უეფამ შესაძლოა, “დნიპრო” დასაჯოს (ფოტოები)

უეფამ დნეპროპეტროვსკის “დნიპროს” შესაძლოა, გარკვეული სანქციები დაუწესოს.

ევროპის ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე “დნიპროსა” და “ნაპოლის” შორის გამართული მატჩის (1:0) მიმდინარეობისას უკრაინული გუნდის ქომაგებმა პიროტექნიკა გამოიყენეს, შეხვედრის შემდეგ კი, გამარჯვების აღსანიშნავად მოედანზე გავიდნენ. მატჩის დელეგატმა ტრიბუნაზე რასისტული ბანერიც დააფიქსირა.

აღნიშნულ საკითხზე 21 მაისს იმსჯელებენ.

 

ბენიტესი „დნიპროსთან“ წაგებული მატჩის შესახებ

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა რაფაელ ბენიტესმა დნეპროპეტროვსკის „დნიპროსთან“ წაგებული მატჩის შესახებ ისაუბრა.

„ორ მატჩში საკმარისი მომენტი შევქმენით, რათა გოლები გაგვეანა და ფინალში გავსულიყავით. გულდაწყვეტილი ვარ, რომ ბურთს ასეთი კონტროლის შემდეგ საჭირო გოლი მაინც ვერ გავიტანეთ.

სელეზნევმა ბრიტოსზე თამაშის წესი დაარღვია? უკვე არაფრის შეცვლა შეგვიძლია. ჩვენი მომენტები უნდა გამოგვეყენებინა“, – განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

ბენიტესი – “რეალში” მუშაობის მთავარი კანდიდატი

რა თქვა “დნიპროსთან” მატჩის დაწყებამდე გონსალო იგუაინმა?

უკრაინული “დნიპროს” ნახევარმცველი არტიომ ფედეცკი აცხადებს, რომ გონსალო იგუაინმა “დნიპროსა” და “ნაპოლის” შორის გამართული მატჩის დაწყების წინ საინტერესო რამ თქვა.

შეგახსენებთ, რომ 14 მაისს, “დნიპრომ” “ნაპოლი” უკრაინაში ანგარიშით 1:0 დაამარცხა, ორი მატჩის ჯამში კი (2:1), ევროპის ლიგის ფინალის საგზური მოიპოვა.

“მატჩის დაწყებამდე, იგუაინმა თქვა, რომ თუ “ნაპოლი” ვერ მოიგებდა, ის ფეხბურთის თამაშს თავს დაანებებდა. ხვალამდე ვიცდი. ყველა ადამიანმა თავის ნათქვამზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. შესაძლოა, მას ეგონა, რომ “დნიპროსთვის” დიდი ყურადღების დათმობა საჭირო არ იყო.

ფინალში თამაშზე ვოცნებობდი. ვამაყობ ჩემი ქალაქით, ჩემი გუნდითა და ჩემი ქვეყნით. ეს გამარჯვება იმ ჯარისკაცებს ეკუთვნით, რომლებიც ჩვენ გვიცავენ. ისინი გმირები არიან”, – თქვა მატჩის შემდეგ არტიომ ფედეცკიმ.

დონადონი იგუაინის საქციელის შესახებ: “ეს არის უმსგავსობა”

იტალიის ჩემპიონატის 35-ე ტურში “პარმასა” და “ნაპოლის” შორის გამართული მატჩის (2:2) მიწურულს სტუმართა თავდამსხმელმა გონსალო იგუაინმა მასპინძელთა კიპერ ანტონიო მირანტესთან იჩხუბა. “სქაი სპორტსის” ინფორმაციით, არგენტინელმა ფეხბურთელმა აღნიშნულ ეპიზოდში “პარმას” მეკარეს უთხრა:

“თქვენ უკვე სერია B-ში ხართ”.

როგორც მოგეხსენებათ, “პარმას” სერია A-ში ადგილის შენარჩუნების თეორიული შანსიც აღარ აქვს.

