ალექს პაპადოპულოსი: “მთავარია ბევრი შრომა და წარმატება აუცილებლად მოვა”

მარტვილის “მერანის” რიგებში ბერძენი ფეხბურთელი ალექსანდროს პაპადოპულოსი თამაშობს. ალექსი სწორედ მაშინ შემოუერთდა მარტვილის გუნდს, როცა “მერანელებს” პრობლემები ჰქონდათ. სხვადასხვა მიზეზების გამო ძირეულად შეცვლილ “მერანს” ცუდი სტარტი ჰქონდა მიმდინარე ეროვნულ ჩემპიონატში, თუმცა ბოლო ტურის მატჩში “გურიასთან” მარტვილელებმა სამ ქულასთან ერთად, გამარჯვების მუხტი და განწყობა დაიბრუნეს, რაშიც თავისი წვლილი პაპადოპულოსმაც შეიტანა. (მის მიერ ჩაწოდებული ბურთი ჩაჭრა “გურიას” ფეხბურთელმა საკუთარ კარში). თუ როგორ მოხვდა პაპადოპულისი “მერანში” და რას ფიქრობს ზოგადად ქართულ ფეხბურთსა და საქართველოზე, ამ კითხვებით თავად ბერძენ ფეხბურთელს მივმართეთ:

— ალექს, გულშემატკივარს აინტერესებს ალბათ, თუ როგორ მოხვდი “მერანში” და მანამდე სად მოღვაწეობდით.
— საბერძნეთიდან ვარ და საბერძნეთის ეროვნული ჩემპიონატის პირველი და მეორე ლიგის გუნდებში ვთამაშობდი. “მერანში” ჩემი მოხვედრა ოჯახურმა მდგომარეობამ განაპირობა. მშობლები გარდამეცვალა ადრეულ ასაკში.

— ლანჩხუთის “გურიასთან” გამარჯვება და თქვენი კარგი თამაში, მშობლების ხსოვნას მიუძღვენით, შეგიძლიათ გვითხრათ რა დაემართათ მათ?
— დედას სიმსივნე ჰქონდა, 5 წელი იტანჯებოდა და ძალიან დიდი თანხა დავხარჯე მის გადასარჩენად, მაგრამ მაინც ვერ შევძელი, გულის პრობლემები აწუხებდა მამაჩემსაც და ორივე დავკარგე. ძალიან მძიმე სტრესი იყო ეს ჩემთვის. ყველაფერზე ამიცრუვდა გული, მათ შორის ფეხბურთზეც. ჩემს ქვეყანაში გაჩერებაც არ მინდოდა, იმდენად ცუდად ვგრძნობდი თავს. შემდეგ მარტვილის “მერანზე” გავიგე შემთხვევით და მეგობრებმაც მირჩიეს, რომ მეცადა ფეხბურთში დაბრუნება და ამით სხვა რამეზე გადამეტანა ჩემი ტკივილი. აქ თბილად მიმიღეს, ვარჯიშები დავიწყე და იმედია, მალე შევალ ოპტიმალურ ფორმაში.

— დიდი ხანი არაა, რაც მარტვილში ხართ, მაგრამ გარკვეული წარმოდგენა გექნებათ “მერანზე”. რას იტყვით მარტვილის გუნდზე?
— ძალიან ლამაზი რაიონია მარტვილი, თავისი ადგილმდებარეობით. როგორ შეიძლება, არ მოგწონდეს აქაური ჰაერი და გარემო. რაც შეეხება თვითონ გუნდს, აქ ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელი არის და მათ შეუძლიათ დიდი ფეხბურთი ითამაშონ, ოღონდ, ამისთვის აუცილებელია ძალიან ბევრი შრომა, წარმატების მთავარი მოთხოვნაა შრომა.

— როგორ ფიქრობთ, შეძლებს “მერანი” უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას?
— რთული სტარტი ჰქონდა გუნდს, მაგრამ ყველაფერი წინაა, ვიბრძოლებთ და მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ “მერანი” უმაღლეს ლიგაში დარჩეს. ძნელი იქნება, მაგრამ არა შეუძლებელი.

— და ბოლოს, რამდენ ხანს აპირებთ “მერანში” დარჩენას და რას ეტყოდით “მერანის” გულშემატკივარს?
— რამდენ ხანს დავრჩები, ამას მომავალი გვიჩვენებს, თუმცა სანამ აქ ვიქნები, “მერანისთვის” დავიხარჯები 100 პროცენტით, იმიტომ, რომ ეს ჩემი გუნდია დღეს. რაც შეეხება გულშემატკივარს, მე ვგრძნობ მათ მხარდაჭერას, ტაშს და ეს უფრო მეტს სტიმულს მაძლევს. მიხარია, რომ ასეთი დამოკიდებულება არის მარტვილში ფეხბურთის მიმართ. მათ ერთადერთს ვეტყვი, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ “მერანის” წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანო და ისინი გავახარო.

 

დებიუტანტების მატჩები და განახლებული „დინამო არენა“ – უმაღლესი ლიგის პირველი ტურის პრევიუ

დღეს საქართველოს 2015/16 წლების სეზონის უმაღლესი ლიგის გათამაშება იწყება. წლევანდელი ჩემპიონატი, მისი წინამორბედის მსგავსად, ასევე 16-გუნდიანი იქნება.

„ცხინვალი“ – „საბურთალო“

პირველი დღე ორი მატჩით გამოირჩევა, რომელშიც მონაწილეობას ელიტარულ ლიგაში ასული ორი გუნდი მიიღებს. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე „ცხინვალი“ დებიუტანთ „საბურთალოს“ მიიღებს, რომლისთვისაც ეს შეხვედრა, შეგვიძლია, ისტორიულად ჩავთვალოთ.

