კეილორ ნავასი: “ყურადღებას არ ვაქცევ დე ხეას ტრანსფერზე გავრცელებულ ხმებს”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარეს, დავიდ დე ხეას მადრიდის “რეალს” ისევ უკავშირებენ. ესპანელი 2015 წლის ზაფხულზე ძალიან ახლოს იყო “გათეთრებასთან”, თუმცა ტრანსფერის განხორციელება საბუთების სწრაფად ვერგადაგზავნის გამო ვერ მოხდა და დავიდი “წითელ ეშმაკად” დარჩა.

წელიწად-ნახევრის შემდეგ ისევ დაიწყეს იმაზე წერა და საუბარი, რომ 26 წლის კიპერი “რეალში” მომავალ ზაფხულში გადავა. ამ საკითხზე ჰკითხეს “რეალის” ამჟამინდელ მეკარე, კეილორ ნავასს. კოსტა-რიკელმა სპორტსმენმა განაცხადა, რომ არ აინტერესებს ეს თემა და მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის განვითარებასა და გუნდის დახმარებაზე კონცენტრირებული.

“ახლა ამაზე საუბრის დრო არაა. არ მაინტერესებს, თუ რა საუბრობენ ჩემს წასვლასთან და ჩემი შემცველის გუნდში გადმოსვლასთან დაკავშირებით. ამაზე ფიქრი მე არაფერს შემმატებს.”

“მხოლოდ და მხოლოდ იმას ვცდილობ, რომ ყოველდღე ბევრი ვიშრომო, საუკეთესო ფორმაში ვიყო და მსგავსი ჭორები დავაიგნორო.”

“მადრიდში საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ. მეც სულ იმის ცდაში ვარ, რომ მუდამ პროგრესი განვიცადო და ღირსეულად ვიდგე ამ სპორტსმენებს შორის,” – აცხადებს 30 წლის მეკარე.

“რეალმა” “სანტიაგო ბერნაბეუზე” მორიგი სპექტაკლი დადგა (ვიდეო)

8

ახლახან დასრულდა ესპანური ლა ლიგის მესამე ტურის ეგიდით გამართული მატჩი მადრიდის “რეალსა” და “ოსასუნას” შორის, რომელიც საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა – “სანტიაგო ბერნაბეუზე” შეკრებილმა პუბლიკამ 7 გოლი იხილა.

მადრიდელებმა ანგარიშის გახსნა მალევე მოახერხეს – მატჩის მე-6 წუთზე თავი კრიშტიანუ რონალდუმ გამოიჩინა (ბეილის პასის წყალობით), რომელიც ახლახან დაბრუნდა ლაზარეთიდან. პირველი ტაიმის მიწურულს, დანილომა და სერხიო რამოსმა ანგარიშში სხვაობა 3-მდე გაზარდეს.

მატჩის მეორე ტაიმიც ზიდანის ბიჭების დომინირებით დაიწყო – ჯერ პეპემ მოახერხა თავის გამოჩენა, შემდეგ კი ლუკა მოდრიჩმა შემოვთავაზა ბრწყინვალე გოლი. ამის შემდეგ კი, სტუმრებმა ორი გოლის გაქვითვა მოახერხეს.

რონალდუ: “ოსასუნასთან” მატჩში დავბრუნდები”

კრიშტიანუ რონალდუმ პრესის წარმომადგენლებს გაუმხილა, რომ ის შაბათს, “ოსასუნასთან” გასამართ მატჩში მადრიდის “რეალის” დახმარებას შეძლებს.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის სუპერვარსკვლავმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში საკმაოდ სერიოზული ტრავმა მიიღო, მისი რეაბილიტაციის პროცესი კი ახლახან დასრულდა – რონალდუ უკვე შეუერთდა გუნდს.

პორტუგალიის ნაკრების კაპიტანმა ჟურნალისტებთან საუბრისას ასეთი განცხადება გააკეთა:” დიახ, “ოსასუნასთან” მატჩში თამაშს შევძლებ.”

