„მილანმა“ თავისი მეკარე „ნაპოლიში“ გაუშვა

„მილანმა“ ერთი წლით ბრაზილიელი მეკარე გაბრიელი იჯარით „ნაპოლიში“ გაუშვა.

გასულ სეზონში გაბრიელმა ასევე იჯარით „კარპის“ შემადგენლობაში ითამაშა, რომელთან ერთადაც სერია ა-ში გავიდა.

„ამჟამად ჩემს აკრიერაში ახალი ეტაპი იწყება. მსურს, „მილანს“ მადლობა გადავუხადო, ამ კლუბმა ჩემთვის ბევრი გააკეთა“, – დაწერა ფეხბურთელმა თავისი „ინსტაგრამის“ გევრდზე.

22 წლის გოლკიპერი ახალ კლუბს სამწვრთნელო ბაზაზე უკვე შეუერთდა.

„როსონერისთან“ სამხრეთ ამერიკელს კონტრაქტი 2018 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს.

“ნაპოლის” პრეზიდენტი: “მინდა, რომ იგუაინი წავიდეს”

“ნაპოლის” პრეზიდენტი ანტონიო დე ლაურენტისი, რომელიც ექსცენტრიული ქცევებით არის ცნობილი, აცხადებს, რომ გონსალო იგუაინის გაყიდვა სურს.

“მინდა, რომ იგუაინი ვინმემ იყიდოს. 90 მილიონ ევროდ რვა ახალ ფეხბურთელს ვიყიდიდი.

რაც შეეხება ჩირო იმობილეს, ჩვენ არ ვაპირებთ მის შეძენას, რადგან იგი მხოლოდ ლორენცო ინსინიესთან და მარკო ვერატისთან ერთად თამაშობს კარგად (ეს სამი ფეხბურთელი ერთად “პესკარაში” 2011/12 წლების სეზონში თამაშობდა, როცა გუნდი სერია А-ში გადმოვიდა), ჩვენ კი აქედან მხოლოდ ერთი მოთამაშე გვყავს”, – ციტირებს დე ლაურენტისის სიტყვებს Football Italia.

 

“იგუაინი “ნაპოლიში” რჩება”

“ნაპოლის” სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ განაცხადა, რომ გონსალო იგუაინი არსად არ წავა.

“იგუინისადმი ინტერესს რამდნიმე იტალიური კლუბი იჩენდა, თუმცა ის ჩვენთან რჩება. ახლა დაცვისა და ნახევარდაცვის გაძლიერებაზე ვმუშაობთ. შეტევაში დიდი ცვლილებების განხორციელება არ გვსურს” – განაცხადა “ნაპოლის” წარმომადგენელმა.

იგუაინმა იტალიურ კლუბში ორი სეზონი გაატარა და კონტრაქტით “ნაპოლის” კიდევ სამი სეზონით ეკუთვნის.

„ნაპოლი“ ახალგაზრდა ნახევარმცველს გამოისყიდის

ცენტრალური ნახევარმცველი ჟორჟინიო „ნაპოლის“ სრულყოფილი მოთამაშე გახდება

როგორც „ტუტოსპორტი“ წერს, ამჟამად 23 წლის ფეხბურთელისთვის „ნაპოლი“ და „ვერონა“ მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

„ნაპოლი“ „ვერონასთან“ მოთამაშის გამოსყიდვას განიხილავს. მისი სატრანსფერო უფლებების მეორე ნაწილის ფასი 4,5 მილიონ ევროს შეადგენს“, – განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა ჯოაო სანტოსმა.

„სარის ხელმძღვანელობით ჩვენ ახალ ჟორჟინიოს ვიხილავთ. ჩემს კლიენტს საუკეთესო თვისებების ჩვენება სჭურდება. ბენიტესის დროს მას ნაკლები სათამაშო პრაქტიკა ჰქონდა“, – დაამატა მოთამაშის წარმომადგენელმა.

იმობილე: „ნაპოლიში თამაში მსურს“

დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელმა ჩირო იმობილემ „ნაპოლიში“ გადასვლის სურვილი გამოთქვა.

„ბორუსიაში“ გატარებული პერიოდი წარუმატებელი გამოდგა, მაგრამ აქ გამოცდილება მაინც მივიღე. საზღვარგარეთ თამაშის გამოცდილება, განსაკუთრებით კი გერმანიაში, ძალიან მნიშვნელოვანია.

დავბრუნდები თუ არა იტალიაში? არასდროს ვმალავდი, რომ „ნაპოლიში“ თამაში მსურს. ამაზე არაერთხელ მისაუბრია.

თუმცა, არსებობს მოლაპარაკებები და კონტრაქტები, რომელთა განხილვა ღირს. „ნაპოლიში“ ბევრი ძლიერი ფეხბურთელია, აქ დიდი კონკურენციაა“, – განაცხადა იმობილემ.

განვლილ სეზონში იტალიელმა გერმანიის ჩემპიონატში 24 მატჩი ჩაატარა.

აგენტი: „ნაპოლიდან“ წასვლის დრო დადგა“

„ნაპოლის“ თავდამსხმელის დუვან საპატას აგენტმა ფერნანდი ვილიარელმა განაცხადა, რომ მის კლიენტს კლუბის შეცვლა სურს.

„ჯერჯერობით ნათელი არაფერია, რადგან „ნაპოლისგან“ პასუხი არ მიგვიღია. კონტაქტი 4-5 კლუბთან გვაქვს. საუბარი არამხოლოდ იტლაიურ, არამედ ესპანურ და გერმანულ კლუბებზეცაა. თუმცა, სიტუაცია ჯერ დუვანის ამჟამინდელ კლუბთანაა განსახილველი.

