ხედირა: “ალეგრი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია”

ტურინის “იუვენტუსის” გერმანელმა ნახევარმცველმა, “მონაკოს” დამარცხების შემდეგ პრესასთან ისაუბრა და მასიმილიანო ალეგრის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელიც უწოდა.

“ჩემთვის თითოეული გამარჯვება მნიშვნელოვანია, ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის გამარჯვებაა, რომელსაც შემდეგ თამაშში მოვიპოვებთ…

ჩვენ სავსებით ვიზიარებთ ჩვენი ფანების ოცნებას, მაგრამ მეოცნებეები არ ვართ. ყველა ტურნირზე წარმატების მისაღწევად ბევრი შრომაა საჭირო.

ჩვენ ალეგრისი 100 პროცენტით გვჯერა, ის ძალიან ნიჭიერი მწვრთნელია, ნამდვილი ინტელიგენტი. მისი წყალობით, ყოველთვის კონცენტრირებულები ვართ.

ალეგრი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია,” – აცხადებს “რეალის” ყოფილი ფეხბურთელი.

ალეგრი “ბარსელონასთან” კავშირზე: “ესპანურს ვსწავლობ? იტალიური ძლივს ვისწავლე”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ თავის მომავალთან დაკავშირებული ჭორები საკმაოდ საფუძვლიანად უარყო.

როგორც იცით, ბოლო დროს უცხოურ პრესაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, იტალიელი სპეციალისტი “არსენალისა” და “ბარსელონას” ხელმძღვანელებთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს და შესაბამისად უცხოურ ენებსაც სწავლობდა, რაც მან კატეგორიულად უარყო.

“ინგლისურსა და ესპანურს ვსწავლობ? იტალიურიც ძლივს ვისწავლე სკოლაში!” – განაცხადა მან “ნაპოლისთან” გასამართი უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ.

“იუვენტუსი” დიეგო სიმეონეს დაუკავშირდა

იტალიურ პრესაში გავრცელებული უახლესი ინფორმაციის თანახმად, “იუვენტუსის” უფროსებმა უკვე იპოვეს მასიმილიანო ალეგრის ჩამნაცვლებელი.

როგორც იცით, “ბიანკონერის” ამჟამინდელ თავკაცს ლონდონის “არსენალში” უწინასწარმეტყველებენ გადასვლას, რომლის ამჟამინდელ თავკაცს, არსენ ვენგერს ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავს.

SNAI Sportnews-ის ცნობით, ტურინელები უკვე დაუკავშირდნენ “ატლეტიკოს” მთავარ მწვრთნელს, დიეგო სიმეონეს და მოლაპარაკებებიც წამოიწყეს.

წყაროს ცნობით, “ინტერისა” და “ლაციოს” ყოფილ ფეხბურთელს “ბებერი ქალბატონისათვის” უარი არ უთქვამს, თუმცა არც თანხმობა განუცხადებია.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (30 იანვარი)


კონტეს ბოლო სამიზნე იანვარში: მუსა დემბელე!


სატრანსფერო ფანჯრის პერიოდი მალე იწურება, თუმცა ანტონიო კონტე კვლავ თავდამსხმელის ძებნაშია. მიუხედავად “ჩელსიში” კოშტასა და ბატშუაის ყოფნისა, იტალიელ სპეციალისტს კიდევ ერთი ფორვარდის დამატება სურს.

Sky Sports იტყობინება, რომ კონტეს “სელტიკის” შემტევი, მუსა დემბელე სურს. ახალაგზარდა ფეხბურთელი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურება. დემბელემ შოტლანდიის ჩემპიონატში ჩატარებულ 21 შეხვედრაში ცხრა გოლი გაიტანა, თასზე კი – 5. 20 წლის სპორსტმენი არც ჩემპიონთა ლიგაზეა უშედეგო – მის ანგარიშზე ხუთი გოლია.


ბენზემა “არსენალსა” და “ჩელსის” შესთავაზეს


888888888888888888

როგორც ჩანს, მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები გუნდის ფრანგი ფორვარდის, კარიმ ბენზემას გაყიდვას აპირებენ. ამ მიზნით, მადრიდელებმა ბენზემა “ჩელსისა” და “არსენალის” უფროსებს შესთავაზეს.

