ბექჰემი “ბარსელონაში” და კიდევ ექვსი დიდი შესაძლო ტრანსფერი, რომელთა შესახებ არ იცით

Bleacher Report-მა გულშემატკივრებს ის შესაძლო დიდი ტრანსფერები გაახსენა, რომლებიც დიდი შანსი იყო, განხორციელებულიყო, თუმცა სხვადასხვა მიზეზთა გამო, ვერ მოხერხდა.

დევიდ ბექჰემი – “ბარსელონა”

beckham_

2003 წელს, როცა სერ ალექს ფერგიუსონმა ბექჰემის “მანჩესტერ იუნაიტედიდან” გაშვება მოინდომა, ფეხბურთელის შეძენის სურვილი “ბარსელონამაც” გამოთქვა. Guardian-ის ცნობით, კატალონიურ გრანდს ნახევარმცველში 25 მილიონი ფუნტი უნდა გადაეხადა.

საბოლოოდ, ტრანსფერი არ შედგა. ჟოან ლაპორტას მალე “ბარსელონას” საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიეღო და ის გულშემატკივრების მოხიბვლას სუპერვარსკვლავების შეძენით ცდილობდა. ბექჰემმა კი თქვა: “მე პოლიტიკურ თამაშში მონაწილეობას არ ვაპირებ”. რამდენიმე კვირის შემდეგ, ის მადრიდის “რეალს” შეუერთდა.

სტივენ ჯერარდი – “ჩელსი”

gerrard

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობაში “ევერტონის” გულშემატკივარი იყო, სტივენი, ცხრა წლის ასაკში, “ლივერპულში” მოხვდა.

2004 წელს, Daily Mail-ი იუწყებოდა, რომ ჯერარდი “ჩელსიში” გადასასვლელად მზად იყო. ლონდონელები “ლივერპულს” 30 მილიონ ფუნტს უხდიდნენ. საბოლოოდ, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრანსფერი იმის გამო ჩაიშალა, რომ “ლივერპულის” გაბრაზებული ფანები ჯერარდის ოჯახზე ზეწოლას ახდენდნენ.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი – “არსენალი”

zlatan ibrahimovic fotboll

ზლატანს ჰოლანდიის, იტალიის, ესპანეთისა და საფრანგეთის საუკეთესო კლუბებში თამაშის გამოცდილება აქვს, მაგრამ მას ინგლისის პრემიერ ლიგაში არასოდეს უთამაშია.

ბევრმა არ იცის, რომ როცა იბრაჰიმოვიჩი 16 წლის ასაკში, “მალმიოს” ღირსებას იცავდა, ლონდონის “არსენალში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო. შვედი თავდამსხმელი “არსენალის” ბაზასაც ესტუმრა და კლუბის მაისურში გამოწყობილმა ფოტოც გადაიღო.

არსენ ვენგერს იბრაჰიმოვიჩის სინჯებზე ყოფნა გადაეწყვიტა, რაც თავად ახალგაზრდა ფეხბურთელს არ მოეწონა და მან ლონდონი დატოვა.

დიეგო მარადონა – “შეფილ იუნაიტედი”

diego-maradona_1116639c

ყველაზე ცნობილი ადამიანი, რომელსაც “შეფილდის” ფორმა მოურგია, მსახიობი შონ ბინია. თუმცა, დიეგო მარადონა, რომ “შეფილდში” გადასულიყო, მაშინ სიტუაცია სხვაგვარად იქნებოდა.

Daily Mail-ის ცნობით, 1978 წელს, როცა დიეგო 17 წლის ასაკში, “არგენტინოს ხუნიორსის” ღირსებას იცავდა, “შეფილდ იუნაიტედის” მთავარ მწვრთნელს, ჰარი ჰასლემს ის ძალიან მოეწონა. თუმცა, ტრანსფერი მაინც არ შედგა, ხოლო ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ ინგლისელებმა არგენტინულ კლუბს 200 000 ფუნტი ვერ გადაუხადეს.

საბოლოოდ, “შეფილდმა” მალე, 176 000 ფუნტის სანაცვლოდ, “რივერ პლეიტიდან” ალექს საბელა შეიძინა, რომელმაც 76 მატჩში, 8 გოლის გატანა მოახერხა.

ზინედინ ზიდანი – “ბლექბერნი”

zinedine-zidane-real-madrid-champions-league-goal-transfer

1995 წელს, “ბლექბერნი” ზიდანის შეძენასთან ძალიან ახლოს იყო. გუნდის მთავარ მწვრთნელ კენი დაგლიშს “ბორდოს” ახალგაზრდა ფეხბურთელი ძალიან მოსწონდა, ამიტომ მან თავისი კლუბის ხელმძღვანებლებს მოთამაშის შეძენა სთხოვა. მაშინ, “ბლექბერნს” საკმაოდ შეძლებული პრეზიდენტი ჰყავდა, რომელმაც განაცხადა:“რატომ უნდა ვიყიდოთ ზინედინ ზიდანი, როცა ჩვენ ტიმ შერვუდი გვყავს?”

