გაბიადინიმ “ნაპოლიში” სამედიცინო შემოწმება გაიარა

“სამპდორიას” თავდამსხმელი მანოლო გაბიადინი ნეაპოლში ჩავიდა.

23 წლის იტალიელ ფეხბურთელს აეროპორტში ასობით ტიფოზი შეეგება.

გაბიადინიმ “ნაპოლიში” უკვე გაიარა სამედიცინო შემოწმება და მალე ტრანსფერი ოფიციალურადაც დადასტურდება.

“დახვედრისთვის ქომაგებს მადლობას ვუხდი. ასეთ გულმხურვალე შეხვედრას არ ველოდი. ვწუხვარ, რომ მათ ვერ ჩავეკონე. “ნაპოლის” ვიცნობ, ამიტომ არაფერს დაგპირდებით. ჩემს სათქმელს მოედანზე გიჩვენებთ”, – ციტირებს გაბიადინის სიტყვებს Football-italia.

Gabbiadini

 

“ნაპოლის” “ფეინოორდის” ნახევარმცველი სურს

ნახევარმცველი ტონი ვილიენა “ნაპოლის” ინტერესთა სფეროში მოხვდა. Voetbal International-ის ინფორმაციით მოთამაშის გადაბირებით პირადად რაფაელ ბენიტესია დაინტერესებულია.

მიმდინარე სეზონში 19 წლის ვილიენამ სეზონის პირველ ნაწილში 12 შეხვედრაშიი მიიღო მონაწილეობა.

მოთამაშე “ფეინოორდს” კონრაქტით 2016 წლამდე ეკუთვნის.

კარლოს ტევესმა “ნაპოლის” ლამაზი გოლი გაუტანა (ვიდეო)

22 დეკემბერს, იტალიის სუპერთასზე, “იუვენტუსსა” და “ნაპოლის” შორის გამართულ მატჩში კარლოს ტევესმა მეტოქეს ლამაზი გოლი გაუტანა.



იტალიის სუპერთასისთვის ბრძოლაში “იუვეს” “ნაპოლიმ” აჯობა

იტალიის სუპერთასისთვის ერთმანეთს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” და თასის მფლობელი “ნაპოლი” დაუპირისპირდნენ. ყატარის დედაქალაქ დოჰაში გამართული მატჩი ნეაპოლიტანელებმა პენალტების სერიით მოიგეს.

მე-5 წუთზე “ბიანკონერი” კარლოს ტევესმა დააწინაურა, რომელმაც “ნაპოლის” მცველების  კალიდუ კულიბალისა და ფაუზი გულამის შეუთანხმებელი თამაშით ისარგებლა, მეკარესთან ერთი ერთზე გავიდა და გაიტანა. მეორე ტაიმის შუაწელს გონსალო იგუაინმა თავური დარტყმით წონასწორობა აღადგინა. მატჩის ძირითადი დრო ანგარიშით 1:1 დასრულდა და დამატებითი ტაიმები დაინიშნა.106-ე წუთზე პოლ პოგბას ეფექტურ თამაშს არანაკლებ ეფექტურად ტევესი გამოეხმაურა და არგენტინელმა დუბლი გაიფორმა, თუმცა 118-ე წუთზე იგუაინმა კვლავ იყოჩაღა და მატჩი პენალტების სერიებამდე მიიყვანა. თერთმეტმეტრიანი დარტყმები “ნაპოლის” ფეხბურთელებმა უკეთ შეასრულეს — რვიდან ექვსი გაიტანეს, როცა ტურინელებმა შვიდიდან ხუთი პენალტი გამოიყენეს.

ამრიგად, იტალიის სუპერთასი “ნაპოლის” საკუთრება გახდა. ნეაპოლიტანელებმა ეს ტიტული არსებობის მანძილზე მეორე მოიგეს, პირველად იტალიის სუპერთასს 1990 წელს დაეუფლნენ.

