მარუან ფელაინი “რომასა” და “ნაპოლის” მატჩზე დააფიქსირეს

“მანჩესტერ იუნაიტედის” ბელგიელი ფეხბურთლი, მარუან ფელაინი ორშაბათს, ორი იტალიური გრანდის, “რომასა” და “ინტერის” მატჩზე დააფიქსირეს, რამაც მასმედიის ეჭვები კიდევ უფრო გააძლიერა.

ბელგიელი ფეხბურთელი “სტადიო ოლიმპიკოზე”, სადაც “მგლებმა” დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს ლუჩიანო დ’ონოფრიოსთან ერთად დააფიქსირეს.

ზ

Gazzetta dello Sport ირწმუნება, რომ “მანჩესტერელთა” ნახევარმცველი “რომაში” გადასვლით არის დაინტერესებული.

წყაროს ცნობით, რომაელებს მისი არენდით აყვანა სურს, ისე, რომ 28 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვა შემდეგში 15 მილიონ ევროდ შეეძლოთ.

სარი „ნაპოლიში“ დარჩება – „Football-Italia“

„ნაპოლის“ მთავარი მწვრთნელი მაურსიო სარი თავის პოსტზე დარჩება, წერს „Football-Italia“.

კლუბთან მოქმედი კონტრაქტი სპეციალისტს მიმდინარე წლის ზაფხულამდე აკავშირებს, თუმცა იტალიელ ჟურნალისტებს ეჭვიც არ ეპარებათ, რომ ის ნეაპოლში დარჩება. წყაროს ინფორმაციით, სეზონის დასრულების შემდეგ სარი კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისს შეხვდება და გუნდის მომავალს განიხილავს. სხვა თემებზე ყურადღების გადატანის აცილების მიზნით სარის მოლაპარაკებების ახლა დაწყება არ სურს.

დელ პიერო: “ნამდვილად არ გამიკვირდება, თუ “იუვე” სკუდეტოს ვერ მოიგებს”

ალესანდრო დელ პიეროს სჯერა, რომ “ნაპოლის” კვლავ შეუძლია “სკუდეტოსთვის” ბრძოლაში ტურინის “იუვენტუსის” დაჯაბნა, მიუხედავად იმისა, რომ ნეაპოლელებს მომდევნო 4 მატჩში მათი ლიდერის გარეშე მოუწევთ თამაში.

“მათ ტიტული ჯერ ნამდვილად არ გაუნაღდებიათ, დარჩენილი დროის მანძილზე შეიძლება ყველაფერი მოხდეს.” -განუცხადა ლეგენდარულმა ფეხბურთელმა La Gazzetta Dello Sport-ს.

“ნაპოლი ექსტრაორდინალურ სეზონს ატარებს, ისინი მართლაც რომ ამაღელვებელ ფეხბურთს თამაშობენ, რისთვისაც საზღაურს აუცილებლად მიიღებენ.

სარის მუშაობას მართლა ვაღიარებ და ნამდვილად არ გამიკვირდება, თუ “იუვე” სკუდეტოს ვერ მოიგებს.” – დაამატა მან.

იგუაინი: “სანამ “იუვენტუსი” ჩემპიონატს ჩაწყობით იგებს, იქამე შანსი არავის აქვს”

“ნაპოლის” თავდამსხმელმა, გონსალო იგუაინმა დღეს განაცხადა, რომ ტურინის “იუვენტუსი” ჩემპიონატს ჩაწყობით იგებს, ამიტომ სხვა გუნდებს არანაირი შანსი არ აქვთ.

“იქამდე, სანამ “იუვენტუსი” სერია A-ს ჩაწყობით იგებს, სხვა გუნდებს არანაირი შანსი არ აქვთ”, – თქვა არგენტინელმა.

შეგახსენებთ, რომ “ნაპოლი” “უდინეზესთან” ანგარიშით 1:3 დამარცხდა, იგუაინი კი 75-ე წუთზე მოედნიდან გააძევეს.