ცნობისთვის, 2008 წელს, “ბლექბერნს” რობერტ ლევანდოსვკიც უნდა შეეძინა. პოლონელი თავდამსხმელი ინგლისში ჩასასვლელად მზად იყო, სადაც კლუბთან კონტრაქტს გააფორმებდა. თუმცა, ვულკანის ფერფლის ამოფრქვევის გამო, ის დიდ ბრიტანეთში ვეღარ ჩაფრინდა და უკან დაბრუნდა.

რობინიო – “ჩელსი”

robinho_1365464c

თითქმის გადაწყვეტილი იყო, რომ 2008 წლის ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს, რობინიო ლონდონის “ჩელსის” შეუერთდებოდა. ბრაზილიელმა თავდამსხმელმა მადრიდის “რეალის” დატოვების სურვილი არაერთხელ გამოთქვა, “სამეფო კლუბი” კი მის გასაშვებად მზად იყო.

2008 წელს, “ჩელსის” ლუიშ ფელიპე სკოლარი თავკაცობდა. რობინიომ კი თქვა: “ჩემი ოცნება, ლუიშ ფელიპე სკოლარისთან ერთად მუშაობაა, ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია”.

თუმცა, “მანჩესტერ სიტის” მფლობელმა შეიხებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ რობინიო მათ გუნდში გადასულიყო. “სიტიმ” ბრაზილიელ ფეხბურთელში 32.5 მილიონი ფუნტი გადაიხადა.

ალან შირერი – “მანჩესტერ იუნაიტედი”

article-2015219-000B7D4900000258-566_634x436

ლეგენდარული ინგლისელი თავდამსხმელი სერ ალექს ფერგიუსონის ყურადღების სფეროში 1992 წელს მოექცა. მაშინ, ალანი “საუთჰემპტონის” ღირსებას იცავდა.

“მანჩესტერ იუნაიტედი” ჩემით დაინტერესებული იყო. თუმცა, მითხრეს, რომ სამი-ოთხი კვირა უნდა მომეცადა, რადგან მათ ამ დროის განმავლობაში, ფული უნდა მოეგროვებინათ. ჩემი აზრით კი, თუ მათ ჩემი შეძენა მართლაც ძალიან სურდათ, ბევრს აღარ მალოდინებდნენ”, – განაცხადა შირერმა.

საბოლოოდ, ალანმა “ბლექბერნში” გადასვლა არჩია, სადაც პრემიერ ლიგის მოგება მოახერხა. შირერმა კლუბში ჩატარებულ 138 მატჩში, 112 გოლის გატანა მოახერხა.

BBC იუწყებოდა, რომ 1996 წელს, “მანჩესტერ იუნაიტედმა” შირერის შეძენის სურვილი კვლავაც გამოთქვა, მაგრამ მოთამაშემ მშობლიურ გუნდში, “ნიუკასლში” გადასვლა არჩია.

დიტო ჭიჭინაძე 

პარდიუ შვიდი თამაშით დასაჯეს (ვიდეო)

“ნიუკასლის” მენეჯერი ალან პარდიუ თავის გუნდს უახლოეს 7 თამაშში ვერ უთავკაცებს.

მწვრთნელმა “ჰალ სიტისთან” გამართულ შეხვედრაში მეტოქე გუნდის ნახევარმცველს დევიდ მეილერთს შუბლი სახეში ჩაარტყა.

აღსანიშნავია, რომ 7-მატჩიანი დისკვალიფიკაციიდან 3 შეხვედრაში პარდიუს ტრიბუნებზე ყოფნაც კი აუკრძალეს. ამასთან ერთად მწვრთნელი 60 ათას გირვანქას გადაიხდის.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის 28 ტურის შემდეგ “ნიუკასლი” მე-8 ადგილზე იმყოფება.

აზარი-ეტოოს შესანიშნავი კომბინაცია და გოლი

8 თებერვალს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ჩელსიმ” საკუთარ მოედანზე “ნიუკასლი” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა. აღნიშნულ შეხვედრაში, მასპინძელთა მხრიდან გატანილი მეორე გოლი საკმაოდ ლამაზი კომბინაციის შემდეგ გავიდა.



10 ყველაზე ცუდი ფორმა ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში

საფეხბურთო პორტალმა FTBPRO-მ ინგლისის პრემიერ ლიგის ისტორიაში, 10 ყველაზე ცუდი ფორმა გამოაქვეყნა.