ამ ინციდენტს დიდი რეზონანსი მოჰყვა. არ არის გამორიცხული, იგუაინის მიმართ დისციპლინური ზომები გატარდეს.

აღნიშნული ეპიზოდისა და იგუაინის საქციელის შესახებ “პარმას” მთავარმა მწვრთნელმა რობერტო დონადონიმ ისაუბრა.

“კარგია, რომ ასეთი რამე არ იმალება. გასაგებია, რომ “ნაპოლის” ფეხბურთელები ღელავდნენ, რადგან ჩვენ მათ გამარჯვების საშუალება არ მივეცით. სერია A-ს პატივს ვცემთ და თითოეულ მატჩში ღირსეულად ვიბრძვით. თუ ფეხბურთელმა საკუთარ თავს ამის უფლება მისცა, მის საქციელს მე მხოლოდ ერთი სიტყვით შევაფასებ — უმსგავსობა”, – დონადონის კომენტარი Tmw-მ გამოაქვეყნა.

 

ერნანესმა “ინტერს” ყოფილ კლუბთან მოაგებინა

იტალიის ჩემპიონატის 35-ე ტურის ერთ-ერთ ცენტრალრ შეხვედრაში “ინტერმა” რომში “ლაციოს” დამარცხება შეძლო.

ანგარიში მასპინძლებმა მე-8 წუთზე, კანდრევას ძალისხმევით გახსნეს. 24-ე წუთზე კი “ლაციო” 10 კაცით დარჩა, როდესაც წითელი ბარათი მაურისიომ მიიღო. ამ ეპიზოდიდან დანიშნული ჯარიმა  ერნანესმა გოლად აქცია და ტაიმიც ფრედ დასრულდა. მეორე ნახევარში მასპინძებმა კიდევ ერთი გაძევება მიიღეს. ამჯერად თავი რომაელთა მეკარემ, მარკეტიმ “გამოიჩინა”. მის ნაცვლად კარში ჩამდგარმა ბერიშამ იკარდის მიერ დარტყმული პენალტი მოიგერია, თუმცა 84-ე წუთზე მაინც გაუშვა. “ლაციოს” კარში მეორე გოლიც ყოფილმა რომაელმა, ერნანესმა გაიტანა.

ამრიგად “ლაციომ” მეორეზე გადასვლის შანსი ვერ გამოიყენა და 63 ქულით მესამე პოზიციაზე დარჩა, “ინტერი” კი 52 ქულით მეშვიდეა.

“ნაპოლიმ” “პარმას” ვერ აჯობა

იტალიის ჩემპიონატის 35-ე ტურში “ნაპოლი” ქვედა დივიზიონში გავარდნილ “პარმას” ეწვია, თუმცა აუტსაიდერთან მნიშვნელოვანი მატჩის მოგება ვერ მოახერხა.

ანგარიშ მასპინძლებმა მე-9 წუთზე პალადინოს გოლით გახსნეს. “ნაპოლიმ” 28-ზე გაბიადინის ძალისხმევით გაათანაბრა, თუმცა 5 წუთში ხორკერასგან მეორე გოლი გაუშვა. სტუმრებმა კიდევ ერთხელ გათანაბრება 72-ე წუთზე შეძლეს, როდესაც საბოლოო ანგარიში მერტენსმა დააფიქსირა.

“ნაპოლი” 60 ქულით მეოთხე პოზიციაზე რჩება, “პარმას” აქტივში კი 17 ქულა და ბოლო ადგილია.

„ნაპოლიმ“ ათკაციან „მილანს“ სამი უპასუხო გოლი გაუტანა

იტალიის სერია ა-ს 34-ე ტურში „მილანი“ „ნაპოლის“ ეწვია. პირველ წრეში, ამ გუნდების დაპირისპირება „როსონერის“ გამარჯვებით, 2:0 დასრულდა. სატურნირო თვალსაზრისით, მესამე ადგილისთვის მებრძოლ რაფაელ ბენიტესის გუნდს 3 ქულა ძალიან სჭირდებოდა, მოგების შემთხვევაში, ნეაპოლიტანელები „ლაციოს“ 4 ქულით მიუახლოვდებოდნენ.

