გავრცელდა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ ახალი რეკლამა, რომლის თემაც მოეხლოებული მსოფლიოს ჩემპიონატია.
ჭდე: მსოფლიოს ჩემპიონატი 2014
მოურინიო ფსონს ნიგერიაზე დებს
„ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ ნიგერიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე წარმატება უწინასწარმეტყველა.
„არგენტინის ნაკრებს ჯგუფში პირველი ადგილის დასაკევებლად ყველაფერი აქვს, თუმცა არ დაგავიწყდეთ ნიგერიის ნაკრები. ამ გუნდის კარგ შედეგში დარწმუნებული ვარ, რადგან მის რიგებში ერთ-ერთი ჩემი ფეხბურთელი ჯონ ობი მიკელი ითამაშებს.
დაგეთანხმებით, თუ მეტყვით, რომ ეს ჩემი სუბიექტური აზრია, თუმცა ჩემი მოთამაშების გამხნევებას შევეჩვიე“, – განაცხადა ფეხბურთის პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე აფრიკელთა მეტოქე არგენტინა, ირანი და ბოსნია და ჰერცეგოვინა იქნებიან.
ალექსანდრე მატევოსოვი
იაია ტურე მუნდიალის პირველ მატჩს გამოტოვებს
კოტ-დ’ივუარის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იაია ტურე მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ მატჩში თავის გუნდს ვერ დაეხმარება.
როგორც ცნობილია, იაია იაპონიასთან მატჩში ფეხის ტრავმის გამო ვერ ითამაშებს, რომელიც ჯერ კიდევ საკლუბო სეზონის ბოლოს მიიღო. ერთ თვეში ტურემ ბოლომდე გამოჯანმრთელება ვერ შეძლო, თუმცა პლანეტის პირველობაზე მისი თამაში რისკის ქვეშ არ არის.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე კოტ-დ’ივუარელები იაპონიას, საბერძნეთსა და კოლუმბიას შეხვდებიან.
ალექსანდრე მატევოსოვი
მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მეძავებიც აქტიურად ემზადებიან
2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა. ტურნირისთვის ყველა ემზადება, მათ შორის უძველესი პროფესიის წარმომადგენლებიც.
ბრაზილიის ქალაქ ბელუ ორიზონტეში (აქ მსოფლიო ჩემპიონატის ექვსი მატჩი ჩატარდება) მეძავეებისთვის ინგლისური ენის შემსწავლელი კურსები მოაწყეს. ამ იდეით რეგიონის მეძავთა ასოციაცია გამოვიდა(!)
მეძავები მსოფლიოს ჩემპიონატის მსვლელობის დროს დიდი რაოდენობით სტუმრებს ელიან და სურთ, რომ ღირსეული მასპინძლობა გასწიონ. მასპინძლები მზად არიან, იმუშაონ არამხოლოდ სამ ცვლაში, არამედ სტუმრებს მაღალი ხარისხის მომსახურებაც შესთავაზონ. ინგლისური ენის შემსწავლელი კურსის გავლის შემდეგ მეძავს უნდა შეეძლოს ინგლისურ ენაზე მისალმება და კლიენტთან საუბარი, სხვა დანარჩენისთვის კი ენის ცოდნა ნაკლებად საჭიროა.
პირლო: „იტალია შემტევ ფეხბურთს ითამაშებს“
იტალიის ნაკრების ნახევარმცველის ანდრეა პირლოს თქმით, მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატზე მისი გუნდი დაცვით ფეხბურთის ჩვენებას არ აპირებს.
„იტალია შემტევ ფეხბურთს თამაშობს. ჩვენ ვცდილობთ მატჩის სადავეები ხელიდან არ გავუშვათ და შეხვერისგან სიამოვნება მივიღოთ.
ასე თამაშს მსოფლიოს ჩემპიონატზეც ვაპირებთ. ვფიქრობ, იტალია კარგად გამოვა. წარმატების მისაღწევად ყველაფერი გვაქვს.
მიხარია, რომ ასეთ ტურნირში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მაქვს“, – განაცხადა პირლომ.
შეგახსენებთ, რომ მუნდიალის პირველ მატჩში „სკუადრა აძრას“ მეტოქე ინგლისის ნაკრები იქნაბ.
ალექსანდრე მატევოსოვი
რიბერი მუნდიალისთვის საფრანგეთის ნაკრების განაცხადში მოხვდა
საფრანგეთის ნაკრებმა მოახლოებული მსოფლიოს ჩემპიონატისთვის თავისი საბოლოო განაცხადი დაასახელა.
მეკარეები: ლიორისი („ტოტენჰემი“), რუფიე („სენტ-ეტიენი“), ლანდრო („ბასტია“)
მცველები: ვარანი (მადრიდის „რეალი“), სახო („ლივერპული“), დებუში („ნიუკასლი“), კოშელნი („არსენალი“), დინი (პსჟ), მანგალა („პორტუ“), სანია (“არსენალი“), ევრა („მანჩესტერ იუნაიტედი“)
ნახევარმცველები: კაბაიე (პსჟ), პოგბა („იუვენტუსი“), მატუიდი (პსჟ), სისოკო („ნიუკასლი“), გრენიე („ლიონი“), მავუბა („ლილი“), ვალბუენა („მარსელი“), რიბერი (მიუნხენის „ბაიერნი“)
თავდამსხმელები: ბენზემა (მადრიდის „რეალი“), გრიზმანი („რეალ სოსიედადი“), ჟირუ („არსენალი“), რემი („ნიუკასლი“)
ტევესი არგენტინის ნაკრებში არგამოძახებას ხუმრობით გამოეხმაურა
ტურინის „იუვენტუსის“ არგენტინელი თავდამსხმელი კარლოს ტევესი შესანიშნავ ფორმაშია. 30 წლის ფორვარდს იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 31 მატჩში 19 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა დავაში თანაქალაქელი „ტორინოს“ თავდამსხმელ ჩირო იმობილეს მხოლოდ 2 ბურთით ჩამორჩება.