10. “ნიუკასლი” (1997-98)

9. “ევერტონი” (2013-14)

8. “მანჩესტერ სიტი” (1994-96)

7. “ბლექბერნი” (1996-97)

6. “მანჩესტერ იუნაიტედი” (1996)

5. “ქოვენთრი” (1992-94)

4. “არსენალი” 1991-93

3. “ნორვიჩი” 1992-94

2. “ჩელსი” (1994-96)

1. “ნოტინგემი” (1995-96)

კაბაიეს მშვენიერი საჯარიმო “ვესტ ჰემის” კარში

18 იანვარს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ვესტ ჰემმა” საკუთარ მოედანზე “ნიუკასლი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში, “ნიუკასლის” ფეხბურთელმა, იოან კაბაიემ მეტოქე გუნდის კარის დალაშქვრა ორჯერ მოახერხა, განსაკუთრებით ლამაზი გამოდგა მისი მეორე გოლი.

“ნიუკასლის” ფეხბურთელის ლამაზი გოლი, რომელიც მსაჯმა არ ჩათვალა

12 იანვარს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ნიუკასლ იუნაიტედმა” საკუთარ მოედანზე “მანჩესტერ სიტი” მიიღო და მეტოქესთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა.

აღნიშნულ შეხვედრაში, 34-ე წუთზე, “ნიუკასლის” ფეხბურთელმა, ტიოტემ ლამაზი გოლი გაიტანა, რომელიც მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობის გამო არ ჩათვალა.

ობერტანი “ევიენს” მიუახლოვდა

“ნიუკასლის” ვინგერი გაბრიელ ობერტანი უახლოეს მომავალში შესაძლოა საფრანგეთში დაბრუნდეს. კონტრაქტი 24 წლის ფეხბურთელს მხოლოდ 2016 წელს ეწურება,მაგრამ ის უკვე სერიოზულად განიხილავს სამუშაო ადგილის შეცვლის საკითხს.

საქმე იმაშია,რომ ობერტანს თავის ამჟამინდელ კლუბში არასაკმარისი სათამაშო დრო ეძლევა. წლეულს მან მხოლოდ 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და მის მიერ მოედანზე გატარებული დროის რაოდენობამ ჯამში 33 წუთი შეადგინა.
უცხოური პრესის ინფორმაციით ფეხბურთელის წარმომადგენლები აქტიურ მოლაპარაკებას აწარმოებენ ფრანგულ ევიენთან სადაც დიდი ალბათობით ობერტანი არენდის წესით გადავა.

შეგახსენებთ, რომ ობერტანი კარიერის განმავლობაში მანჩესტერის, ბორდოს და ლორიანის ღირსებას იცავდა.

 

ბენ არფა: “ოქროს ბურთს რიბერი იმსახურებს”

“ნიუკასლის” ფრანგი ფეხბურთელის, ჰატემ ბენ არფას აზრით, მიუხედავად იმისა, რომ მადრიდის “რეალის” მამოძრავებელი ძალა კრიშტიანო რონალდუა, ოქროს ბურთს მიუნხენის “ბაიერნის” მოთამაშე, ფრანკ რიბერი იმსახურებს.

შეგახსენებთ, რომ 2013 წელს, ოქროს ბურთის მოგების მთავარ კანდიდატად პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი ითვლება.

“თუ რონალდუს სტატისტიკას გადავხედავთ, მივხვდებით, რომ ის მადრიდის “რეალის” მამოძრავებელი ძალაა. თუმცა, ჩემი ნება რომ იყოს, ოქროს ბურთს რიბერის გადავცემდი. მან “ბაიერნთან” ერთად ყველაფერი მოიგო და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის წოდებაც უნდა მიიღოს”, – ამბობს ბენ არფა.

მუსა სისოკომ მსაჯი ნოკაუტში ჩააგდო

14 დეკემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგაში, “ნიუკასლმა” საკუთარ მოედანზე “საუთჰემპტონი” მიიღო და ფრედ, 1:1 ითამაშა.

აღნიშნულ შეხვედრაში საკმაოდ საინტერესო რამ მოხდა. საქმე იმაში გახლავთ, რომ “ნიუკასლის” ფეხბურთელმა, მუსა სისოკომ, ნებით თუ უნებლიედ, შეხვედრის მთავარ არბიტრს სახეში ხელი ჩაარტყა.

მანჩესტერ სიტი 4-0 ნიუკასლ იუნაიტედი

“მანჩესტერ სიტიმ” პრემიერლიგის პირველ ტურში “ნიუკასლს” უმასპინძლა და 4-0 გაანადგურა მეტოქე. “ქალაქელებმა” სილვას, აგუეროს, ტურეს და ნასრის გოლებით იმარჯვეს და სიმბოლურად, მაგრამ მაინც, პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა. Continue reading “მანჩესტერ სიტი 4-0 ნიუკასლ იუნაიტედი”