ცხინვალელთათვის გასული სეზონი წარმატებული გამოდგა. კახა კაჭარავას გუნდმა ჩემპიონატში მეოთხე ადგილი დაიკავა და პირველად თავისი არსებობის ისტორიაში ევროტურნირებზე თამაშის უფლება მოიპოვა – ევოპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე მისი მეტოქე რუმინული „ბოტოშანი“ იყო, რომელთანაც ორი მატჩის ჯამში, ანგარიშთ 2:4 დამარცხდა.

რაც შეეხება „საბურთალოს“, პირველ ლიგაში გუნდმა ქულათა რეკორდული რაოდენობა (87) დააგროვა და უახლოეს მდევარ „ლოკომოტივს“ 19 ქულით გაუსწრო. ზაფხულში საბურთალოელებს არაერთი მოსამზადებელი მატჩი ჩაუტარებიათ. 30 ივლისს, „ბენდელაზე“, მათ სწორედ „ცხინვალი“ მიიღეს, რომელსაც, სხვათა შნორის, ანაგრიშით 2:1 სძლიეს. ბოლო ადროს ახალი სეზონისთვის „საბურთალო“ დუშეთში ემზადებოდა.

ერთი თვის წინ „საბურთალო“ ერთ-ერთმა გამორჩეულმა მოთამაშემ, 19-წლამდელთა ნაკრების მცველმა გიორგი თევზაძემ დატოვა, რომელიც თბილისის „დინამოში“ გადაბარგდა. სამაგიეროდ, იმავე „დინამოდან“ „საბურთალომ“ ნახევარწლიანი იჯარით ლაშა თოთაძე გადაიბირა. ასევე გუნდს გამოცდილი თავდამსხმელი ჯაბა დვალი შეუერთდა.

საინტერესოა, როგორი იქნება გასული სეზონის უმაღლესი ლიგის გამორჩეული გუნდის შეხვედრა ახალგაზრდულ დებიუტანტთან…

„ჩიხურა“ – „ლოკომოტივი“

ინვანწმინდაში „ჩიხურა“ ხუთწლიანი პაუზის შემდეგ უმაღლეს ლიგაში დაბრუნებულ თბილისის „ლოკომოტივს“ მიიღებს.

„ლოკომოტივს“ ნაყოფიერი ზაფხული ჰქონდა. ქართულ კლუბებთან სპარინგმატჩების გარდა, „რკინიგზელებმა“ ავსტრიაში შეკრება გაიარეს, სადაც ისრაელის „მაკაბი ფეტაჰ-ტიკვას“ ანგaრიშთ 2:1 მოუგეს და ზაგრების „დინამოს“ მეორე გუნდს დაუზავდნენ. ასევე „რკინიგზელები“ „ალ-აჰლის“ შეხვდნენ, რომლის შემადგენლობაში გამოცდილი თავდამსხმელი მირკო ვუჩiნიჩი და ნახევარმცველი ჯეფერსონ ფარფანი გამოდიან. იმ შეხვედრაში „ლოკომ“ ანგარიშით 1:3 წააგო – დუბლი ვუჩნიჩმა შეასრულა. შეკრების ბოლო ამხანაგურ მატჩში კი „ლოკომოტივმა“ თურქულ „ესკისეისპორთან“ გამანადგურებელი ანაგრიშით, 0:7 წააგო.

„დილა“ – „კოლხეთი“

ხვალინდელი სათამაშო დღე 17:00 საათზე ერთდროულად სამი მატჩით დაიწყება. მათ შორის ყველაზე დიდ ინტერესს გორში ჩასატარებელი შეხვედრა იწვევს, რომელშიც ადგილობრივი „დილა“ ფოთის „კოლხეთს“ მიიღებს.

გორელებს მძიმე ზაფხული ჰქონდათ. თუ წინა სეზონებში ამ დროისთვის ისინი ევროტურნირებზე გამოდიოდნენ, წელს განსხვავებული მდგომარეობაა. უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე გორელები, ორი მატჩის ჯამში, ბელგრადის „პარტიზანთან“ ანგარიშით 0:3 დამარცხდნენ.

„კოლხეთმა“ შეკრება თურქეთში გაიარა, სადაც რამდენიმე სპარინგშეხვედრა ჩაატარა. პირველ მატჩში ფოთელებმა აზერბაიჯანული „ზირე“ 1:0 დაამარცხეს.

ზაფხულში „კოლხეთს“ რამდენიმე ახალწვეული დაემატა, რომელთა შორის ამბერკ ინჯიბაშვილიც არის, რომელიც მშობლიურ კლუბში დაბრუნდა. ასევე ფოთელებმა უკრაინელი ნახევარმცველი ნიკიტა პოლულიახი გაიფორმეს. ფოთელების ღირსებას ახალ სეზონში გამოცდილი, ერთ დროს თბილისის „დინამოს“ კაპიტანი, ალექსანდრე კოშკაძეც დაიცავს.

„დინამო ბათუმი“ – „ზუგდიდი“

ევროტურნირებზე საქართველოს სახელით გამოსული კიდევ ერთი კლუბი ბათუმის „დინამო“ ჩემპიონატის პირველ ტურში „ზუგდიდს“ მიიღებს. ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო“, ორი მატჩის ჯამში, კვიპროსის „ომონიასთან“ ანგარიშით 1:2 დამარცხდა. არადა, ზესტაფონში პირველი შეხვედრა აჭარელთა გამარჯვებით, 1:0 დასრულდა.

გასულ სეზონში დებიუტანტი ბათუმური კლუბის არა თუ მეორე ადგილზე, არამედ სამეულში შესვლაც მოულოდნელი იყო.

რაც შეეხება „ზუგდიდს“, მეგრულმა კლუბმა ზაფხულში „ბაიას“ ბაზაზე არაერთი მოსამზადებელი თამაში ჩაატარა. გასულ სეზონში გუნდმა უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა და მე-13 ადგილზე გავიდა.

