ჭდე: მოსკოვის დინამო
იგუაინი: „დინამოსთან“ მატჩი ადვილი არ ყოფილა“
„ნაპოლის“ თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა მოსკოვის „დინამოსთან“ ევროპის ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის მატჩი შეაფასა, რომელიც მისმა გუნდმა ანგარიშით 3:1 მოიგო.
„მატჩი ადვილი არ ყოფილა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც „დინამომ“ სწრაფი გოლი გაგვიტანა. საბედნიეროდ, გავიმარჯვეთ და რუსეთში კარგი უპირატესობვით ჩავდივართ. დიახ, მეოთხე გოლის გატანა ვერ გამოვიდა, მაგრამ ეს პრობლემას არ წარმოადგენს. მეოთხედფინალში გასასვლელად ყველაფერი გვაქვს“, – განაცხადა არგენტინელმა.
ბენიტესი: „დინამო“ რთული მეტოქეა“
„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა უეფა-ს ევროპის ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის კენჭისყრა შეაფასა. ცნობისთვის, ნეაპოლიტანელთა მეტოქე 1/8 ფინალში მოსკოვის „დინამო“ იქნება.
„მოსკოვის „დინამოს“ ვიცნობთ და გვესმის, რომ ეს რთული მეტოქეა, რომელმაც ექვსჯერ მოიგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. ეს დიდი ტრადიციებისა და გამოცდილი მოთამაშეების მქონე კლუბია. საპასუხო მატჩი მოსკოვში გაიმართება, იქაური ატმოსფერი ჩვენთვის არც ისე კარგი იქნება. „ანდერლეხტთან“ სერიაში „დინამოელებმა“ თავისი შესაძლებლობები საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინეს. ამის მიუხედავად, ამ ტურნირზე რაც შეიძლება შორს გასვლა გვსურს“, – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
მატიე ვალბუენამ რუსეთის ჩემპიონატში ულამაზესი გოლი გაიტანა (ვიდეო)
7 დეკემბერს, რუსეთის ჩემპიონატში, მოსკოვის “დინამოსა” და “ამკარს” შორის გამართულ შეხვედრაში მატიე ვალბუენამ ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა.
მეტიუ ვალბუენას შედევრი “ზენიტის” კარში
13 სექტემბერს, რუსეთის ჩემპიონატში “ზენიტსა” და “დინამოს” შორის გამართულ მატჩში (3:2), ვალბუენამ მეტოქის კარში ულამაზესი გოლი გაიტანა.
მოსკოვის “დინამოს” ფეხბურთელმა ჯანო ანანიძის ყოფილ გუნდს ხელით გაუტანა
3 აგვისტოს, რუსეთის ჩემპიონატში მოსკოვის “დინამომ” საკუთარ მოედანზე “როსტოვი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 7:3 დაამარცხა.
აღნიშნულ შეხვედრაში, მოსკოველთა მხრიდან ერთ-ერთი გოლი ალექსანდრ კოკორინმა ხელით გაიტანა.
ვალბუენა, შესაძლოა, „დინამოში“ ორ დღეში გადავიდეს
„მარსელის“ ნახევარმცველს მატიე ვალბუენას, რომლის ხილვაც საკუთარ რიგებში მოსკოვის „დინამოს“ სურს, მომავალთან დაკავშირებით გააწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
აქამდე მოსკოვურმა კლუბმა „ოლიმპიკს“ მოთამაშის სანაცვლოდ შვიდი მილიონი ევრო შესთავაზა, ხმარეებმა კი, შეთანხმების დეტალებიც დააზუსტეს.
შესაბამისად, ახლა ყველაფერი თავად ფეხბურთელზეა დამოკიდებული. ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, ვალბუენას საბოლოო პასუხი ორ დღეშ უნდა გახდეს ცნობილი.
ერთ-ერთი ფაქტორი, რომლის გამოც ვალბუენას რუსეთში გადასვლა არ სურს, შესაძლოა, საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში ადგილის დაკარგვა იყოს.
ზენიდი – დინამო გულშემატკივრებმა ჩაშალეს
რუსეთის პრემიერლიგის მატჩი სანქტ-პეტერბურგის “ზენიტსა” და მოსკოვის “დინამო” შორის 86-ე წუთზე, მოედანზე მასპინძელი გუნდის ფანების შევარდნის გამო შეწყდა.
