„მილანის“ პრეზიდენტის სილვიო ბერლუსკონის თქმით, მისი კლუბის მიზნანი უახლოეს ხუთ წელიწადში ჩემპიონთა ლიგის ორ ფინალში გასვლაა.
„ამჟამად, შესაძლოა, როგორც ბევრი ფიქრობს, ტიტულებისთვის ბრძოლისგან შორს ვიყოთ. საქმე იმაშია, რომ ბოლო დროს მე არასაფეხბურთო საქმეებზე ვფიქრობდი, თუმცა ახლა კვლავ მოედანზე მიმდინარე მოვლენებით ვარ დაკავებული. „მილანი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში უკვე რვაჯერ გავიდა. ჩვენი მიზანი უახლოეს ხუთ წელიწადში იგივეს ორჯერ გაკეთებაა.
როგორ შევაფასებდი „მილანში“ ჩემს 30-წლიან მუშაობას? ათიანზე მეტად. ვთვლი, რომ ეს ჯადოსნური დრო იყო, ბევრს მივაღწიეთ, ჩვენი გულშემატკივრების რაოდენობა კი მთელ მსოფლიოში 363 მილიონ ადამიანს შეადგენს“, – ციტირებს ბერლუსკონის „ლა გაძეტა დელო სპორტი“.