14 სექტემბერს “პარმასა” და “მილანს” შორის გამართულ შეხვედრაში დიეგო ლოპესმა შეცდომა დაუშვა, რის გამოც “როსონერის” კარში გოლი გავიდა.
ჭდე: პარმა
ინძაგი: “სირცხვილი იქნებოდა, ეს მატჩი რომ ვერ მოგვეგო”
“მილანის” თავკაცმა ფილიპო ინძაგიმ იტალიის სერია A-ს II ტურში “პარმას” წინააღმდეგ გამართული მატჩი შეაჯამა, რომელიც მისი გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 5:4 დასრულდა. იტალიელი მწვრთნელის თქმით, ამ შეხვედრაში სამი ქულის ვერაღება სირცხვილი იქნებოდა.
“მთელი სული და გული ჩავდეთ ამ მატჩში. გამარჯვება დავიმსახურეთ და რომ ვერ მოგვეგო, სირცხვილი იქნებოდა. მადლობას ვუხდი მათ, ვინც “როსონერის” გაწვრთნის შესაძლებლობა მომცეს. მომდევნო ტურში ძლიერი მეტოქის (“იუვენტუსი”) წინააღმდეგ ვითამაშებთ. შეგვიძლია, მრისხანე “იუვენტუსსაც” გავურთულოთ ცხოვრება. ამისთვის სრულყოფილი თამაში უნდა ვაჩვენოთ ვიმედოვნებ, ქომაგები დაგვეხმარებიან, რომ სასწაული მოვახდინოთ”, – ინძაგის სიტყვები “მილანის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ჟერემი მენეზმა “პარმას” წარმოუდგენელი გოლი გაუტანა
14 სექტემბერს “პარმასა” და “მილანს” შორის გამართულ მატჩში (4:5) ჟერემი მენეზმა მეტოქის კარში გასაოცარი გოლი გაიტანა.
პარმა პალეტას და კასანოს შენარჩუნებას იმედოვნებს
“პარმას” მწვრთნელი ტომაზო გირარდი იმედოვნებს, რომ მცველი გაბრიელ პალეტა და თავდამსხმელი ანტონიო კასანო სხვა გუნდში არ გადავლენ.
“კასანო ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. მას კიდევ ორწლიანი კონტრაქტი აქვს. ამაყები ვართ, რომ ანტონიო სწორედ “პარმას” ღირსებას იცავს”.
“პალეტას საკმაოდ ბევრი წინადადება აქვს, თუმცა ჩვენი დაინტერეება ვერცერთმა ვერ შესძლო. ახალი თუ არაფერი გამოცნდა, ის ჩვენთან დარჩება” – განაცხადა გირარდიმ.
ტოპ 10: ყველაზე ძვირადღირებული მცველები ფეხბურთის ისტორიაში
საფეხბურთო პორტალმა GiveMeSport-მა ფეხბურთის ისტორიაში, ყველაზე ძვირად შეძენილი ათი მცველი დაასახელა.
ათეული ასე გამოიყურება:
*თანხები მოცემულია ფუნტ სტერლინგის სახით
10. რიკარდო კავალიუ
“პორტუდან” “ჩელსიში” – 26.5 მილიონი
9. პეპე
“პორტუდან” “რეალში” – 26.5 მილიონი
8. დავიდ ლუისი
“ბენფიკადან” “ჩელსიში” – 26.5 მილიონი
7. ფაბიო კოენტრაო
“ბენფიკადან” “რეალში” – 26.5 მილიონი
6. ალესანდრო ნესტა
“ლაციოდან” “მილანში” – 27 მილიონი
5. მარკინიოსი
“რომადან” “პარი სენ-ჟერმენში” – 27.5 მილიონი
4. დანი ალვეში
“სევილიადან” “ბარსელონაში” – 31 მილიონი
3. ლილიან ტურამი
“პარმადან” “იუვენტუსში” – 36.5 მილიონი
2. ტიაგო სილვა
“მილანიდან” “პარი სენ-ჟერმენში” – 37 მილიონი
1. რიო ფერდინანდი
“ლიდსიდან” “მანჩესტერ იუნაიტედში” – 40.5 მილიონი
კურიოზული გოლი “ლაციოს” კარში
30 მარტს, იტალიის ჩემპიონატში, “ლაციოსა” და “პარმას” შორის გამართულ მატჩში (3:2), კურიოზული გოლი გავიდა.
დონადონი: „იტალიას მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შეუძლია“
„პარმას“ მთავარი მწვრთნელის რობერტო დონადონის აზრით, იტალიის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის მოგება შეუძლია.
