“მილანს” რობინიო და აბატე გამოაკლდნენ

იტალიური “მილანს” ტრავმების გამო რობინიო და აბატე გამოაკლდნენ. ექიმების ვარაუდით,  ფეხბურთელებს ერთ თვემდე მოუწევთ უქმობა.

რობინიომ და აბატემ დაზიანებები ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურის შეხვედრაში მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ “მილანი” გლაზგოში “სელტიკს” სტუმრობდა და დამაჯერებელი გამარჯვებაც მოიპოვა კაკას, საპატას და ბალოტელის გოლებით – 3-0.

“სელტიკის” ახალგაზრდა ფეხბურთელის ულამაზესი გოლი “მილანის” კარში

სამშაბათს, ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე, “სელტიკსა” და “მილანს” შორის გამართულ შეხვედრაში, გლაზგოელთა მოთამაშე კონორ მაკmანუსმა მეტოქის კარში ულამაზესი გოლი გაიტანა.

“ლაციოს” ფეხბურთელმა ბალოტელის საპატივცემულოდ ორიგინალური ვარცხნილობა დაიყენა

რომის “ლაციოს” 17 წლის ფეხბურთელმა, მამადუ ტუნკარამ “მილანის” თავდამსხმელის, მარიო ბალოტელის საპატივცემულოდ ორიგინალური ვარცხნილობა გაიკეთა.

45

ლენონი: “მილანი” კარგი გუნდია”

გლაზგოს “სელტიკის” მთავარი მწვრთნელი, ნილ ლენონი აცხადებს, რომ “მილანი” კარგი გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში კარგ შედეგს აჩვენებს.

შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბერს, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე, “სელტიკი” და “მილანი” ერთმანეთს შოტლანდიაში დაუპირისპირდებიან.

შეგახსენებთ, რომ H ჯგუფში, ოთხი ტურის შემდეგ, “მილანი” ხუთი ქულით მეორე ადგილს იკავებს და მეოთხე პოზიციაზე მყოფ “სელტიკს” ორი ქულით უსწრებს.

“მილანი” ძალიან კარგი გუნდია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე კარგ შედეგს აჩვენებს. მართალია, ჩვენი მეტოქე ბოლო დროს, წარმატებით ვეღარ ასპარეზობს, თუმცა ვფიქრობ, რომ ეს არაფერს ნიშნავს. “როსონერი” შეეცება, რომ საკუთარი გულშემატკივრების თვალში რეაბილიტაცია მოახდინოს. ამრიგად, ძალიან რთულ თამაშს ველით”, – ამბობს ლენონი.

დიტო ჭიჭინაძე

კაკა: “პრობლემა ისაა, რომ გამარჯვებას ვერ ვახერხებთ”

იტალიური “მილანის” ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, რიკარდო კაკამ გლაზგოს “სელტიკის” წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ, “როსონერის” ბოლოდროინდელ ცუდ ასპარეზობაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბერს, გლაზგოში, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “სელტიკი” “მილანს” საკუთარ მოედანზე მიიღებს.

“ამჟამად, ჩვენი მთავარი პრობლემა ისაა, რომ გამარჯვებას ვერ ვახერხებთ. თუმცა, რა თქმა უნდა, შევეცდებით, მომდევნო შეხვედრაში აუცილებლად მოვიგოთ. “მილანი” ყოველთვის დიდი წნეხის ქვეშ არის მოქცეული. ყოველი, მომდევნო ვერმოგებული მატჩის შემდეგ კი, წნეხი კიდევ უფრო იზრდება.

სამი ქულის მოპოვება ძალიან მნიშვნელოვანია. “სელტიკი” ძლიერი გუნდია. მათ სტადიონზე არაჩვეულებრივი ატმოსფერო სუფევს. რთულ თამაშს ველით”, – ამბობს კაკა.