მოსკოველები 4:2-ს უგებდნენ “ზენიტს”, რაც იმას ნიშნავდა, რომ სანქტ-პეტერბურგელებს ჩემპიონატის მოგების შანსი საგრძნობლად შეუმცირდათ. უკმაყოფილო ფანებმა თავისი პროტესტი მოედანზე შევარდნით გამოხატეს.
ერთ-ერთმა გუშემატკივარმა მოსკოვის “დინამოს” ფეხბურთელ გრანატს სახეში ხელიც კი გაარტყა.
ყველაზე ძლიერი ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები
ერთ-ერთმა უცხოურმა საფეხბურთო პორტალმა ყველაზე ძლიერი ფეხბურთელების სიმბოლური ნაკრები გამოაქვეყნა, რომელსაც ჩვენ აქვე გთავაზობთ.
1. მეკარე – მანუელ ნოიერი (მიუნხენის “ბაიერნი”)
სიმაღლე: 193 სმ
წონა: 92 კგ
2. მარჯვენა მცველი – მიკა რიჩარდსი (“მანჩესტერ სიტი”)
სიმაღლე: 180 სმ
წონა: 83 კგ
3. ცენტრალური მცველი: კრისტოფერ სამბა (მოსკოვის “დინამო”)
სიმაღლე: 193 სმ
წონა: 100 კგ
4. ცენტრალური მცველი: ნემანია ვიდიჩი (“მანჩესტერ იუნაიტედი”)
სიმაღლე: 188 სმ
წონა: 88 კგ
5. მარცხენა მცველი: ჯორჯ ელოკობი (“ვულვერჰემპტონი”)
სიმაღლე: 175 სმ
წონა: 90 კგ
6. ცენტრალური ნახევარმცველი: იაია ტურე (“მანჩესტერ სიტი”)
სიმაღლე: 188 სმ
წონა: 79 კგ
7. ცენტრალური ნახევარმცველი: მაიკლ ესიენი (“ჩელსი”)
სიმაღლე: 177 სმ
წონა: 85 კგ
8. ცენტრალური ნახევარმცველი: ჟულიო ბაპტისტა (“კრუზეირო”)
სიმაღლე: 185 სმ
წონა: 86 კგ
9. თავდამსხმელი: ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“პარი სენ-ჟერმენი”)
სიმაღლე: 195 სმ
წონა: 95 კგ
10. თავდამსხმელი: დიეგო კოშტა (მადრიდის “ატლეტიკო”)
სიმაღლე: 188 სმ
წონა: 85 კგ
11. თავდამსხმელი: ადებაიო აკინფენვა (“ჯილინგემი”)
სიმაღლე: 180 სმ
წონა: 100 კგ
კურანიმ ქალი სიკვდილს გადაარჩინა
31 წლის გერმანელმა ფორვარდმა კევინ კურანიმ, რომლიც ამჟამად მოსკოვის “დინამოს” ღირსებას იცავს, გმირული საქციელი ჩაიდინა ბრაზილიაში გატარებული შვებულების დროს.
გერმანული პრესის ცნობით, რიოს ერთ-ერთ პლაჟზე დასვენების დროს კურანიმ თავის მეგობართან ერთად ზღვაში ქალი შეამჩნიეს, რომელიც დინებას ვერ გაუმკლავდა. ფეხბურთელმა და მისმა მეგობარმა დროულად მოახდინეს რეაგირება და ქალბატონი ნაპირზე ამოიყვანეს.
ფეხბურთელმა, გოლის გატანის შემდეგ, თანაგუნდელს ტრავმა მიაყენა
26 სექტემბერს, რუსეთის პრემიერ ლიგის მეათე ტურის მატჩში, ყაზანის “რუბინმა” საკუთარ მოედანზე მოსკოვის “დინამო” მიიღო და ფრედ, 2:2 ითამაშა.
აღნიშნულ შეხვედრაში, 39-ე წუთზე, მოსკოველთა თავდამსხმელმა, ალექსანდრ კოკორინმა გოლის გატანა მოახერხა, რის შემდეგაც ის საკუთარ თანაგუნდელს, ანდრეი ვორონინს დაეჯახა.
გთავაზობთ ვიდეომასალას: