“ჩელსი” – “ნიუკასლი” 2-0

ინგლისის პრემიერლიგის 21-ე ტურში “ცელსიმ” “ნიუკასლს” უმასპინძლა და ორბურთიანი სხვაობით მოუგო.

“ჩელსი” 2-0 “ნიუკასლი”

გოლები: ოსკარი 43′ ; დიეგო კოსტა 59′

“ნიუკასლ” ფრანკ დე ბური ჩაიბარებს?

“აიაქსის” მთვარი მწვრთნელი ფრანკ დე ბური, შესაძლოა, კარიერის გასაგრძელებლად ინგლისში გაემგზავროს.

ჰოლანდიელი სპეციალისტის სამსახურით “ნიუკასლია” დაინტერესებული, თუმცა დე ბურს “აიაქსის” მიტოვება შუა სეზონში არ სურს და ინგლისელთა წინადადებას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ისინი სეზონის დამთავრებამდე მოიცდიან. გავრცელებული ინფორმაციით “ნიუკასლში” ამ ვარიანტს განიხილავენ და დროებით მწვრთნელად ჯონ კარვერს მოიაზრებენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ ბრიტანულ პრესაში “ნიუკასლის” მწვრთნელობის ერთ-ერთ კანდიდატად თემურ ქეცბაიაც სახელდებოდა.

შირერი: “იმედია, რუნი ჩემს რეკორდს ვერ დაამხობს”

ლეგენდარული ინგლისელი ფეხბურთელი, “ნიუკასლ იუნაიტედის” ყოფილი ფორვარდი ალან შირერი გამოტყდა, რომ არ სურს, “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელმა უეინ რუნიმ პრემიერლიგაში გატანილი გოლების რაოდენობით მისი რეკორდი დაამხოს.

ცნობისთვის, შირერმა თავის დროზე 260 გოლის გატანა შეძლო, რუნის ამ მაჩვენებლამდე 79 გოლი აკლია.

Alan Shearer - Wayne Rooney

“იმედი მაქვს, რუნი ჩემს რეკორდს ვერ დაამხობს. მომწონს, რომ ეს რეკორდი მე მეკუთვნის. თუ რუნი ფორმაში იქნება, მას, რა თქმა უნდა, ამ რეკორდის დამყარება შეუძლია. ეს იმაზეც არის დამოკიდებული, თუ რა პოზიციაზე გამოიყენებს გუნდის მთავარი მწვრთნელი მას. ამასთანავე, უნდა ვთქვა, რომ რუნის გულმხურვალე გულშემატკივარი ვარ. ის მხოლოდ 29 წლის არის და ჩემი რეკორდის დამხობა მართლაც შეუძლია”, – შირერის სიტყვები ჟურნალმა Fourfourtwo-მ გამოაქვეყნა.

 

ბენ არფა “ნიცაში” გადავიდა

“ნიუკასლ იუნაიტედის” აწ უკვე ყოფილი ნახევარმცველი ჰატემ ბენ არფა ფრანგულ “ნიცაში” გადავიდა.

შეგახსენებთ, რომ სეზონის პირველი ნახევარი ფრანგმა ფეხბურთელმა იჯარის წესით “ჰალ სიტიში” გაატარა, თუმცა კლუბის მთავარ მწვრთნელთან მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, მან ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგა. ბენ არფამ “ნიუკასლთან” კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე გაწყვიტა და შესაბამისად, “ნიცამ” 27 წლის ფეხბურთელი სრულიად უსასყიდლოდ დაიმატა.

“ნიცა” მშვენიერი გუნდია. კარგია, რომ საფრანგეთის ჩემპიონატში დავბრუნდი. გუნდის მთავარ მწვრთნელს უკვე შევხვდი. მომწონს ფეხბურთისადმი მისი შეხედულება. თავკაცთან საუბარი ძალზედ მნიშვნელოვანი იყო. ამ დროს მადრიდის “რეალისგან” წინადადება რომ მიმეღო, მე მაინც “ნიცაში” წამოვიდოდი”, – ციტირებს ბენ არფას სიტყვებს “ლე ფიგარო”.

