ჟოზე მოურინიომ ლონდონის “ჩელსიში” მუშაობის დროს მოჰამედ სალაჰი, რომელუ ლუკაკუ და კევინ დე ბრუინი დაიწუნა. უკვე “მანჩესტერ იუნაიტედში” მუშაობის დროს, პორტუგალიელი ისევ არ წყალობს ახალგაზრდა ფეხბურთელებს. ამაზე ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.
ჟოზე მოურინიომ ლონდონის “ჩელსიში” მუშაობის დროს მოჰამედ სალაჰი, რომელუ ლუკაკუ და კევინ დე ბრუინი დაიწუნა. უკვე “მანჩესტერ იუნაიტედში” მუშაობის დროს, პორტუგალიელი ისევ არ წყალობს ახალგაზრდა ფეხბურთელებს. ამაზე ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.
ჟოზე მოურინიო კრიშტიანუ რონალდუს მადრიდის “რეალიდან” ტურინის “იუვენტუსში” გადასვლას გამოეხმაურა.
“პრემიერ ლიგა არის საუკეთესო ჩემპიონატი, სადაც თამაშობენ საუკეთესო ფეხბურთელები. ახლა შეგიძლიათ, იხილოთ, სამი განზომილება: ხალხი უყურებს იტალიის პირველობას რონალდუს გამო, პრემიერ ლიგას, იმიტომ, რომ ის ყველაზე კარგია და – ლა ლიგას, მესის გამო. ვულოცავ “იუვენტუსს” ამ ტრანსფერს, რადგან ეს ძალიან წაადგებათ, პირველ რიგში, საფეხბურთო თვალსაზრისით; ასევე: რეკლამირებასა და მარკეტინგში,” – ამბობს ჟოზე.
მანუელ პელეგრინი ერთი წლის მანძილზე, 2009-2010 წლებში წვრთნიდა მადრიდის “რეალს” და კლუბთან ერთად ვერაფრის მოგება ვერ მოახერხა. ამის შემდეგ ის ჟოზე მოურინიომ ჩაანაცვლა. ჩილელი, რომელიც ახლა “ვესტ ჰემ იუნაიტედს” ჩაუდგა სათავეში, ჩილეს გაზეთთან, “ელ მარკურიოსთან” მადრიდში გატარებულ პერიოდზე საუბრობს.
“რეალის” ხელმძღვანელობასთან ხშირად მქონდა საუბარი, სხვადასხვა თემის განხილვა. ერთ-ერთი აქტუალური საკითხი იყო ის, თუ ვის გავიყვანდი მოედანზე. მესვეურები მთხოვდნენ, რომ ზოგიერთი ფეხბურთელი ნებისმიერ შემთხვევაში მეთამაშებინა. რაც შეეხება უშუალოდ ჩემს შეგირდებს, ყველაზე მარტივად საურთიერთობო კრიშიტიანუ რონალდუ და რაული იყვნენ. რამდენიც არ უნდა მოეგოთ, მაინც ყოველთვის იდეალურ ფორმაში ხვდებოდნენ მატჩებს. ხოლო, ყველაზე რთული ხუან რომან რიკელმე იყო. ყველა მწვრთნელთან კარგი ურთიერთობა მაქვს. იმავეს ვიტყვი ჟოზე მოურინიოზეც, რომელსაც ლონდონში შევხვდი და ერთმანეთს წარმატება ვუსურვეთ,” – ამბობს პელეგრინი.
“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ ფრანკ დე ბური პრემიერ ლიგის ყველაზე ცუდი მწვრთნელია.
ამასთან დაკავშირებით ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.
დღეს პრემიერ ლიგის 26-ე ტურის შეხვედრები შედგა. ერთ-ერთ მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედმა” “ჰადერსფილდი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით, 2-0 დაამარცხა.
შეხვედრის შემდეგ “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ჟურნალისტებს ესაუბრა.
“მთელი მატჩის მანილძე ბურთს ვფლობდით და თამაშსაც ვაკონტროლებდით. პირველ ნახევარში, ალბათ, 85 იყო ჩვენკენ, ბურთის ფლობის მხრივ. თუმცა, ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. მეორე ტაიმში ზეწოლა გავაძლიერეთ, რამაც შედეგი გამოიღო. გოლი გავიტანეთ, თუმცა არ მოვდუნდით. რაც შეეხება დაცვას, ჩემი ბიჭები უკან უშიშრად იდგნენ და საფრთხე არ შეგვქმნია.”
“მშვიდად ყოფნა, არსებული ტაქტიკით თამაშის გაგრძელება და, საბოლოოდ, დავიდ ვაგნერის ბერლინის კედლის დანგრევა მოგვიწია. ის ძალიან კარგად ორგანიზებული იყო, თუმცა მაინც მოვახერხეთ მისი დემონტაჟი,” – აცხადებს სეუ ჟოზე.
