“მილანს” “ლივერპულის” ნახევარმცველი სურს

“ლივერპულის” ნახევარმცველმა სუსომ იანვარში შესაძლოა, კლუბი დატოვოს.

Football Italia-ს ცნობით, 20 წლს ესპანელი ფეხბურთელის მიმართ ინტერესს “მლანი” იჩენს. წყაროს ცნობთ, მერსისადული გუნდის მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი სუსოზე გათვლას არ აკეთებს, ამიტომ დიდია ალბათობა, ფეხბურთელმა “ენფლდი” დატოვოს.

სუსოს “ლივერპულთან” მოქმედი კონტრაქტი მომავალ წლის ზაფხულში ეწურება და “წითლებსაც” ურჩევნიათ, რომ ესპანელი ნახევარმცველი იანვარში გაყიდონ, ვიდრე სეზონის ბოლოს თავისუფალ აგენტის სტატუსით გაუშვან.

სუსო 2010 წლის ზაფხულში “ლივერპულის” აკადემიაში ჩაირიცხა, 2012 წლიდან კი პირველ გუნდში გამოდის.

 

ინძაგი: “მილანს” სერია A-ში საუკეთესო თავდასხმა ჰყავს”

“მილანის” მთავარი მწვრთნელი ფილპო ინძაგი გუნდს შეტევით ხაზით კმაყოფილია. მისი თქმით, “როსონერის” სერია A-ში საუკეთესო თავდასხმა ჰყავს, თუმცა აღსანიშნავია, რომ გუნდის მიერ გატანილი 8 ბურთიდან არცერთი გოლი არ არის ამპლუით ფორვარდის ანგარიშზე.

“შეტევაში ფართო არჩევანი მაქვს, შვიდი თავდამსხმელი მყავს. ჩემი აზრით, სერია A-ში საუკეთესო თავდასხმა სწორედ ჩვენ გვყავს. გარდა ამისა, შუა ხაზშიც რამდენიმე არჩევანი მაქვს. რთულია ისეთი ფეხბურთელის შეცვლა, როგორიც რიკარდო მონტოლივოა (მან მაისში ფეხი მოიტეხა და ნოემბრამდე მოედანს ვერ დაუბრუნდება – ავტ.), თუმცა მგონია, რომ მარკო ვან გინკელის სახით კარგი ფეხბურთელი მივიღეთ”, – განაცხადა ინძაგიმ ორშაბათის პრესკონფერენციაზე.

ცნობისთვის, “მილანი” დამდეგ შეხვედრას სერია A-ს IV ტურში “ემპოლის” წინააღმდეგ გამართავს. მატჩი დღეს, თბლისის დროით 22:45 საათზე აიღებს სტარტს.

 

ტევესი: “დე იონგი მუდმივად მაკონტროლებდა, თუმცა მაინც გავიტანე”

იტალიის სერია A-ს III ტურის ცენტრალური მატჩი “სან სიროზე” გაიმართა, სადაც “მილანმა” ტურინის “იუვენტუსი” მიიღო. შეხვედრა “ბებერმა სინიორას” გამარჯვებით დასრულდა. ერთადერთი გოლი მატჩის 71-ე წუთზე ტურინელთა არგენტინელმა თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა გაიტანა, რომელმაც მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.

“ველოდით, რომ თამაში სწორედ ასე განვითარდებოდა. “მილანმა” სეზონი ორი გამარჯვებით დაიწყო, თუმცა ჩვენ საკუთარი თავის რწმენა არ დაგვიკარგავს. ახლა უფრო ხშირად სიღრმიდან ვთამაშობ და მომწონს ეს ახალი პოზიცია, მაგრამ დღეს გოლი გატანის ბევრი შანსი არ მომცემია. ნაიჯელ დე იონგი მუდმივად მაკონტროლებდა, თუმც გოლი მაინც გავიტანე”, – ციტირებს ტევესის სტყვებს Sky Sport Italia.

არგენტინელმა ფეხბურთელმა გატანილი გოლი ორიგინალურად აღნიშნა, ტრუსიდან საწოვარა ამოიღო.

“ეს ჩემს შვილს მივუძღვენი”, – აღნიშნა ტევესმა.

 

ზეედორფი “მილანს” სასამართლოში უჩივლებს?

