პრემიერ ლიგის 26-ე ტურის სიმბოლური გუნდი

დღეს ლონდონის “ჩელსისა” და “უოტფორდის” შეხვედრით სრულდება პრემიერ ლიგის 26-ე ტური.

Goal.Com-ი აღნიშნული ტურის სიმბოლურ გუნდს გვთავაზობს.

უეინ ჰენესი (“კრისტალ პალასი”), ანტონიო ვალენსია (“მანჩესტერ იუნაიტედი”), ლორან კოსჩელნი (“არსენალი”), მარკოს როხო (“მანჩესტერ იუნაიტედი”), დანილო (“მანჩესტერ სიტი”), მარიო ლემინა (“საუთჰემპტონი”), აარონ რემზი (“არსენალი”), მუჰამედ სალაჰი (“ლივერპული”), ჰენრიხ მხითარიანი (“არსენალი”), ალექსის სანჩესი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), პიერ ემერიკ-ობამეიანგი (“არსენალი”).

კარიკატურა: ვენგერისთვის ობამეიანგის გაფორმება დროის საკითხია

არსენ ვენგერს, ჰენრიხ მხითარიანის ყიდვის შემდეგ, გუნდში პიერ-ემერიკ ობამეიანგის დამატება სურს. მეტიც, როგორც ინგლისური წყაროები წერენ, უკვე შეთანხმება შემდგარია და ტრანსფერის გაოფიციალურება მხოლოდ დროის საკითხია.

ამასთან დაკავშირებით ომარ მომანი კარიკატურას გვთავაზობს.

 

ობამეიანგი: “დემბელეს სიტუაცია ძალიან რთულია”

გუშინ გერმანიის თასის შეხვედრები გაიმართა. დორტმუნდის “ბორუსიამ” “რილასინგენ-არლენი” ანგარიშით, 4:0 დაამარცხა. ჰეთრიკი შეასრულა პიერ-ემერიკ ობამეიანგმა, რომელიც მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს ესაუბრა. გაბონელს ოსმან დემბელეს “ბარსელონაში” შესაძლო გადასვლაზე ჰკითხეს.

“ჯერჯერობით, არაფერია გადაყწვეტილი. დემბელე ძალიან რთულ სიტუაციაშია. არ ვიცით, დარჩება თუ არა ის კლუბში. თუმცა, რაც მოხდება, მოხდება.”

“რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას, მიხარია, რომ გამარჯვება მარტივად მოვიპოვეთ და ჩვენს არცერთ მოთამაშეს არ მიუღია ტრავმა. თამაშის ხარისხით კმაყოფილი ნამდვილად არ ვარ, თუმცა ეს სეზონის სტარტია და ბუნებრივიცაა,” – აცხადებს ობამეიანგი.

“ბორუსია” ობამეიანგის გაშვებას არ აპირებს

პიერ-ემერიკ ობამეიანგი დორტმუნდის “ბორუსიაში” რჩება. ამ ინფორმაციას Sky Sports-ის გერმანული გამოცემა ავრცელებს, რომელიც საკმაოდ დიდი ავტორიტეტით სარგებლობს.

როგორც იცით, დღეს, საერთაშორისო ჩემპიონთა თასის ეგიდით გამართულ შეხვედრაში ობამეიანგის “ბორუსია” “მილანს” დაუპირისპირდა, რომელიც მისი გადაბირების მთავარი კანდიდატია და ორბურთიანი სხვაობით, 3-1 დაამარცხა.

ბევრი ფიქრის შემდეგ, გერმანული კლუბის ხელმძღვანელობამ და გაბონელმა ფეხბურთელმა შეთანხმებას მიაღწიეს და გადაწყვიტეს, რომ მხარეები თანამშრომლობას 2020 წლამდე გააგრძელებენ.

ჩინური კლუბი ობამეიანგს წელიწადში 30 მილიონ ევროს სთავაზობს

გერმანიის ბუნდესლიგაში მოთამაშე პიერ-ემერიკ ობამეიანგის გადაბირების სურვილს ჩინური “ტიანძინ ციუანძიანის” ხელმძღვანელებიც გამოთქვამენ.

როგორც ცნობილი ხდება, “პარი სენ-ჟერმენისგან” განსხვავებით, ჩინური კლუბი გაბონელ ფეხბურთელს 30 მილიონ ევროს სთავაზობს წელიწადში ხელფასის სახით.

გერმანული პრესის ცნობით, ბუნდესლიგის 2016/17 წლების სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს.

გეტყვით იმასაც, რომ ობამეიანგის ტრანსფერში “ბორუსია” 70-80 მილიონ ევროს ითხოვს.

ტუხელი: “ობამეიანგს დასვენების საშუალება არ მიეცემა”

პიერ-ემერიკ ობამეიანგმა, აფრიკის თასიდან დაბრუნების შემდეგ, განაცხადა, რომ დაღლილი იყო და დასვენება ესაჭიროებოდა. ამ საკითხთან დაკავშირებით, დორტმუნდის “ბორუსისას” მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა ისაუბრა.