“მანჩესტერ იუნაიტედის” დამრიგებელმა, ჟოზე მოურინიომ თავის ყოფილ შეგირდზე, კრიშტიანუ რონალდუზე ისაუბრა.
“ჩემს შვილებს პელე არ უნახავთ, მაგრამ იციან ვინ იყო ის. 40 წლის შემდეგ მათ ბავშვებს ეცოდინებათ, ვინ იყო რონალდუ. ის მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება.”
პორტუგალიელები ერთად მუშაობდნენ მადრიდის “რეალში”. თუმცა, ჟოზეს მიერ “ბლანკოსის” დატოვების შემდეგ, მათ შორის რამდენიმე კონფლიქტი მოხდა. “წითელი ეშმაკების” მწვრთნელს ამაზეც ჰკითხეს.
“ეს ყველაფერი ჩემი სამსახურის ნაწილია და ამ თემაზე ხალხში საუბარი არ მსურს. ბევრი რამე დაიწერა ჩემზე და რონალდუზე, თუმცა უმეტესობა მართალი არ იყო. რაც მთავარია, მასთან პირადული პრობლემები არ მაქვს. ვფიქრობ, ისიც იმავეს გრძნობს ჩემთან დაკავშირებით,” – აცხადებს მოურინიო.
გასულ უქმეებზე პრემიერ ლიგის მე-11 ტურში ორი გამორჩეული შეხვედრა გაიმართა: “ჩელსი” “მანჩესტერ იუნაიტედის”, ხოლო “მანჩესტერ სიტი” “არსენალის” წინააღმდეგ. საბოლოოდ, ანტონიო კონტემ “ლურჯი ბიჭებით” ჟოზე მოურინიოს “წითელ ეშმაკებს” სძლია. ხოლო, არსენ ვენგერმა თავისი “ზარბაზნით” პეპ გვარდიოლას “რაკეტა” ვერ დაამარცხა.
ამ თემაზე ასეთ კარიკატურას გთავაზობთ
დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის შეხვედრაში “მანჩესტერ იუნაიტედი” ლისაბონის “ბენფიკას” მიიღებს.
მატჩის წინ “წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო ჟურნალისტებს ესაუბრა. პორტუგალიელმა რომელუ ლუკაკუს როლზე გაამახვილა ყურადღება.
“რომელუ ჩემს გუნდში ხელშეუხებელია. იგი კრიტიკას არ იმსახურებს. მას აქვს როგორც ჩემი, ასევე გულშემატკივართა მხრიდან მხარდაჭერა. ის საოცრად კარგად თამაშობს. ფანები თავიანთი ნებისმიერი დამოკიდებულების გამოხატვაში თავიუფალნი არიან. თუმცა, ჩემი მოვალეობა მოთამაშეთა დაცვაა და ლუკაკუ ხელშეუხებელი უნდა იყოს. ის ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია.”
“ჩემპიონთა ლიგაზე “ცსკ”-სთან და “ბაზელთან” გამარჯვება მარიტივი იყო, თუმცა “ბენფიკასთან” რთული მატჩი გამოდგა. “ბენფიკა” სხვებზე უკეთესი გუნდია. ახლა სხვა შეხვედრაზე არ ვფიქრობთ. მხოლოდ მომავალ მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი. “ჩელსი”? ამაზე შემდეგ დავიწყებთ ფიქრს, რაც “ბენფიკასთან” თამაშს ჩავატარებთ,” – აცხადებს პორტუგალიელი.
დღეს პრემიერ ლიგის მეცხრე ტურში მერსესაიდის “ლივერპული” “ენფილდზე” “მანჩესტერ იუნაიტედს” მიიღებს.
“წითელი ეშმაკების” მთავარი მწვრთნელი, ჟოზე მოურინიო მატჩამდე ჟურნალისტებს ესაუბრა.
“ჩემთვის სასაცილოა ხალხის საუბარი, როცა ამბობენ, რომ დიდი ატმოსფერო ჩვენ არ მოგვწონს. თითქოს, ისინი ფიქრობენ,რთულია ჩავიდეთ განსაკუთრებულ ადგილზე და მოწინააღმდეგის გულშემატკივრების მიერ შექმნილ საოცარ ატმოსფეროს დავუპირისპრიდეთ. ზოგჯერ, ასე ფიქრობენ გამორჩეული, ვეტერანი ფეხბურთელები. პირიქით! ეს ის გარემოა, რომელიც ჩვენ გვსურს, რადგან ის დამატებითი მოტივატორია.”
“როცა “ბარსელონა” “ლას პალმასს” ცარიელ სტადიონზე ეთამაშა, თქვენი აზრით ფეხბურთელები ბედნიერნი იყვნენ ამით? მართლა ფიქრობთ, რომ “ლას პალმასის” მოთამაშეები ასეთ გარემოში ასპარეზობას ამჯობინებდნენ?”