საინტერესოა, მოახერხებს თუ არა „დინამო“ კვლავ საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას და იფიქრებს თუ არა ისევ უმაღლესში ადგილის შენარჩუნებაზე მეგრული კლუბი.

„სამტრედია“ – „შუქურა“

გასული სეზონის მე-6 და მე-7 ადგილოსნები „სამტრედია“ და ქობულეთის „შუქურა“ ერთმანეთს უკვე პირველივე ტურში შეხვდებიან. გასული სეზონის პირველ წრეში „სამტრედიას“ სამეულში შესვლის პრეტენზია ჰქონდა, თუმცა მეორე ნახევარში მოვლენები ისე განვითარდა, რომ საბოლოოდ, სამტრედიელები სამეულს მთელი 13 ქულით ჩამორჩნენ. სამაგიეროდ, გუნდი საქართველოს თასის ფინალში გავიდა, სადაც, მართალია, „დინამო თბილისთან“ ანგარიშით 0:5 განადგურდა. ზაფხულის დასაწყისში გუნდი გამოცდილმა ალექსანდრე იაშვილმა და დავით კვირკველიამ დატოვეს. პირველი თბილისის „დინამოში“ დაბრუნდა, ხოლო მეორემ კვლავ გორის „დილას“ მაისური მოირგო.

თავის მხვრივ, „შუქურამ“გამორჩეული მცველები არჩილ ტვილდიანი და დავით ხოჭოლავა გაუშვა. პირველი თბილისის „დინამოს“ დაუბრუნდა, მეორე კი, უკრაინაში, ოდესის „ჩერნომორეცის“ ძირითად შემადგენლობაში გამოდის.

„გურია“ – „სიონი“

ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონზე ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურისთვის მზადება სრული დატვირთვით მიმდინარეობს. ლანჩხუთელები პირველ ტურში ბოლნისის „სიონს“ მიიღებენ.

ზაფხულში „გურიაში“ ბევრი ცვლილება განხორციელდა. გუნდს კახი გოგიჩაიშვილის სახით ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. გარდა ამისა, კლუბმა არაერთი მოთამაშე გაუშვა, რომელთა ადგილი ახალწვეულებმა დაიკავეს. ახალწვეულთა შორის მცველი ლევან ქურდაძეცაა, რომელიც ლანჩხუთელებს ერთწლიანი განშორების შემდეგ დაუბრუნდა.

„სიონი“ გასულ სეზონში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოდა და უმაღლეს ლიგაში დარჩენის გარანტია მხოლოდ რამდენიმე ტურით ადრე მიიღო. ცოტა ხნის წინ ბოლნისელებმა პორტუგალიელი ლეგიონერი, 23 წლის თავდამსხმელი ლუის ალბერტო ბათუმის „დინამოში“ გაუშვეს.

გასულ კვირას „სიონმა“ ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის პირველ ორ თვეში საშინაო მატჩების მშობლიურ ქალაქში ჩატარების უფლება მოიპოვა. პირველი საშინაო თამაში გუნდს თასზე 18 აგვისტოს „რუსთავთან“ უწევს, მანამდე კი ბოლნელებს რთული გასვლა ელით.

„ტორპედო“ – „მერანი“

სეზონის წინ „ტორპედოში“ მორიგი ცვლილებებია. ახალწვეულთა შორის აღსანიშნავია გამოცდილი ნახევარმცველი გიორგი ნერგაძის დაბრუნდება.

სათქმელია, რომ ქუთაისელებმა კვლავ ლოგო შეცვალეს. ასევე ახალ სეზონში ისინი სხვა ფერებით ითამაშებენ – ამჯერად იმერლები შავ-მწვანე ფერით გამოვლენ.

შეხვედრა ქუთაისის ცენტრალურ სტადიონზე 19:00 საათზე დაიწყება

„დინამო თბილისი“ – „საპოვნელა“

უეფას სუპერთასის მასპინძლობის შემდეგ სამ დღეში ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენა“  პირველი ტურის ბოლო მატჩს უმასპინძლებს, რომელშიც თბილისის „დინამო“ უმაღლესი ლიგის კიდევ ერთ დებიუტანტს თერჯოლის „საპოვნელას“ მიიღებს.

რთული ზაფხული საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბსაც ჰქონდა. წინა სეზონის ბოლოს კახი გოგიჩაიშვილის ნაცვლად მთავარი მწვრთნელის პოსტზე გია გეგუჩაზე დაინიშნა. ევროპის ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „დინამო“ აზერბაიჯანულ „გაბალასთან“, ორი შეხვედრის ჯამში, ანაგრიშთ 2:3 დამარცხდა, რის შემდეგაც სეზონსითვის მომზადება თბილისში გააგრძელა. ამ პერიოდში კლუბმა რამდენიმე ახალწვეული დაიმატა. როგორც აღვნიშნეთ, ერთ-ერთ მათგანი საქართველოს 19-წლამლდეთა ნაკრების მცველი გიორგი თევზაძეა, რომელიც დინამოელებს „საბურთალოდან“ შეუერთდა. ასევე „დინამომ“ ალექსანდრე იაშვილი, ბაჩანა არაბული, გიორგი გურული, ზაზა ჭელიძე და გიორგი ქვილითაია დაიმატა. „შავ-თეთრებმა“ ასევე თურქეთიდან მცველი გიორგი რეხვიაშვილი დაიბრუნეს.

„დინამოს“ ტრანსფერებს შორის, რასაკვირველია, აღსანიშნავია გიორგი პაპუნაშვილი ბრემენის „ვერდერში“ გადასვლა. ქართველი ნახევარმცველი გერმანიაში სადებიუტო სეზონს მესამე ბუნდესლიგაში ატარებს, სადაც „ბრემენელი მუსიკოსელის“ მეორე გუნდში ირიცხება. 2015/16 წლების სეზონში პაპუნაშვილი „ვერდერში“ იჯარის წესით ითამაშებს.

საინტერესოა, რა მიზნები ექნება ახალ სეზონში „საპოვნელას“. პირველივე ტურში თერჯოლელებს ჩემპიონატის გამორჩეული გუნდი ერგოთ, შესაბამისად, გუნდის პოტენციალის შეფასება, სავარაუდოდ, მინიმუმ პირველი ხუთი ტურის შემდეგ შეგვეძლება.

“მერანი” შეიკრიბა და ახალგაზრდებს სინჯავს

ახალი სეზონისთვის მზადება მარტვილის “მერანმაც” დაიწყო. ცნობილია, რომ ახალ სეზონში კლუბი გამოცდილმა კადრებმა დატოვეს და შემცირებული ბიუჯეტის გამო მარტვილელები ახალგაზრდებს დაეყრდნობიან.

“მერანის” პრესსამსახურის ცნობით, მარტვილში სინჯებზე, ადგილობრივი ფეხბურთელების გარდა სხვადასხვა რაიონებიდანაც ჩავიდნენ. გუნდთან ერთად ვარჯიშობს უკრაინელი ლეგიონერი ნიკიტა პოლულიახი, რომელიც მწვრთნელის თქმით კარგ შთაბეჭდილებს ტოვებს და სავარაუდოდ დარჩება გუნდში. გარდა უკრაინელისა სხვა ფეხბურთელებსაც აკვირდებიან მარტვილში და თუ ვინ დაიცავს ”მერანის” ღირსებას ახალ სეზონში, უახლოეს მომავალში გაირკვევა.

“მერანს” ფეხბურთელები ტოვებენ

მარტვილის ”მერანის” პრესსამსახურის ცნობით ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ფეხბურთელები: ლევან გეგეჭკორი, კიჭი მელიავა, დათა ციცხვაია, აკაკი წყაროზია და ნოდარ კიკნაველიძე სხვა კლუბებში გააგრძელებენ კარიერას.

მარტვილელები იუწყებიან, რომ გეგეჭკორი კარიერას ქობულეთის ”შუქურაში” გააგრძელებს, კიჭი მელიავა და დათა ციცხვაია ლანჩხუთის ”გურიაში”, სავარაუდოდ ასევე ”გურიაში” იასპარეზებენ აკაკი წყაროზია და ნოდარ კიკნაველიძე.

კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ”მერანი” ახალ სეზონს ახალგაზრდული გუნდით შეხვდება, ახალწვეულებზე სიახლეები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ კლუბი ზურაბ მამალაძემაც დატოვა. გამოცდილი მეკარე კარიერას “ზუგდიდში” გააგრძელებს.

მერანი vs დინამო – მატჩამდე

11 აპრილს, საქართველოს XXVI ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 23- ე ტურის მატჩს ჩვენი გუნდი მარტვილში, მერანის წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე 16.00 საათზე დაიწყება. მატჩის ვიდეო და ტექსტურ ლაივს ტრადიულად ჩვენი კლუბის ოფიციალური ვებ–გვერდი განახორციელებს.

ჩვენი მეტოქე

მარტვილის საფეხბურთო კლუბი მერანი 1955 წელს დაარსებული სალხინოს ბაზაზე შეიქმნა. მარტვილის მერანი საქართველოს ჩემპიონატში 1997 წლიდან გამოჩნდა და მას შემდეგ გუნდი სტაბილურად ასპარეზობდა ქვეყნის პირველი ლიგის გათამაშებაში. მერანმა უმაღლეს ლიგაში აღსაზევებლად პირველად 2007–2008  წლების სეზონში გაიბრძოლა, თუმცა გუნდმა სატურნირო ცხრილში მესამე პოზიცია დაიკავა და მომდევნო სეზონიც პირველ ლიგაში დაიწყო. გუნდმა ანალოგიური შედეგი აჩვენა 2008-2009 და 2009-2010 წლების სეზონებში. 2009-2010 სეზონში მარტვილის მერანმა საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების 1/2 ფინალურ ეტაპზე ითამაშა, სადაც ორი მატჩის ჯამში ვიტ ჯორჯიასთან 1:2 (1:0 / 0:2) დამარცხდა. 2010-2011 წლების სეზონში კი მარტვილის მერანმა საწადელს მიაღწია, გუნდმა პირველ ლიგაში მეორე პოზიცია დაიკავა და უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. დებიუტანტის კვალობაზე მერანმა შესანიშნავად ჩაატარა 2011-2012 წლების სეზონი და უმაღლეს ლიგაში მეხუთე ადგილი დაიკავა.

მწვრთნელი და მერანი

2014 წლის ზაფხულიდან მარტვილის მერანს უკრაინელი ფეხბურთის სპეციალისტი- ვლადიმერ ლობასი თავკაცობს. მისი ხელმძღვანელობით მერანმა ჩემპიონატში ჩატარებული 22 თამაშიდან ექვსში იმარჯვა, შვიდი ფრე ითამაშა და ცხრაჯერ დამარცხდა. დაგროვილი 25 ქულით გუნდი მე- 12 ადგილზეა.

დინამომდე…

ზამთრის პაუზის შემდეგ, ჩემპიონატის მეორე წრე მერანმა ვიტ ჯორჯიასთან ფრედ 2:2 ჩატარებული მატჩით განაახლა. ამას მოჰყვა წაგება ცხინვალთან 0:2 და ისევ ფრე, ამჯერად ქუთაისის ტორპედოსთან ანგარიშით 1:1. შემდეგ მარტვილელებმა ორჯერ წააგეს, ბათუმის დინამოსთან 1:2 და ზუგდიდთან 0:3. დაამარცხეს გურია მინიმალური ანგარიშით 1:0 და ისევ მარცხი- ჩიხურასთან 0:2.

