კაკა ფორმაშია: ბრაზილიელი ვარჯიშზე ფინტებს აკეთებს

“მილანში” დაბრუნებული ბრაზილიელი ფეხბურთელი, რიკარდო კაკა “როსონერის” ვარჯიშზე ტექნიკის დემონსტრირებას ახდენს.

ბოატენგი: “ბალოტელის არ მეშინია”

მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ნაკრების მცველი, ჟერომ ბოატენგი აცხადებს, რომ მას მარიო ბალოტელის არ ეშინია.

შეგახსენებთ, რომ 15 ნოემბერს, იტალიის ნაკრები მილანში გერმანიის ნაკრებს უმასპინძლებს, მატჩი კი 23:45 საათზე დაიწყება.

“მართალია, ევროპის ჩემპიონატზე, მან ჩვენს წინააღმდეგ კარგად ითამაშა, თუმცა მისი არ მეშინია. ჩემი აზრით, ბალოტელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელია”, – ამბობს ბოატენგი.

მონტოლივო: “გერმანიის ნაკრებთან მატჩს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ”

“მილანისა” და იტალიის ნაკრების ნახევარმცველი, რიკარდო მონტოლივო აცხადებს, რომ ის გერმანიის ნაკრებთან გასამართ შეხვედრას დიდ მნიშნელობას ანიჭებს.

შეგახსენებთ, რომ იტალიისა და გერმანიის ნაკრებები ერთმანეთს 15 ნოემბერს, ამხანაგურ მატჩში დაუპირისპირდებიან. მილანში გასამარტი შეხვედრა, თბილისის დროით, 23:45 საათზე დაიწყება.

“როგორც იცით, ნახევრად-გერმანელი ვარ, შესაბამისად, გერმანიის ნაკრებთან მატჩს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ. რა თქმა უნდა, მინდა, რომ გავიმარჯვოთ, თუმცა ეს გაგვიჭირდება”, – ამბობს მონტოლივო.

ემანუელსონი: “კაკა გუნდისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია”

იტალიური “მილანის” ჰოლანდიელი ფეხბურთელი, ურბი ემანუელსონი აცხადებს, რომ რიკარდო კაკა გუნდისათვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა.

შეგახსენებთ, რომ ბრაზილიელი ნახევარმცველი “როსონერიში” გასულ ზაფხულს, მადრიდის “რეალიდან” დაბრუნდა.

“კაკა “მილანში” ადრეც თამაშობდა და მან ამ კლუბის შესახებ ბევრი რამ იცის. ის გუნდისათვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა აღარაა, რიკარდო ისევ დიდი მოტივაციით ვარჯიშობს და თამაშობს”, – ამბობს ემანუელსონი.

სიცოცხლე „რეალის“ შემდეგ არსებობს

სიცოცხლე „რეალის“ შემდეგ არსებობს და ამას ფაქტები ადასტურებს, ამას ის ადამიანები ადასტურებენ, რომელბმაც გასულ ზაფხულს „სამეფო კლუბი“ დატოვეს: გონსალო იგუაინი, ხოსე კალეხონი და რაულ ალბიოლი – „ნაპოლიში“, მესუთ იოზილი – „არსენალში“, რიკარდო კარვალიუ – „მონაკოში“ და კაკა – „მილანში“.

იოზილი „არსენალს“ ძალიან კარგად მოერგო. ლონდონური კლუბი კარგ ფორმაშია და პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობს, რაშიც გერმანელი ფეხბურთელის წვლილი საკამოდ დიდია: 8 მატჩში 2 გოლი მიითვალა და 4 საგოლე პასი გააკეთა. გარდა ამისა, დიდ ბრიტანეთში ყველაზე კარგად სწორედ იოზილის მაისურები იყიდება.

კალეხონის, ალბიოლისა და იგუაინის „ნაპოლი“ სკუდეტოს მოპოვების ერთ-ერთ პრეტენდენტად ითვლება. არგენტინელ თავდამსხმელს „ნაპოლის“ რიგებში ჩატარებულ 14 მატჩში უკვე 8 გოლი აქვს მითვლილი. მას დიდად არც კალეხონი ჩამორჩება, რომელმაც 16 შეხვედრაში 7 გოლის გატანა შეძლო. ალბიოლი გუნდის ძირითადი შემადგენლობის წევრია. თუ ჯანმრთელადაა, ის აუცილებლად ხვდება სასტარტო განაცხადში და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ესპანეთის ნაკრებში ადგილის შესანარჩუნებლად.

კაკას სახეზე ღიმილი დაუბრუნდა. ბრაზილიელი ფეხბურთელი საკმაოდ სარგებლიანად თამაშობს და ბრაზილიის მუნდიალზე მისი თამაშის შანსებიც გაიზარდა.

35 წლის რიკარდო კარვალიუს საფრანგეთის პირველი ლიგის ჯერ ერთი წუთიც არ გამოუტოვებია. ყველა მატჩში სასტარტო შემადგენლობაშია და ყველა მატჩს ბოლომდე ამთავრებს.

