„ბოლონიას“ დესტროს დამატება სურს

„რომას“ თავდამსხმელი მატია დესტრო მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს, შესაძლოა, სერია ა-ში დაბრუნებული „ბოლონიას“ რიგებში გადაბარგდეს. როგორც ცნობილია, ბოლონიელებმა რომაელებს ფორვარდის სანაცვლოდ ცხრა მილიონი ევრო უკვე შესთავაზეს.

სათქმელია, რომ „ბოლონიას“ გარდა, მოთამაშის დამატება ასევე „ფიორენტინას“ ხელმძღვანელობას სურს.

შეგახსენებთ, რო 2014/15 წლების სეზონის მეორე ნახევარში დესტრომ იჯარით „მილანში“ ითამაშა.

“ასტონ ვილა” “რომას” შემტევით ინტერესდება

მატია დესტრო შესაძლოა, ნისლიან ალბიონს შეუერთდეს.

იტალიური მედიის ინფორმაციით, ბირმინგემული გუნდი შეტევის ხაზის გაძლიერებას “რომას” წინახაზელით გეგმავს.

“ასტონ ვილა” უკვე აქტიურად ეძებს ბელგიელი, კრისტიან ბენტეკეს ალტერნატივას, რომელიც დღე-დღეზე “ლივერპულს” შეუერთდება.

შეგახსენებთ, რომ გასული სეზონის მეორე წრე დესტრომ იჯარით “მილანში” გაატარა. იტალიელმა 14 მატჩში სამჯერ გაიტანა.

დესტრო “მილანში” გადადის

“რომას” თავდამსხმელი მატია დესტრო უახლოეს პერიოდში “მილანს” შეუერთდება. იტალიური წყაროების თანახმად, 23 წლის ფეხბურთელი “როსონერიში” სამედიცინო შემოწმებას ოთხშაბათს გაივლის, რის შემდეგაც მხარეებს შორის შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება.

“რომას” ხელმძღვანელებს სურთ, რომ დესტრომ მაქსიმალურად სწრაფად დატოვოს გუნდი, რათა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დონეცკის “შახტარიდან” ლუის ადრიანოს დამატება მოესწროს.

მატია დესტრომ იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 16 მატჩი ხუთი გოლი გაიტანა.

 

დესტრო: „მიხარია, რომ გავიტანე“

„რომას“ თავდამსხმელი მატია დესტრო „პალერმოსთან“ იტალიის სერია ა-ს მე-19 ტურში თავისი გოლით კმაყოფილია.

„გოლები მომენატრა. ჩემთვის გატანა მნივშვნელოვანი იყო და მიხარია, რომ ეს გამომივიდა.

როდესაც თამაშის შესაძლებლობა მაქვს, ყოველთვის მაქსიმუმის გაკეთებას ვცდილობ“, – განაცხადა დესტრომ.

23 წლის ფორვარდმა „ჯალოროსიდან“ ღიმილით შესაძლო წასვლაზეც ისაუბრა: „ახლა „რომას“ ფეხბურთელი ვარ“.

რა ვიხილეთ სექტემბერში სერია A-ში?

სექტემბერი მიილია… იტალიის სერია A-ში, ნამდვილად იყო რამდენიმე საინტერესო მომენტი, რომელიც შეუმჩნეველი არ უნდა დაგვრჩეს. შეძლებისდაგვარად, ვეცდებით ეს მომენტები და ფაქტები შემოგთავაზოთ.

საუკეთესო მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი (უდინეზე).

”ინტერიდან” წასვლის შემდეგ, ანდრეა სტრამაჩონიმ დაამტკიცა, რომ მწვრთნელობა მაღალ დონეზე კვლავ შეუძლია.

Udinese Calcio v SSC Napoli - Serie A

”უდინეზეს” სერია A-ში ბრწყინვალე სტარტი ჰქონდა. სექტემბერში, სტრამაჩონის გუნდს ადვილი კალენდარი არ ჰქონდა, 5 თამაშიდან, ”ზებრებს” 3 თამაში, ”ლაციოსთან”, ”ნაპოლისთან” და ”იუვენტუსთან უწევდათ. ”უდინეზე”, მხოლოდ ”იუვენტუსთან” დამარცხდა, დანარჩენ შეხვედრებში კი გამარჯვება მოიპოვა. ანდრეა სტრამაჩონიმ და მისმა ასისტენტმა, დეიან სტანკოვიჩმა, ”უდინეზეს” სათამაშო სტილში კორექტირება შეიტანეს. მათ ასევე გარკვეული საკარდრო ცვლილებებიც განახორციელეს (ძირითადი მეკარე გახდა ორესტის კარნეზისი, მარჯვენა მცველად მუდამ გვევლინება – სილვან ვიდმერი, ნახევარდაცვის ცენტრში კი – პანაიოტის კონე). შედეგად, ”უდინეზე” შედეგების მხრივ უფრო პროდუქტიული გახდა.
არ შეიძლება, რომ დი ნატალეს თამაში არ აღინიშნოს. 36 წლის ფეხბურთელი, ახალი  სეზონის დასაწყისში, ფაქტობრივად მიწასთან გაასწორეს. აღარავინ ფიქრობდა, რომ ის 36 წლის ასაკში, კვლავ შესძლებდა გუნდისთვის ნაყოფიერი სარგებლის მოტანას. 2013 წლის მაისში, სტრამაჩონი ”ინტერიდან” გაანთავისუფლეს, ამის შემდეგ იგი აღარავის ახსოვდა, მაგრამ მან, სერია A-ში დაბრუნება, ტრიუმფალურად აღნიშნა. დღეისთვის, ”უდინეზე” სატურნირო ცხრილში მე-3 პოზიციაზე იმყოფება და ”იუვენტუსს” და ”რომას” 3 ქულით ჩამორჩება.

