“არსენალმა” “მანჩესტერ სიტი” დაამარცხა

ინგლსური პრემიერლიგის 22-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ლონდონის “არსენალმა” მანჩესტერში ადგილობრივი “სიტი” დამაჯერებლად დაამარცხა.

შეხვედრა მასპინძელთა ტერიტორიული უპირატესობით კი წარიმართა, თუმცა პელეგრინის შეგირდებმა საგოლე მომენტების შექმნა ფაქტობივად ვერ მოახერხეს. “არსენალმა” კი თავისი შანსები გამოიყენა, რაც მნიშვნელოვანი გამარჯვები წინაპირობა გახდა.

ანგარიში 24-ე წუთზე გაიხსნა. სანტი კასორლამ ნაჩო მონრეალის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი ზუსტად შეასრულა და ლონდონელებმაც პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით მოიგეს. შესვენების შემდეგ “სიტი” გააქტიურდა, თუმცა მალევე სტუმრებმა მეორეც შეაგდეს. კასორლამ ამჯერად ასისტენტის როლი მოირგო და ოლივიე ჟირუს გაატანინა.

ამ გამარჯვებით “არსენალმა” მეხუთე პოზიცია შეინარცუნა, “სიტი” კი ლიდერ “ჩელსის” უკვე 5 ქულით ჩამორჩება.

მანჩესტერ სიტი 1-1 არსენალი

გოლები: კასორლა 24′ ; ჟირუ 67′ 

სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია ჟირუს

ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელ ოლივიე ჟირუს სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მისცეს.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის პრემიერლიგის XVIII ტურში “არსენალსა” და “ქუინს პარკ რეინჯერსს” შორის გამართული მატჩის (2:1) მიმდინარეობისას ფრანგმა ფეხბურთელმა მეტოქე გუნდის მცველ ნედუმ ონუოჰას სახეში თავი ჩაარტყა, რის გამოც მთავარმა არბიტრმა “მეთოფეთა” ფორვარდს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა.

ამრიგად, ოლივიე ჟირუ პრემიერლიგის ეგიდით “ვესტ ჰემისა” და “საუთჰემპტონის”, ასევე ინგლისის თასზე “ჰალ სიტის” წინააღმდეგ გასამართ მატჩებს გამოტოვებს.

ჟირუ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დარჩენილ მატჩებსაც გამოტოვებს

ლონდონის “არსენალის” თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ, რომელიც მძიმე ტრავმის შემდეგ სულ ცოტა ხნის წინათ დაუბრუნდა მოედანს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დარჩენილ ორ მატჩს გამოტოვებს.

როგორც ირკვევა, “მეთოფეებმა” სექტემბრის დასაწყისში ფრანგი ფეხბურთელი ტურნირის საერთო განაცხადში არ შეიყვანეს და ჟირუსაც ჯგუფურ ეტაპზე თამაშის უფლება არ აქვს.

თებერვლიდან, როდესაც ევროპული საკლუბო ტურნირები განახლდება, “არსენალს” ჟირუს გამოყენება უკვე შეეძლება.

 

ჟირუ მანჩესტერთან თამაში შეუძლია

“არსენალის” ფრანგი ფორვარდი ოლივიე ჟირუ, შესაძლოა, მოედანს უახლოესი ტურის შეხვედრაში დაუბრუნდეს.

მოსალოდნელი იყო, რომ ტრავმის გამო ჟირუ წელს აღარ ითამაშებდა, თუმცა მისი სარეაბილიტაციო კურსი საკმაოდ სწრაფად წარიმართა და ფეხბურთელი უკვე ჯანმრთელად გრძნობს თავს.

“ოლივიეს დაბრუნება იანვარში იგეგმებოდა, თუმცა მან მოლოდინს გადააჭარბა და ერთი თვით ადრე გამოჯანმრთელდა. ფიზიკური კონდიციების აღდგენის შემთხვევაში, ჟირუ “მანჩესტერ იუნაიტედთან” შეძლებს თამაშს” – ამბობს არსენ ვენგერი.

მიმდინარე სეზონში ჯირუმ პრემიერლიგსი 2 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლიც გაიტანა.