იტალიის სუპერთასი:
“იუვენტუსი” — “ნაპოლი” 2:2 (პენ. 5:6)

გოლები: ტევესი 5′, 106′ — იგუაინი 68′, 118′.

ვიდალი: “კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა “ნაპოლის” წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაზე ისაუბრა და თქვა, რომ “ბიანკონერის” ფეხბურთელებმა კონცენტრაცია არ უნდა დაკარგონ.

შეგახსენებთ, რომ 22 დეკემბერს, “იუვენტუსი” და “ნაპოლი” ერთმანეთს იტალიის სუპერთასისთვის დაუპირისპირდებიან.

“შეცდომების დაშვება არ შეიძლება, რადგან “ნაპოლი” ძლიერი გუნდია და დიდი შანსია, თითოეული შეცდომა ძვირად დაგვიჯდეს. კონცენტრაცია არ უნდა დავკარგოთ. ჩვენი მიზანი გამარჯვებაა”, – ამბობს ვიდალი.

ბალოტელი ,,ნაპოლიში” და ტორესი ,,ლივერპულში ?

ბრიტანული პრესა აქტიურად წერს ფერნანდო ტორესის ინგლისში დაბრუნების შესახებ. ,,ლივერპული” სერიოზულად დაინტერესდა ფეხბურთელით. ესპანელ ფეხბურთელი ,,მილანში” თამაშით არაა კმაოფილი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლონდონის ,,ჩელსის” არ სურს ფეხბურთელის დაბრუნება.

ამასთან ერთად, არის მარიო ბალოტელის ფაქტორიც. ,,ნაპოლი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, იტალიელი ფეხბურთელის შეძენას შეეცდება. წინასწარი ინფორმაციით, მერსესაიდელები ბალოტელის გუნდიდან არენდის წესით გაუშვებენ.

“ნაპოლიმ” “პარმა” დაამარცხა და მესამე ადგილზე გადაინაცვლა

იტალიის სერია A-ს XVI ტურში “ნაპოლიმ” “პარმა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

ანგარიში მე-19 წუთზე დუვან საპატამ გახსნა. 30-ე წუთზე დრის მერტენსმა თერთმეტმეტრიანი დარტყმა გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა — 2:0.

“ნაპოლიმ” 27 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო ცხრილში მესამე პოზიციაზე აღზევდა. “პარმა” 7 ქულით ბოლო ადგილზეა.

იტალიის სერია A
XVI ტური
“ნაპოლი” — “პარმა” 2:0 (2:0)

გოლები: საპატა 19′, მერტენსი 30′ (პენ).

 

„მილანმა“ „ნაპოლი“ დაამარცხა (ვიდეო)

დასრულდა „მილანსა“ და „ნაპოლის“ შორის იტალიის სერია ა-ს მე-15 ტურის მატჩი, რომელიც ფილიპო ინძაგის გუნდის გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.

ანგარიში უკვე მე-6 წუთზე გაიხსნა, როდესაც ჟერემი მენეზი მეტოქე მცველებს გასცდა და „ნაპოლის“ საჯარიმოში შეიჭრა – ფრანგს საბოლო დარტყმის განხორციელება არ გასჭირვებია. პირველ ნახევარში უკეთესად „მილანი“ გამოიყურებოდა, ნეაპოლიტანელებს კი, რამდენიმე შანსი მხოლოდ ტაიმის მიწურულს ჰქონდათ.

მეორე გოლი მილანელებმა მეორე ტაიმის დებიუტშივე გაიტანეს – მარცხენა ფლანგიდან ჩაწოდებულს ჯანკომო ბონავენტურა გამოეხმაურა, რომელმაც თავური დარტყმით გოლი გაიტანა – 2:0.

დარჩენილ დროში „როსონერის“ კიდევ რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდა. ერთ-ერთ ეპიზოდში გოლის გატანის შანსი ხელიდან ანდრეა პოლიმ გაუშვა. აქტიური პირველი გოლის ავტორი მენეზიც იყო, რომელიც ნეაპოლიტანელთა საჯარიმოში კიდევ ორჯერ შეიჭრა, თუმცა დუბლის შესრულება ვეღარ შეძლო.