დინამო VS მერანი

დინამოსა და მერანის ურთიერთშეხვედრებს ხანმოკლე ისტორია აქვს. ეს გუნდები ერთმანეთს სულ 9- ჯერ შეხვედრიან. ჩვენმა გუნდმა 9 თამაშიდან 6 მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და 1 მატჩი წააგო. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება 21/9 თბილისელთა სასარგებლოდ არის. დინამოსა და მერანის პირველი დაპირისპირება 2011 წლის 25 სექტემბერს შედგა. ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ბაზაზე გამართული პაექრობა ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვებით- 2:1 დასრულდა. მარტვილელთა კარში გოლები ალექსანდრე კოშკაძემ და დავით ოდიკაძემ გაიტანეს. დინამოსა და მერანს შორის უკანასკნელი დაპირისპირება 2014 წლის 5 ოქტომბერს თბილისში გაიმართა. მე- 8 ტურის მატჩი გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა.

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

დისკვალიფიკაციის გამო ხვალინდელ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს დინამოს ბრაზილიელი ლეგიონერი- რენე ფერეირა.

მერანი vs დინამო – მსაჯი

მერანისა და დინამოს ხვალინდელ დაპირისპირებას- ლაშა სილაგავა განსჯის. შეხვედრის მთავარ არბიტრს ასისტენტობას ზ. მენთეშაშვილი და ს. სპიცინი გაუწევენ. სათადარიგო მსაჯი ბ. ნინუა იქნება.

ლაშა სილაგავამ ჩვენი გუნდის მონაწილეობით უკანასკნელად ამა წლის 5 მარტს ზესტაფონთან გამართული მატჩი იმსაჯა. თბილისელთა გამარჯვებით (3:2) დასრულებულ შეხვედრაში ლაშა სილაგავამ რვა მოთამაშე გააფრთხილა.

უკანასკნელი მატჩი, რომელიც ლაშა სილაგავამ იმსაჯა, 3 აპრილს გამართული სიონი 1:2 კოლხეთი გახლავთ. აღნიშნულ შეხვედრაში მატჩის მთავარმა არბიტრმა ფეხბურთელებს ექვსი ყვითელი ბარათი უჩვენა, ხოლო ორი მათგანი გააძევა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის, ლაშა სილაგავას მიერ განსჯილი შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

ლაშა სილაგავა
დაბადების თარიღი: 1976 წლის 27 ივლისი

===========================================

უმაღლესი ლიგა – 141 თამაში / 477 ყვითელი / 20 წითელი / 19 პენალტი

პირველი ლიგა – 7 თამაში / 21 ყვითელი / 0 წითელი / 3 პენალტი

საქართველოს თასი – 26 თამაში / 74 ყვითელი / 2 წითელი / 1 პენალტი

საქართველოს სუპერთასი – 2 თამაში / 6 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

უეფა. ჩემპიონთა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი – 2 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფა. ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი – 3 თამაში / 13 ყვითელი / 0 წითელი / 2 პენალტი

უეფა. ევროპა ლიგა.საკვალიფიკაციო ეტაპი – 3 თამაში / 19 ყვითელი / 2 წითელი / 2 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21.საკვალიფიკაციო ეტაპი – 4 თამაში / 8 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U19.საკვალიფიკაციო ეტაპი – 6 თამაში / 30 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი

საერთაშორისო ამხანაგური მატჩი – 1 მატჩი / 5 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი – 1 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

მალტის ჩემპიონატი – 1 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

 

 

მერანის სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში მარტვილელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

მამალაძე – მელიავა, ლომაშვილი, ორბელაძე, გეგეჭკორი – ფონიავა, კიკნაველიძე, წყაროზია, ჯღამაია –შულაია, ლომია

FCDinamo.GE

დინამო VS მერანი – ურთიერთშეხვედრები

11 აპრილს ეროვნული ჩემპიონატის 23- ე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი მარტვილში, ადგილობრივი მერანის წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა მურთაზ ხურცილავას სახელობის სტადიონზე 16.00 საათზე დაიწყება.

დინამოსა და მერანის ურთიერთშეხვედრებს ხანმოკლე ისტორია აქვს. ეს გუნდები ერთმანეთს სულ 9- ჯერ შეხვედრიან. ჩვენმა გუნდმა 9 თამაშიდან 6 მოიგო, 2 ფრედ ითამაშა და 1 მატჩი წააგო. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება 21/9 თბილისელთა სასარგებლოდ არის. დინამოსა და მერანის პირველი დაპირისპირება 2011 წლის 25 სექტემბერს შედგა. ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ბაზაზე გამართული პაექრობა ჩვენი ფეხბურთელების გამარჯვებით- 2:1 დასრულდა. მარტვილელთა კარში გოლები ალექსანდრე კოშკაძემ და დავით ოდიკაძემ გაიტანეს.

დინამოსა და მერანს შორის უკანასკნელი დაპირისპირება 2014 წლის 5 ოქტომბერს თბილისში გაიმართა. მე- 8 ტურის მატჩი გატანილი გოლების გარეშე 0:0 დასრულდა.

FCDinamo.GE

ქულა მარტვილელებთან

5 მარტს, საქართველოს 26-ე ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მე-18 ტურის მატჩები გაიმართა. ქუთაისის „ტორპედომ“ საკუთარ კედლებში მარტვილის „მერანს“ უმასპინძლა.