 

”არსენალმა” ჟირუს კონტრაქტი გაუხანგრძლივა

დღეს, The Telegraph-მა  გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ”არსენალმა” და ოლივე ჟირუმ ახალი კონტრაქტი გააფორმეც. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგი ფეხბურთელი, ”მეთოფეების” ღირსებას 2018 წლამდე დაიცავს და ხელფასის სახით, კვირაში 80 ათას ფუნტს მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ ჟირუ, ტერფის დაზიანების გამო, 3 თვიან რეაბილიტაციას გადის, მაგრამ ”არსენალი” ფეხბურთელის კლუბისადმი მომავალს იმედის თვალით უყურებს.

ოლივიე ჟირუ მძიმედ დაშავდა

“არსენალის” ფორვარდმა ოლივიე ჟირუმ, შესაძლოა, ტრავმის გამო სამი თვე გამოტოვოს. ფრანგი შემტევი “ევერტონთან” შეხვედრაშ დაშავდა.

აღსანიშნავია, რომ “არენალი” მარცხისგან სწორედ ჟირუმ 90-ე წუთზე გატანილი გოლით იხსნა. ფორვარდმა ტრავმაც ამ ეპიზოდში, სილვენ დისტენთან ორთაბრძოლის დროს მიიღო.

“არსენალის” ექიმებს მოტეხილობაზეც კი აქვთ ეჭვი, რომლის დადასტურების შემთხვევაში ლონდონელთა შემტევი სამ თვეს იუქმებს.

ჟირუ: „ხალხს ჯერ კიდევ კარგად ახსოვს 1998 წლის გამარჯვება“

საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ იმედს გამოთქვამს, რომ „მამლები“ 2010 წელს გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე განცდილი კრახის რეაბილიტაციას წლევანდელ მუნდიალზე შეძლებენ. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აფრიკაში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ფრანგები ჯგუფში ჩარჩნენ.

„ხალხს ჯერ კიდევ კარგად ახსოვს 1998 წლის გამარჯვება. ამიტომ, მათ კვლავ დიდი მოლოდინი აქვთ. კი ბატონო, ჩვენი გუნდი მეტწილად შეიცვალა, თუმცა სამხრეთ აფრიკაში განცდილი იმედგაცრუების შეცვლა წელს შეგვიძლია. ვეცდებით, რომ ეს შანსი გამოვიყენოთ“, – ჟირუს სიტყვებს „ტუტომერკატო“ აქვეყნებს.

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთს მეტოქეებად ეკვადორის, ჰონდურასისა და შვეიცარიის ნაკრებები ჰყავს. ფრანგები სასტარტო შეხვედრას 15 ივნისს ჰონდურასის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებენ.

ბექა დოგრაშვილი

ჟირუს „არსენალში“ დარჩენა სურს

ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ გამოტყდა, რომ კლუბში დარჩენა სურს. გარდა ამისა, ფრანგმა ფეხბურთელმა იმედი გამოთქვა, რომ არსენ ვენგერი „არსენალის“ თავკაცის პოსტზე დარჩება.

„რა თქმა უნდა, მომდევნო სეზონშიც „არსენალში“ ვითამაშებ. ლონდონში ყველაფრით კმაყოფილი ვარ. კლუბთან მოქმედი ხელშეკრულება 2016 წელს მეწურება. კონტრაქტის გახანგრძლივების სურვილიც მაქვს.

მინდა, რომ არსენ ვენგერი კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩეს. ის ძალზედ გამოცდილი სპეციალისტია, ამიტომ დაკავებული თანამდებობა უნდა შეინარჩუნოს. ვფიქრობ, მომდევნო სეზონში ტიტულისთვის ბრძოლა ბოლო ტურამდე შეგვეძლება“, – ჟირუს სიტყვებს „სქაი სპორტსი“ აქვეყნებს.

ბექა დოგრაშვილი

ჟირუ ოჯახური მიზეზის გამო საფრანგეთში დაბრუნებაზე ფიქრობს

ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ შესაძლოა კლუბი ოჯახური მიზეზების გამო დატოვოს.

ბრიტანული „მირორის“ ცნობით, ჟირუს მეუღლე ფეხბურთელს მას შემდეგ ეჩხუბა, რაც ფრანგმა თავდამსხმელმა მას ცნობილ მოდელთან უღალატა. ახლა ჟირუს მეუღლე ქმრის საფრანგეთში დაბრუნებას ითხოვს.

წყაროს თანახმად, ჟირუ საფრანგეთის ჩემპიონატში მოასპარეზე რომელიმე კლუბში გადასვლაზე ფიქრობს, რათა ოჯახი არ დაენგრეს.