Diario Gol-ის ცნობით, 29 წლის ფეხბურთელის არასახარბიელო ასპარეზობამ კლუბის პრეზიდენტი, ფლორენტინო პერესი ძალზედ გაანაწყენა. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ “ბლანკოსის” ფანებმა “რეალ სოსიედადთან” გამართული მატჩის მიმდინარეობისას, არაერთხელ დაუსტვინეს მას.


ივანოვიჩი “ზენიტში” გადადის


Sky Sports-ის ცნობით, ლონდონის “ჩელსის” სერბი მცველის, ბრანისლავ ივანოვიჩის ბედი უკვე გადაწყვეტილია და მისი ტრანსფერი 24 საათში გაოფიციალურდება.

როგორც ცნობილი ხდება, სერბი დამცველი, რომელიც ანტონიო კონტეს მოსვლის შემდეგ სათადარიგო ფეხბურთელად იქცა, კარიერას რუსულ “ზენიტში” გააგრძელებს.


“არსენალმა” თვალი მასიმილიანო ალეგრის დაადგა


888888888888888888

ლონდონის “არსენალის” ხელმძღვანელები “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის წარმომადგენლებთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს. ამ ინფორმაციას ბრიტანული Sunday Express ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ “მეთოფეები” არსენ ვენგერთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ, რაც შესაძლოა, ფრანგის ლონდონური კარიერის დასასრულის მანიშნებელი იყოს.


“ნაპოლის” ფორვარდი “საუთჰემპტონში”?


Sky Sport Italia-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, ინგლისური გუნდის ხელმძღვანელებმა “ნაპოლის” ფორვარდთან, მანოლო გაბიადინისთან მიაღწიეს ტრანსფერის თაობაზე შეთანხმებას.

როგორც ცნობილი ხდება, “წმინდანებს” მის სანაცვლოდ 17 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, რასაც ბონუსის სახით, შესაძლოა, კიდევ 3 მილიონი დაემატოს.


პატოს პრობლემა მოგვარდა


888888888888888888

“მილანისა” და ლონდონის “ჩელსის” ექს-ფორვარდი, რომელიც ბოლო დროს “ვილიარეალის” ღირსებასაც იცავდა, ამიერიდან “ტიანცზინ ცუანცზიანის” რიგებში ითამაშებს.

მართალია, მისი ტრანსფერი ბოლო მომენტში გარკვეულმა ხარვეზებმა შეაფერხა, თუმცა, როგორც ჩანს, ყველაფერი მოგვარდა.

“არსენალის” ხელმძღვანელობამ მასიმილიანო ალეგრის დაუმიზნა

The Sun-ის მიერ გავრცელებულ უახლეს ინფორმაციას თუ დავუჯერებთ, “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი ლონდონის “არსენალის” დირექტორთა ინტერესთა სფეროშია მოქცეული.

როგორც იცით, “მეთოფეთა” ამჟამინდელი თავკაცი, არსენ ვენგერი ჯერ ვერ ახერხებს კლუბთან ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას. მსგავსად ვენგერისა, ალეგრის კონტრაქტიც საკმაოდ მალე, ზაფხულში იწურება. რაც ამ ტრანსფერის შანსებს ზრდის.

ცნობისთვის გეტყვით იმასაც, რომ 49 წლის ალეგრის “ბებერ ქალბატონთან” ერთად მოგების 69 პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს.

წყაროს ცნობით, ალეგრის აგენტი უკვე დაუკავშირდა ინგლისური გრანდის შტაბს.

მასიმილიანო ალეგრი: “გაზის პედალს უნდა დავაჭიროთ ფეხი”

მასიმილიანო ალეგრი თავის ფეხბურთელებს მზადყოფნისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ “ბებერი ქალბატონისთვის” სეზონის გადამწყვეტი მომენტი ახლოვდება, რომელსაც ტურინელები უმაღლეს დონეზე უნდა შეხვდნენ.

