გვარდიოლა “მანჩესტერ სიტისთან” კონტრაქტს ახანგრძლივებს

პეპ გვარიოლამ “მანჩესტერ სიტის” ხელმძღვანელობასთან ახალი, გაუმჯობესებული კონტრაქტი შეათანხმა, რომელიც 2021 წლამდე იქნება გაწერილი და ხელფასის წლიური ოდენობის 20 მილიონ ფუნტამდე გაზრდას ითვალისწინებს. ამ ინფორმაციას The Daily Mail ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ესპანელი სპეციალისტის ამჟამინდელი ხელფასი წელიწადში 17 მილიონი ფუნტით შემოისაზღვრება, კონტრაქტს კი ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს ეწურება – რაც რა თქმა უნდა, “ქალაქელთა” გეგმებს ეწინააღმდეგება.

“სიტი” ამ დროისთვის პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილის ერთპიროვნული ლიდერია 16 ქულით და შანსი აქვს, ჩემპიონობა აპრილის თვეში მოიპოვოს “მანჩესტერ იუნაიტედის” დამარცხებით.

შეგახსენებთ იმასაც, რომ “ბარსელონას” ექს-თავკაცის პირველი სეზონი “ქალაქელთა” მთავარი მწვრთნელის რანგში არც ისე წარმატებული გამოდგა, მაგრამ წელს ვითარება სრულად განსხვავებულია და ფეხბურთის ექსპერტები მისგან ბევრ ტიტულს ელიან.

გვარდიოლამ გარი ნევილის კრიტიკას უპასუხა

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ინგლისის პრემიერ ლიგის ეგიდით, “ლესტერთან” გასამართ მატჩამდე პრესასთან ისაუბრა და გარი ნევილსაც წაკბინა (ნევილმა გვარდიოლა “ბარნლისთან” მატჩში მხოლოდ 6 სათადარიგო ფეხბურთელის ყოლის გამო გააკრიტიკა).

“საბედნიეროდ სტოუნზი თამაშს შეძლებს, სილვა – ვერა. “ლესტერთან” გასამართი მატჩის განაცხადში 18 ფეხბურთელი შევიყვანე, ასე რომ, ნევილი კმაყოფილი იქნება.

მინდოდა, აგუეროსთვის დასვენების საშუალება მიმეცა, მაგრამ ის ერთადერთი ცენტრფორვარდია, რომლის გამოყენების საშუალებაც მაქვს. გაბრიელ ჟეზუსი კი 1-2 კვირაში უნდა დაბრუნდეს.

ძალიან რთული და დატვირთული კალენდარი გვაქვს. “ლესტერთან” გასამართი მატჩიდან სამ დღეში ჩემპიონთა ლიგაზე გვიწევს თამაში, შემდეგ კი ინგლისის ლიგის თასის ფინალი გველის. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი სურვილები რეალობად ვაქციოთ,” – აცხადებს გვარდიოლა.

გვარდიოლა ოთხდღიან შვებულებას აცხადებს: “წავიდნენ იქ, სადაც უნდათ”

“მანჩესტერ სიტის” მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა მიიჩნევს, რომ “ქალაქელები” დატვირთულმა სეზონმა ზედმეტად გადაღალა და თავის ფეხბურთელებს დასვენების უფლება მისცა.

“ბარნლისთან” ფრედ (1-1) დასრულებული მატჩის შემდეგ, გვარდიოლამ ბიჭებს უფლება მისცა, იქ წასულიყვნენ, სადაც მოუნდებოდათ. შვებულება 4 დღეს გასტანს და ოთხშაბათს შეწყდება. მომდევნო მატჩი კი “სიტის” შაბათს ელის.

“არამარტო ფეხბურთელებს, არამედ ყველას, შტაფის წარმომადგენლებსაც, შეუძლიათ ეს ოთხი დღე ისე გაატარონ, როგორც მოინდომებენ. “სიტის” კარები ოთხშაბათამდე დაკეტილი იქნება. თითოეულ ჩვენგანს სჭირდება დასვენება,” – აცხადებს კატალონიელი სპეციალისტი.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, დაახლოებით მსგავს მდგომარეობაში მყოფმა აგუერომ მანქანით მოძრაობისას სიჩქარეს გადაამეტა და ხესაც შეეჯახა. შედეგად, ამ უკანასკნელმა ნეკნები დაიზიანა და ორ კვირაზე მეტი გაუცდა. ასე რომ, ეს არც თუ ის უსაფრთხო გადაწყვეტილებაა პეპის მხრიდან.