ლა ლიგის ბიზნესი: დახარჯული 250,65 და მიღებული 182,1 მილიონი ევრო

როგორც იცით, უკვე კარგა ხანია, რაც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა. გუნდების უმეტესობამ უკვე განახორციელა დაგეგმილი ტრანსფერები.


“ბარსელონა” (-36,75 მილიონი ევრო)

კლუბში მოვიდა: სამუელ უმტიტი (“ლიონი”, 25 მილიონი ევრო), ლუკას დინიე (“პსჟ”, 16,5 მილიონი ევრო), დენის სუარესი (“ვილიარეალი”, 3,25 მილიონი ევრო).

დაიხარჯა: 44,75 მილიონი ევრო.

კლუბიდან წავიდა: მარკ ბარტრა (“ბორუსია დორტმუნდი”, 8 მილიონი ევრო), დანი ალვეში (“იუვენტუსი”, უფასო) და სანდრო რამირესი (“მალაგა”, უფასო).

მიიღეს: 8 მილიონი ევრო.


“რეალი” (-20,5 მილიონი ევრო)

კლუბში მოვიდა: ალვარო მორატა (“იუვენტუსი”, 30 მილიონი ევრო).

დაიხარჯა: 30 მილიონი ევრო.

კლუბიდან წავიდა: დენის ჩერიშევი (“ვილიარეალი”, 7 მილიონი ევრო), ალვარო მედრანი (“ვალენსია”, 1.5 მილიონი ევრო), ომარ მასკარელი (“აინტრახტი”, 1 მილიონი ევრო), ბურგუი (“ხიხონის სპორტინგი, არენდა), დიეგო ლორენტე (“მალაგა”, არენდა), ხესუს ვალეხო (“აინტრახტი”, არენდა), ალვარო არბელოა (კლუბი უცნობია, უფასო).

მიიღეს: 9,5 მილიონი ევრო.


“ატლეტიკო მადრიდი” (-41,7 მილიონი ევრო)

კლუბში მოვიდა: ნიკო გაიტანი (“ბენფიკა”, 25 მილიონი ევრო), სიმე ვრსალკო (“სასუოლო”, 16 მილიონი ევრო), დიეგო იოტა (“პასკოს ფერეირა”, 7.20 მილიონი ევრო) და ფერნანდო ტორესი (“მილანი”, უფასო).

დაიხარჯა: 48.2 მილიონი ევრო.

კლუბიდან წავიდა: ლეო ბაპტისტაო (“ესპანიოლი”, 3.5 მილიონი ევრო), ჯოშუა გილავოგი (“ვოლფსბურგი”, 3 მილიონი ევრო), მატიას კრანევიტერი (“სევილია”, არენდა), ხესუს გამესი (“ნიუკასლი”, უცნობია) და ბონო (“ჟირონა”, უცნობია).

მიიღეს: 6.5 მილიონი ევრო.


“ვილიარეალი” (+ 34,25 მილიონი ევრო)

კლუბში მოვიდა: ალფრედ ნ’დიაე (“რეალ ბეტისი”, 8 მილიონი ევრო) და დენის ჩერიშევი (“რეალ მადრიდი”, 7 მილიონი ევრო)

დაიხარჯა: 15 მილიონი ევრო.

კლუბიდან წავიდა: ერიკ ბაილი (“მანჩესტერ იუნაიტედი”, 38 მილიონი ევრო), სამუ გარსია (“რუბინი”, 5 მილიონი ევრო), დენის სუარესი (“ბარსელონა”, 3.25 მილიონი ევრო), ტომას პინა (“ბიუგე”, 3 მილიონი ევრო), მოი გომესი (“ხიხონი”, უფასო) და მატიას ნაჰელი (“ბეტისი”, არენდა).

მიიღეს: 49,25 მილიონი ევრო.


“ატლეტიკ ბილბაო” ( 0 მილიონი ევრო)

კლუბში მოვიდა:

დაიხარჯა: 0 მილიონი ევრო.

კლუბიდან წავიდა: ერიკ მორანი (“სარაგოსა”, არენდა), კარლოს გურპეგი (კარიერა დაასრულა).

მიიღეს: 0 მილიონი ევრო.