ჰატემ ბენ არფა “ნიცაში” 4-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

ცნობისთვის, “ნიცას” საფრანგეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მე-11 პოზიცია უკავია.

 

“ნიუკასლმა” ბენ არფასთან კონტრაქტი გაწყვიტა

“ნიუკასლ იუნაიტედმა” ნახევარმცველ ჰატემ ბენ არფასთან კონტრაქტი გაწყვიტა. შეგახსენებთ, რომ 27 წლის ფრანგი ფეხბურთელი იჯარის წესით “ჰალ სიტიში” თამაშობს.

კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

ბენ არფა, მომავალ სეზონს, სავარაუდოდ, ფრანგულ “ნიცაში” დაიწყებს.

შეგახსენებთ, რომ ჰატემ ბენ არფა “ნიუკასლის” ღირსებას 2010 წლიდან იცავდა.

 

„ნიუკასლი“ ქეცბაიას კანდიდატურას არ განიხილავს

გავრცელებული ინფორმაციით, „ნიუკასლის“ ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე რომელიმე ფრანგი სპეციალისტის დანიშვნას აპირებს.

პრიორიტეტებად კლუბისვის „სენტ-ეტიენის“ თავკაცი კრისტოფ გალიტიე და „ლიონის“ ექს-დარიგებელი რემი გარდი ითვლებიან.

ხსენებული ორი სპეციალისტიდან თავისუფალი ამჟამად რემი გარდია, რომელიც უმუშევარია და, შესაბამისად, მასთან კონტრაქტის გაფორმება ადვილი იქნება. თანაც „სენტ-ეტიენმა“ განაცხადა, რომ გალიტიეს სეზონის ბოლომდე გაშვებას არ აპირებს.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა თემუერ ქეცბაიამ „ნიუკასლის“ გაწვრთნის სურვილი გამოთქვა.

თემურ ქეცბაიას “ნიუკასლის” მწვრთნელობა სურს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავკაცი თემურ ქეცბაია მზადაა “ნიუკასლის” მთავარი მწვრთნელის პოსტი დაიკავოს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ალან პარდიუმ “ნიუკასლი” დატოვა და “კრისტალ პალასს” მიაშურა. როგორც ცნობილია, ნიუკასლელთა მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი ქეცბაიაცაა.

“ნიუკასლში” მიმდინარე მოვლენებს ვაკვირდები. რა თქმა უნდა, ამ გუნდის მთავარი მწვრთნელობით მეც ვარ დაინტერესებული. ბევრი არ არის ისეთი მწვრთნელი, რომელიც ამ კლუბს უარს ეტყვის. მე ყოველთვის მზად ვარ, “ნიუკასლის” ხელმძღვანებლობას ვესაუბრო.

ხშირად მითქვამს, რომ ინგლისში მუშაობა მსურს და ვფიქრობ, ეს კარგადაც გამომივა. კლუბში არაერთი წელი ვიმუშავე, სადაც ჩემპიონატის მოგება და ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა მოვახერხე. ასევე, ეროვნულ ნაკრებს ხუთი წლის განმავლობაში ვწვრთნიდი, ამიტომ მიმაჩნია, რომ ჩემი კვალიფიკაცია პრობლემას არ წარმოადგენს”, – უთხრა ქეცბაიამ Sunday Sun-ს.

თემურ ქეცბაიას “ნიუკასლის” შემადგენლობაში რამდენიმე სეზონი აქვს გატარებული და შეიძლება, ითქვას, მას ამ გუნდის გულშემატკივრები არაერთხელ გაუხარებია.

“ნიუკასლი” დიდი კლუბია, რომელსაც გასაოცარი გულშემატკივრები ჰყავს. ეს კლუბი ჩემს გულთან ძალიან ახლოსაა, აქ გატარებული დრო კარგად მახსენდება. “ნიუკასლის” მაისურით ოთხი წლის განმავლობაში ვთამაშობდი და უდიდესი გამოცდილება მივიღე. სურვილი მაქვს, აქ ისევ დავბრუნდე. ამ კლუბს თასების მოგება და ევროტურნირებზე კარგად თამაში შეუძლია”, – აღნიშნა ქეცბაიამ.