„ნაპოლიდან“ წასვლის დრო დადგა. ბოლო ორი წლის განმავლობაში საპატას ცოტა უთამაშია, მაგრამ ბევრი გოლი გაუტანია. ოპტიმალური გადაწყვეტილება იჯარა იქნებოდა“, – განაცხადა მოთამაშის წარმომადგენელმა.

ოფიციალურად: რეინა “ნაპოლიში” დაბრუნდა

ერთწლიანი მოგზაურობის შემდეგ, პეპე რეინა ნეაპოლში ბრუნდება.

32 წლის მეკარემ “რეკორდმეისტერებთან” კონტრაქტი თავად გაწყვიტა. ესპანელმა ამ სეზონში მხოლოდ სამი მატჩი ითამაშა ბუნდესლიგაში.

პეპემ “ნაპოლისთან” სამწლიან ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. “ლივერპულის” კარის ყოფილი დარაჯის “სან-პაოლოზე” დაბრუნების ფინანსური დეტალები უცნობია.

„ლივერპულს“ „ნაპოლის“ თავდამსხმელი სურს

„ლივერპულის“ ხელმძღვანელობა „ნაპოლისა“ და ბელგიის ნაკრების თავდამსხმელის დრის მერტენსის ტრანსფერით დაინტერესდა, რის შესახებაც ცნობილი ავტორიტეტული იტალიური გამოცემა „ლა გაძეტა დელო სპორტი“ წერს.

აქამდე 28 წლის ფეხბურთელის აგენტმა კლიენტის ნეაპოლიტანური კლუბიდან წასვლის ალბათობა არ გამორიცხა, უახლოეს დღეებში კი ის „ნაპოლის“ პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს შეხვდება და მასთან თანამშრომლობის გაგრძელების პერსპექტივას განიხილავს.

განვილ სეზონში ემრტენსმა სერია ა-ს 31 მატჩში ითამაშა და თავი ექვსი გოლითა და შვიდი საგოლე პასით გამოიჩინა.

„ნაპოლი“ იგუაინში ას მილიონს ითხოვს

„ნაპოლის“ პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი კლუბიდან გონსალო იგუაინის წასვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეხმაურება. ნეაპოლიტანური კლუბის პრეზიდენტის თქმით, არგენტინელს გუნდის დატოვება ნამდვილად შეუძლია, თუმცა ის სამუშაო ადგილს მხოლოდ იმ შემთხვერვაში შეიცვლის, თუ მის სანაცვლოდ რომელიმე კლუბი ას მილიონ ევროზე ნაკლებს არ გადაიხდის.

„გაზეთებმა არ იციან, რაზე წერენ. ისინი ბევრ ტყუილზე საუბრობენ. იგუაინი თავისი კოტნრაქტის მიხედვით მუშაობს. ის მხოლოდ იმ შემთხვევაში წავა, თუ ვინმე მის სანაცვლო ას მილიონს გადაიხდის. მანამდე კი ის „ნაპოლის“ ეკლუთვნის“, – განაცხადა დე ლაურენტისმა.

რეინა შეიძლება, “ნაპოლიში” დაბრუნდეს

ესპანელი მეკარე გუნდის შეცვლასთან ახლოსაა.

32 წლის მეკარე “ნაპოლისთან” მოლაპარაკებებს აწარმოებს. შეგახსენებთ, რომ გამოცდილი კარის დარაჯი გასულ სეზონში სწორედ იტალიაში ასპარეზობდა.

მოსალოდნელია, რომ ამ კვირაში “ბაიერნისა” და ნეაპოლიტანური გუნდის წარმომადგენლებს შორის იქნება შეხვედრა, სადაც რეინას ტრანსფერი განიხილება.

“ნაპოლი” ლევან მჭედლიძის ყოფილ მწვრთნელს ჩააბარეს

“ნაპოლის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მაურიციო სარი დაინიშნა, რომელიც მანამდე “ემპოლის” თავკაცობდა.

ფეხბურთის იტალიელმა სპეციალისტმა ნეაპოლიტანურ კლუბთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, შემდგომი გახანგრძლივების პირობით. სარი წელიწადში ჯამაგირის სახით 1,5 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ 2014/15 წლების ბოლოს რაფაელ ბენიტესმა “ნაპოლის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა და ახლა ესპანელი მადრიდის “რეალს” ხელმძღვანელობს.

“ნაპოლიმ” სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიცია დაიკავა და მომდევნო სეზონში ევროპის ლიგაზე ისაპარეზებს.

 

10 საუკეთესო ფეხბურთელი, რომლებიც მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებენ

საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ დაასახელა ათი საუკეთესო ფეხბურთელი, რომლებიც მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებენ.

10. ანდრე-პიერ ჟინიაკი (“მარსელი”)

Olympique de Marseille v OGC Nice - Ligue 1

9. უგო ლორისი (“ტოტენჰემი”)

Everton v Tottenham Hotspur - Premier League

8. ლუსიანო ვიეტო (“ვილიარეალი”)

Levante UD v Villarreal CF - La Liga

7. მატს ჰუმელსი (დორტმუნდის “ბორუსია”)

Borussia Dortmund v VfL Wolfsburg - DFB Cup Final

6. რაჰიმ სტერლინგი (“ლივერპული”)

Liverpool v Crystal Palace - Premier League

5. მაურო იკარდი (“ინტერი”)

FC Internazionale Milano v Empoli FC - Serie A

4. ილკაი გიუნდოგანი (დორტმუნდის “ბორუსია”)

1899 Hoffenheim v Borussia Dortmund - Bundesliga

3. ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”)

Sydney FC v Tottenham

2. გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”)

SSC Napoli v SS Lazio - Serie A

1. მარკო როისი (დორტმუნდის “ბორუსია”)

Borussia Dortmund v FC Bayern Muenchen - Bundesliga