ანჩელოტი შესაძლოა, “მილანში” დაბრუნდეს

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი არ გამორიცხავს, რომ მომავალში “მილანში” დაბრუნდეს. გავრცელებული ინფორმაციით, ფეხბურთის იტალიელი სპეციალისტი მიმდინარე სეზონის ბოლოს “სამეფო კლუბის” დატოვებას აპირებს.

“შესაძლოა თუ არა, რომ ოდესმე “მილანში” დავბრუნდე? რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ეს ერთადერთი კლუბია, რომელშიც შეიძლება დავბრუნდე.

ამ დროისთვის იტალიის ნაკრების თავკაცის პოსტზე საკუთარ თავს ვერ ვხედავ. მომწონს, რასაც დღეს ვაკეთებ. მე ყოველდღიური სამუშაო მიყვარს”, – ანჩელოტის სიტყვები ესპანურმა გამოცემა AS-მა გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ კარლო ანჩელოტი “მილანს” 2001-დან 2009 წლამდე ხელმძღვანელობდა. ამ დროის განმავლობაში მან გუნდთან ერთად ერთხელ იტალიის ჩემპიონატი, ერთხელ ქვეყნის თასი, ერთხელ იტალიის სუპერთასი, ორჯერ ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ უეფას სუპერთასი და ერთხელ საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.

 

მჭედლიძის თავკაცმა შესაძლოა, “მილანი” ჩაიბაროს

“ემპოლის” სპორტულმა დირექტორმა მარსელო კარლიმ განაცხადა, რომ კლუბი ხელს არ შეუშლის მთავარი მწვრთნელის, მაურიციო სარის “მილანში” შესაძლო გადაბარგებას.

56 წლის სპეციალისტს “როსონერის” თავკაცის პოსტზე დანიშვნის ერთ-ერთ შესაძლო კანდიდატად ასახელებენ. “მილანის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე სარის კანდიდატურა “როსონერის” ყოფილმა თავკაცმა არიგო საკიმ გაახმაურა.

“ემპოლის” სპორტული დირექტორი წინააღმდეგი არ არის, სარი “მილანში” გაუშვას.

“თუ “მილანი” სარის მიმართ ინტერესს გამოიჩენს, ჩვენ მას ხელს არ შევუშლით. თუ გიყვარს ჩიტი, რომელსაც ფრენა უნდა, მაშინ მას ფრთები არ უნდა მოაჭრა”, – ციტირებს “ემპოლის” სპორტული დირექტორის სიტყვებს “კალჩო მერკატო”.

 

რობინიოს “მილანში” დაბრუნება არ სურს

“სანტოსში” განათხოვრებულმა რობინიომ განაცხადა, რომ მშობლიურ კლუბში დარჩენა სურს. როგორც მოგეხსენებათ, ფეხბურთელზე უფლებები “მილანს” ეკუთვნის.

“აქ დარჩენა მინდა, ანალოგიური სურვილი აქვს კლუბსაც. ხელმძღვანელობამ მამაჩემთან ეს საკითხი უკვე განიხილა. მათ კარგად იციან ჩემი სურვილის შესახებ”, – რობინიოს სიტყვები MilanNews.it-ზე გამოქვეყნდა.

შეგახსენებთ, რომ საიჯარო ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება.

 

ინძაგი: “პაცინის რომ გაეტანა, ყველაფერი სხვანაირად წარიმართებოდა”

“მილანის” მთავარმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ ტურინის “იუვენტუსთან” განცდილი მარცხი (1:3) შეაფასა.

“მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გვყავდა, ჩემმა გუნდმა მშვენივრად წარმოაჩინა თავი. ყველამ კარგად იცის, რაოდენ რთულია სტუმრად “იუვენტუსის” წინააღმდეგ თამაში. ასე რომ არ იყოს, “ბებერი სინიორა” ამ სეზონში ამდენ ქულას ვერ მოაგროვებდა.

ვთვლი, რომ მთელი მატჩის განმავლობაში თამაშში ვიყავით. შანსიც გვქონდა, რომ ანგარიში 2:2 გაგვეხადა. პაცინის რომ გაეტანა, ყველაფერი სხვანაირად წარიმართებოდა.

დავმარცხდით, მაგრამ ეს მატჩი შესაძლოა, ახალი სასტარტო წერტილი გახდეს”, – ციტირებს ინძაგის სიტყვებს Goal.com-ი.

 

დესტრო “მილანში” გადადის

“რომას” თავდამსხმელი მატია დესტრო უახლოეს პერიოდში “მილანს” შეუერთდება. იტალიური წყაროების თანახმად, 23 წლის ფეხბურთელი “როსონერიში” სამედიცინო შემოწმებას ოთხშაბათს გაივლის, რის შემდეგაც მხარეებს შორის შრომითი ხელშეკრულება გაფორმდება.

“რომას” ხელმძღვანელებს სურთ, რომ დესტრომ მაქსიმალურად სწრაფად დატოვოს გუნდი, რათა ზამთრის სატრანსფერო პერიოდში დონეცკის “შახტარიდან” ლუის ადრიანოს დამატება მოესწროს.

მატია დესტრომ იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 16 მატჩი ხუთი გოლი გაიტანა.

 

„მილანმა“ თავისი ავტობუსი გაყიდა

„მილანმა“, რომელიც არც თუ ისე კარგ ფინანსურ მდგომარეობაშია, თანხის დაზოგვის მიზნით, თავისი საკლუბო ავტობუსი გაყიდა.