“ვალენსია” ( -7.1 მილიონი ევრო)

კლუბში მოვიდა: ნანი (“ფენერბახჩე, 8.5 მილიონი ევრო) და ალვარო მედრანი (“რეალ მადრიდი”, 1.5 მილიონი ევრო).

დაიხარჯა: 10 მილიონი ევრო.

კლუბიდან წავიდა: პიატი (“ესპანიოლი”, არენდა), ბარაგანი (“მიდლსბრო”, 2.7 მილიონი ევრო), ფეგული (“ვესტ ჰემი”, უფასო) და იოელი (“ეიბარი”, არენდა).

მიიღეს: 2.9 მილიონი ევრო.


“სევილია” ( -7.1 მილიონი ევრო)

კლუბში მოვიდა: ფრანკო ვასკესი (“პალერმო”, 15 მილიონი ევრო), ჟოაკინ კორეა (“სამპდორია”, 13 მილიონი ევრო, განსო (“სან პაულო”, 10 მილიონი ევრო), ჰიროში კიოტაკე (“ჰანოვერ 96”, 6.5 მილიონი ევრო), პაბლო სარაბია (“ხეტაფე”, 1 მილიონი ევრო), მატიას კრანევიტერი (“ატლეტიკო”, არენდა).

დაიხარჯა: 45მილიონი ევრო.

კლუბიდან წავიდა: პიატი (“ესპანიოლი”, არენდა), ბარაგანი (“მიდლსბრო”, 2.7 მილიონი ევრო), ფეგული (“ვესტ ჰემი”, უფასო) და იოელი (“ეიბარი”, არენდა).

მიიღეს: 2.9 მილიონი ევრო.


“სევილია” ( -9.9 მილიონი ევრო)

კლუბში მოვიდა: ნანი (“ფენერბახჩე, 8.5 მილიონი ევრო) და ალვარო მედრანი (“რეალ მადრიდი”, 1.5 მილიონი ევრო).

დაიხარჯა: 10 მილიონი ევრო.

კლუბიდან წავიდა: კრიხოვიაკი (“პსჟ”, 33,6 მილიონი ევრო), დიოგო ფიგეირაში (“ოლიმპიაკოსი”, 1.5 მილიონი ევრო), ლუიზმი (“ვალიადოლიდი”, უფასო), რეიესი (“ესპანიოლი”, უფასო), ბანეგა (“ინტერი”, უფასო) და ბეტო (უცნობია, უფასო).

მიიღეს: 35.5 მილიონი ევრო.


“სელტა” ( +17 მილიონი ევრო)

დაიხარჯა: 1 მილიონი ევრო.

მიიღეს: 18 მილიონი ევრო.


“მალაგა” ( -10,10 მილიონი ევრო)

დაიხარჯა: 10,10 მილიონი ევრო.

მიიღეს: 0 მილიონი ევრო.


“რეალ სოსიედადი” ( -8 მილიონი ევრო)

დაიხარჯა: 12 მილიონი ევრო.

მიიღეს: 4 მილიონი ევრო.


“რეალ ბეტისი” ( -12 მილიონი ევრო)

დაიხარჯა: 20 მილიონი ევრო.

მიიღეს: 8 მილიონი ევრო.


“ლას პალმასი” ( -2 მილიონი ევრო)

დაიხარჯა: 2 მილიონი ევრო.

მიიღეს: 0 მილიონი ევრო.


“ესპანიოლი” ( -7.7 მილიონი ევრო)

დაიხარჯა: 7.9 მილიონი ევრო.

მიიღეს: 200.000 ევრო.


“ეიბარი” ( +2 მილიონი ევრო)

დაიხარჯა: 3 მილიონი ევრო.

მიიღეს: 5 მილიონი ევრო.


“დეპორტივო” ( -500,000 ევრო)

დაიხარჯა: 500,000 ევრო.

მიიღეს: 0 მილიონი ევრო.


“გრანადა” ( +31,5 მილიონი ევრო)

დაიხარჯა: 0 მილიონი ევრო.

მიიღეს: 31.5 მილიონი ევრო.