“ობას” მდგომარებაზე ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ იგი არ დაისვენებს. გაბონელი 100 პროცენტით მზადაა და შაბათს, “ვოლფსბურგთან” აუცილებლად ითამაშებს. იგი გუნდის ლიდერია და აღნიშნულ შეხვედრაშიც დიდი როლი დაეკისრება. იმედია, კვლავ მოახერხებს  გატანას და წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება,” – აცხადებს გერმანელი სპეციალისტი.

აქვე გეტყვით, რომ ბუნდესლიგის 21-ე ტურში დორტმუნდის “ბორუსია” საკუთარ მოედანზე “ვოლფსბურგს” უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 18:30 საათზე დაიწყება.

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები (31 იანვარი)


“ჩელსი” 100-მილიონიან ბელოტის უმიზნებს


Sky Italia-ს მიერ გავრცელებული ძალზედ საინტერესო ინფორმაციის თანახმად, ლონდონური “ჩელსის” ხელმძღვანელები ანდრეა ბელოტის ტრანსფერის განხორციელებას ცდილობენ.

წყაროს ცნობით, “არისტოკრატთა” ტექნიკური დირექტორი, მაიკლ ემენალო უკვე იტალიაში იმყოფება, რათა “ტორინოს” მიერ 100 მილიონ ევროდ შეფასებული თავდამსხმელის ტრანსფერზე იმუშაოს.


ნანი ინგლისში ბრუნდება?


888888888888888888

მილანის “ინტერის” კუთვნილებაში მყოფი ანდრეა რანოკიას არენდით აყვანის შემდეგ, “ჰალ სიტის” უფროსები ნანის გადაბირებასაც ცდილობენ.

Daily Mail-ის ცნობით, ყველაფერი “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ვინგერის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული, რომელიც ამჟამად ესპანური “ვალენსიას” რიგებში ირიცხება.


ნ’ზონზიმ “სევილიასთან” გაახანგრძლივა


ესპანური “სევილიას” ფრანგმა ფეხბურთელმა, სტივენ ნ’ზონზიმ კლუბთან ახალი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც, ის “სანჩეს პისხუანზე” 2020 წლამდე უნდა დარჩეს.

შეგახსენებთ, რომ ფრანგი ნახევარმცველი ბოლო დროს არაერთ ევროპულ კლუბს დაუკავშირეს, მათ შორის “ჩელსისა” და “ბარსელონასაც”, რაც მისი ბრწყინვალე ასპარეზობით იყო გამოწვეული.


ობამეიანგი “დორტმუნდს” ზაფხულში დატოვებს


Untitled-1

დორტმუნდის “ბორუსიას” გაბონელი შემტევი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი აღიარებს, რომ ზაფხულში ის გერმანული კლუბის დატოვებას აპირებს.

“იმისათვის რომ განვვითარდე და სრულიად ახალ დონეზე ავიდე, კლუბი უნდა დავტოვო. “რეალში” თამაშზე კვლავ ვოცნებობ, თუმცა ამაზე აქამდეც ბევრი ვილაპარაკეთ.”


“ჩელსი” იძულებულია, ზაფხულამდე მოიცადოს


ლონდონის “ჩელსის” ხელმძღვანელები სეად კოლაშინაცის ტრანსფერის განხორციელებას ვერ ახერხებენ.

როგორც ცნობილი ხდება, “შალკეს”, რომელმაც უკვე დაადასტურა, რომ “არისტოკრატებმა” ბოსნიელ ფეხბურთელთან შეთანხმებას მიაღწიეს, ზამთარში მისი გაშვება არ უნდა.

სამაგიეროდ, ლონდონელებს საშუალება აქვთ, პრე-კონტრაქტი გააფორმონ 23 წლის მცველთან, რომელიც ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსს მოიპოვებს.


იგალო ჩინეთში ითამაშებს


888888888888888888

პრემიერ ლიგურმა “უოტფორდმა” ოფიციალურად დაადასტურა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, ოდიონ იგალო კარიერას ჩინეთში გააგრძელებს.

როგორც ცნობლი ხდება, 27 წლის ნიგერიელი ფორვარდის ტრანსფერი “ჩანჩუნ იატაის” 17 მილიონი ფუნტი დაუჯდა.

ლევანდოვსკი ობამეიანგს “ბორუსიაში” დარჩენისაკენ მოუწოდებს

მიუნხენის “ბაიერნის” ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ მისი ყოფილი კლუბის, დორტმუნდის “ბორუსიას” ამჟამინდელ ლიდერზე, პიერ-ემერიკ ობამეიანგზე ისაუბრა.

“რამდენადაც მე ვიცი, ობამეიანგი დორტმუნდში თავს ბედნიერად გრძნობს,” – განაცხადა პოლონელმა ფორვარდმა Bild-თან საუბრისას.