გვარდიოლამ “მანჩესტერ იუნაიტედს” სანჩესის ტრანსფერი მიულოცა

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, რომელიც საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე ცდილობდა ალექსის სანჩესის “ეტიჰად სტედიუმზე” გადაბირებას, მოსალოდნელი ტრანსფერის შესახებ გვაცნობა.

“მათემატიკასთან კარგად ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ის “მანჩესტერ იუნაიტედში” გადავა. მინდა ორივე მხარეს მივულოცო ეს ტრანსფერი.

ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა გააკეთეს ის, რაც საუკეთესო ვარიანტად მიაჩნდათ. მე ვერაფერს დავამატებ. ალექსის სანჩესის მიმართ ჩემი პოზიცია არ შეცვლილა – დიდი სიამოვნება იყო მასთან თანამშრომლობა და ყელაფერ საუკეთესოს ვუსურვებ,” – აცხადებს გვარდიოლა.

როგორც ირკვევა, სანჩესი საკმაოდ დიდ ხელფასს ითხოვდა “სიტისგან”, რაც მას კლუბის ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელს გახდიდა. ამის გაკეთება კი კლუბის ხელმძღვანელებმა არ მოინდომეს.

პეპ გვარდიოლა ინგლისურ კალენდარზე: “ფეხბურთელებისთვის ეს ნამდვილი კატასტროფაა”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ ინგლისური პრემიერ ლიგის რთულ კალენდარზე გააკეთა კომენტარი. შეგახსენებთ, რომ ესპანური და გერმანული ჩემპიონატებისგან განსხვავებით, ინგლისელები ფეხბურთს ახალი წლის პერიოდშიც თამაშობენ.

“ტექნიკური თვალსაზრისით თუ განვიხილავთ, ყველაფერი რიგზეა. მაგრამ ფეხბურთელებისთვის მსგავსი დატვირთვით თამაში ნამდვილი კატასტროფაა,” – აცხადებს გვარდიოლა, რომელსაც გასულ მატჩში ორი ლიდერი დაემტვრა – კევინ დე ბრუინი და გაბრიელ ჟეზუსი.

“დასასვენებლად და ძალების აღსადგენად ზოგჯერ ოთხი დღე გვეძლევა, ზოგჯერ სამი, ზოგჯერ სულაც ორი. ყველა გუნდი ერთ მდგომარეობაშია.

თუმცა, ეს ინგლისის ტრადიციაა და უნდა შევეჩვიოთ. რაც არის, არის. ასეთ რაღაცებზე მხოლოდ ჩემი აზრის გამოთქმა შემიძლია. გჯერათ, რომ ჩემი სიტყვები ჩინოვნიკებს ამის შეცვლისკენ უბიძგებს? შანსიც არ არის,” – დაამატა ესპანელმა სპეციალისტმა.

გვარდიოლამ სანჩესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ “არსენალის” ლიდერის, ალექსის სანჩესის მომავალთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა.

როგორც იცით, საკმაოდ დიდი ხანია, რაც ჩილელ შემტევს “სიტის” რიგებში გაწევრიანებას უწინასწარმეტყველებენ. ამასთანავე, გასულ ტურში გაბრიელ ჟეზუსმა სერიოზული ტრავმა მიიღო და სავარაუდო იყო, რომ გვარდიოლას მისი შემცვლელი დასჭირდებოდა.

“ნამდვილად არ ვიცი, რა მოხდება მომავალში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჟეზუსის ტრავმა არანაირ გავლენას არ იქონიებს ალექსის სანჩესის მდგომარეობაზე. ალექსისი სეზონის ბოლომდე “არსენალში” დარჩება,” – აცხადებს გვარდიოლა.

სანჩესს “მეთოფეებთან” არსებული კონტრაქტი მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე ეწურება და ამის შემდეგ “ქალაქელებს” მისი გადაბირება უფასოდ შეეძლებათ.

