“ლივერპულის” ბოსები დარწმუნებულები არიან, რომ გიოტცეს შეძენას 20 მილიონად შეძლებენ

ინგლისური “ლივერპულის” ხელმძღვანელები მიუნხენის “ბაიერნის” გერმანელი ნახევარმცველის, მარიო გიოტცეს შეძენას სულ რაღაც 20 მილიონ ფუნტად აპირებენ.

როგორც უკვე იცით, მსოფლიო ჩემპიონი ბავარიაში თავს ბედნიერად ვერ გრძნობს და მის ყოფილ თავკაცთან, იურგენ კლოპთან აპირებს გადასვლას. ამასთან დაკავშირებით კომენტარი იოაჰიმ ლიოვმაც გააკეთა, რომელმაც გიოტცეს ანჩელოტისთან გასაუბრება ურჩია.

“ბაიერნი” გიოტცეს 30 მილიონ ფუნტად აფასებს, თუმცა ის ფაქტი, რომ მისი კონტრაქტი 1 წელიწადში იწურება, გერმანელებს იძულებულებს ხდის ფასი დაუკლონ.

ლიოვი გიოტცეს: “დაფიქრდი, სანამ რამეს გადაწყვეტ და კარლოს შეხვდი”

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოაჰიმ ლიოვმა მარიო გიოტცეს ურჩია დაფიქრებულიყო, სანამ “ლივერპულის” წინადადებას დათანხმდებოდა და კარლო ანჩელოტისთან ესაუბრა.

როგორც იცით, მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი გმირი პოტენციალის მიუხედავად სასტარტოში ადგილის მოპოვებას კვლავ ვერ ახერხებს, მეტიც მას პეპ გვარდიოლა საერთოდ არ ენდობა.

ამას ემატება ისიც, რომ “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, რომელთან ერთადაც ის დორტმუნდში ყოფნისას მუშაობდა, მას “ლივერპულში” გადმობარგება შესთავაზა.

მიუხედავად სათამაშო პრაქტიკის არ ქონისა, იოაჰიმ ლიოვმა აღიარა, რომ ის იტალიასთან გასამართ მატჩს სასტარტოში დაიწყებს:”გუშინ მე მას “ბაიერნში” არსებულ სიტუაციაზე ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ ის იტალიასთან მატჩს სასტარტოდან დაიწყებს.

ჩვენ საკმაოდ კარგი საუბარი გამოგვივიდა. “ბაიერნს” მომავალ სეზონში ახალი მწვრთნელი ეყოლება, ამიტომაც სანამ რამეს გადაწყვეტს, პირველ რიგში გიოტცე კარლოს უნდა გაესაუბროს.” – განაცხადა ლიოვმა.

გვარდიოლა: ” გიოტცე ჩვენთვის კვლავ მნიშვნელოვანი ფიგურაა”

მიუნხენის “ბაიერნის” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა თვლის, რომ მარიო გიოტცე კვლავ გუნდის ერთ-ერთ ლიდერად რჩება.

ცნობისთვის გეტყვით, რომ გერმანელმა შემტევმა წლევანდელ სეზონში ბუნდესლიგის მხოლოდ 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რისი მიზეზიც მხოლოდ ტრავმები არ ყოფილა.

“გიოტცეს მეტი დრო სჭირდება. მისი პროგრესი ყოველ კვირას ჩანს. უნდა ავღნიშნო, რომ 7 თავდამსხმელი მყავს.

ის ნამდვილი პროფესიონალია, 24 საათის განმავლობაში ფეხბურთზე ფიქრობს. სეზონის დასრულებამდე 3 თვე დაგვრჩა, ჩვენთვის თითოეული ფეხბურთელი მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი გიოტცე. ის კვლავ გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ითვლება.”

გიოტცე დაბრუნებას იანავრში გეგმავს

მიუნხენის „ბაიერნის“ ტრავმირებული ნახევარმცველი მარიო გიოტცე მოედანზე დაბრუნებას იანვარში გეგმავს.

„იმედია, ჩემპიონატის მეორე წრისთვის მომზადებისას სრული დატვირთვით ვარჯიშს შევძლებ“, – განაცხადა 23 წლის ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ კუნთები გიოტცემ ოქტომბერში გაიწყვიტა, რის შემდეგაც აღდგენით პროცესს გადის.

გიოტცემ „ბაიერნიდან“ შესაძლო წასვლაზე ისაუბრა

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი მარიო გიოტცე მისი კლუბიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„უნდა ვაღიარო, რომ ბოლო ორი წელი ჩემთვის ადვილი არ ყოფილა. ვნახოთ, რა იქნება მომავალში. ყველაფერი გაირკვევა, თუ გვარდიოლა ხშირად მესაუბრება. ახლა მხოლოდ ლოდინი მიწევს“, – ციტირებს ნახევარმცველს „სქაი სპორტსი“.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ფეხბურთელმა გერმანიის ჩემპიონატში 32 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 9 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა მიითვალა.

მარიო გიოტცემ 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

მარიო გიოტცემ 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

“ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების შემტევმა, მარიო გიოტცემ ხუთკაციანი საოცნებო გუნდი დაასახელა, რომელშიც სიამოვნებით ითამაშებდა.

პირველ რიგში, მსოფლიო ჩემპიონმა “ბარსელონელი” ანდრეს ინიესტა დაასახელა, შემდეგ “იუვენტუსის” ვარსკვლავი, პოლ პოგბა, “პსჟ”-ს კაპიტანი, ტიაგო სილვა, მისი თანაგუნდელი რაფინია და “არსენალის” ნახევარმცველი, ჯეკ უილშირი.

მედია: გიოტცე “იუვენტუსს” შეუთანხმდა

ტურინელებმა გერმანელი გარემარბი იტალიაში გადასვლაზე დაითანხმეს.