დიტო ჭიჭინაძე

ქომაგებმა „მილანს“ სტადიონის გასასვლელი გადაუკეტეს

„მილანსა“ და „ჯენოას“ შორის იტალიის სერია A-ს XIII ტურში გამართული მატჩის (1:1) შემდეგ, „როსონერის“ აღშფოთებულმა 300-მდე ქომაგმა სტადიონის გასასვლელი გადაკეტა და გუნდებს დაახლოებით 1 საათის განმავლობაში არენიდან გასვლის საშუალება არ მიეცათ. ფან-კლუბ Curva Sud-ის წევრები ფეხბურთელებთან შეხვედრას ითხოვდნენ.

ქომაგების ერთ-ერთ ბანერზე ასეთი რამ ეწერა: „საპნის ოპერას დაემსგავსეთ: მთელი ეპოქის წარმატება რამდენიმე თვეში დაანგრიეთ“.

როგორც მოგეხსენებათ, „მილანმა“ საკუთარ მოედანზე ათკაციან „ჯენოას“ ვერ მოუგო. „შავ-წითლები“ სატურნირო ცხრილში კიდევ უფრო ქვემოთ დაეშვნენ და ახლა 14 ქულით მე-11 პოზიცია აქვთ დაკავებული.

პროტესტანტებთან შესახვედრად ჯერ მარიო ბალოტელი გაემართა, თუმცა სამართალდაცავებმა ის აღშფოთებულ ქომაგებამდე არ მიუშვეს. მოგვიანებით ტიფოზებს კაკა და კრისტიან აბიატი შეხვდნენ. რამდენიმეწუთიანი საუბრის შემდეგ, ქომაგებმა უკან დაიხიეს და გუნდებს სტადიონიდან გამოსვლის საშუალება მიეცათ.

სხვათა შორის, მატჩის შემდეგ „მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ ასეთი რამ თქვა: „ვესაუბრე პრეზიდენტ ბერლუსკონის და ის კმაყოფილია ჩვენი გუნდის თამაშით. დარწმუნებით გეუბნებით, რომ ჩვენი ფეხბურთელები მოედანზე ყოველთვის მაქსიმუმს აკეთებენ“.

ბექა დოგრაშვილი

„მილანმა“ შინ ათკაციან „ჯენოას“ ვერ მოუგო

იტალიის სერია A-ს XIII ტურში „მილანმა“ „ჯენოა“ მიიღო. მატჩში ანგარიში მალევე გაიხსნა – მე-4 წუთზე ნაიჯელ დე იონგმა გრძელი გადაცემით კაკა მეკარესთან ერთი ერთზე გაიყვანა, ბრაზლიელ ფეხბურთელს ახლო მანძილიდან გოლის გატანა არ გასჭირვებია. მილანელებს სიხარული არ დასცალდათ. ზუსტად ხუთ წუთში „მილანის“ კარის მიმართულებით თერთმეტმეტრიანი დარტყმა დაინიშნა, რომელიც გოლად „როსონერის“ ყოფილმა თავდამსხმელმა ალბერტო ჯილარდინომ აქცია – ანგარიში გათანაბრდა 1:1. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის 36-ე წუთზე სტუმრები მოედანზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, რადგან მთავარმა არბიტრმა „ჯენოას“ მცველი ტომას მანფრედინი გააძევა, რომელმაც საკუთარ საჯარიმოში მარიო ბალოტელი წააქცია. დანიშნული პენალტის შესრულება დაზარალებულმა ითავა, თუმცა მისი დარტყმული მეკარე მატია პერინმა აიღო.

საბოლოო ჯამში, მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა, რაც უდავოდ „ჯენოას“ აქტივში უნდა ჩაითვალოს. გენუელებმა ათი კაცის შემადგენლობით „სან სიროზე“ ქულის შენარჩუნება მოახერხეს.

„ჯენოა“ 18 ქულით მე-7 ადგილზეა. „მილანს“ 14 ქულით მე-11 პოზიცია უკავია.