პარდიუ: “მოურინიოს უკეთესი გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს, ვიდრე – გვარდიოლას”

“ვესტ ბრომვიჩ ალბიონის” მთავარმა მწვრთნელმა, ალან პარდიუმ ერთმანეთს “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “მანჩესტერ სიტის” დამრიგებლები, ჟოზე მურინიო და პეპ გვარდიოლა შეადარა.

“ჟოზეს და მე გვიყვარს მატჩების ანგარიშით, 4-0 მოგება. ჩვენ ლაღ ფეხბურთს ვთამაშობთ. თუმცა, ზოგჯერ არ შეგიძლია მარტივად მოიგო. უბრალოდ, უნდა ეცადო, მონახო გამარჯვების განსხვავებული გზა. ხოლო, ამ უკანასკნელ ასპექტში კი მოურინიო საუკეთესოა. ის პეპ გვარდიოლასაც სჯობს. ჟოზეს უკეთესი გამარჯვებულის მენტალიტეტი გააჩნია. შესაბამისად, მეტ ტიტულსაც იგებს.”

“მას ბევრი აკრიტიკებს. ვფიქრობ, რასაც ის აკეთებს, ყველაფერი გამარჯვებულის მენტალიტეტიდან მოდის. სწორედ ყველაფრის მოგებაა მოურინიოს მთავარი მიზანი. ზოგჯერ, ხალხი ამბობს, რომ პორტუგალიელმა უფრო უნდა გახსნას თამაში. თუმცა, შეხედეთ “მანჩესტერ იუნაიტედის” დაცვის რეკორდებს. ეს შესანიშნავია!” – ამბობს პარდიუ.

პეპმა ჟოზეს ბრალდებას უპასუხა: “ფეხბურთელებისთვის მსგავსი დავალება არასოდეს მიმიცია”

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ “სიტისთან” წაგებული მატჩის (2-1) შემდეგ განაცხადა, რომ მეტოქე ფეხბურთელები განზრახ მიმართავდნენ ტაქტიკურ ჯარიმებს. ამ ბრალდებას მალევე გამოეხმაურა პეპ გვარდიოლა და ყოველივე ეს უარყო.

“მსგავსი ტიპის გზავნილებს არასოდეს ვაწვდი ჩემს ფეხბურთელებს. შეგიძლიათ, ნებისმიერ ჩემ მოთამაშეს დაეკითხოთ, ყოფილსაც ადა ახლანდელსაც. არასოდეს დამივალებია მათთვის, რომ ტექნიკური ჯარიმებისთვის მიემართათ.

ნამდვილად არ ვიცი, რამდენჯერ დაჯარიმდნენ ჩემი ფეხბურთელები იმ მატჩში, მაგრამ გუნდი, რომელსაც ბურთს ფლობის მაჩვენებელი 70 პროცენტამდე აქვს, ასეთ ხრიკებს არ მიმართავს.

ჩვენი გუნდის მთავარი დავალებები მეტოქესთან ახლოს ყოფნა და შეცდომის ლოდინია. ბუნებრივია, რომ ჩვენც ვჯარიმდებით, ანგელოზები არ ვართ. მაგრამ ესეც თამაშის ნაწილია, ეს ფეხბურთია,” – აცხადებს პეპ გვარდიოლა.

პეპ გვარდიოლა: “გაბრიელ ჟესუსი ეტო’ოს მაგონებს”

“მანჩესტერ სიტის” ახალგაზრდა თავამსხმელი, გაბრიელ ჟესუსი შესანიშნავ ფორმაშია. ბრაზილიელმა პრემიერ ლიგის ათ თამაშში შვიდი გოლის გატანა მოახერხა.

“ქალაქელთა” დამრიგებელმა, პეპ გვარდიოლამ ჟურნალისტებთან ოცი წლის ფეხბურთელზე ისაუბრა.

“ის ეტო’ს მაგონებს. ეს მაშინ ჩანს, როცა პრესინგს ვთამაშობთ და გაბრიელი ამას ისე აკეთებს, როგორც ვერავინ გუნდში. ხოლო, საჯარიმოში კი ის ყოველთვის გამტანია. ბედნიერებაა, როცა ასეთი ფორვარდი გყავს – იგი შანსების უმეტესობას იყენებს. ვფიქრობ, ის ბურთით ზედმეტად ბევრს დარბის. როცა ამას მოუკლებს, გაბრიელი ძალიან დამესგავსება თავის თანამემამულეს, რონალდოს,” – აცხადებს პეპი.

