„პსჟ“-ს მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი „ლორიანთან“ საფრანგეთის ჩემპიონატის მე-14 ტურის მატჩის წინ თვლის, რომ ერთი კვირის წინ პარიზში მოხმდარი ტერაქტის მიუხედავად, გუნდები მოედანზე სათამაშოდ უნდა გამოდიოდნენ.
„სიტუაცია მძიმეა. ეს არამხოლოდ პსჟ-ს, არამედ სხვა გუნდის ფებურთელებსაც ეხებათ. ყველაზე მეტად ამ შემთხვევამ ლეგიონერებზე იმოქმედა, რადგან ისინი პარიზისგან შორს იყვნენ და ამ საშინელ კადრებს ტელევიზორში ხედავდნენ.
წინ, როგორც სხვებს, სამუშაო გველის. ცხოვრება გრძელდება, მაგრამ საუბარი, რა თქმა უნდა, ადვილია…
ვფიქრობ, მატჩების თამაში საუკეთესო გადაწყვეტილებაა. ეს ყველასთვის მძიმე იქნება, თუმცა ამ ფსიქოლოგიური პრობლემის მოგვარება აუცილებლად საჭიროა.
ჩემი გუნდის ერთ ფეხბურთელიც კი არ მოსულა და ჩემთვის არ უთქვამს, რომ ამის გამო მოედანზე გამოსვლა არ სურს“, – ციტირებს ბლანს Goal.com.