ბენ არფა “ნიცაში” გადავა

“ჰალ სიტიში” წარუმატებელი იჯარის შემდეგ სეზონის დარჩენილ ნაწილს ჰატემ ბენ არფა “ნიცაში” გაატარებს. წესით, ფეხბურთელი “ნიუკასლში” უნდა დაბრუნებულიყო, თუმცა საბოლოოდ საფრანგეთში გადასვლა გადაწყდა.

წინასწარი შეთანხმების შესახებ ინფორმაცია “ნიცას” ოფიციალურმა ვებგვერდმაც დაადასტურა. ხელშეკრულება კი სამედიცინო შემოწმების შემდეგ გაფორმდება, რომელიც ორშაბთს არის დანიშნული.

ფრანგულ პრესაში ისიც კი დაიწერა, რომ “ნიუკასლი” ფეხბურთელს უსასყიდლოდ დაუთმობდა მსურველ გუნდს.

 

ბენ არფა ნიუკასლში დაბრუნდება

ნახევარმცველი ჰატემ ბენ არფმა “ჰალ სიტიში” წარუამტებელი იჯარის შემდეგ “ნიუკასლს” უბრუნდება. “ჰალის” წამოსული მოთამაშის დამატებაზე “ნიცა” და “ჰამბურგი” ფიქრობდნენ, თუმცა ამ საქმიდანაც არაფერი გამოვიდა.

ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ ფრანგი “ნიუკასლიდან” ალან პარდიუს შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით კლუბში კიდევ ერთ შანსს ახალ მწვრთნელთან მიიღებს.

ფრანგული პრესის ცნობით ბენ არფა ნიუკასლში 2 იანვარს გამოცხადდება.

 

“ნიუკასლს” 32 წლის ფეხბურთელი ჩაიბარებს?

“ნიუკასლის” მცველი ფაბრისიო კოლოჩინი, შესაძლოა, გუნდის მოთამაშე მწვრთნელი გახდეს.

გუნდის მფლობელი მაიკლ ეშლი ალან პარდიუს “კრისტალ პალასში” წასვლის შემდეგ მზადაა “ნიუკასლის” მართვა კოლოჩინის ანდოს.

შეგახსენებთ, რომ ალან პარდიუს ლონდონურ კლუბში დანიშვნა ფაქტობრივად გადაწყვეტილი ამბავია. “ნიუკასლი” კი კომპენსაციის სახით 2 მილიონ გირვანქას მიიღებს.

“რომა” იანგა-მბივას გამოისყიდის

Sky Sport Italia-ს ჟურნალისტის, ჯანლუკა დი მაციოს ცნობით, “რომა” “ნიუკასლიდან” იჯარის წესით გადაბირებულ იანგა-მბივას გამოისყიდის.

კონტრაქტში ჩადებული პუნქტის თანახმად, რომლის თანახმადაც იტალიაში ჩატარებული 20 მატჩის შემთხვევაში “რომას” ფეხბურთელის გამოსყიდვა ეკისრება. ამ ეტაპზე იანგა-მბივას ანგარიშზე სერია ა-ში და ჩემპიონთა ლიგაში ჩატარებული 17 შეხვედრაა.

საინტერესო დისკუსია: ალან შირერი თუ ტიერი ანრი? (ვიდეო)

„ქუინს პარკ რეინჯერსის“ თავდამსხმელმა ჩარლი ოსტინმა გუნდის ერთ-ერთ მწვრთნელთან ლეს ფერდინანდთან საინტერესო თემაზე ისაუბრა.

კერძოდ, საუბრის თემას ალან შირერისა და ტიერი ანრის შედარება იყო.

საბოლოოდ, ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ოსტინი ფერდინანდს დაეთანხმა, რომელიც თვლის, რომ „ნიუკასლის“ ლეგენდა „არსენალის“ ლეგენდაზე უფრო პროდუქტიული ფეხბურთელი იყო.

ცნობისთვის, ლეს ფერდინანდი ინგლისის პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო თავდამსხმელთა შორის მერვე ადგილს იკავებს.