უახლესი ინფორმაცია: ჰუმელსმა “ბაიერნში” გადასვლის სურვილი გამოთქვა

დორტმუნდის “ბორუსია” ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, მატს ჰუმელსმა მიუნხენის “ბაიერნში” გადასვლის სურვილი გამოთქვა.

როგორც იცით, გერმანელი მცველის “ყვითელი მომავალი” კარგა ხანია, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. თუმცა, საკმაოდ დიდი ხანი მიმდინარეობდა სპეკულაციები იმის შესახებ, თუ რომელ კლუბში უნდოდა თავად ფეხბურთელს კარიერის გაგრძელება.

“მატს ჰუმელსმა გვამცნო საკუთარი სურვილის შესახებ, რომელიც ზაფხულში კლუბის დატოვებას და ჩვენი მეტოქეების ბანაკში, “ბაიერნში” გადასვლას გულისხმობს.” – ვკითხულობთ კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.

აქვე კლუბმა “ბაიერნს” მიანიშნა, რომ ჰუმელსის შეძენისთვის დიდი თანხის გაღება მოუწევთ: “კლუბი აღნიშნავს, რომ როგორც გუნდის სხვა ფეხბურთლებს, მატს ჰუმელსაც არ გააჩნია გამოსყიდვის კონკრეტული თანხა.

კონტრაქტი კი მას ჩვენთან 2017 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.”

რუმენიგე ადასტურებს: “ჰუმელსი “ბაიერნზე” ფიქრობს”

მიუნხენის “ბაიერნის” გენერალური დირექტორი, კარლ-ჰაინც რუმენიგე ადასტურებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც დორმტმუნდის “ბორუსიას” მცველი, მატს ჰუმელსი კარიერის “ბაიერნში” გაგრძელებაზე ფიქრობს.

“მე მხოლოდ ჰანს-იოაჰიმ ვატცკეს სიტყვების პერეფრაზირება შემიძლია – მატს ჰუმელსი “ბაიერნზე” ფიქრობს. თუმცა, როგორც წესი, ტრანსფერში სამი მხარე მონაწილეობს.” – განუცხადა რუმენიგემ გერმანულ მედიას “ატლეტიკოსთან” გასამართ მატჩამდე.

“არ მინდა წინასწარ რამე ვთქვა, უმჯობესია მშვიდად ვიყოთ და დაველოდოთ. სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი.” – დაამატა მან.

ჰუმელსის მამა: “მანჩესტერ სიტი” საინტერესო ვარიანტია”

მატს ჰუმელსის მამამ, რომელიც ამავდროულად მისი აგენტიც გახლავთ, აღნიშნა, რომ მისი შვილისთვის “მანჩესტერ სიტიში” გადასვლა და “მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელთან” მუშაობა საინტერესო ვარიანტი იქნებოდა.

ჰერმანმა SID-სთან ინტერვიუში განაცხადა: “მანჩესტერ სიტი” საინტერესო ვარიანტი იქნებოდა.

მართალია, ისინი წელს არც ისე კარგად ასპარეზობენ, მაგრამ მჯერა, რომ მომავალ სეზონში “სიტი” ჩემპიონი გახდება. მათ ხომ მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი გაწვრთნის.” – განაცხადა მან.

მატსის გადაბირებით “მანჩესტერ სიტის” გარდა კიდევ არაერთი კლუბია დაინტერესებული, მათ შორის : “ბაიერნი”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ჩელსი” და ა.შ.

„ბაიერნმა“ ჰუმელსის ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკება დაიწყო

მიუნხენის „ბაიერნის“ ხელმძღვანელობა დორტმუნდის „ბორუსიას“ მცველ მატს ჰუმელსის ტრანსფერთან დაკავშირებით მუშაობას იწყებს, იუწყება გერმანული „Bild“-ი. გამოცემიოს ინფორმაციით, მხარეებმა მოლაპარაკება დაიწყეს, ფეხბურთელის გადასვლა კი ოცდაათ მილიონ ევროდ ფასდება.

ჰუმელსი „ბაიერნის“ აღზრდილია. 2009 წელს მიუნხენელებმა ის „ბორუსიაში“ ოთხი მილიონი ევროს სანაცვლოდ გაუშვეს.

Bild

მამა: “ჰუმელსს რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს”

მატს ჰუმელსის მამის თქმით, დორტმუნდის “ბორუსიას” მცველს ზაფხულში რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. მამამისის თქმით, დორტმუნდში გატარებული 7 წლის შემდეგ, მან შესაძლოა ეს კლუბი დატოვოს.

27 წლის ფეხბურთელის გადაბირებით ძლიერ დაინტერესებულები არიან ინგლისიდან : საუბარია “ლივერპულის”, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “არსენალის” ინტერესზე. რაც შეეხება გერმანულ “ბაიერნს”, ბავარიელები ჰუმელსის გადაბირების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტები არიან.

“მატსს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. “დორტმუნდი” ევროპის საუკეთესო კლუბების რიგებში დაბრუნდა, ასე რომ, მას გადაწყვეტილების მიღებას კიდევ უფრო გაუჭირდება.

თუ ის “დორტმუნდის” დატოვებას გადაწყვეტს, მაშინ მას არჩევანის გაკეთება იმ 5-6 ტოპ კლუბს შორის მოუწევს. რა თქმა უნდა, მათ შორის “ბაიერნიც” არის.”

ჰუმელსი:”საკმარისად კარგები ვერ ვიყავით”

დორტმუნდის “ბორუსიას” კაპიტანი, მატს ჰუმელსი აღიარებს, რომ მისმა გუნდმა “ლივერპულთან” არც თუ ისე კარგად ითამაშა. საუბარია ევროპა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ მატჩზე (“ბორუსია” 1-1 “ლივერპული”).