გონსალო იგუაინი მოედნიდან გააძევეს (ვიდეო)

3 აპრილს იტალიის სერია A-ს 31-ე ტურში “უდინეზემ” საკუთარ მოედანზე “ნაპოლი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:1 დაამარცხა.

მატჩის 75-ე წუთზე გონსალო იგუაინმა მეორე ყვითელი ბარათი მიიღო, რის გამოც მოედანი დატოვა.

ინსინიეს შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ

„ნაპოლის“ თავდამსხმელი ლორენცო ინსინიე შეიარაღებული პირების თავდასხმის მსხვერპლი გახდა. შემთხვევა შაბათს საღამოს, იტალიის დროით, 22 საათსა და 30 წუთზე, ნეაპოლის რაიონ ვომეროში მოხდა.

IAmNaples.it-ის ინფორმაციით, თავდამსხმელები ფეხბურთელს უთვალთვალებდნენ, შემდგომ კი მას იარაღით დაემუქრნენ და ფულთან ერთად სხვა ძვირფასეულობაც წაართვეს.

სათქმელია, რომ „ნაპოლის“ ფეხბურთელებზე ეს თავდასხმის პირველი შემთხვევა არ არის. მსგავსი ამბის მსხვერპლი აქამდე ორჯერ მარეკ ჰამშიკიც ყოფილა.

“ნაპოლის” პრეზიდენტი: “იგაუინი ისე დადის, თითქოს ჯიბეში ქვის ლოდი ედოს”

“ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გონსალო იგუაინს წონის დაკლებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ‘იგუაინი მოედანზე ისე მოძრაობს, თითქოს ჯიბეში ლოდი ედოს’.

შეგახსენებთ, რომ ნეაპოლელები ევროპის ლიგიდან “ვილიარეალმა” გამოაგდო, რაზეც კლუბის პრეზიდენტმაც გააკეთა კომენტარი: “სარის დადანაშაულება უსამართლობა იქნება. “ნაპოლიმ” კარგად ითამაშა, უბრალოდ არ გაგვიმართლა.

იგუაინმა კი ცოტა უნდა დაიკლოს, ის მოედანზე ისე დადის, თითქოს ჯიბეში ლოდი ედოს. ის საუკეთესო ფიზიკურ მდგომარეობაში უნდა იმყოფებოდეს, რათა კვლავ შეძლოს გოლების გატანა.”

 

“ნაპოლიმ” და “მილანმა” ქულები გაიყვეს (ვიდეო)

იტალიის სერია A-ს 26-ე ტურის დასკვნითი მატჩი “სტადიო სან პაოლოზე” გაიმართა, სადაც “ნაპოლიმ” “მილანი” მიიღო. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

ანგარიში მატჩის 39-ე წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელმა ლორენცო ინსინიემ გახსნა. სტუმართა რიგებიდან 44-ე წუთზე გატანილი გოლით თავი ჯაკომო ბონავენტურამ გამოიჩინა. მატჩის მეორე ტაიმში მსაჯთან კამათისთვის ნეაპოლიტანელთა მთავარი მწვრთნელი მაურიციო სარი გააძევეს.

ამრიგად, “ნაპოლიმ” 57 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილის ლიდერ ტურინის “იუვენტუსს” მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. “როსონერის” აქტივში 44 ქულა აქვს და ცხრილის მეექვსე პოზიცია უკავია.

იტალიის სერია A
26-ე ტური
“ნაპოლი” — “მილანი” 1:1 (1:1)

გოლები: ინსინიე 39′ — ბონავენტურა 44′.
გაფრთხილებები: დონარუმა 53′, მონტოლივო 66′.

მოურინიო: „ნაპოლი“ იტალიური „ლესტერია“

ჟოზე მოურინიომ „ნაპოლი“ ინგლისის პრემიერლიგის ლიდერ „ლესტერს“ შეადარა.