საუკეთესო ფეხბურთელი: კარლოს ტევესი (იუვენტუსი).

rueed00d7e342

სექტემბერში, კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ კარლოს ტევესი, სერია A-საუკეთესო თავდამსხმელია. არგენტინელი ფეხბურთელი, ”იუვენტუსის” მიერ დაფიქსირებული წარმატებული შედეგის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა. გასულ თვეში, მის ანგარიშზე 4 გოლი და 1 საგოლე პასი დაფიქსირდა, ჩემპიონთა ლიგაზე კი 2 გოლი გაიტანა. კარლიტო თითქმის ყველა თამაშში იტანს, ასეთი ფეხბურთელის ხელში, ”იუვენტუსს” სადარდებელი ნამდვილად არ ექნება (მინიმუმ იტალიაში).

საუკეთესო მატჩი: ”პარმა” 4-5 ”მილანი”

ჩვენ ვიხილეთ ისეთი თამაში, რომელიც სერია A-ს დამახასიათებელ მოსაწყენ თამაშებს არ განეკუთვნება. ეს იყო გრანდიოზული შედეგი, რომელიც ჰოკეის სტილში მიმდინარეობდა. ესეთი თამაშები, ჩემპიონატს მართლაც რომ შესანიშნავ ხიბლს მატებს.

ყველაზე წარუმატებელი მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი (ნაპოლი).

E9834F741A8BBBFACA34DAA2A52BAB_h416_w622_m2_q80_ceAMZqwLG

”ნაპოლის” მიმდინარე სეზონში საშინელი სტარტი ჰქონდა. ამ კლუბში, მფლობელებმა წარმოუდგენელი შრომა ჩადეს და რაფაელ ბენიტესმა აშკარად გაუცრუა იმედები. გუნდი უაზროდ კარგავს ქულებს. ”ნაპოლიში” აშკარად შეინიშნება დაცვის სუსტი თამაში და გუნდს უფრო მაღალკვალიფიციური მცველები ესაჭიროება. თურქეთსი გაყიდული გორან პანდევის აგენტი, კარლო პალავიჩინო ამბობს: ”ნაპოლის” გუნდური სულისკვეთება არ გააჩნია, დიდი გამარჯვების მისაღწევად, კი ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ, რაფა ბენიტესი, გუნდის დატოვების ერთ-ერთ მთავარ კანიდატად მოიაზრება.

ყველაზე წარუმატებელი ფეხბურთელი: ნემანია ვიდიჩი (ინტერი).

FC Internazionale Milano v Cagliari Calcio - Serie A

ყველამ კარგად ვიცით, რომ ვიდიჩი, დაბალი დონის მცველთა სიას არ განეკუთვნება, მაგრამ სერბი ფეხბურთელი, სექტემბრის თვეში ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი მცველი იყო სერია A-ში. ვიდიჩი იღებს წითელ ბარათებს, ”იკიდებს” პენალტებს და უშვებს ისეთ შეცდომებს, რომელიც გუნდის საბოლოო შედეგზე უარყოფითად მოქმედებს. შესაძლოა ვიდიჩი, ”ინტერის” ტაქტიკურ სქემას ვერ შეეჩვია, რომელიც 3 მცველით თამაშს გულისხმობს. ვიდიჩი წლიურად 3 მილიონ ევროს იღებს, რის გამოც გუნდის მფლობელი კი მისგან გაცილებით მეტს ელის.

თვის შოკი: ”ინტერი” 1-4 ”კალიარი”.

ალბათ, ყველას გაუკვირდა ამ მატჩის საბოლოო შედეგი. გასულ თვეში, ”კალიარი” სერია A-ს გუნდებს შორის, ყველაზე ნაკლებად ჩანდა და საპატიო ბოლო ადგილიც ეკავა, მაგრამ მოვიდა ”ინტერთან” თამაშის დრო და ამ გუნდმა სასწაული ჩაიდინა, ”ინტერი”, ანგარიშით 1-4 გაანადგურა და მთელი მსოფლიო აალაპარაკა. ეს იყო ნამდვილი შოკი.

ფაქტი: ”იუვენტუსი” არის ერთადერთი გუნდი, რომელსაც სექტემბერში გოლი არ გაუშვია.