გვარდიოლა: “მე ამაყი ვარ ჩემი გუნდით”

დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრები გაიმართა. ერთ-ერთ მათგანში “მანჩესტერ სიტიმ” “ნაპოლი” ანგარიშით, 2-1 დაამარცხა.

“ქალაქელთა” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

გვარდიოლამ განაცხადა, რომ: “მე მოველოდი 90 წუთის განმავლობაში ბრძოლას, რადგან კარგად ვაფასებდი “ნაპოლის” შესაძლებლობებს. პირველ 35 წუთში ჩვენ შევძელით და გავიტანეთ ორი გოლი, ასევე შეგვეძლო რამდენიმე კარგი მომენტის რეალიზება, მაგრამ ამის შემდეგ ჩემი ფეხბურთელები დაიღალნენ და კონტრშეტევებით ვცდილობდით პასუხის გაცემას მეტოქეზე. იტალიელები მარტივ ფეხბურთს გვთავაზობდნენ, მაქსიმუმ ორი-სამი შეხება ბურთთან. “ნაპოლი” არიას ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი, რომელსაც ჩემს კარიერაში შევხვედრივარ. სწორედ ამიტომ ვარ მე ამაყი ჩემი გუნდით.” – ამბობს პეპი.

გვარდიოლა: “ნაპოლის” ჩვენი დამარცხება შეუძლია”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარიოლამ ჩემპიონთა ლიგაზე, “ნაპოლისთან” გასამართ მატჩამდე პრესასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მატჩს დიდი სიფრთხილითა და ყურადღებით ეკიდება.

“ჩემს ფეხბურთელებს ვაჩვენე და კიდევ ვაჩვენებ “ნაპოლის” მატჩების ამსახველ ვიდეოებს. მათ უნდა იცოდნენ, რა ელით წინ. იგივე გავაკეთე “შახტართან” მატჩამდე, რითიც ისინი დავარწმუნე, რომ ადვილი გასეირნება არ ელოდათ. იმედია, ეს ამჯერადაც იმუშავებს.

შეიძლება ითქვას, რომ “ნაპოლი” “შახტარს” ჰგავს, ერთნაირი სტილის თამაშს აჩვენებენ, მაგრამ განსხვავებაც საგრძნობია: “შახტარი” ყოველთვის ლოდინს ამჯობინებს, “ნეაპოლელები” კი გიჟური ზეწოლის ხარჯზე ცდილობენ სასურველი შედეგის დადებას. სისწრაფის ხარჯზე მათ ჩვენი დამარცხება შეუძლიათ,” – აცხადებს ესპანელი სპეციალისტი.

ცნობისთვის გეტყვით, რომ “ნაპოლისა” და “მანჩესტერ სიტის” შორის გასამართი მატჩი სტარტს 17 ოქტომბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე, “ეტიჰად სტედიუმზე” აიღებს.

პოჩეტინო: “გვარდიოლას ეს სიტყვები ჩვენი უპატივცემულობაა და სხვა არაფერი”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ “ტოტენჰემი” ჰარი კეინის გუნდად მოიხსენია. მას “სპურსების” დამრიგებელი, მაურისიო პოჩეტინო გამოექომაგა. არგენტინელი დამრიგებელის განცხადებით, გვადიოლას ნათქვამი მისი კლუბის უპატივცემულობაა.

“მან ჩვენს მიმართ უპატივცემულობა გამოხატა. გვარდიოლას ნათქვამს ჩემზე არავითარი ზეგავლენა არ მოუხდენია. ის ჩემთვის და ბევრისთვის უმნიშვნელოა. ესპანელი დიდი კლუბის მწვრთნელი იყო. მან შესანიშნავი ეპოქა შექმნა და არასდროს ვიტყვი, რომ იმდროინდელი “ბარსელონა” მესის გუნდი იყო.”

“შესაძლებელია, პრესკონფერენციის შემდეგ მან დამირეკოს. მის ზარს აუცილებლად ვუპასუხებ. პეპს ვიცნობ: დიდი გამარჯვების შემდეგ, ის მუდამ ემოციებშია, ცდილობს, დაიცვას საკუთარი პოზიცია და იყოს ჯენტლმენი,” – ამბობს პოჩეტინო.