შეგახსენებთ, რომ ჟირუ „არსენალში“ 2012 წელს „მონპელიედან“ გადავიდა.

ბექა დოგრაშვილი

ჟირუ: „მანჩესტერთან“ ფრე თავდაჯერებას შეგვმატებს“

ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ განაცხადა, რომ „ლივერპულთან“ განადგურების შემდეგ (1:5), მისმა გუნდმა რეაბილიტაცია „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მოახდინა, რომელსაც უგოლოდ დაშორდა.

„ვფიქრობ, „ლივერპულთან“ ჩატარებული მატჩის შემდეგ ჩვენდამი გაჩენილ კრიტიკას გუშინდელი შეხვედრით ვუპასუხეთ. ფრედ დასრულებულმა მატჩმა კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, თან ბოლო წუთებში გატანაც შეგვეძლო. ეს თავდაჯერებას შეგვმატებს. შეხვედრის პირველ ტაიმში კარგად გამოვიყურებოდით, თუმცა ცოტა დაღლილები ვიყავით. მთავარია, რომ „ლივერპულთან“ დამარცხების შემდეგ ჩვენი რეაქცია ვაჩვენეთ. დარწმუნებული ვარ, მომავალი მატჩები აჩევენებს, რომ ამ სეზონში ჩვენი პრეტენზიები სავსებით საფუძვლიანია“, – ჟირუს სიტყვები TMW-მ გამოაქვეყნა.

ბექა დოგრაშვილი

ჟირუ: „ლორისი „არსენალში“ გადმოსვლის წინააღმდეგი არ არის“

ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ განაცხადა, რომ „ტოტენჰემ ჰოთსპურის“ მეკარე უგო ლორისი სიამოვნებით ითამაშებდა „მეთოფეთა“ რიგებში.

„უგოსთან საკმაოდ ხშირი ურთიერთობა მაქვს, ჩვენ სხვადასხვა თემებზე ვსაუბრობთ ხოლმე. ვლაპარაკობთ ცხოვრების, საფრანგეთის ნაკრების, ბრაზილიაში გასამართი მსოფლიოს ჩემპიონატის შესახებ.

ვისურვებდი თუ არა მის ხილვას „არსენალში“? დიახ, მინდა, რომ მან ჩვენთან ერთად ითამაშოს და არც თავად არის აღნიშნული ტრანსფერის წინააღმდეგი“, – ჟირუს სიტყვები The World Game-მა გამოაქვეყნა.

 

ოლივიე ჟირუ სკანდალში გაეხვა

„სანი“ რომ სკანდალური ტაბლოიდია, ეს საქართველოშიც კარგად იციან. გაზეთის ირლანდიურმა გამოცემამ დღევანდელი ნომრის თავფურცელი ჩვეულ სტილში, სკანდალური ჰედლაინებით შეავსო, ერთ-ერთი ნაწილი კი ლონდონის „არსენალის“ თავდამსხმელ ოლივიე ჟირუს ეხება.

გაზეთის მტკიცებით, „ლივერპულთან“ გამართული მატჩის (1:5) წინა ღამეს ჟირუს საკუთარი თავისთვის ცელქობის უფლება მიუცია. თურმე, 27 წლის ფრანგი ფეხბურთელი ღამის 3 საათზე, სასტუმროს ნომერში მოდელ სელია კეისთან ერთად ერთობოდა. სხვათა შორის, ჟირუ დაქორწინებული გახლავთ.

თუ ეს ამბავი სიმართლეა, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჟირუს ოჯახშიც და კლუბშიც სერიოზული პრობლემები შეექმნება. მოგეხსენებათ, არსენ ვენგერს გუნდში მკაცრი დისციპლინა აქვს დამყარებული. თუ „სანის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, „არსენალსა“ და ფრანგ ფეხბურთელს ტაბლოიდის წინააღმდეგ ჩივილიც შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ „ლივერპულთან“ ჟირუმ მეტად უსუსურად ითამაშა, რისთვისაც ფრანგმა ფეხბურთელმა მატჩის შემდეგ ჩრდილოლონდონური კლუბის ქომაგებს ბოდიში მოუხადა.

აქვე გთავაზობთ ირლანდიური „სანის“ კვირის ნომრის თავფურცელს.

ბექა დოგრაშვილი