შეხვედრა „ნაპოლის“ დაიწყო – უკვე პირველ წუთზე საკუთარ საჯარიმოში მეტოქის წაქცევისთვის მსაჯმა მატია დე შილიო გააძევა და დიეგო ლოპესის კარის მიმართლებით პენალტი დანიშნა, რომელიც გონსალო იგუუაინმა შეასრულა, თუმცა „როსონერის“ მეკარემ მისი მოგერიება მოახერხა. პირველ ნახევარში ნეაპოლიტანელებს ანგარიშის გახსნის სხვა არაერთი შანსი ჰქონდათ, თუმცა მათ გამოყენებას ზოგჯერ დიეგო ლოპესის საიმედო თამაშის, ზოგჯერ კი უბრლალო უიღბლობის გამო ვერ ახერხებდნენ. პირველი 45 წუთი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ნახევრის პირველ ოც წუთში „მილანი“ მეტოქის შეტევებს კვლავ უძლებდა, შეტევაში კი კვლავ ვერ გამოირჩეოდა. ერთ-ერთ ეპიზოდში იგუაინის დარტყმა ძელს მოხვდა. 70-ე წუთიდან 76-ე წუთამდე კი მასპინძლებმა მეტოქეს სამი გოლი გაუტანეს – ანგარიში მარეკ ჰამშიკმა გახსნა, თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე კი გონსალო იგუაინმა გაზარდა. წერტილი მანოლო გაბიადინიმ დასვა.

ამრიგად, „ნაპოლიმ“ 59 ქულა დააგროვა, „მილანი“ კი ზედიზედ მესამედ დამარცხდა და სატურნირო ცხრილში მეათე ადგილი „პალერმოსთან“ გაიყო.

“მილანის” ფეხბურთელი მოედნიდან 50-ე წამზე გააძევეს (ვიდეო)

3 მაისს, იტალიის სერია A-ში, “ნაპოლისა” და “მილანს” შორის გამართულ მატჩში (3:0), შეხვედრის დაწყებიდან 50 წამში მთავარმა არბიტრმა მოედნიდან “როსონერის” მცველი მატია დე შილიო გააძევა.

დე შილიომ თამაშის წესები საკუთარ საჯარიმოში დაარღვია, მსაჯმა კი სტუმართა კარის მიმართულებით პენალტი დანიშნა. თერთმეტმეტრიანი დარტყმა გონსალო იგუაინმა შეასრულა, რომელსაც დიეგო ლოპესმა აჯობა.

პროგნოზისტთა კონკურსი (“ნაპოლი” — “მილანი”)

გრძელდება ჩვენი ტრადიციული პროგნოზისტთა კონკურსი. დღეს გამოქვეყნდა 38-ე საკონკურსო მესამე მეხუთე მატჩის კითხვები, რომელიც “ნაპოლისა” და “მილანს” შორის გასამართ შეხვედრას ეხება. კითხვები იხილეთ აღნიშნული მატჩის გვერდზე.

გამარჯვებულად ჩაითვლება ის პირველი 7 რეგისტრირებული მომხმარებელი, რომელიც ყველაზე მეტ სწორ პასუხს გამოიცნობს. 4-ივე კითხვაზე სწორი პასუხის ავტორს Europe bet-ის ანგარიშზე 10 ლარი დაერიცხება. თუ გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორებიც მოხვდებიან, მათ 5 ლარი დაერიცხებათ. გამარჯვებულთა სიაში 3 სწორი პასუხის ავტორები იმ შემთხვევაში მოხვდებიან, თუ მიღებულ საკონკურსო კომენტარებში შვიდი 4-სწორპასუხიანი მომხმარებელი არ იქნება და სიაში გაჩნდება ვაკანტური საპრიზო ადგილები.