ციტატა: ”ყველა მწვრთნელი გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრს ფიქრობს. აწონ-დაწონის, თუ რომელი გადაწყვეტილება იქნება მისთვის საუკეთესო და მომგებიანი. 3 წლის განმავლობაში, ანტონიო კონტემ ”იუვენტუსში” ბრწყინვალე შედეგი აჩვენა. მე მისგან ბრწყინვალედ ორგანიზებული გუნდი ჩავიბარე, მაგრამ აქ კიდევ ბევრი რამ არის გასაუმჯობესებელი.” – მასიმილიანო ალეგრი, ”იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი.

საუკეთეთესო 3 გოლი

სტეფანო ოკაკა (სამპტოდია) – გოლი ”ტორინოსთან”.

ჟერემი მენეზი (მილანი) – გოლი ”პარმასთან”. ჟერემი მენეზის მიერ ”პარმასთან” გატანილი გოლი, ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო გოლად აღიარეს.

მატია დესტრო (რომა) – ცენტრიდან გატანილი გოლი ”ვერონასთან”.


რა გველის ოქტომბერში?

5 ოქტომბერი: ”იუვენტუსი” – ”რომა”, ”ფიორენტინა” – ”ინტერი”.

19 ოქტომბერი: ”ფიორენტინა” – ”ლაციო”, ”ინტერი” – ”ნაპოლი”.

26 ოქტომბერი: ”მილანი” – ”ფიორენტინა”.

დესტრო: “დიდი ხანია, ასეთი გოლის გატანაზე ვფქრობდი”

იტალიის სერია A-ს V ტურში “რომასა” და “ვერონას” შორის გამართულ მატჩში (2:0) მასპინძელთა თავდამსხმელმა მატია დესტრომ გოლი თითქმის მოედნის შუაგულიდან გაიტანა.

“მეკარეები კარს ხშირად ტოვებენ და მეც დიდი ხანია, ასეთი გოლის გატანაზე ვფქრობდი. აი, ვცადე კიდეც. თუმცა, მთავარი ის არის, რომ გუნდმა გაიმარჯვა. მძიმე მატჩი გამოვიდა, “ვერონა” ჩაიკეტა და მომენტების შექმნის საშუალებას არ გვაძლევდა”, – ციტირებს დესტროს სიტყვებს იტალიური პრესა.

აღსანიშნავია, რომ დესტროს “რომას” ფორმით ჩატარებულ 56 მატჩში 26 გოლი აქვს გატანილი.

 

ვოლფსბურგი დესტროში 22 მილიონს იხდის

“ვოფლსბურგი” “რომას” ფორვარდის მატია დესტროს გადაბირებითაა დაინტერესებული.

გერმანული კლუბი მზად არის იტალიელში 22 მილიონი ევრო გადაიხადოს. შეგახსენებთ, რომ “რომამ” 20 მილიონიან წინადადებაზე უარი განაცხადა.

სერია A-ს გასულ სეზონში დესტრომ 20 შეხვედრა ჩაატარა და 13 გოლის გატანა მოახერხა.

 

დესტრო: “სკუდეტოსთვის ბრძოლას არასოდეს შევწყვეტთ”

იტალიური “რომას” თავდამსხმელი, მატია დესტრო აცხადებს, რომ “ჯალოროსი” სკუდეტოსთვის ბრძოლას არასოდეს შეწყვეტს.

შეგახსენებთ, რომ იტალიის სერია A-ში, ამჟამად, პირველ ადგილზე ტურინის “იუვენტუსი” იმყოფება, ხოლო მას “რომა” სამი ქულით ჩამორჩება.

“სკუდეტოსთვის ბრძოლას არასოდეს შევწყვეტთ. რა თქმა უნდა, ჩემპიონობა ძალიან გვინდა, შესაბამისად, ამისათვის მაქსიმალური კონცენტრაციაა საჭირო. კარგი გუნდი გვყავს და იმედია, “მილანსაც” დავამარცხებთ”, – ამბობს დესტრო.

დესტრომ თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშა

დღეს, „რომას“ თავდამსხმელმა მატია დესტრომ საერთო ჯგუფთან ვარჯიში განაახლა. ასეა თუ ისე, მოთამაშეს ფორმის აღსადგენად, კიდევ ბევრი მუშაობა დასჭირდება, რის გამოც ნოემბრის თვეში, დიდი ალბათობით, იგი მაინც ვერ ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ მუხლის ტრავმის გამო მატიას მიმდიანრე სეზონში ჯერ არცერთ შეხვედრა არ ჩაუტარებია.

რაც შეეხება „ჯალოროსის“ კიდევ ერთ ტრავმირებულ ფეხბურთელს ჟერვინიოს, გუშინ იგი ასევე თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდა, თუმცა გუნდის სამწვრთვნელო შტაბი რისკის თავიდან ასაცილებლად, მას „სასუოლოსთან“ მატჩისთვის არ გამოიძახებს.

ალექსანდრე მატევოსოვი