“ლა გაძეტა დელო სპორტის” თანახმად, “მილანის” ყოფილი მთავარი მწვრთნელი კლარენს ზეედორფი აპირებს, ვადამდე კონტრაქტის გაწვეტისთვის “როსონერის” სასამართლოში უჩივლოს.

შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიელმა “მილანი” მიმდინარე წლის იანვრის თვეში ჩაიბარა. მხარეებს შორის მაშინ ორწლიანი შრომითი ხელშეკრულება გაფორმდა, თუმცა გასული სეზონის ბოლოს ზეედორფი კლუბის თავკაცის პოსტიდან გაათავისუფლეს და მის ნაცვლად ფილიპო ინძაგი დანიშნეს.

ზეედორფის ადვოკატი ტიციანო ტრეუ იმედოვნებს, რომ მხარეები მორიგებას მოახერხებენ, თუმც მისი დაცვის ქვეშ მყოფმა სასამართლოში სარჩელი უკვე აფრინა.

 

ინძაგი: “სირცხვილი იქნებოდა, ეს მატჩი რომ ვერ მოგვეგო”

“მილანის” თავკაცმა ფილიპო ინძაგიმ იტალიის სერია A-ს II ტურში “პარმას” წინააღმდეგ გამართული მატჩი შეაჯამა, რომელიც მისი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 5:4 დასრულდა. იტალიელი მწვრთნელის თქმით, ამ შეხვედრაში სამი ქულის ვერაღება სირცხვილი იქნებოდა.

“მთელი სული და გული ჩავდეთ ამ მატჩში. გამარჯვება დავიმსახურეთ და რომ ვერ მოგვეგო, სირცხვილი იქნებოდა. მადლობას ვუხდი მათ, ვინც “როსონერის” გაწვრთნის შესაძლებლობა მომცეს. მომდევნო ტურში ძლიერი მეტოქის (“იუვენტუსი”) წინააღმდეგ ვითამაშებთ. შეგვიძლია, მრისხანე “იუვენტუსსაც” გავურთულოთ ცხოვრება. ამისთვის სრულყოფილი თამაში უნდა ვაჩვენოთ ვიმედოვნებ, ქომაგები დაგვეხმარებიან, რომ სასწაული მოვახდინოთ”, – ინძაგის სიტყვები “მილანის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 

“მილანი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” ერთმანეთს ერთი ტიტულისთვის შეეცილებიან

იტალიურმა “მილანმა” ლუიჯი ბერლკუსკონის თასის მატჩის აღდგენა გადაწყვიტა. აღნიშნული ტიტულისთვის შეხვედრა უკანასკნელად 2012 წელს შედგა.

“კორიერე დელო სპორტის” თანახმად, მიმდინარე წელს ბერლუსკონის თასის მატჩი 5 ნოემბერს გაიმართება, თუმცა “მილანის” მეტოქე უწინდელივით ტურინის “იუვენტუსი” არ იქნება, “როსონერის” ამ ტიტულისთვის ამჯერად “მანჩესტერ იუნაიტედი” შეეცილება.

ცნობისთვის, ლუიჯი ბერლუსკონის თასი “მილანის” მფლობელმა სილვიო ბერლუსკონიმ მამის პატივსაცემად 1991 წელს დაარსა და აღნიშნული ტიტულისთვის მატჩი ყოველწლიურად ტარდებოდა.

 

ოფიციალურად: რობინიო “სანტოსში” ითამაშებს

როგორც მოსალოდნელი იყო, “მილანის” თავდამსხმელი რობინიო იჯარის წესით “სანტოსში” გააგრძელებს კარიერას. საიჯარო პერიოდი 1 წლის ვადით განისაზღვრება.

აღსანიშნავია, რომ რობინიო ჯამაგირის მნიშვნელოვნად შემცირებას დათანხმდა, ბრაზილიელი ფეხბურთელი კვირაში 135 ათას ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ რობინიო “სანტოსის” აღზრდილია. ფეხბურთელი ბრაზილიური კლუბის ღირსებას 2002-დან 2005 წლამდე იცავდა. გასულ სეზონში რობინიომ “მილანის” ფორმით 30 მატჩი მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 4 გოლი და გააკეთა 5 საგოლე გადაცემა.