“ნამდვილად არ ვიცი, უნდა ვიყო თუ არა კმაყოფილი. საკმარისად კარგად ვერ ვითამაშეთ. მეტი შანსის შექმნა შეგვეძლო, თუმცა ვერ მოვახერხეთ.

გოლი რომელიც ჩვენ გავუშვით, ძალიან მარტივი იყო. არასწორად ვიმოქმედე, არ უნდა გამოვსულიყავი მეგონა, რომ კომფორტულ სიტაუციაში ვიყავი, თუმცა შევცდი.

საბოლოო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ შედეგს არა უშავს.” – განაცხადა გერმანელმა მცველმა.

“ჩელსი” ჯონ ტერის ჩამნაცვლებელს მატს ჰუმელსში ხედავს

გერმანული ცნობილი გამოცემის, Sport Bild-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელობამ დორტმუნდის “ბორუსიასთან” მატს ჰუმელსის ტრანსფერის თაობაზე წამოიწყო მოლაპარაკებები.

როგორც იცით, ლონდონელთა რიგებს ზაფხულში კლუბის ლეგენდა და კაპიტანი, ჯონ ტერი დატოვებს, რომლის ბუცებიც შესაძლოა სწორედ გერმანელმა მცველმა მოირგოს.

აღსანიშნავია ისიც, რომ გერმანული მხარე 27 წლის ცენტრალური მცველის სანაცვლოდ 35 მილიონზე მეტს არ ითხოვს, რისი გადახდაც აბრამოვიჩს ნამდვილად არ გაუჭირდება.

ჰუმელსი გამოჯანმრთელდა

დორტმუნდის „ბორუსიას“ მცველი მატს ჰუმელსი კუნთების დაზიანების შემდეგ გამოჯანმრთელდა, რომლის გამო „ჰოფენჰაიმთან“ მატჩის გამოტოვება მოუწია, იუწყება „DW Sports“-ი.

დორტმუნდელთა თავკაცის ტომას ტუხელის თქმით, ფეხბურთელი „დარმშტადთან“ ბუნდესლიგის 24-ე ტურის მატჩში მონაწილეობას შეძლებს.

ჰუმელსმა “დორტმუნდსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის არჩევანი გააკეთა

დორტმუნდის “ბორუსიას” მცველმა მატს ჰუმელსმა მის ამჟამინდელ კლუბსა და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის არჩევანი გააკეთა.

“კიკერის” ცნობით, გერმანელმა ფეხბურთელმა “ბორუსიაში” დარჩენა გადაწყვიტა. “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი დაცვის ხაზის გაძლიერებას ჰუმელსით აპირებდა, თუმცა 26 წლის მცველმა ამ ზაფხულს “ოლდ ტრაფორდზე” გადასვლისგან თავი შეიკავა.

გერმანიის ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში მატს ჰუმელსმა 23 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა.

 

ჰუმელსი მოედანზე შეჭრილი ქომაგების დასჯას ითხოვს

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოსა და გერმანიის ნაკრებებს შორის გამართული მატჩის (0:2) შემდეგ ჟურნალისტების წინაშე “ბუნდესთიმის” მცველი მატს ჰუმელსი წარსდგა, რომელმაც შეხვედრის მიმდინარეობისას მოედანზე შეჭრილ გულშემატკივრებზე გაამახვილა ყურადღება.

“თამაშს ვაკონტროლებდით და მეტოქეს შანსი ფაქტობრივად არ მივეცით. შეხვედრა ჩვენი კარნახით წარიმართა და საბოლოოდ, დამსახურებულადაც მოვიგეთ. ჩემი აზრით, გულშემატკივრები, რომლებიც მოედანზე შემოდიან, უნდა დაისაჯონ”, – აღნიშნა მატჩის შემდეგ ჰუმელსმა.

 

იოახიმ ლიოვი: “მთავარია, რომ სამი ქულა მოვიპოვეთ”

საქართველოსა და გერმანიის დაპირისპირების დასრულების (0:2) შემდეგ შეხვედრა “ბუნდესთიმის” მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა და ფეხბურთელმა მატს ჰუმელსმა შეაფასეს.

იოახიმ ლიოვი: “პირველი ტაიმით კმაყოფილი ვარ, მეორე ნახევარში კი მეტოქემ თამაში გაგვირთულა. მიუხედავად ამისა, ბურთს მაინც ვაკონტროლებდით და სასურველი სამი ქულა მოვიპოვეთ. მოედანზე გულშემატკივართა შემოსვლა ხელს გვიშლის და სახიფათოა. უკეთესი იქნება, თუ ამის თავიდან არიდებას მოვახერხებთ.

საქართველოს ნაკრების მომავალი მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, ამიტომ ბევრს ვერაფერს ვიტყვი.”

მატს ჰუმელსი: “თამაშს ვაკონტროლებდით და მეტოქეს შანსი ფაქტობრივად არ მივეცით. შეხვედრა ჩვენი კარნახით წარიმართა და საბოლოოდ, დამსახურებულადაც მოვიგეთ. ჩემი აზრთ გულშემატკივრები, რომლებიც მოედანზე შემოდიან, უნდა დაისაჯონ.”

 

როგორ აართვა მატს ჰუმელსმა ბურთი ალვარო მორატას (ვიდეო)

18 მარტს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, დორტმუნდის “ბორუსიასა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის გამართულ მატჩში (0:3) მატს ჰუმელსმა ალვარო მორატას ბურთი ძალიან კარგად აართვა.