ერთი IP მისამართიდან მხოლოდ ერთი (პირველი) კომენტარი მიიღება, დანარჩენი კი უგულებელყოფილი იქნება.

საკონკურსო კითხვებს პასუხი უნდა გასცეთ მატჩის გვერდზე: “ნაპოლი” – “მილანი” 

► სპეციალური ჯგუფი სპორტისა და აზარტის მოყვარულებისთვის

“ემპოლი” — “ნაპოლის” მატჩში სამი ავტოგოლი გავიდა

იტალიის ჩემპიონატის 33-ე ტურში “ემპოლიმ” “ნაპოლი” ანგარიშით 4:2 დაამარცხა.

მასპინძელთა ქართველი თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე არ გამოსულა.

მატჩის პირველ ნახევარში “ნაპოლის” კარში სამი გოლი გავიდა: ანგარიში მე-8 წუთზე მასიმო მაკარონემ გახსნა, ტაიმის მიწურულს მიგელ ბრიტოსმა ბურთი საკუთარ კარში გადაგზავნა, კომპენსირებულ დროში კი რიკარდო საპონარამ გამოიჩინა თავი. ანგარიშში სხვაობა 64-ე წუთზე შემცირდა, როდესაც ვენსან ლორინიმ ავტოგოლი გაიტანა. 81-ე წუთზე კიდევ ერთი ავტოგოლი გავიდა: ამჯერად ბურთი საკუთარ კარში “ნაპოლის” მცველმა რაულ ალბიოლმა ჩაჭრა. სტუმრები განადგურებისგან მარეკ ჰამშიკმა იხსნა, რომელმაც კომპენსირებულ დროში გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა — 4:2.

“ემპოლიმ” 38 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილის მე-14 ადგილზე გადაინაცვლა, “ნაპოლი” 56 ქულით მეოთხე პოზიციაზე დარჩა.

 

იტალიის ჩემპიონატი
33-ე ტური
“ემპოლი” — “ნაპოლი” 4:2 (3:0)

გოლები: მაკარონე 8′, ბრიტოსი 43′ (ა.გ.); საპონარა 45+1′, ალბიოლი 81′ (ა.გ.) — ლორინი 63′ (ა.გ.), ჰამშიკი 90+1′.
გაფრთხილებები: ლორინი 15′, ტონელი 71′, ვერდი 90+1′ — გულამი 24′, იგუაინი 79′.

 

“ნაპოლი”: სტრინიჩის ტრავმა

“ნაპოლის” ივან სტრინიჩი ტრავმის გამო მინიმუმ მომდევნო მატჩში ვერ დაეხმარება.

ცნობილია, რომ ივანი სერია ა-ს მომდევნო ტურში “ემპოლის” წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.

არაა ცნობილი ხორვატი ფეხბურთელის დაბრუნების თარიღი.

სტრინიჩმა “ნაპოლიში” გადასვლის შემდეგ, სერია ა-ში 8 მატჩი ჩაატარა და მხოლოდ ერთი გაიტანა.

ბენიტესი “ნაპოლის” პრეზიდენტს შეხვდა

“ნაპოლის” მთავარი მწვრთნელი რაფაელ ბენიტესი ორშაბათს კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შეხვდა. მხარეებმა ახალი კონტრაქტის გაფორმების შესაძლებლობა განიხილეს.

იტალიური პრესის ცნობით, “ნაპოლის” ხელმძღვანელობამ ბენიტესს კლუბის სამომავლო გეგმები გააცნო, რამაც ესპანელ სპეციალისტზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა.

მანამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბენიტესი ზაფხულში “ნაპოლის” დატოვებას აპირებდა, თუმცა, როგორც ჩანს, ესპანელ სპეციალისტს კიდევ ერთხელ მოუწევს დაფიქრება.