გაზაფხულის მე-5 დღეს ქუთაისში არასაფეხბურთო ამინდი დაემთხვა. დილიდანვე წვიმდა. გუნდების მატჩისწინა მოთელვის დროს კი, თოვლიც წამოვიდა. საშინელი სუსხისა და სიცივის მიუხედავად, „ცენტრალურის“ ტრიბუნებზე ჩვენი გუნდის რამდენიმე ასეული ქომაგი მაინც შეიკრიბა. „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი დარასელიამ თავიდანვე შეტევითი ტაქტიკა აირჩია და წინა ხაზში თავდამსხმელთა ტრიო, საბანაძე-კვარაცხელია-კვერნაძე გაამწესა. თუ ერთ ეპიზოდს არ ჩავთლით, როცა ჯღამაიამ არაზუსტად დაარტყა თავით, საწყისი 20 წუთი მხოლოდ ქუთაისელთა მიერ შექმნილი სახიფათო მომენტებით ხასიათდებოდა. კლიმიაშვილმა საჯარიმო დარტყმით ვერ მოახვედრა ბურთი მიზანში, ხოლო კირკიტაძისა და კვარაცხელიას ბოლო დარტყმებს მერანელები გადაეღობნენ. მე-13 წუთზე, დაწინაურების რეალური შანსი ვერ გამოიყენა კვერნაძემ, რომელმაც ჩიკვილაძის ჩაწოდებით სამიოდე მეტრიდან იმ მიმართულებით გაუშვა ბურთი, სადაც მამალაძე იდგა. აქედან ერთ წუთში იყო ჭელიძის გასროლა და მეკარის მიერ ბურთის კუთხურზე მოგერიება. „მერანის“ გამოცოცხლებას მასპინძელთა კარში გატანილი გოლი მოჰყვა, 32-ე წუთზე, ტორპედოელ მცველებს საბა ლომია გაეპარათ, მეკარესთან პირისპირ გასულმა ფორვარდმა მცირე რიკოშეტის შედეგად ანგარიში გახსნა – 0:1. ანგარიშში ჩამორჩენის შემდეგ ტორპედოელებს ოდნავი დაბნეულობა შეეტყოთ, ამით ქიქავასა და წყაროზიას შეეძლოთ ესარგებლათ, თუმცა კარს ააცილეს. საპირისპირო კართან იგივე გააკეთა კვარაცხელიამაც. პირველი ტაიმის დამატებულ წუთზე „ტორპედომ“ საქმე კვლავ ნულიდან დაიწყო, მეტოქის საჯარიმოს მისადგომებთან ორთაბრძოლაში კვარაცხელიამ ივარგა და მარჯვნივ კირკიტაძეს გაუგორა ბურთი, დათომ იდეალური პასით ნიკა საბანაძე მონახა, რომელმაც ზედიზედ მეორე მატჩში გამოიჩინა გოლით თავი – 1:1.

მეორე ტაიმში ქუთაისელებმა სრული სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს. 65-ე წუთამდე მარტვილელები მეტოქის ნახევარზეც კი სულ რამდენიმეჯერ გადავიდნენ. „ტორპედოდან“ დაწინაურების შესაძლებლობა კვარაცხელიას, ქიმაძეს, საბანაძესა და კვერნაძეს ჰქონდათ. მათგან ყველაზე მაღალპროცენტიანი შანსი სწორედ ამ უკანასკნელს მიეცა, მან დრიბლინგის შემდეგ ხელსაყრელი პოზიციიდან დაარტყა მეკარისგან მარცხენა კუთხეში, მაგრამ მამალაძემ კარგი რეაქცია გამოავლინა და ბურთიც მოიგერია. სხვათა შორის, კვერნაძემ ამ მომენტამდე ცოტა ხნით ადრე გოლიც გაიტანა, რომელიც ოფსაიდის გამო არ ჩაითვალა. 66-ე წუთზე, კონტექსტიდან ამოვარდნილს ჰგავდა გეგეჭკორის დარტყმა, ბურთი კარს მიღმა წავიდა. 71-ე წუთზე, კირკიტაძის ჩაწოდებით კვლავ კვერნაძე ცდილობდა თავით გატანას, თუმცა ისევ მეკარემ ივაჟკაცა. ერთ წუთში კლიმიაშვილის შესრულებული „სტანდარტით“ „მერანი“ ადამაძისგან გადაურჩა გოლს, ტორპედოელმა ფეხით ოდნავ არაზუსტად იმოქმედა. 83-ე წუთზე, საბანაძემ „საჯარიმო“ დაარტყა და მცირე მანძილით ააცილა „ჩარჩოს“. შეტევაზე ორიენტირებულ „ტორპედოს“ სტუმართა ერთი-ორი სახიფათო კონტრშეტევის დროს მოუწია ნერვიულობა, მათ შორის 90-ე წუთზე, ციცხვაიას უშედეგო თავური დარტყმით. მეორე ტაიმზე დამატებულ 4 წუთშიც მომენტის რეალიზება არ მოხდა და საბოლოო ანგარიშიც პირველი ტაიმის დაფიქსირდა – 1:1.

FCTorpedo.GE

„მერანთან“ ნავსის გასატეხად

5 მარტს, მიმდინარე პირველობის მორიგ ტურში ქუთაისის „ტორპედო“ საკუთარ არენაზე მარტვილის „მერანს“ მიიღებს. 15:00 საათზე დასაწყისი თამაშის ინტერნეტ-ტრანსლაციას, ტრადიციულად, ჩვენს ვებგვერდზე შემოგთავაზებთ. შეგახსენებთ, რომ ჩვენი კლუბის ხელმძღვანელთა გადაწყვეტილებით, ამ სეზონში „ტორპედოს“ ყველა საშინაო მატჩზე დასწრება უფასოა.

ჩვენი მომდევნო მეტოქე გასულ 17 ტურში დაგროვილი 21 ქულით სატურნირო ცხრილში მე-9 ადგილზე იმყოფება. სანამ მეორე წრეს დაიწყებდა, სადაც სასტარტო მატჩები თბილისის „ვიტ ჯორჯიასთან“(2:2) და „ცხინვალთან“(0:2) ჩაატარა, „მერანმა“ ზამთრის მოსამზადებელი ეტაპი თურქეთში გაიარა. უკრაინელი თავკაცის, ვლადიმერ ლობასის გუნდმა რამდენიმე ახალ ფეხბურთელთან ერთად უცხოურ შეკრებაზე 4 საკონტროლო მატჩი გამართა.