“ნამდვილად არ ვიცი რას აპირებს ის და როგორ გადაწყვეტილებას მიიღებს კლუბის ხელმძღვანელობა, მისი შენარჩუნებისთვის იბრძოლებენ, თუ დიდი ფულის გაკეთებას დააპირებენ…

მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის და საერთოდ ბუნდესლიგისთვის, უკეთესი იქნება, თუ ის იქ დარჩება, სადაც ახლა არის.”

ზიდანმა ობამეიანგის ტრანსფერი დაბლოკა

მადრიდის “რეალის” ფრანგმა თავკაცმა, ზინედინ ზიდანმა დორტმუნდის “ბორუსიას” ლიდერის, პიერ-ემერიკ ობამეიანგის ტრანსფერი დაბლოკა. ამ ინფორმაციას გერმანული გამოცემა, Sport Bild ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ბანის გამო, მადრიდელებს ზამთარში ტრანსფერის განხორციელება არ შეუძლიათ, თუმცა 27 წლის გაბონელი წარმოშობის ფორვარდის გადაბირების შანსი მათ ზაფხულში აუცილებლად ექნებათ.

ყველასათვის ცნობილია ის ფაქტიც, რომ თავად ფეხბურთელი დიდი ხანია, რაც “რეალში” თამაშზე ოცნებობს, თუმცა, როგორც ჩანს, ზინედინ ზიდანს მისი გადაბირების არანაირი სურვილი არ გააჩნია.

ცნობისთვის გეტყვით, რომ ობამეიანგის გადაბირებით ამჟამად ფრანგული “პსჟ” და ბრიტანული “მანჩესტერ იუნაიტედია” დაინტერესებული.

კარიკატურა: როგორ ფორმაში წარსდგა ობამეიანგი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოვების ცერემონიაზე? (ფოტო)

6 იანვარს აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა. საბოლოოდ, აღნიშნული პრიზი რიად მაჰრეზს ხვდა წილად, რომელმაც პრემიერ ლიგის მოგება გასულ სეზონში “ლესტერ სიტისთან:” ერთად მოახერხა.

საგულისხმოა, რომ მეორე ადგილზე გაბონელი ფეხბურთელი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი გავიდა, რომელიც ძალიან უცნაურად ჩაცმული მივიდა დაჯილდოვებაზე. ეს ყველაფერი მაშინ, როცა სხვები ოფიციალურად იყვნენ გამოწყობილნი. ობამეიანგმა მიზეზად ის დაასახელა, რომ ბარგი დაეკარგა და, საბოლოოდ, ასე ჩაცმა მოუწია.

ომარ მომანიმ დაჯილდოვების ცერემონია ასე დაინახა

 

მათეუსი: “ობამეიანგი პოგბაზე მეტი, გაცილებით მეტი ღირს”

ლოთარ მათეუსი თვლის, რომ პიერ-ემერიკ ობამეიანგი, რომელმაც ბუნდესლიგის გასულ სეზონში 25 გოლი გაიტანა, უფრო მეტი ღირს, ვიდრე “ოლდ ტრაფორდელთა” ფრანგი ნახევარმცველი, პოლ პოგბა.

“თუ ისეთი ფეხბურთელი, როგორიც პოგბაა 105 მილიონ ევროდ ფასობს, მაშინ “დორტმუნდმა” ობამეიანგის სანაცვლოდ მეტი, 150 მილიონი უნდა მოითხოვოს.

ობამეიანგი ისეთი ტიპის ფეხბურთელია, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. პოგბას კი ეს არ შეუძლია.

ობამეიანგი ბოლო დროს ძალიან განვითარდა. იმედი მაქვს, რომ მას ბუნდესლიგაში კიდევ დიდი ხნის მანძილზე ვიხილავთ.” – განაცხადა მათეუსმა.

ობამეიანგის დედა: “ჩემი შვილი ბაბუას დაჰპირდა, რომ “რეალში” ითამაშებდა”

გაბონელ ფეხბურთელს, პიერ-ემერიკ ობამეიანგს წარსულში არაერთხელ გამოუთქვამს მადრიდის “რეალში” თამაშის სურვილი. მას “ბარსელონასაც” აკავშირებდნენ.

დორტმუნდის “ბორუსიას” ერთ-ერთი ლიდერის დედამ, მარგარიტა კრესპომ განაცხადა, რომ მისი შვილი ბავშვობაში ოჯახში მუდამ “რეალზე” საუბრობდა.

“ის მის ბაბუას დაჰპირდა, რომ მომავალში აუცილებლად ითამაშებდა მადრიდის “რელში”. სახლში ყოფნისას ის მუდამ ამ გუნდზე საუბრობდა, “ბარსელონაზე” – არასდროს.”

“ჩემი ოჯახის წევრები მუდამ “რეალს” გულშემატკივრობდნენ. მინდა, რომ ერთ დღეს პიერ-ემერიკი ესპანურ გრანდში ვიხილო.

“დღეს კი ჩემი შვილი დორტმუნდის “ბორუსიას” ღირსებას იცავს. იგი ბევრს შრომობს და გუნდისთვის სარგებელი მოაქვს. ეს აწმყოა. საინტერესოა, რა იქნება მომავალში,” განაცხადა მარგარიტა კრესპომ.