ჩემპიონთა ლიგის ფინალი ახლოვდება. მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის “რეალს” აღნიშნულ შეხვედრამდე, კიდევ ერთი დაპირისპირება (“ვილიარეალთან”, სტუმრად, 19 მაისს, 22:45) აქვს გასამართი ლა ლიგაში, ფეხბურთელები უკვე კიევში ჩასატარებელ თამაშზე არიან კონცენტრირებულნი.
სწორედ მერსესაიდის “ლივერპულთან” ჯახზე ისაუბრა დღეს “ბლანკოსის” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა.
“კიდევ ერთი შანსი გვაქვს იმის დამტკიცების, რომ ჩვენ ევროპის მეფეები ვართ. როცა ამას ვაცნობიერებთ, ძალიან დადებითი მომენტია. გვსურს მოვიგოთ ფინალი და ეს სიხარული უფრო დიდი სიამოვნებით გადავფაროთ. იმედი მაქვს, ზედიზედ მესამე ჩემპიონთა ლიგის თასს მოვიპოვებთ.”
გარდა რამოსისა, მარსელომ და ლუკა მოდრიჩმაც ისაუბრეს ფინალზე.
“ადამიანობა, ბევრი შრომა, ერთიანობა და ამბიცია – სწორედ ესაა ის საკვანძო ფორმულა, რის ხარჯზეც მეტოქის დამარცხებას ვაპირებთ,” – ამბობს მარცხენა მცველი.
“ადრე ისინი ფავორიტები არ იყვნენ, თუმცა, ახლა, როცა უკვე მათ შეხვედრებს უყურებ, აცნობიერებ, რომ ფინალში დამსახურებულად გავიდნენ. ეს არის კარგი გუნდი, რომელსაც მშვენიერი მწვრთნელი ჰყავს. შესაბამისად, ძალიან რთული შეხვედრა გველის. თუმცა, სათანადოდ მოვემზადებით,” – ამბობს ხორვატი ნახევარმცველი.