მიმდინარე სეზონში ქუთაისელები 3-ჯერ შეხვდნენ მარტვილელებს, ჩემპიონატში მეტოქემ 3:1 მოგვიგო, თასზე კი, მერანელები ჩვენმა გუნდმა 1/8 ფინალიდან გამოთიშა გათამაშებას(3:0, 3:4). გთავაზობთ ამ მატჩების პროტოკოლებს:

„მერანი“ – „ტორპედო“ 3:1 – http://fctorpedo.ge/index.php?geo&game=250

„მერანი“ – „ტორპედო“ 0:3 – http://fctorpedo.ge/index.php?geo&game=261

„ტორპედო“ – „მერანი“ 3:4 – http://fctorpedo.ge/index.php?geo&game=263

დისკვალიფიკაციის გამო დამდეგ მატჩში ქუთაისის „ტორპედოს“ 3 ფეხბურთელი – თენგიზ ჩიკვილაძე, გივი იოსელიანი და ბექა ტუღუში დააკლდება, რომლებმაც ჩემპიონატის წინა ტურში მესამე ყვითელი ბარათები მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის ჩათვლით, ჩემპიონატში „ტორპედოს“ ზედიზედ 11 თამაშია, რაც არ მოუგია, „მერანმა“ კი, 5 მატჩში ვერ მოახერხა გამარჯვება.

აქვე მარტვილის „მერანთან“ ურთიერთშეხვედრების სტატისტიკაზეც მოგახსენებთ. სულ გუნდებს შორისუმაღლეს ლიგასა და ეროვნულ თასზე 14 მატჩია გამართული, რომელთაგან 7 „ტორპედომ“ მოიგო, 5 – „მერანმა“, 1 კი ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება ქუთაისელთა სასარგებლოდაა – 25:17.

ურთიერთშეხვედრების ისტორიაში „ტორპედომ“ „მერანი“ უდიდესი ანგარიშით – 5:1, 2014 წლის 18 აპრილს დაამარცხა, საპირისპიროდ კი, ანგარიშით 0:3 ორჯერ იწვნია მარცხი.

ქვემოთ გთავაზობთ „მერანის“ წინააღმდეგ ზემოხსენებულ შეხვედრებში ტორპედოელ მეგოლეებს.

4 გოლი – ოთარ კვერნაძე

3 გოლი – თენგიზ ჩიკვილაძე

2 გოლი – ნიკოლოზ საბანაძე, გრიგოლ დოლიძე, გიორგი კუხიანიძე, თეიმურაზ მარკოზაშვილი

1 გოლი – რევაზ გოცირიძე, ვალერი ბოლქვაძე, მერაბ გიგაური, თორნიკე კაპანაძე, ზაზა ჭელიძე, ირაკლილექვთაძე, მამუკა ღონღაძე, ვაჟა ტაბატაძე, ალეკო ჩაკვეტაძე, ნიკო კვასხვაძე.

FCTorpedo.GE

უხვგოლიანი მატჩი მცხეთა პარკზე

დღეს, მცხეთა პარკზე უმაღლესი ლიგის მე-16 ტურის შეხვედრაში „ვიტ ჯორჯიამ“ მარტვილის „მერანი“ მიიღო.

მატჩის პირველი ნახევარი ძირითადად მოედნის ცენტრში წარიმართა. გუნდებს მომენტები შექმნა უჭირდათ. მეტნაკლები ხიფათი მხოლოდ შორეულ დარტყმებს მოყვებოდა, თუმცა მათი უმეტესობა მიზანს დიდი მანძილით სცდებოდა. შესვენებამდე ერთადერთი საგოლე მომენტი „მერანმა“ შექმნა და მისი რეალიზებაც მოახერხა. 34-ე წუთზე მოწოდებული კუთხური წურწუმიამ ზუსტი დარტყმით დააგვირგვინა – 0:1.

მეორე ტაიმში მასპინძლებმა თამაში გამოასწორეს, რაც მალევე შედეგზე აისახა. 64-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან გარღვევის შემდეგ ანგარიში კურდღელაშვილმა გაათანაბრა, რომელმაც ბურთი კარში თავით გადაგზავნა. ზუსტად სამ წუთში კი ანალოგიური კომბინაცია კვალვ კურდღელაშვილმა დაასრულა და საკუთარი გუნდი წინ გაიყვანა. მალევე „ვიტს“ მესამედაც შეეძლო გატანა, თუმცა ღიბრაძის დარტყმა ხარიხამ მოიგერია.

გაშვებული გოლების შემდეგ „მერანმა“ მოუმატა და ბოლო წუთებზე მთელი გუნდით შეტევაზე გადავიდა, რაც საბოლოოდ გატანილი გოლით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ მატჩის სურათის შეცვლაში დიდი როლი ლობასის გადაადგილებებმა ითამაშე. შეცვალზე შესული პეტავა-ციცხვაიას კომბინაციის შემდეგ ლამაზი დარტყმით საბოლოო ანგარიში წყაროზიამ 84-ე წუთზე დააფიქსირა. დარჩენილ წუთებში უფრო მეტად მარტვილელები აქტიურობდნენ, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა და გუნდება მეორე წრე ფრით დაიწყეს.

 

ვიტ ჯორჯია 2-2 მერანი

გოლები: წურწუმია 34’ (0:1), კურდღელაშვილი 64’ ; 67’ (2:1); წყაროზია 84’ (2:2)

ვიტ ჯორჯია: შეროზია, თათხაშვილი, გეთიაშვილი, ჩიტიშვილი, დავლაშელიძე (ღიბრაძე 15’), გახარია, კურდღელაშვილი, დემეტრაშვილი (გიორგაძე 75’), კახაბრიშვილი(ხვისტანი 61’), ლობჯანიძე.