„იუვენტუსს“ ჩინებული წინსვლა გამოუვიდა, თუმცა „ნაპოლიც“ კარგია. ეს კლუბი იტალიური „ლესტერია“. ვისურვებდი, რომ „სკუდეტო“ ზუსტად მან მოიგოს.

რაც შეეხება „ინტერს“ მისთვის სამეულში მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა წარმატება იქნება“, – ციტირებს პორტუგალიელს იტალიური „ტუტომერკატოვები“.

ძაძა: „იმედია, ჩემი გოლი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი აღმოჩნდება“

„ნაპოლისთან“ სერია ა-ს 25-ე ტურის განვლილ მატჩში 88-ე წუთზე ერთადერთი გოლის ავტორი სიმონე ძაძა იმედოვნებს, რომ მის მიერ გატანილი ბურთი სკუდეტოს მომავალ მფლობელს გამოავლენს.

„ჩვენ ლიდერი დავამარცხეთ და ახლა „იუვენტუსი“ პირველია. „სკუდეტოს“ მოგებაში დარწმუნებულები ვართ. ეს რთული მატჩი იყო, რომელშიც ძლიერ გუნდს შევხვდით. შესრულებული სამუშაოთი კმაყოფილი ვარ. ახლა „იუვე“ ლიდერობს და ყველაფერი მხოლოდ ჩვენგანაა დამოკიდებული. იმედია, ჩემი გოლი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი აღმოჩნდება. გამიმართლა, თანაგუნდელებიც უნდა აღვნიშნო, რომლებიც ყოველი ბურთისთვის იბრძოდნენ. ამ მომენტს დიდი ხნით დავიმახსორებ“, – განაცხადა ძაძამ „სქაი სპორტ იტალიას“ ეთერში.

ხედირა სათამაშოდ მზადაა

„იუვენტუსის“ ნახევარმცველს სამი ხედირას „ნაპოლისთან“ სერია ა-ს 25-ე ტურის მატჩში თამაში შეუძლია. როგორც ტურინელთა ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, გერმანიის ნაკრების წევრი ნეაპოლიტანელებთან შეხვედრისთვის 22-კაციან განაცხადში მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ ხედირა „კიევოსთან“ ანგარიშით 4:0 მოგებულ მატჩში დაშავდა, რის გამო ბოლო შეხვედრები გამოტოვა.

მიმდინარე სეზონში 28 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე სერია ა-ს 12 მატჩია, რომელშიც მან 3 გოლი და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.

ალეგრი: „ნაპოლი“ არამხოლოდ იგუაინია“

„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ნაპოლისთან“ სერია ა-ს 25-ე ტურის მატჩის წინ ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი გუნდი აღნიშნულ შეხვედრაში არამხოლოდ თავდამსხმელ გონსალო იგუაინის შეჩერებაზე უნდა ფიქრობდეს.

„ნაპოლი“ არამხოლოდ იგუაინია. გონსალოს კარიერაში საუკეთესო სეზონი აქვს, მაგრამ თვალყური არამხოლოდ მას უნდა ვადევნოთ. „ნაპოლის“ ლიგაში მეორე დაცვა ჰყავს. ასევე მათ სხვებზე მეტი გოლი გაიტანეს. ჩვენი მეტოქე ჩინებულ ფორმაშია და კარგად თამაშობს. ტაქტიკური და ტექნიკური თვალსაზრისით, ეს დიდი თამაში იქნება. თანაც, „სკუდეტოს“ მომავალი მფლობელი ამ შეხვედრაში არ გაირკვევა. ამის შემდეგ კიდევ 39 ქულა გაითამაშება“, – ციტირებს ალეგრის Goal.com-ი.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ – „ნაპოლი“ დღეს, თბილისის დროით, 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. ამჟამად „ნაპოლი“ ცხრილს 56 ქულით ლიდერობს და „ბიანკონერის“ 2 ქულით უსწრებს.