ოფიციალურად: ფრანგულ “მარსელს” რუდი გარსია ჩაიბარებს

იტალიური “რომას” ყოფილმა დამრიგებელმა, რუდი გარსიამ “მარსელთან” 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც 52 წლის სპეციალისტი საფრანგეთში 2019 წლამდე უნდა დარჩეს.

შეგახსენებთ, რომ რუდი გარსიამ “მგლები” 2013 წლის იანვარში ჩაიბარა, თუმცა შემდეგში ის სპალეტიმ ჩაანაცვლა. ოფიციალურად რუდი კლუბიდან დღეს დაითხოვეს და დღესვე დანიშნეს (“მარსელში”).

რაც შეეხება მის ახალ კლუბს, “მარსელი” ამ დროისთვის ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიციას იკავებს.

პსჟ-მ „მარსელთან“ მოგებით ლიგა 1-ს რეკორდი დაამყარა

საფრანგეთის ლიგა 1-ს 25-ე ტურის მატჩში პსჟ-მ გასვლაზე „მარსელი“ ანგარიშთ 2:1 დაამარცხა.

უკვე მეორე წუთზე ანგარიში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გახსნა. 25-ე წუთზე მასპინძლებმა კაბელას გოლით წონასწორობა აღადგინეს, თუმცა 71-ე წუთზე ანხელ დი მარიამ პარიზელები კვლავ დააწინაურა.

სათქმელია, რომ ამ გამარჯვებით ლორან ბლანის გუნდმა საფრანგეთის ჩემპიონატში 34-მატჩიანი წაუგებელი სერია დაამყარა, რითც ლიგის რეკორდს მიაღწიეს.

ამ მომენტისთვის პარიზელები 69 ქულით ცხრილის ერთპიროვნული ლიდერები არიან – „მარსელი“ 34 ქულით მეათეა.

საფრანგეთის ჩემპიონატის თვის საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელეს

საფრანგეთის ჩემპიონატის სექტემბრის საუკეთესო ფეხბურთელები გამოვლინდნენ.

თვის მოთამაშედ “მარსელის” ნახევარმცველი ლასანა დიარა დასახელდა. გამოკითხვის შედეგად, 30 წლის ფეხბურთელმა ხმათა 52 პროცენტი მოაგროვა. მეორე ადგილზე გავიდა “ნიცას” გარემარბი ჰატემ ბენ არფა, რომელმაც ხმების 25 პროცენტი მიიღო. მესამე ადგილს დასჯერდა “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ედინსონ კავანი, 23 პროცენტით.

აღსანიშნავია, რომ დიარას კარგი თამაში არც საფრანგეთის ნაკრების თავკაც დიდიე დეშამს გამოპარვია და გარკვეული პაუზის შემდეგ ფეხბურთელი ოქტომბერში გამართული ამხანაგური მატჩებისთვის ეროვნულ გუნდში გამოიძახა.

ლასანა დიარას თვის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს დღეს, “ლორიენის” წინააღმდეგ გასამართ მატჩამდე გადასცემენ.

 

“მარსელის” ფანებმა ვალბუენას ნივთები დაუშინეს (ვიდეო)

20 სექტემბერს, საფრანგეთის ჩემპიონატში, “მარსელმა” საკუთარ მოედანზე “ლიონი” მიიღო და ფრედ 1:1 ითამაშა.

მატჩის მიმდინარეობისას, “მარსელის” ფანები მატიე ვალბუენას უსტვენდნენ, მათ მისი საწინააღმდეგო ბანერებიც ჰქონდათ ჩამოკიდებული. ერთ-ერთ ეპიზოდში, როცა 30 წლის ფეხბურთელი კუთხურს აწვდიდა, მას ტრიბუნიდან სხვადასხვა ნივთები დაუშინეს, რის გამოც მატჩი რამდენიმე წუთით შეწყდა.

მოგეხსენებათ, ვალბუენა “მარსელის” ღირსებას რვა წლის განმავლობაში იცავდა, ფანებმა კი ის “ლიონში” გადასვლის შემდეგ მოღალატედ შერაცხეს.

იმუშავებს თუ არა კლოპი „მარსელში“? გადაწყვეტილება მიღებულია

მოგეხსენებათ, მარსელო ბიელსას გათავისუფლების შემდეგ „მარსელის“ ხელმძღვანელობა ახალ მთავარ მწვრთნელს ეძებს. არგენტინელი სპეციალისტის შესაძლო შემცვლელებს შორის ზინედინ ზიდანი და იურგენ კლოპიც სახელდებოდნენ. პირველმა მადრიდის „რეალის“ დუბლებში დარჩენა გადაწყვიტა. როგორც გაირკვა, საფრანგეთში მუშაობა გერმანელმაც იკუარა.

„მარსელს“ იურგენისადმი ინტერესი ნამდვილად ჰქონდა, თუმცა კლოპი დარწმუნებული არ არის, რომ ფეხბურთში დაბრუნების დრო დადგა“, – განაცხადა გერმანელი სპეციალისტის აგენტმა მარკ კოზიცკემ.