მთავარი მწვრთნელი: ზურაბ ბერიძე

მერანი: მამალაძე, ციცხვაია, ორბელაძე, ლომაშვილი, კიკნაველიძე, ქიქავა, წყაროზია, ფონიავა (კუშნირი 73’), შულაია, წურწუმია (პეტავა 68’), ლომია (ციცხვაია 73’)

მთავარი მწვრთნელი: ვლადიმერ ლობასი

“მერანი” “ჩერმონორეცთან” დამარცხდა

თურქეთში შერებაზე მყოფმა მარტვილის “მერანმა” მორიგი ამხანაგური მატჩი გამართა. გუშინდელი მეტოქე ოდესის “ჩერნომორეცი” გახლდათ. ერთადერთი გოლი მეორე ნახევარში გავიდა “მერანის” კარში .

შეგახსენებთ, რომ წინა შეხვედრაში მარტვილელებმა ყაზახური “აქტობეს” დუბლებთან ფრედ, ითამაშეს (1:1).”მერანი” მომდევნო მატჩს 12 თებერვალს მოსკოვის “სპარტაკის” დუბლებთან გამართავს.

“მერანი” “კოლხეთთან” დამარცხდა

მარტვილის ცენტრალურ სტადიონს გუშინ ფეხბურთი დაუბრუნდა. ხანგრძლივი რეაბილიტაციის შემდეგ “მერანმა” ამხანაგურ შეხვედრაში ფოთის “კოლხეთს” საკუთარ მოედანზე უმასპინძლა.

განახლებულ სტადიონზე პირველი მატჩი მარტვილელებისთვის წარუმატებელი გამოდგა. გამარჯვება ფოთელებმა, შეხვედრის 69-ე წუთზე გატანილი გოლით მოიპოვეს. ერთადერთი ზუსტი დარტყმის ავტორი ბეჩეხია გახდა.

“მერანი” 0-1 “კოლხეთი 1913”

გოლი: 69′ ბეჩეხია

“კოლხეთი 1913”: სეფიაშვილი, კილასონია, ჩაკვეტაძე, ჩადუნელი (გვალია 69′), ლემონჯავა, გურეშიძე (ბეჩეხია 64′), ამბროლაძე (ბარამიძე 55′), გოგონაია, გიგაური, ჯიქია, სიჭინავა (გუგუშვილი 46′).

,”მერანი”: მამალაძე, მელიავა, ორბელაძე, ლომაშვილი, გეგია, ფონიავა, ფაილოძე, კუშნირი, წურწუმია, გეგეჭკორი, დ.ციცხვაია.
მეორე ნახევარში შევიდნენ: ბეგაშვილი, კიკნაველიძე, ე.ქაჯაია, ჯღამაია, ი. ციცხვაია, ქიქავა, შულაია, მარგველაშვილი, პაჭკორია, მ.ქაჯაია, ლომია.

პირველი წრის შეჯამება: მერანი

Fanebi.com უმაღლესი ლიგის პირველი წრის დასრულების შემდეგ ტრადიციულად გუნდების ასპარეზობის შეჯამებას გთავაზობთ. ამჯერად, საუბარი მარტვილის “მერანზე” გვექნება.

მარტვილის “მერანი” ახალ სეზონს ახალი მთავარი მწვრთნელით, შენარჩუნებული ძირითადი ბირთვით და სტადიონის გარეშე შეხვდა. მარტვილის ცენტრალურ არენაზე სარემონტო სამუშაოები დროულად ვერ დასრულდა. “მერანი” საკუთარ სტადიონზე დაბრუნებას ჯერ კიდევ სექტემბერში აპირებდა, თუმცა პირველი ეტაპის თითქმის ყველა საშინაო მატჩი სამტრედიაში ჩაატარა.

როგორც ჩანს ვლადიმერ ლობასმა ქართულ ჩემპიონატს ალღო თავიდან ვერ აუღო და “მერანმაც” გათამაშების სასტარტო ტურები ძალიან ცუდად ჩაატარა. საწყის 6 ტურში მარტვილელებმა მხოლოდ 4 ქულის მოპოვება შეძლეს.

მე-7 ტურში კი “ჩიხურას” დამარცხებით “მერანმა” 7-მატჩიან წაუგებელ სერიას დაუდო საფუძველი. გარდა იმისა, რომ მარტვილელებმა უშუალო კონკურენტების დამარცხება შეძლეს, მათ ქულები თბილისის “დინამოს”, სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში წაართვეს. ბუნებივია, ასეთმა ასპარეზობამ გავლენა სატურნირო ცხრილზეც მოახდინა და “მერანმა” სახიფათო ზონას თავი დააღწია.

წაუგებლად ასპარეზობის წლის ბოლომდე გაგრძელება ვერ მოახერხდა. პირველი ეტაპის ბოლოსწინა ტურში “მერანი” გორს სტუმრობდა, სადაც მინიმალური ანგარიშით დამარცხდა. ბოლოს კი ლობასის გუნდმა “კოლხეთთან” უგოლო ფრე ითამაშა და საახალწლო არდადეგებზე მე-8 პოზიციით გავიდა.

თასის გათამაშება “მერანმა” ოზურგეთის “მერცხალთან დუელით დაიწყო, რომელიც დამაჯერებლად მოიგო. შედმეგ ეტაპზე მარტვილელები “ტორპედოს” შეხვდნენ. სამტერდიაში 0-3 განცდილი მარცხის შემდეგ ქუთაისური დაპირისპირება “მერანმა” 4-3 მოიგო, რაც შემდეგ ეტაპზე გასასვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა.

პირველ ეტაპზე გუნდის შემადგენლობაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა 18 წლის აკაკი შულაია გახლდათ, რომელმაც ქართველ გულშემატკივრებს საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრებში თამაშითაც დაამახსოვრა თავი.

აკაკი შულაია_553353

გამოირჩეოდნენ ბესიკ ჩიმაკაძე და დავით ციცხვაიაც. ორივე ფორვარდმა 3 გოლის გატანა შეძლო, რაც გუნდში საუკეთესო შედეგია.