ბალოტელის ტრავმა მოსალოდნელზე სერიოზული აღმოჩნდა

„მილანის“ მთავარმა მწვბრთნელმა სინიშა მიჰაილოვიჩმა თავდამსხმელ მარიო ბალოტელის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა, რომელსაც თითქმის ერთი თვე არ უთამაშია.

„ბალოტელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ხან უკეთესისკენ იცვლება, ხან – პირიქით. მარიო ყველაფერს აკეთებს, თუმცა მსგას ტრავმასთან გამკლავება ადვილი არაა. დაზიანება მოსალოდნელზე გაცილებთ სერიოზული გამოდგა“, – განაცხადა სერბამ სპეციალისტმა.

ცნობისთვის, დღეს „შავ-წითლები“ სერია ა-ს მორიგ ტურში „სასუოლოს“ უმასპინძლებენ.

ანჩელოტიმ კრუიფს კიბოსთან ბრძოლაში მხარდაჭერა გამოუცხადა

იტალიელმა სპეციალისტმა კარლო ანჩელოტიმ ლეგენდარულ ჰოლანდიელ ფეხბურთელს იოჰან კრუიფს მხარდაჭერა გამოუცხადა. ცნობისთვის, გუშინწინ ჰოლანდიელს ფილტვის კიბო დაუდგინეს.

„საყვარელო იოჰან კრუიფო, შენ ყოველთვის გამარჯვებული იყავი და ახლაც გამარჯვებული გამოხვალ. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ!“, – დაწერა ანჩელოტიმ თავისი „ტვიტერის“ გვერდზე.

მენეზი წლის ბოლომდე ვერ ითამაშებს

„მილანის“ თავდამსხმელი ჟერემი მენეზი, რომელიც ზურგის ოპერაციის შემდეგ მკურნალობას აგრძელებს, მოედანზე 2016 წლამდე არ დაბრუნდება.

ფეხბურთელს ზაფხულში ჩატარებული ქირურგიული ჩარევის შემდეგ შემოდგომის თვეებში დაბრუნება უწინასწარმეტყველეს, თუმცა არდგენითმა პროცესმა მოსალოდნელზე ნაკლები ეფექტი გამოიღო და ახლა ფრანგს მკურნალობის გაგრძელება იანვრამდე მოუწევს.

ანჩელოტი: „ინტერში“ არასდროს ვიმუშავებ“

იტალიელმა სპეციალისტმა კარლო ანჩელოტიმ „მილანის“ წარმომადგენლებთან გასულ ზაფხულს კონტრაქტზე ისაუბრა. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ „როსონერის“ პრინციპული მეტოქეების რიგებში სამუშაოდ არასდროს წავა.

„ინტერს“ არასდროს ვუთავკაცებ, რადგან „მილანში“ იმდენი წელი ვიმუშავე, რომ ეს კლუბის ისტორიის საკითხს ეხება. არსებობენ კლუბები, რომელთა სტრუქტურაში მუშაობას უნდა მოვერიდო. ეს ჩემი პრინციპისა და პირადი ისტორიის ამბბავია.

როდესაც „რეალი“ დავტოვე, გალიანისთან კონტაქტი მქონდა. ერთმანეთს მადრიდში შევხვდით, თუმცა ზურგის ოპერაცია უნდა გამეკეთებინა, რის შემდეგაც კიდევ ოთხი თვის განმავლობაში დამატებით კურსი გამევლო. ამიტომ, 100%-თ ვერ ვიმუშავებდი. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიტუაციაში ცოტა გული დამწყდა, სწორი გადაწყვეტილება მივიღე, რომელსაც „მილანი“ დაეთანხმა“, – განაცხადა ანჩელოტიმ.

ცნობისთვის, ბოლო დროს ანჩელოტის სახელს მიუნხენის „ბაიერნს“ უკავშირებენ.

მიჰაილოვიჩი: „ფსიქოლოგიური პრობლემები გვაქვს“

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიჰაილოვიჩმა „ტორინოსთან“ ფრედ 1:1 დასრულებული მატჩი შეაჯამა.

