მატჩი სტამბულში, 26 თებერვალს გაიმართება.

 

ბალოტელიმ ჰენდერსონს პენალტი არ დაარტყმევინა (ვიდეო)

უეფას ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე “ლივერპულმა” “ბეშიქთაში” მარიო ბალოტელის მიერ გატანილი თერთმეტმეტრიანის წყალობით, ანგარიშით 1:0 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ პენალტის დარტყმას თავდაპირველად ჯორდან ჰენდერსონი აპირებდა, რომელსაც სტივენ ჯერარდის არყოფნაში კაპიტნის სამკლავური ჰქონდა მორგებული, თუმცა იტალიელმა თავდამსხმელმა ინგლისელ ნახევარმცველს ბურთი გამოართვა და თერთმეტმეტრიანის შესრულება საკუთარ თავზე აიღო. ბალოტელის ქმედებამ თანაგუნდელების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. დანიელ სტარიჯი და ჰენდერსონი მარიოს საქციელით უკმაყოფილონი დარჩნენ, ჯერარდმა კი იტალიელი ფეხბურთელი მატჩის შემდეგ გააკრიტიკა.

ბალოტელი: “ეს ღიმილი მხოლოდ მათ ეკუთვნის, ვისაც ჩემი მუდამ სჯეროდა”

“ლივერპულის” თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ სოციალური ქსელის მეშვეობით მადლობა გადაუხადა კლუბის ქომაგთა იმ ნაწილს, რომელსაც მისი მუდამ სჯეროდა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის 25-ე ტურში “ტოტენჰემ ჰოთსპურის” წინააღმდეგ წუხელ გამართულ მატჩში (3:2) იტალიელმა თავდამსხმელმა მერსისაიდული გუნდის ფორმით ჩემპიონატში პირველი გოლი გაიტანა.

“დიდებული თამაში გამოვიდა, ბიჭებო!!! ეს ღიმილი მხოლოდ მათ ეკუთვნის, ვისაც ჩემი მუდამ სჯეროდა და ვინც მუდამ მხარს მიჭერდა. მადლობა. წინ, “ლივერპულო”. თუმცა, ახლა მუყაითად მუშაობა უნდა გავაგრძელოთ. დღევანდელი საღამო უკვე წარსულია”, – დაწერა სოციალურ ქსელში ბალოტელიმ.

Balotelli