მიუხედავად ასეთი კარგი შედეგისა, არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალეხანდრო საბელია ტევესის სამუნდიალო განაცხადში შეყვანას ჯიუტად არ აპირებს, რასაც თავად ფეხბურთელი ხუმრობით გამოეხმაურა.
„ვფიქრობ, არგენტინის ნაკრების თავკაც საბელიას „სქაი“ (ტელეარხი) არ აქვს, რომ „იუვენტუსის“ მატჩებს უყუროს“, – აღნიშნა ტევესმა „სქაის“ ეთერში.
ბექა დოგრაშვილი
ჰოჯსონი მუნდიალისთვის საბოლოო განაცხადს 12 მაისს წარადგენს
ბრაზილიაში ჩასატარებელი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ინგლისის ნაკრების საბოლოო განაცხადი სულ მალე გახდება ცნობილი.
როგორც გაირკვა, ინგლისელთა თავკაცი როი ჰოჯსონი საბოლოო 23-კაციან განაცხადს საჯაროდ 12 მაისს წარადგენს.
შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე ინგლისის მეტოქეთა შორის იტალიის, ურუგვაისა და კოსტა რიკის ნაკრებები იქნებიან.
ალექსანდრე მატევოსოვი
ზიკო: „მუნდიალის ფინალში ბრაზილია-არგენტინის მატჩს ვისურვებდი“
ბრაზილიის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ზიკო „სელესაოს“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ლუიშ ფელიპე სკოლარის მუშაობას მაღალ ქულას უწერს. ზიკოს თქმით, ბრაზილიელთა ამჟამინდელი თავკაცის მუშაობა შედეგს გამოიღებს.
„სკოლარი თავის საქმეს შესანიშნავად უძღვება. ის ცდილობს, ოპტიმალური შემადგენლობა ჩამოაყალიბოს, საშინაო ტურნირის ყველა ფაქტორს ითვალისწინებს.
ვფიქრობ, საქმისადმი ასეთ მიდგომას შედეგის გამოღება შეუძლია. ჩემი სურვილია, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებები შეხვდნენ და ჩვენ მოვიგოთ“, – ზიკოს სიტყვებს „გლობო ესპორტე“ აქვეყნებს.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე 44 დღე დარჩა.
ბექა დოგრაშვილი
დონადონი: „იტალიას მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შეუძლია“
„პარმას“ მთავარი მწვრთნელის რობერტო დონადონის აზრით, იტალიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შეუძლია.
„იტალიელებს მუნდიალის მოგების პოტენციალი გააჩნიათ. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება ადვილი არ იქნება, თუმცა, მგონია, შანსები გვაქვს. „სკუადრა აძურას“ მთლიანი ეტაპის დაძლევა ნამდვილად შეუძლია. ყველაფერი იმისგან იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ფორმაში იქნებიან მოთამაშეები სეზონის დასრულები შემდეგ“, – განაცხადა დონადონიმ.
ალექსანდრე მატევოსოვი
მენეზი: „არამგონია, მუნდიალზე მოვხვდე“
„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველი ჟერემი მენეზი ეჭვობს, რომ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი მას მსოფლიოს ჩემპიონატზე არ გამოიძახებს.
„ვითამაშებ თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატზე? არამგონია, ჩემი დონე ასეთი ტურნირისთვის შესაფერისი იყო. თანაც, კლუბში თამაში ხშირად არ მიწევ, რის გამოც შემადგენლობაში მოხვედრის პრობლემა მექნება. შესაბამისად, მუნდიალზე გამგზავრება გამიჭირდება“, – განაცხადა მენეზმა.
ალექსანდრე მატევოსოვი
მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეები დოპინგკონტროლს გაივლიან
ფიფა-ს სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელის ირჟი დვორჟაკის თქმით, მოახლოებული მუნდიალის ფინალური ეტაპის 32 ნაკრების მონაწილე ტურნირის დაწყებამდე დოპინგკონტროლს გაივლის.
„მიხარია, რომ არავინ იცის, თუ როდის ჩატარდება დოპინგტესტი. გამორიცხული არ არის, მოთამაშეებს მოულოდნელად მივაკითხოთ.
პირველი მარტიდან ყველა ნაკრების მოთამაშეთა კოორდინატებს მივიღებთ, რის შემდეგად გადავწყვეტთ, თუ რით დავიწყო.
ამ ეტაპზე მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ყველა ფეხბურთელი ტურნირის გახსნის მატჩამდე შემოწმდება“, – განაცხადა დვორჟაკმა.
ალექსანდრე მატევოსოვი