ერთადერთი გამონაკლისი შემთხვევა მაიკლ ესიენი გახლავთ, რომელმაც ინგლისის პრემიერლიგის არცერთ და ქვეყნის თასის მხოლოდ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა.

ბექა დოგრაშვილი

პრანდელი: “ბალოტელი მოუმატებს”

იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ჩეზარე პრანდელი აცხადებს, რომ “მილანის” თავდამსხმელი, მარიო ბალოტელი კიდევ უფრო მოუმატებს.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის ფეხბურთელს “როსონერის” მიერ ჩატარებულ ბოლო ხუთ მატჩში გოლი არ გაუტანია.

“მარიო ძალიან კარგი ფეხბურთელია. ის ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და მიმაჩნია, რომ აუცილებლად მოუმატებს. მის ასაკში ფსიქოლოგიური პრობლემები ხშირია, მაგრამ ყველაფერი მალე მოგვარდება”, – ამბობს პრანდელი.

ალეგრი: “ჩემი მომავალი “მილანის” ხელშია”

იტალიური “მილანის” მთავარი მწვრთნელი, მასიმილიანო ალეგრი აცხადებს, რომ მისი მომავალი “შავ-წითლების” ხელმძღვანებლობის ხელშია.

შეგახსენებთ, რომ “როსონერიმ” სეზონი ცუდად დაიწყო და ამჟამად, იტალიის ჩემპიონატში, 13 ქულით, მეათე პოზიციაზე იმყოფება. “მილანი” ლიდერ “რომას” 19 ქულით ჩამორჩება.

“მე “მილანის” მწვრთნელი ვარ, მაგრამ თუ კლუბის ხელმძღვანებლობა გადაწყვეტს, რომ უნდა წავიდე – წავალ. ამრიგად, ყველაფერი “როსონერის” ხელშია”, – ამბობს ალეგრი.

რობინიოს ბრწყინვალე ფინტი ვარჯიშზე

რობინიო რომ ტექნიკით გამორჩეული ფეხბურთელია, ეს ყველამ კარგად იცის. ბრაზილიელმა “მილანის” ვარჯიშზე ბრწყინვალე ფინტი გააკეთა, რითაც პუბლიკა კიდევ ერთხელ აღაფრთოვანა.

გალიანი: „ალეგრი „მილანის“ თავკაცად „კიევოსთან“ მატჩის შემდეგად დარჩება“

„მილანის“ ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ განაცხადა, რომ „კიევოსთან“ იტალიის სერია A-ს უახლოესი ტურის მატჩის შედეგის მიუხედავად, მასიმილიანო ალეგრი „როსონერიში“ დარჩება.

„კიევოსთან“ თამაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რადგან სატურნირო ცხრილის ლიდერებს საგრძნობლად ჩამოვრჩებით. გეტყვით, როიმ ალეგრისთვის ეს ბოლო შანსი არ იქნება. გვსურს, რომ იგი გუნდში სეზონის ბოლომდე დარჩეს. რა თქმა უნდა, თუ ანგარიშით 0:22 მარცხდები, მწვრთვნელის შეცვლაზე ფიქრი შეიძლება, თუმცა მომავალზე საუბარი არ მიყვარს“, – განაცხადა გალიანიმ.

ალექსანდრე მატევოსოვი

საპატა: “მილანმა” კარგად ითამაშა”

იტალიური “მილანის” მცველი, კრისტიან საპატა აცხადებს, რომ “როსონერის” კატალონიის “ბარსელონასთან” გამართულ შეხვედრაში ცუდად არ უთამაშია.

შეგახსენებთ, 6 ნოემბერს, “ბარსელონამ” “მილანი” საკუთარ მოედანზე მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

“ვფიქრობ, რომ ცუდად არ გვითამაშია. “ბარსელონა” ჩვენზე უკეთ სულაც არ გამოიყურებოდა. გვინდოდა, რომ მოგვეგო და გოლები გაგვეტანა, რაც ვერ მოვახერხეთ”, – ამბობს 27 წლის კოლუმბიელი.

ნეიმარის ბრწყინვალე სოლო-რეიდი და ჩამოტოვებული მთელი “მილანის” დაცვა

6 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებში, “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “მილანი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, კატალონიელთა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ნეიმარმა ბრწყინვალე სოლო-რეიდი განახორციელა და “მილანის” დაცვის წევრები ჩამოიტოვა, თუმცა, გოლის გატანა ვერ მოახერხა.

ნეიმარის სიმულიანტობა “მილანთან” მატჩში

როგორც იცით, 6 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, კატალონიის “ბარსელონამ” იტალიური “მილანი” საკუთარ მოედანზე მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

აღნიშულ შეხვედრაში, მატჩის მთავარმა არბიტრმა “როსონერის” კარის მიმართულებით უსამართლო თერთმეტმეტრიანი დანიშნა.