„ჯამში, საკმაოდ კარგი მატჩი ჩავატარეთ, თუმცა გატანილი გოლის შემდეგ, რატომაც გავჩერდით. ისეთი შთაბეჭდილებაა, რომ გატანილი გოლი ჩვენში ნერვიულობას იწყებს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც გავუშვით, კვლავ წინ წავედით. ეს ფსიქოლოგიასთან არსებულ პრობლემებზე მეტყველებს. ყოველი თამაშის შემდეგ ერთი და იგივე სიტყვების განმეორება მიწევს. ვიფქრობ, დღეს ორი ქულა დავკარგეთ“, – განაცხადა მიჰაილოვიჩმა.

მექსესი „ფიორენტინაში“ არ გადავა

„ფიორენტინა“ „მილანის“ მცველ ფილიპ მექსესით აღარ ინტერესდება. ბ
ოლო დროს ევროპული პრესა ფრანგის ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ფლორენციაში შესაძლო გადასვლის შესახებ ბევრს წერს, თუმცა „იების“ სპორტულმა დირექტორმა ეს ინფორმაცია უარყო. ამავდროულად, მან დაადასტურა, რომ ზაფხულში მისი კლუბი ფილიპის შეძენას ნამდვილად აპირებდა, თუმცა „მილანმა“ მისი გაშვება არ ისურვა.

აღსანიშნავია, რომ დარჩენის მიუხედავად, გუნდში სინიშა მიჰაილოვიჩის მოსვლის შემდეგ, მექსესი ოფიციალური მატჩების ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება.

მიჰაილოვიჩის კომენტარი „ნაპოლისთან“ 0:4 მარცხის შემდეგ

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიჰაილოვიჩმა „ნაპოლისთან“ მატჩი შეაჯამა, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 0:4 წააგო.

„იმ გუდნთან წავაგეთ, რომელიც ჩვენზე უკეთესია.

პირველი ტაიმი, დაახლოებით, თანაბარი იყო, თუმცა სერია ა-ში შეცდომების დაშვება არ შეიძლება, განსაკუთრებით ასეთი დონის გუნდებთან.

გალიანისა და ბერლუსკონის წინაშე ვალში ცხოვრების ბოლომდე ვიქნები. მათ მადლობას ვუხდი, ამიტომ დღევანდელი შედეგი ჩემთვის გულდასაწყვეტია. იგივეს ფეხბურთელებზეც ვიტყოდი“, – განაცხადა სერბმა სპეცაილსიტმა.

7 ტურის შემდეგ მილანური კლუბი 3 მოგებითა და 4 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიციას იკავებს. შემდეგ ტურში „შავ-წითლები“ „ტორინიოს“ ეწვევიან.

გალიანი „მილანის“ ფეხბურთელებს მიმართავს: „სად არის ჩემი 90 მილიონი?“

„მილანის“ ვიცე-პრეზიდენტი ადრიანო გალიანი გუნდის გამოსვლით უკმაყოფილოა. როგორც ცნობილი იტალიური გამოცემა „La Gazzetta dello Sport“-ი წერს, გალიანი „როსონერის“ ბაზაზე ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს თავისი მოთხოვნები წაუყენა.

„90 მილიონი ევროს დახარჯვის შემდეგ გუნდის შედეგში განსხვავებას ვერ ვხედავ. სად არის ეს ფული? გაცილებით მეტს ვითხოვ“, – ციტირებს წყარო გალიანის.

შეგახსენებთ, რომ „ჯენოასთან“ მეექვსე ტურის გასვლით შევხედრაში „მილანი“ ანგარიშით 0:1 დამარცხდა. ამჟამად მიჰაილოვიჩის გუნდი 9 ქულით სატურნირო ცხრილის მე-11 ადგილს იკავებს.

მიმდინარე სეზონის დაწყების წინ „მილანმა“ „რომას“ მცველი ალესიო რომანიოლი ოც მილიონ ევროდ შეიძინა და ამავე გუნდიდან მსგავს ფასად ნახევარმცველი ბერტოლაჩი დაიმატა. „შახტარის“ თავდამსხმელ ლუის ადრიანოში მილანურმა კლუბმა რვა მილიონი ევრო გადაიხადა, „სევილიას“ ფორვარდ კარლოს ბაკას ტრანსფერი კი „შავ-წითლებს“ 30 მილიონი ევრო დაუჯდათ.