“გრანადა” ( -200,000 ევრო)

დაიხარჯა: 200,000 ევრო.

მიიღეს: 0 მილიონი ევრო.


“ალავესი” ( 0 მილიონი ევრო)

დაიხარჯა: 0 მილიონი ევრო.

მიიღეს: 0 მილიონი ევრო.


“ოსასუნა” ( +3.75 მილიონი ევრო)

დაიხარჯა: 0 მილიონი ევრო.

მიიღეს: 3.75 მილიონი ევრო.


“ოსასუნა” ( – 1 მილიონი ევრო)

დაიხარჯა: 1 მილიონი ევრო.

მიიღეს: 0 მილიონი ევრო.


18.07.2016

დღის სატრანსფერო სიახლეები

Fanebi.com დღის გამორჩეულ სატრანსფერო ამბებს წარმოგიდგენთ

“ტოტენჰემი” სერხი რობერტოს გადაბირებას ეცდება

„ტოტენჰემის“ ინტერესთა სფეროში „ბარსელონას“ ნახევარმცველი, სერხი რობერტო მოხვდა. თუმცა, კატალონიელებს ამ ეტაპზე მოთამაშესთან განშორება არ სურთ.

ჩეხი “არსენალში” გადავა

ლონდონის „ჩელსის“ მეკარე, პეტრ ჩეხი, შესაძლოა, სეზონის დასრულების შემდეგ „არსენალში“ გადაბარგდეს. საქმე იმაშია, რომ ფეხბურთელის ოჯახს ლონდონში სურს დარჩენა.

ლიორენტე “იუვენტუსს” ტოვებს

იტალიური პრესის ცნობით, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ ფერნანდო ლიორენტემ, შესაძლოა, „იუვენტუსი“ დატოვოს. ფოვარდის გადაბირებით „ვალენსია“, „სევილია“, „ლივერპული“ და „ტოტენჰემი“ არიან დაინტერესებულები.

“ბარსელონა” “ოსასუნას” მეკარეს გადაიბირებს

„ბარსელონა“ „ოსასუნადან“ 18 წლის მეკარეს, იოკინ ესკიეტას გადაიბირებს. ესპანურ წყაროებზე დაყრდნობით ცნობილი ხდება, რომ ახალგაზრდა მოთამაშე კატალონიურ კლუბთან 4 წლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს.

კასილიასი “რეალს” ტოვებს?

მადრიდის „რეალის“ კარის დარაჯმა, იკერ კასილიასმა, შესაძლოა, კლუბი უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის დროს გამოიცვალოს. მის შეცვლელად კი მადრიდში კვლავ დავიდ დე ხეას მოიაზრებენ.

ანდრეს ფერნანდესი „პორტუში“ გადავიდა

„ოსასუნას“ აწ უკვე ყოფილი კიპერი  ანდრეს ფერნანდესი კარიერას „პორტუში“ განაგრძობს. 27 წლის მოთამაშემ „დრაკონებთან“ ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი გამოსასყიდი ღირებულება კი 30 მილიონი ევროს უტოლდება.

„ძალიან გახარებული ვარ იმ ფაქტით, რომ პორტუგალიის საუკეთესო გუნდში გადავბარგდი.“, – ციტირებს ფერნანდესს „მარკა“, – „მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვისპარეზებ, რაც დამატებით მოტივაციას მძენს. ვეცდები, კლუბს მაქსიმალური სარგებელი მოვუტანო. ჩემი ოცნება ესპანეთის ნაკრებში თამაშია და დარწმუნებული ვარ, „პორტუში“ დამაჯერებლად ასპარეზობა მის ასრულებაში ხელს შემიწყობს.“