იტალიის სერია A
XIII ტური
„მილანი“-„ჯენოა“ 1:1

გოლები: კაკა 4′ – ჯილარდინო 9′ (პენ).
გამოუყენებელი პენალტი: ბალოტელი 37′ (მეკარე).
გაფრთხილებები: ემანუელსონი 12′, საპატა 13′, ბონერა 89′ – ბიონდინი 68′, ვრსალიკო 90′.
გაძევება: მანფრედინი 36′.

ალეგრი: “მილანისთვის” ძალიან მნიშვნელოვანი თვეა”

იტალიური “მილანის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი აცხადებს, რომ “როსონერისათვის” ნოემბერი მნიშვნელოვანი თვეა.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატში ჩატარებული 12 ტურის შემდეგ, “შავ-წითლებს” 13 ქულა აქვთ და ცხრილში მე-10 პოზიციას იკავებენ.

“ნოემბერი “მილანისთვის” ძალიან მნიშვნელოვანი თვეა. “ჯენოასთან” რთული მატჩი გველის, გვინდა, რომ სამი ქულა მოვიპოვოთ. მართალია, მხოლოდ 13 ქულა გვაქვს, მაგრამ წინ დიდი დროა”, – ამბობს ალეგრი.

მონტოლივო: “რონალდუზე მეტად, ოქროს ბურთს რიბერი იმსახურებს”

იტალიური “მილანის” კაპიტანი, რიკარდო მონტოლივო აცხადებს, რომ კრიშტიანო რონალდუზე მეტად, ოქროს ბურთს ფრანკ რიბერი იმსახურებს.

“შესაძლოა, რონალდუ ოქროს ბურთის ღირსია, მაგრამ მასზე მეტად, მის მოპოვებას რიბერი იმსახურებს”, – თქვა მონტოლივომ.

იტალიის ნაკრების ფეხბურთელმა კომენტარი მიმდინარე სეზონში “მილანის” ცუდ გამოსვლაზეც გააკეთა.

“სერია A-ში ცუდად ვთამაშობთ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე კარგად გამოვდივართ. ჩვენი სათქმელი მოედანზე უნდა ვთქვათ.”

ბალოტელი: “მილანიდან” წასვლას არ ვაპირებ”

იტალიური “მილანის” თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი აცხადებს, რომ ის “როსონერიში” თავს კარგად გრძნობს და გუნდიდან წასვლას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ ბალოტელი “შავ-წითლებში” 2013 წლის იანვარში, “მანჩესტერ სიტიდან” გადავიდა.

“მილანში” თავს კარგად ვგრძნობ, ამიტომ უახლოეს მომავალში, სხვა გუნდში გადასვლას არ ვაპირებ. მინდა, რომ ჩემს გუნდს გატანილი გოლებით წარმატება მოვუტანო”, – ამბობს იტალიის ნაკრების წევრი.

რობინიოსა და ნეიმარის ცეკვა

20 ნოემბერს, ბრაზილიის ნაკრებმა ამხანაგურ შეხვედრაში ჩილეს ნაკრები ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

აღნიშნულ მატჩში, ბოლო გოლი რობინიომ გაიტანა, ხოლო გოლის გატანა მან და ნეიმარმა ორიგინალურად აღნიშნეს.

მონტოლივო: “ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ”

“მილანისა” და იტალიის ნაკრების ნახევარმცველი, რიკარდო მონტოლივო აცხადებს, რომ “სკუადრა აძურამ” ნიგერიის ნაკრებთან გამართულ შეხვედრაში ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა.

შეგახსენებთ, რომ 18 ნოემბერს გამართული ამხანაგური შეხვედრა ფრედ, 2:2 დასრულდა. იტალიელთა მხრიდან გოლები როსიმ და ჯაკერინიმ გაიტანეს, ხოლო ნიგერიის ნაკრების მხრიდან დიკემ და ამეობიმ.

“სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ. ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ და სწორედ ამიტომ მატჩი ფრედ დასრულდა. რა თქმა უნდა, შეგვეძლო, გაგვემარჯვა”, – ამბობს მონტოლივო.