მიჰაილოვიჩმა „ჯენოასთან“ წაგებული მატჩი შეაფასა

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სინიშა მიჰაილოვიჩმა იტალიის სერია ა-ს მეექვსე ტურის მატჩი შეაფასა, რომელშიც მისმა გუნდმა გასვლაზე „ჯენოასთან“ ანგარიშთ 0:1 წააგო.

„სათანადო შემართებით არ გვითამაშია, „ჯენოა“ კი იმ ფეხბურთს აჩვენებდა, რომლის ჩვენებაც სურდა. გოლს თუ არ ჩავთვლით, მეტოქეს განსაკუთრებული არაფერი შეუქმნია.

მოვიგებდით, თუ პირველივე ტაიმში ისე ვითამაშეთ, როგორც მეორეში. სახიფათოდ ვუტევდით, მაგრამ ანგარიში ვერ გავათანაბრეთ. მეტოქეთათვის მატჩის ნახევრის ასე დათმობა არ შეიძლება“, – განაცხადა სერბმა სპეციალისტმა.

კონტემ, შესაძლოა, ბალოტელი ნაკრებში დააბრუნოს

„მილანის“ ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ თავდამსხმელ მარიო ბალოტელიმ იტლაიის ნაკრებშ დაბრუნების შესახებ ისაუბრა.

„კონტეს თავისი სამუშაოს შესრულების საშუალება უნდა მივცეთ და გამოძახებულთა სიას დაველოდოთ. ანტონიო მიჰაილოვიჩს ესაუბრა, ვნახოთ, რა იქნება…

ბალოტელი საქმისადმი სწორ დამოკიდებულებას ამჟღავნებს., ბოლო თვის განმავლობაში ის როგორც მეოდანზე, ასევე მის აგრეთ, ჩინებული იყო. დიახ, დასკვნის გამოსატანად ეს მცირე პერიოდია, მაგრამ მარიო ყველა მხვრივ კარგად გამოიყურება“, – განაცხადა გალიანიმ.

შეგახსენებთ, რომ დღეს „ჯენოასთან“ სერია ა-ს მეექვსე ტურის მატჩში „მილანი“ გასვლაზე „ჯენოასთან“ ანგარიშით 0:1 დამარცხდა. ანტონიო კონტე სწორედ ამ შეხვედრას დაესწრო.

მონტოლივომ ბალოტელი შეაქო

„მილანის“ კაპიტანი რიკარდო მონტოლივო „უდინეზესთან“ ანგარიშით 3:2 მოგებულ გასვლით მატჩში მარიო ბალოტელის თამაშით კმაყოფილი დარჩა. შეგახსენებთ, რომ შეხვედრაში ანგარიში სწორედ სუპერმარიომ გახსნა – „მილანის“ ფორვარდმა ჯარიმა ზუსტად შეასრულა.

„მას ვუთხარი, რომ მან თავისი შესაძლებლობები საქმით უნდა აჩვენოს. მარიოს ეს გამოუვიდა. მთელი თამაშის განმავლობაში მის გაღიზიანებას ცდილობდნენ, მაგრამ ბალოტელი თავს იკავებდა. შეობისთვის ვნახავთ, ეს ერთეული შემთხვევაა თუ ბალო მართლაც დასტაბილურდა“, – განაცხადა მონტოლივომ.

რა გაუკეთა სინიშა მიჰაილოვიჩმა მარიო ბალოტელის (ვიდეო)

ინტერნეტ-სივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც აღბეჭდილია, თუ რა გაუკეთა სინიშა მიჰაილოვიჩმა მარიო ბალოტელის “უდინეზეს” წინააღმდეგ გამართულ მატჩში.

Mihajlovic vs Balotelli

Posted by acmilan-news.com on Wednesday, 23 September 2015