La Gazzetta dello Sport-ის “იუვენტუსის” სპორტულმა დირექტორმა, ბეპე მაროტამ მიუნხენელებთან წარმატებით დაასრულა მოლაპარაკება შესაძლო ტრანსფერის თაობაზე.

მოსალოდნელია, რომ გიოტცე იტალიურ გუნდში წელიწადში ექვს მილიონს და დამატებით ბონუსებს მიიღებს. “იუვეს” საქმის გაოფიციალურება სწრაფად სურს, რადგან ზედმეტი კონკურენცია თავიდან აიცილოს.

გვარდიოლა გიოტცეს წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა

მიუნხენის „ბაიერნის“ მთავარი მწვრთნელი ხოსეპ გვარდიოლა ნახევარმცველ მარიო გიოტცეს კლუბიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა. ცნობისთვის, ბოლო დროს ევროპული პრესა გერმანელი მოთამაშის ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლის შესახებ წერს.

„მარიო ტოპ დონის მოთამაშეა. ის „ბაიერნის“ ფეხბურთელია და გუნდში მოახლოებული სეზონისთვის დარჩება.

გიოტცეს თაობაზე მოლაპარაკება არ გვქონია. ამის თაობაზე მეტს ვერაფერს გეტყვით“, – განაცხადა გვარდიოლამ.

პეპ გვარდიოლამ ჟერომ ბოატენგს დასცინა (ვიდეო)

„გიოტცეს „ბაიერნიდან“ წასვლის დრო დადგა“

„ბაიერნის“, „ლივერპულისა“ და გერმანიის ნაკრების ყოფილმა მოთამაშემ დიტმარ ჰამანმა ნახევარმცველ მარიო გიტოცეს შესახებ ისაუბრა.

„გიოტცე ფორმაში არაა, მიმდინარე სეზონში ის „ბაიერნს“ თითქმის არ დახმარებია. მისთვის და კლუბისთვის ტრანსფერი უკეთესი იქნებოდა. როგორც ჩანს, „ბაიერნი“ გიოტცეს გუნდი არაა. აქ ის პრესის დიდი ყურადღების ქვეშაა, გულშემატკივრები კი ყოველდღე ვარჯიშებს ესწრებიან . ასეთ რითმში მარიო თავს კარგად ვერ გრძნობს“, – ციტირებს ჰამანს Goal.com-ი.

ცნობისთვის, მიმდინარე სეზონში 22 წლის მოთამაშემ ბუნდესლიგის 30 მატჩში 9 გოლი გაიტანა.

მარიო გიოტცემ თავისი საქცილის გამო ბოდიში მოიხადა



მარიო გიოტცემ თავისი საქცილის გამო ბოდიში მოიხადა

მიუნხენის “ბაიერნის” ფეხბურთელმა მარიო გიოტცემ თავისს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა.

6 მაისს, “ბარსელონასთან” გამართული მატჩის დასრულების შედმეგ, გიოტცე თანამემამულე ტერ-შტეგენთან ერთად სიცილის დროს დააფქსირეს, რასაც გერმანულ პრესაში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. 22 წლის ნახევარმცველი სწორედ ამ თემას გამოეხმაურა.

“პრესაში დაიწერა, რომ მატჩის დასრულების შემდეგ, ჩემს მეგობარ ტერ-შტეგენთან ერთად ვხუმრობდი. ის, ვინც ფიქრობს, რომ წაგება სულ არ მაინტერესებდა, ძალიან ცდება. მე გუნდიы ფანებისა და ჩემი თანაგუნდელების მსგავსად იმედგაცრუებული ვიყავი. თუ ამ საქციელით ვინმეს გული დავწყვიტე, ბოდიშს ვიხდი!

ასევე, მინდა, ვთქვა, რომ ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები, პატივს ვცემ “ბაიერნს”, ჩემი გუნდის ფანებსა და მეტოქეს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

გვარდიოლა: “გიოტცე განსაკუთრებული ფეხბურთელია”

“ბაიერნის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდილლამ მარიო გიოტცეს ამჟამინდელ ფორმაზე ისაუბრა.

“მარიოს არანაირი პრობლემა არ აქვს. მატჩის შემდეგ მეგობარს, ტერ შტეგენს ესაუბრებოდა და ეს ნორმალურია. ის ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც უდიდესი ტალანტი გააჩნია. მარიოთი კმაყოფილი ვარ.

“ამ სეზონში გიოტცემ საკმაოდ ბევრი ითამაშა. საუკეთესო პროფესიონალია, ვინც კი ოდესმე მინახავს. ვარჯიშებზე პირველი მოდის და ბოლო მიდის. სულ ბოლომდე იხარჯება. ის განსაკუთრებულია და სწორედ ეს გვჭირდება და არა სირბილი. რადგან, სირბილი სხვებსაც შეუძლიათ”, – აცხადებს გვარდიოლა.

გიოტცე: „მზად ვარ, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღო“

დორტმუნდის „ბორუსიასთან“ უახლოეს მატჩში მიუნხენის „ბაიერნს“ არიენ რობენი და ფრანკ რიბერი ვერ დაეხმარებიან. გარდა ამისა, სეზონის ბოლომდე გუდნს დავიდ ალაბა გამოაკლდა.

„მზად ვარ, პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ავიღო. რა თქმა უნდა, ტრავმირებულების სრულფასოვნად შეცვლა ვერ გამოვა, თუმცა ჩვენ ჩინებული გუნდი გვყავს, რომელსაც ბევრის მიღწევა შეუძლია“, – განაცადა მარიომ.

ცნობისთვის, გერმანიის ჩემპიონატის ტურის ცენტრალური მატჩი დღეს საღამოს გაიმართება.