“საშინაო ჩემპიონატში მოპოვებული 7-ქულიანი უპირატესობა “რომასთან” ერთი შეხედვით დიდ განსხვავებას წარმოადგენს, თუმცა ეს ასე ნამდვილად არ არის. კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ.

ჩემპიონთა ლიგაზე წინ “დინამო ზაგრებთან” გასამართი მატჩი გველის მომავალ თვეში, რასაც სერია ა-ში რთული კალენდარი სდევს თან, ასე რომ მოდუნება არ შეიძლება.

ჩვენთვის სეზონი გადამწყვეტ ფაზაში შედის. ახლა სწორედ ის დროა, გაზის პედალს დავაჭიროთ ფეხი და მაქსიმუმი გავაკეთოთ.”

ალეგრი: “იგუაინი თავს მოღალატედ არ უნდა თვლიდეს”

“იუვენტუსის” მთავარ მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის სჯერა, რომ გონსალო იგუაინი მოღალატე არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულში მან “ნაპოლი” მტერში გაცვალა და შაბათის მატჩში გამარჯვების გოლიც გაუტანა ნეაპოლელებს.

“გონსალოს ექსტრაორდინარული შესაზლებლობები გააჩნია და ყველაფერთან ერთად გუნდისათვის თავდაუხრელად მუშაობს. ის ძალიან ბედნიერია.

ბუნებრივია, რომ ეს მისთვის განსაკუთრებული მატჩი იყო. მან აქ გადმოსვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო. იგუაინი თავს მოღალატედ არ უნდა თვლიდეს.

გონსალომ კარგი მატჩი ჩაატარა და ისეთივე ქებას იმსახურებს, როგორსაც მანძუკიჩი. ამბობენ, ეს ორი ფეხბურთელი ერთად ვერ ითამაშებსო, მაგრამ მე მათი მუშაობით კმაყოფილი ვარ.”

ალეგრი: “ჩვენი მიზანი მეექვსე “სკუდეტოსა” და ჩემპიონთა ლიგის მოგებაა”

მასიმილიანო ალეგრიმ პრესასთან სამომავლო მიზნებზე საუბრისას აღნიშნა, რომ მომავალი სეზონისგან ტურინში საკმაოდ ბევრს ელიან.

“მეექვსე “სკუდეტოს” მოგება ჩვენი მთავარი მიზანია მომავალი სეზონისათვის, ისევე როგორც ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებული ასპარეზობა.” – განუცხადა “მილანის” ექს-თავკაცმა “იუვენტუსის” ოფიციალურ ვებ-გვერდს.

“და როდესაც ვამბობ ჩემპიონთა ლიგაზე წარმატებულ ასპარეზობას, ვგულისხმობ მაქსიმუმის გაკეთებას ამ ტურნირზე. თუმცა, ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად მხოლოდ ეს არ კმარა, საჭიროა გამართლებაც.

ბუნებრივია, ამ ყველაფერთან ერთად კოპა იტალიასა და იტალიის სუპერ თასის მოგებასაც ვაპირებთ. თუმცა, ამ ყველაფრისთვის დიდი შრომის გაწევაა საჭირო, ყოველდღიურად უნდა ვიმუშაოთ ამ საკითხზე.”

ალეგრი: “თასის ფინალში ყველაფერი შეიძლება მოხდეს”

მასიმილიანო ალეგრი კოპა იტალიის ფინალში ადვილ გასეირნებას არ მოელის და თვლის, რომ ერთი მატჩისთვის მომზადება ნებისმეირ გუნდს შეუძლია.

“ერთ მატჩში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ეს ევროპა ლიგის საგზურის მოპოვების ბოლო შანსია “მილანისთვის”. ჩვენი ბოლო ურთიერთდაპირისპირებები ყოველთვის დაძაბული იყო. ფინალში თამაში კი არასდროსაა ადვილი.

თუმცა, ხვალინდელი შედეგი ვერაფერს ვერ შეცვლის, რამეთუ ჩვენ უკვე დავისახეთ მიზნები მომავალი სეზონისათვის. ჩვენ თითოეულ ფრონტზე ვაპირებთ ბრძოლას.

