ალვარო მორატამ “იუვენტუსში” ორი წელი გაატარა და საკმაოდ დიდი გამოცდილება მიიღო. გასულ ზაფხულზე ესპანელი მადრიდის “რეალმა” დაიბრუნა. ბევრი ვარაუდობდა, რომ “ბლანკოსმა” იმისთვის გადადგა ეს ნაბიჯი, შემდეგ ალვარო უფრო ძვირად გაეყიდა. მაგრამ “რეალმა” ასე არ გააკეთა და ახლაგაზრდა ფეხბურთელი დაიტოვა.
“ფურია როხას” შემტევმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ გასულ სატრანფერო ფანჯარაზე “თეთრებს” ლონდონის “ჩელსიმ” ესპანური ფეხბურთისთვის სარეკორდო თანხა შესთავაზა, მაგრამ პერესმა იგი არ დათმო.
“ეს იყო ძალიან მსუყე შემოთავაზება. მე გავხდებოდი ყველაზე ძვირადღირებული ესპანელი მოთამაშე.”
“მადრიდის “რეალმა” “ჩელსის” შემოთავაზება დაბლოკა; პერესმა თქვა, რომ მე გუნდის გეგმებში შევდიოდი. ეს ყოველთვის იყო ჩემი ოცნება!” – განაცხადა ესპანელმა.