საბოლოოდ, 2:0 და ამ გამარჯვებით „შავ-წითლებმა“ 24 ქულა დააგროვეს, ქულებით „ნაპოლის“ გაუთანაბრდნენ და მე-6 ადგილზე ავიდნენ. ამჟამად მე-3 ადგილზე მყოფ „ლაციოს“ მილანური გუნდი მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება.

შემდეგ ტურში „მილანი“ გასვლაზე მეორე ადგილზე მყოფ „რომას“ დაუპირისპირდება, ხოლო ბენიტესის ფეხბურთელები აუტსაიდერ „პარმას“ მიიღებენ.

მენეზის ჩინებული გოლი „ნაპოლის“ კარში (ვიდეო)

„მილანისა“ და „ნაპოლის“ მიმდინარე მატჩის მე-6 წუთზე „როსონერის“ თავდამსხმელმა ჟერემი მენეზმა ჩინებული გარღვევა შეასრულა და გოლიც გაიტანა.

“სამპდორიას” უცნაური პრეზიდენტი

1 დეკემბერს, “სამპდორიასა” და “ნაპოლის” შორის გამართულ შეხვედრაში (1:1), კამერებმა “სამპდორიას” პრეზიდენტი მასიმო ფერერო დააფიქსირეს.

„ბაიერნმა“ შაჩირი „ნაპოლიში“ არ გაუშვა

მიუნხენის „ბაიერნის“ 23 წლის ნახევარმცველს ჯერდან შაჩირის ფრანკ რიბერისთან და არიენ რობენთან კონკურენცია უჭირს – მიმდინარე სეზონში შვეიცარელმა ყველა ტურნირზე 13 მატჩი ჩაატარა და, ძირითადად, მოედანზე ცვლილებაზე შედიოდა.

აღნიშნული სიტუაციის გამოყენება „ნაპოლის“ ხელმძღვანელებმა ისურვეს, რომლებიც ტრავმირებული ლორენცო ინსინიეს შემცვლელის მოძებნას ცდილობენ.

„მე „ნაპოლის“ შაჩირიზე ვესაუბრე, თუმცა „ბაიერნი“ ფეხბურთელის იჯარით გაშვებას არ გეგმავს. ჯერდანს ნებისმიერ იტალიურ კლუბში თამაში შეუძლია, მაგრამ, ვფიქრობ, „ნაპოლი“ მას ყველაზე მეტად მოუხდებოდა“, – განაცხადა ფეხბურთელის აგენტმა ბრუნო სავინიმ.

ნეაპოლიტანელთა გარდა, ნიჭიერი შუახაზელის შეძენის სურვილი ასევე „იუვენტუსს“, „რომასა“ და „ინტერს“ აქვთ. ამავდროულად სამივე ამ კლუბს შვეიცარელის იჯარით დამატება სურს.

“ჩელსი” კალეხონით გაძლიერებაზე ფიქრობს

ფიფას აგენტი ჯანფრანკო ჩიკეტი აცხადებს, რომ მომავალი წლის ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ლონდონის “ჩელსი” “ნაპოლიდან” ხოსე კალეხონის გადაბირებას შეეცდება.

“ახლა კალეხონის მიმართ ყველაზე დიდ ინტერესს “ჩელსი” იჩენს. ლონდონელები მზად არიან, ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში კონტრაქტით გათვალისწინებული გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს და კალეხონი დაიმატონ”, – ციტირებს ჩიკეტის სიტყვებს “ტუტონაპოლი”.

შეგახსენებთ, რომ “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ხოსე კალეხონს კარგად იცნობს. პორტუგალიელი სპეციალისტი ესპანელ ფეხბურთელს მადრიდის “რეალში” თავკაცობდა.