როგორც ცნობილია, „შავ-წითლები“ ამით წელიწადში, დაახლოებით, ორასიდან სამას ათას ევრომდე დაზოგავენ.

აღსანიშნავია, რომ აქამდე ასე ტურინის „იუვენტუსი“ და „ინტერიც“ მოიქცნენ.

ტორესი “ატლეტიკოში” ბრუნდება, ჩერჩი “მილანში” მიდის

“მილანი” და მადრიდის “ატლეტიკო” ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ფეხბურთელებს გაცვლიან.

კერძოდ, საუბარია ალესიო ჩერჩის “როსონერიში” განათხოვრებასა და ფერნანდო ტორესის “ატლეტიკოში” დაბრუნებაზე.

“მილანის” ოფიციალური ტელეარხის ცნობით, კლუბებს შორის მოლაპარაკება თითქმის დასრულებულია და ახლა კონტრაქტზე ხელის მოწერაღა დარჩა.

ტორესი, რომელიც ლონდონის “ჩელსის” ეკუთვნის, “ატლეტიკოში” იჯარით 18 თვეს გაატარებს. რაც შეეხება ჩერჩის, ის “მილანში” განათხოვრების წესით მხოლოდ ნახევარი სეზონი ითამაშებს.

ესპანური პრესის ცნობით, “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე თავადვე იყო ტორესის დაბრუნების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და კმაყოფილია, რომ გარიგება შედგა.

 

“მილანი” ტორესს ჩერჩიში გაცვლის?

Football Italia-ს თანახმად, მადრიდის “ატლეტიკოს” თავდამსხმელი ალესიო ჩერჩი “მილანის” ინტერესთა სფეროში მოექცა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციით, მადრიდელები მზად არიან, 27 წლის იტალიელი ფეხბურთელი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში იჯარის წესით გაანათხოვრონ.

წყაროს ცნობით, არ არის გამორიცხული, “მილანმა” ატლეტიკოს” იჯარით ფერნანდო ტორესის ალესიო ჩერჩიში გაცვლა შესთავაზოს.

 

მილანური დერბი: ჯოელ ობიმ საჯარიმოს გარედან დარტყმით ანგარიში გაათანაბრა

იტალიის სერია A-ს XII ტურში “მილანსა” და მილანის “ინტერს” შორის მიმდინარე მატჩში ანგარიში “ნერიაძურის” ნახევარმცველმა ჯოელ ობიმ საჯარიმოს გარედან დარტყმით ანგარიში გაათანაბრა.

ამელია: “მილანი” “ინტერს” ანგარიშით 1:0 დაამარცხებს”

“მილანის” ყოფილმა მეკარე მარკო ამელიამ მოახლოებული მილანური დერბის შესახებ ისაუბრა და საკუთარი ვარაუდიც გამოთქვა.

“მთავარი მწვრთნელის შეცვლა “ინტერს” გამოაცოცხლებს. რობერტო მანჩინი უმაღლესი დონის მწვრთნელია. თუმცა, “მილანსაც” კარგად დაბალანსებული გუნდი ჰყავს. როგორც “როსონერის” ყოფილი ფეხბურთელი, ვიმედოვნებ, რომ “მილანი” გაიმარჯვებს. სავარაუდო ანგარიშსაც გეტყვით — 1:0.

რაც შეეხება დიეგო ლოპესს, მე ყოველთვის მომწონდა ეს მეკარე. მას დიდი გამოცდილება აქვს, ძლიერია და თანამედროვე სათამაშო სტილს ფლობს”, – ციტირებს ამელიას სიტყვებს “სქაი”.

აქვე შეგახსენებთ, რომ “მილანსა” და “ინტერს” შორის მატჩი 23 ნოემბერს გაიმართება და თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

 

“მილანი” შინ “პალერმოსთან” დამარცხდა

იტალიის სერია A-ს X ტურში “მილანმა” საკუთარ მოედანზე “პალერმო” მიიღო და ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

23-ე წუთზე შეცვლაზე შემოსულმა კრისტიან საპატამ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. ზუსტად სამ წუთში პაულო დიბალამ “პალერმოს” უპირატესობა ორბურთიან გახადა.

ამრიგად, “მილანმა” სეზონის მეორე მარცხი იწვნია. ფილიპო ინძაგის გუნდს 16 ქულით სატურნირო ცხრლის მე-7 ადგილი აქვს დაკავებული. “პალერმოს” 12 ქულით მე-13 პოზიცია უკავია.

სატურნირო ცხრილის სრულად სანახავად გადადით ბმულზე: ცხრლები

იტალიის სერია A
X ტური
“მილანი” — “პალერმო” 0:2 (0:2)
გოლები: საპატა 23′ (ა.გ.), დიბალა 26′.

“მილანმა” XXI საუკუნეში სერია A-ში კლუბის ყველაზე ადრეული ცვლილება განახორციელა

იტალიის სერია A-ს X ტურში “მილანსა” და “პალერმოს” შორის გამართულ მატჩში “როსონერიმ” XXI საუკუნეში ეროვნულ ჩემპიონატში კლუბის ყველაზე ადრეული ცვლილება განახორციელა.

ბრაზილიელი მცველი ალექსი დაშავდა და მატჩის მე-3 წუთზე მის ნაცვლად მოედანზე კრისტიან საპატა გავიდა, რომელმაც 23-ე წუთზე ავტოგოლი ჩაიწერა. ჯერჯერობით უცნობია ბრაზილიელი ფეხბურთელის დაზიანების სიმძიმე.