კატალონიის “ბარსელონას” სუპერვარსკვლავმა ლიონელ მესიმ დაასახელა ფეხბურთელი, რომელიც მას ბავშვობაში ყველაზე მეტად მოსწონდა.
როგორც არგენტინელი თავდამსხმელი ამბობს, მას ბრაზილიელ რონალდოზე ნიჭიერი თავდამსხმელი არასოდეს უნახავს.
“ბრაზილიელი რონალდო ჩემი კერპი იყო. ის “ბარსელონაში” თამაშისას წარმოუდგენელ მოძრაობებს აკეთებდა, მასზე ნიჭიერი თავდამსხმელი არასოდეს მინახავს. მას შეეძლო გოლი სულ არაფრისგან გაეტანა”, – ციტირებს მესის სიტყვებს Squawka.