„იტალიელებს მუნდიალის მოგების პოტენციალი გააჩნიათ. რა თქმა უნდა, ამის გაკეთება ადვილი არ იქნება, თუმცა, მგონია, შანსები გვაქვს. „სკუადრა აძურას“ მთლიანი ეტაპის დაძლევა ნამდვილად შეუძლია. ყველაფერი იმისგან იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ფორმაში იქნებიან მოთამაშეები სეზონის დასრულები შემდეგ“, – განაცხადა დონადონიმ.
ალექსანდრე მატევოსოვი
კასანო: “იუვენტუსს” უარი სამჯერ ვუთხარი”
იტალიური “პარმას” თავდამსხმელი ანტონიო კასანო აცხადებს, რომ მან ტურინის “იუვენტუსი” უარით სამჯერ გაისტუმრა.
შეგახსენებთ, რომ 31 წლის ფეხბურთელი “პარმაში” კარგად ასპარეზობს. როგორც ირკვევა, კასანოს მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე თამაში სურს.
“დიდი ევროპული კლუბები? არა, მე მხოლოდ იტალიურ გუნდებში თამაში მსურს, უცხოეთში წასვლის სურვილი კი არ გამაჩნია. “იუვენტუსი” ჩემთვის შესაფერისი კლუბი არ არის, ტურინელებს უარი სამჯერ ვუთხარი. რაც შეეხება “ნაპოლის” ვფიქრობ, იქ გადასვლა იდეალური იქნებოდა”, – ამბობს კასანო.
ამაურიმ “მილანს” ქუსლით გაუტანა
16 მარტს, იტალიის სერია A-ში, “მილანსა” და “პარმას” შორის გამართულ მატჩში (2:4), “პარმას” თავდამსხმელმა ამაურიმ მეტოქის კარი ქუსლით შესრულებული დარტყმით აიღო.
ადრიანო ფეხბურთს დაუბრუნდა, ის “ატლეტიკო პარანაენსეში” ითამაშებს
ცნობილი ბრაზილიელი თავდამსხმელი ადრიანო ლეიტე რიბეირო 2-წლიანი პაუზის შემდეგ კარიერას “ატლეტიკო პარანაენსეში” განაგრძობს.
ბრაზილიური Lancenet-ის ცნობით, 31 წლის ფეხბურთელი ყოველთვიურად დაახლოებით 30 ათას ევროს მიიღებს.
ადრიანოს, რომელიც თავის დროზე “ფლამენგოს”, “ინტერის”, “ფიორენტინას”, “პარმას”, “სან პაულუს”, “რომასა” და “კორინთიანსის” ღირსებას იცავდა, 2012 წლის შემდეგ არ უთმაშია.
“რომა” – “პარმა” წვიმის გამო ჩაიშალა
იტალიის ჩემპიონატის 22-ე ტურიშ მატჩი “რომასა” და “პარმას” შორის წვიმის გამო ჩაიშალა. “სტადიო ოლიმპიკოზე” მიმდინარე შეხვედრა მთავარა მსაჯმა ანდრეა დე მარკომ მეათე წუთზე შეწყვიტა, როდესაც ანგარიში 0:0 იყო. რამოდენიმე წუთში კი არბიტრმა გუნდები მოედნიდან გაიყვანა.
ნახევარსაათიანი თათბირის შემდეგ მატჩის გადადების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
შეხვედრის ჩატარების ახალი თარიღი ჯერ-ჯერობით უცნობია.
31 წლის ადრიანო ფეხბურთს “ატლეტიკო პარანაენსეს” გავლით უბრუნდება (ვიდეო)
დიდი შანსია, 31 წლის ბრაზილიელი ფეხბურთელი, ადრიანო დიდ ფეხბურთში ისევ ვიხილოთ. “ინტერის”, “ფიორენტინასა” და “პარმას” ყოფილი თავდამსხმელი მიმდინარე კვირაში, “ატლეტიკო პარანაენსეს” ვარჯიშებზე იხილეს.
მიუხედავად იმისა, რომ წონაში მყოფი მოთამაშე “ატლეტიკო პარანაენსეში” ვარჯიშობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან კლუბთან კონტრაქტი გააფორმა.
შეგახსენებთ, რომ ადრიანომ ბოლოს ოფიციალურ მატჩში მონაწილეობა 2012 წლის მარტში მიიღო, მაშინ ის “კორინთიასის” ღირსებას იცავდა.