L’Equipe: “მარსელს” კლოპი გაწვრთნის

ოლიმპიკის გუნდი ახალ მწვრთნელს ეძებს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის ჩემპიონატის პირველ ტურში “კანთან” დამარცხების შემდეგ(0:1), “მარსელის” მთავარი მწვრთნელი, მარსელო ბიელსა პოსტიდან გადადგა.

L’Equipe-ს ინფორმაციით, “ველოდრომის” ბინადრებს უკვე ჰყავთ არჩეული კანდიდატი და ის იურგენ კლოპი იქნება.

მიუხედავად მწვრთნელის ძიებისა, ამჟამად “მარსელში” მთავარი მწვრთნელის ფუნქციას, ფრანკო პასი ითვისებს, რომელიც ბიელსას შტაბში იყო.

მარსელო ბიელსამ “მარსელი” დატოვა

საფრანგეთის ჩემპიონატის I ტურში “კანთან” დამარცხების (0:1) შემდეგ “მარსელის” მთავარმა მწვრთნელმა მარსელო ბიელსამ პოსტი დატოვა.

60 წლის არგენტინელმა სპეციალისტმა ამის შესახებ მატშისშემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ ბიელსა ფრანგულ კლუბს 2014/15 წლების სეზონიდან ედგა სათავეში. მისი ხელმძღვანელობით “მარსელმა” საფრანგეთის ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა.

 

დიაბი “მარსელში” გადავიდა

ფეხბურთელი კარიერას საფრანგეთში აგრძელებს.

“მარსელის” ხელმძღვანელებმა ოფიციალურად დაადასტურეს, რომ მათ აბუ დიაბი თავისუფალი აგენტის სტატუსით აიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ 29 წლის ნახევარმცველი ლონდონის “არსენალის” ღირსებას 9 წელიწადი იცავდა.

ცანამ „მარსელთან“ მოლაპარაკება დაიწყო

„მარსელი“ „ლაციოს“ ალბანელი ნახევარმცველით ლოიკ ცანათი დაინტერესდა. როგორც თავად ფეხბურთელმა განაცხადა, ამჟამად მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს.

„მარსელთან“ მოლაპრაკება დავიწყე. კლუბს ჩემთან კონტრაქტის გაფორმება სურს, მაგრამ ამ ეტაპზე ჯერჯერობით არაფერი გარკვეულა“, – განაცხადა 31 წლის ფეხბურთელმა.

შეგახსენებთ, რომ ცანა „მარსელში“ აქამდეც თანაშობდა – ფრანგული კლუბის ღირსებას ის 2005-2009 წლებში იცავდა.

პაიე ხუთშაბათს „ვესტ ჰემში“ უნდა გადავიდეს

„ვესტ ჰემ იუნაიტედის“ ხელმძღვანელობა „მარსელს“ ნახევარმცველი დიმიტრი პაიეს კლოტნრაქტთან დაკავშრებით შეუთანხმდა. ამის შესახებ ცნობილი ფრანგული გამოცემა „L’Équipe.“ წერს.

წყაროს ინფორმაციით, ფეხბურთელი ლონდში ხუთშაბათს ჩავა და სამედიცინო შემოწმებსაც ამ დღეს გაივლის. რაც შეეხება მისი შესაძლო ტრანფერის ფასს, ის 15 მილიონ ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ აქამდე გავრცელებული ინფორმაციით, „ვესტ ჰემს“ პაიეში 14 მილიონი უნდა გადაეხადა.

 

„ვესტ ჰემი“ პაიეში თოთხმეტ მილიონს იხდის

„ვესტ ჰემმა“ „მარსელის“ ხელმძღვნალეობას ნახევარმცველ დიმიტრი პაიეს ტრანსფერთან დაკავშირებით უკეთესი წინადადებით მიმართა.

ლონდონური კლუბი შუახაზელის სანაცვლოდ 14 მილიონი ფუნტის გადასახდელად მზად არის.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ფრანგულმა კლუბმა ინგლისელები უარით გაისტუმრა, როდესაც მათ პაიეში 12 მილიონი ფუნტის გადახდა ისურვეს.

 

ჟინიაკი მექსიკაში ითამაშებს

“მარსელისა” და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ანდრე-პიერ ჟინიაკი მექსიკაშია, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ადგილობრივ “ტიგრესს” შეუერთდება.

“საოცარი დახვედრაა, ყველას მადლობას გიხდით. შეუდარებელი ქალაქია. საოცრებები გველის”, – დაწერა ფრანგმა თავდამსხმელმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ჟინიაკს “მარსელთან” მოქმედი კონტრაქტი მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება. შესაბამისად, 29 წლის ფეხბურთელი მექსიკურ კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით უერთდება.

ჟინიაკმა საფრანგეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში ჩატარებულ 38 მატჩში 21 გოლი გაიტანა. მას საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 19 შეხვედრაში ხუთი გოლი აქვს გატანილი.

“ტიგრესი” მექსიკის სამგზის ჩემპიონია.