ანდრეს ფერნანდესი „ოსასუნაში“ 2007-2013 წლებში ირიცხებოდა და პამპლონური კლუბის რიგებში მის ანგარიშზე 113 შეხვედრაა. მიმდინარე სატრანსფერო ბაზარზე კი ესპანელი გოლკიპერი „პორტუს“ რიგით მეთორმეტე შენაძენი გახდა. ხულიენ ლოპოტეგის გუნდმა ფერნანდესის ტრანსფერამდე გუნდი საკამოდ მაღალი დონის ფეხბურთელებით გააძლიერა:  რიკარდო ნუნეში („აკადემიკა“), ხოსე ანხელი („რომა“), ბრუნო მარტინს ინდი („ფეიენოორდი“), დანიელ ოპარე („სტანდარდი“), იასინე ბრაჰიმი („გრანადა“), კასემირო („რეალი“), ევანდრო („ეშტორილი“), ოლივერ ტორესი („ატლეტიკო“), ადრიან ლოპესი („ატლეტიკო“) კრისტიან ტელიო („ბარსელონა“) და სამი („მარიტიმუ“)

 

„ოსასუნას“ სტადიონზე ტრიბუნის ღობის ჩამონგრევის შედეგად 68 ადამიანი დაშავდა

„ოსასუნასა“ და „ბეტისს“ შორის ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ბოლო ტურის მატჩი მე-12 წუთზე გარკვეული ხნით შეჩერდა, რისი მიზეზიც ტრიბუნის ღობის ჩამონგრევა იყო.

სწორედ მე-12 წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს, რაც მათ ფანებმა საკმაოდ ემოციურად აღნიშნეს, რის შედეგადაც ფანსქტორის ღობე ჩამოინგრა.

როგორც ცნობილია, ათი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენი 58 კი მსუბუქად დაშავდა და სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩნდა.

რაც შეეხება მატჩის შედეგს, გამარჯვება „ოსასუნას“ ფეხბურთელბმა მოიპოვეს, თუმცა, ამის მიუხედავად, კლუბმა ლა ლიგაში ადგილის შენარჩუნება ვერ შეძლო და 39 ქულით სეზონი მე-18 ადგილზე დაასრულა, ამასთანავე, „ალმერიას“, რომელმაც მე-17 ადგილი დაიკავა, მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩა.

ალექსანდრე მატევოსოვი

რონალდუმ “ოსასუნას” შესანიშნავი გოლი გაუტანა

26 აპრილს, ესპანეთის პრიმერა დივიზიონში, “რეალსა” და “ოსასუნას” შორის გამართულ შეხვედრაში, კრიშტიანო რონალდუ მეტოქის კარში ულამაზესი გოლი გაიტანა.

ორიოლ რიერას ეფექტური გოლი

გუშინ გამართულ ვილიარეალისა და ოსასუნას მატჩში, რომელიც “ყვითლების” გამარჯვებით, 3:1 დასრულდა. ოსასუნას მხირდან ერთადერთი გოლის ავტორი ორიოლ რიერა გახდა. გოლი მართლაც ძალიან ლამაზი აღმოჩნდა.

რონალდუს საჯარიმო და მეკარის კურიოზული შეცდომა

15 იანვარს, ესპანეთის თასზე, “ოსასუნასა” და მადრიდის “რეალს” შორის გამართულ შეხვედრაში, მადრიდელთა პორტუგალიელმა თავდამსხმელმა, კრიშტიანო რონალდუმ საჯარიმო შეასრულა, რომლის შემდეგაც მეკარემ კურიოზული შეცდომა დაუშვა, ბურთი კი კარის ბადეში მოექცა.

ბეილის შესანიშნავი ფინტი “ოსასუნასთან” მატჩში

9 იანვარს, ესპანეთის თასზე, მადრიდის “რეალსა” და “ოსასუნას” შორის გამართულ შეხვედრაში (2:0), “სამეფო კლუბის” უელსელმა ფეხბურთელმა, გარეტ ბეილმა შესანიშნავი ფინტი გააკეთა.

მსაჯმა “რეალის” სასარგებლოდ დანიშნული პენალტი გააუქმა

9 იანვარს, ესპანეთის თასზე, მადრიდის “რეალმა” საკუთარ მოედანზე “ოსასუნა” მიიღო და მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში, მე-16 წუთზე, მსაჯმა “რეალის” სასარგებლოდ პენალტი დანიშნა, თუმცა მალევე, ასისტენტის წყალობით, გააუქმა.