ხვალ ჩვენი ბოლო მატჩი გველის მიმდინარე სეზონში. ჩვენი მოვალეობაა მაქსიმუმის გაკეთება და მოგება.” – განაცხადა ალეგრიმ მის ყოფილ გუნდთან დაპირისპირების წინ.

ალეგრი: „გაგეცინებათ, თუ წაიკითხავთ, სეზონის დასაწყისში ჩვენზე რას წერდნენ“

„იუენტუსის“ მთავარმა მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი იტალიის ჩემპიონობის ოფიციალურად გაფორმებით კმაყოფილია.

„ეს საოცრებაა, თუმცა კონცენტრაცია უნდა შევინარჩუნოთ, წინ „მილანთან“ თასის ფინალი გველის. ბოლო 25 მატჩიდან 24 შეხვედრის მოგება უნიკალური მიღწევაა, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, სხვა გუნდმა ეს შედეგი გააუმჯობესოს.

ჩვენი მიზანი შობისთვის ლიდერისგან ექვსი ქულით ჩამორჩენა იყო, მარტისთვის კი მეორე ადგილზე გასვლას ვგეგმავდით. უნდა ვთქვა, რომ მოლოდინს გადავაჭარბეთ. „ნაპოლის“ ჩინებული სეზონი ჰქონდა, თუმცა მას ვაჯობეთ. თანაც, ნეაპოლიტანელთა ქულების რაოდენობით გუნდები ჩემპიონები ხდებიან.

ცუდი დასაწყისის შემდეგაც ვიცოდი, რომ კარგი სეზონი გვექნებოდა. ამბობდნენ, ცუდად ვთამაშობდით, მაგრამ ეს უბრალო მაჩები იყო. გაგეცინებათ, თუ წაიკითხავთ, სეზონის დასაწყისში ჩვენზე რას წერდნენ“, – ციტირებს ალეგრიმ Goal.com-ი.

იტალიაში წლის საუკეთესო იტალიელი სპეციალისტი დაასახელეს

“ლესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, კლაუდიო რანიერი 2016 წლის ენცო ბერცოტის ტიტული მოიპოვა, რომელიც წლის საუკეთესო იტალიელ მწვრთნელებს გადაეცემათ.

აღნიშნული ტიტული 2011 წელს შეიქმნა. საკუთარი არჩევანის დაფიქსირების უფლება ცნობილ იტალიურ გაზეთებს აქვთ, რომელიც თავიანთ ერთ ფავორიტს ასახელებენ.

რაც შეეხება ტიტულის სახელს, ამ ტიტულს სახელი 1982 წლის მუნდიალის ტრიუმფატორი მწვრთნელის, ენცო ბერცოტის საპატივცემულად დაარქვეს.

აქამდე ეს ტიტული მოპოვებული აქვთ: “იუვენტუსის” მთავარ მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის, “რეალის” ყოფილ თავკაცს, კარლო ანჩელოტისა და იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილ ბოსს, ჩეზარე პრანდელის.

აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნული ტიტული სპეციალურად ჩეზარე მალდინისაც უსახსოვრეს, რომელიც ახლახან, 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„La Gazzetta dello Sport“: პერესი „რეალში“ ალეგრის მოწვევას აპირებს

„La Gazzetta dello Sport“-ის ინფორმაციით, მადრიდის „რეალის“ პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი მიმდინარე სეზონის შემდეგ გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე „იუვენტუსის“ თავკაცის მასიმილიანო ალეგრის მოწვევას გეგმავს. გაზეთი იუწყება, რომ პერესი „მილანის“ ვიცე-პრეზიდენტ ადრიანო გალიანისაც შეხვდა, რომელიც ალეგრისთან „როსონერიში“ თანამშრომლობდა. გალიანიმ ალეგრი დადებითად შეაფასა და „რეალს“ მისი კანდიდატურა ურჩია.

ამავდროულად, „La Gazzetta dello Sport“-ი წერს, რომ ამას „იუვენტუსის“ გენერალური დირექტორის ჯუზეპე მაროპტას გამოხმაურება მოჰყვა და მან ალეგრის ხელფასის წელიწადში 2,4 მილიონი ევროდან 4,7 მილიონ ევრომდე გაზრდა შესთავაზა.