“ჩვენ ხვალ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას ტრადიციული გუნდის წინააღდეგ გამორჩეულ სტადიონზე ჩავატარებთ. ვიცით, რომ ფანებს “მანჩესტერ იუნაიტედი” ძალიან არ უყვართ.. თუმცა, ეს ისაა, რაც ჩვენ გვსურს. “ლივერპულს” კარგი მოთამაშეები ჰყავს. ამ გუნდს დიდი პოტენციალი აქვს. რთულია, მათ გავუტოლდეთ. იმედი მაქვს, ისინიც იმავეს ფიქრობენ ჩვენზე,” – ამბობს სეუ ჟოზე.
მესუტ იოზილის დამატებით, რამდენიმე გუნდია დაინტერესებული.
საქმე იმაშია, რომ გერმანელ ფეხბურთელს “არსენალთან” კონტრაქტი სეზონის ბოლოს ეწურება. როგორც ჩანს მხარეები შეთანხმებას ვერ აღწევენ, ამიტომაც, დიდი ალბათობით, იოზილი კლუბს დატოვებს.
რა თქმა უნდა, მისი დამატება ყველას ძალიან უნდა, მათ შორის პორტუგალიელ ჟოზე მოურინიოსა, რომელსაც აქამდე, გერმანელ ფეხბურთელთან მადრიდის “რეალშიც” უმუშავნია. თავის მხრივ ბედს ცდის მილანის “ინტერი”, მაგრამ ერთი განსხვავებით, იტალიელები მზად არიან მესუტი სატრანსფერო ფანჯრის დროს, ზამთარში აიყვანონ.
მანჩესტერ იუნაიტედის თავკაცმა, ჟოზე მოურინიომ რომელუ ლუკაკუს შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა.
მას შემდეგ, რაც ბელგიელი “წითელ ეშმაკებს” შეუერთდა, მხოლოდ ერთხელ იყო სათადარიგოთა შორის სათასო შეხვედრაში, სხვა შემთხვევაში კი, ლუკაკუ ყველა შეხვედრაში 90 წუთს თამაშობდა. რა თქმა უნდა, ფიზიკურად ძალიან ძნელია მსგავი დატვირთვის ატანა, მაგრამ მოურინომ განაცხადა, რომ სანამ იბრაჰიმოვიჩი არ დაბრუნდება, ლუკაკუს როტაცია არ განიხილება, რადგან მისი თქმით ამ პოზიციაზე სხვა ფეხბურთელი “მანჩესტერ იუნაიტედში” არ არის. რაც შეეხება რეშფორდს, როგორც ჩანს პორტუგალიელი თავკაცი, მას სულ სხვა პოზიციაზე განიხილავს.
იქიდან გამომდინარე, რომ ბელგიას უკვე განაღდებული აქვს მსოფლიო ჩემპიონატის საგზური, მოურინიოს კითხეს, დაისვენებდა თუ არა ლუკაკუ სანაკრებო შეხვედრაში, პორტუგალიელმა კი განაცხადა, რომ ეს მისი კომპეტენციას არ მიეკუთნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ბელგიელთა თავკაცმა უნდა მიიღოს.
რაც შეეხება იბრაჰიმოვიჩს, შვედი ფეხბურთელი რებილიტაციის პროცესშია და საარაუდოდ, ის დეკემბრამდე ვერ მოახერხებს მოედანზე დაბრუნებას.
ევროპის სუპერთასზე მადრიდის “რეალთან” მარცხის შემდეგ, “მანჩესტერ იუნაიტედის” დამრიგებელმა, ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“რეალი” დიდი ნის მანძილძე დომინირებდა. თუმცა, ჩვენ მათზე მეტი საგოლე მომენტი შევქმენით. ესპანელებს კი თამაშაგერდან გატანილი გოლი ჩაუთვალეს, რომელიც რეალურად გოლი არ იყო. არაუშავს – “ბლანკოსი” კარგი გუნდია, რომელსაც მაღალი დონი ფეხბურთელები ჰყავს. ჩვენი ცხოვრება კი გრძელდება.”
“სამწუხაროა, რომ ვერც ბოლო შვიდი წუთი გამოყენეთ პროდუქტიულად. თუმცა, ეს გასაგებიცაა – ანგარიშის მხრივ წინ მყოფი გუნდი ბურთის კონტროლსა და ანგარიშის შენარჩუნებას ცდილობს, ხოლო ჩვენ ყველა წამის გამოყენება გვინდოდა. “რეალმა” ბურთი დაიჭირა და მატჩის ბოლოს ვეღარაფერი შევძელით,” – განაცხადა ჟოზემ.