 

„მილანი“ ახალ ტრანსფერებს ამზადებს

„მილანი“ ახალი ტრანსფერებისთვის ემზადება. ამის შესახებ კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ ისაუბრა.

„დრო პირველ სექტემბრამდე გვაქვს. ახალი ტრანსფერებისთვის მუშაობა მიმდინარეობს და იმედი გვაქვს, რომ ძლიერ გუნდს შევკრებთ“, – ციტირებს გალიანის სიტყვებს Goal.com-ი.

გარდა ამისა, „მილანის“ ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამხანაგურ მატჩებში დაფიქსირებულ შედეგებს დიდი ყურადღება არ უნდა მიექცეს. შეგახსენებთ, რომ „ოლიმპიაკოსთან“ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში „როსონერი“ ანგარიშით 0:3 განადგურდა.

„შესამჩნევია ჩვენთან ერთად გუნდის იმ რვა ფეხბურთელის არყოფნა, რომლებმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე მიიღეს მონაწილეობა. მნიშვნელოვანია, რა მდგომრეობაში ვიქნებით აგვისტოს ბოლოს.
კლუბში შესანიშნავი ატმოსფეროა. პიპო ინძაგიმ ფეხბურთელებთან საერთო ენა გამონახა. ჩვენ მისი გვჯერა“, – აღნიშნა გალიანიმ.

 

„მილანის“ ახალი საგარეო ფორმა და ახალი ლოგო

„მილანმა“ 2014/15 წლების სეზონისთვის ახალი საგრეო ფორმა წარადგინა. მაისური თეთრ ფერშია გადაწყვეტილი, ბოლო ნაწილს კი შავი და წითელი კომბინირებული ზოლი ამშვენებს. მთავარი განმასხვავებელი დეტალი ის გახლავთ, რომ გუნდის კლასიკური ოვალური ლოგო ახალი ემბლემით შეიცვალა.

ხვალ „მილანი“ აშშ-ში ამხანაგურად „ოლიმპიაკოსს“ გაეჯიბრება და ამ ახალ ფორმასაც მოირგებს.

 

რობინიოც „ორლანდო სიტიში“ მიდის

ბრაზილიური პრესის ცნობით, „მილანის“ თავდამსხმელი რობინიო „ორლანდო სიტიში“ გადავა, თუმცა მანამდე იჯარის წესით მშობლიურ „სანტოსში“ ითამაშებს.

ამერიკული კლუბი MLS-ში ასპარეზობას 2015 წლის მარტიდან დაიწყებს. იმისთვის, რომ რობინიოს სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს და ფორმა არ დაკარგოს, მას იჯარის წესით „სანტოსში“ გაუშვებენ.

სწორედ ამავე სქემით აიყვანა „ორლანდო სიტიმ“ რიკარდო კაკა, თუმცა განსხვავება ის გახლავთ, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველი არა „სანტოსში“, არამედ „სან პაულუში“ გაანათხოვრეს.

 

ოფიციალურად: ადილ რამი „მილანის“ ფეხბურთელია

„მილანმა“ „ვალენსიას“ მცველი ადილ რამი დაიმატა.

ფრანგმა ფეხბურთელმა „როსონერისთან“ სამწლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.

ტრანსფერის დეტალები არ ხმაურდება.

შეგახსენებთ, რომ ადილ რამიმ გასული სეზონის მეორე ნახევარი იჯარის წესით სწორედ „მილანში“ გაატარა. 27 წლის ფრანგმა მცველმა სერია A-ში ჩაატარა 18 მატჩი და გაიტანა სამი გოლი.

 

ბალოტელიმ მოძულეები მიზანში ამოიღო

„ტელეგრაფის“ ცნობით, „მილანის“ ხელმძღვანელობამ კლუბის თავდამსხმელი მარიო ბალოტელი მკაცრად გააფრთხილა. იტალიელმა ფეხბურთელმა ერთ-ერთ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტო, რომელზედაც იარაღით ხელში იყო გამოსახული. ბალოტელის იარაღი კამერის ობიექტივისკენ ჰქონდა დამიზნებული, ხოლო სურათს ზედ ასეთი რამ ეწერა:

„გკოცნით ყველა ჩემს მოძულეს“.

მოგვიანებით ფოტო წაშალა.